imedi /  16 მაისი 2018, 11:40 / სანდო წყარო

თავაძე: ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სარჩელის საფუძველზე ვიღებთ

ზაზა თავაძე

ჩვენი შეფასება არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. 

,,ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ ის, რომ ჩვენ მხოლოდ სარჩელის, ან წარდგინების საფუძველზე ვიღებთ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული ბოლო წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოტიკების ნაწილში.

ბოლო გადაწყვეტილება იყო, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მარიხუანის მოხმარებისთვის. მოხდა დეკრიმინალიზაცია.

ჩვენი შეფასება ამ საკითხზე არის ჩვენი გადაწყვეტილებები, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით".

თავაძის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო არის ნეგატიური კანონმდებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ პოზიტიური კანონმდებლის მიერ მიღებული ნორმატიული აქტი საკონსტიტუციო სასამართლომ შეიძლება, სარჩელის საფუძველზე შეაფასოს.

შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს. 

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის სავალდებულო შესასრულებელი ყველა ორგანოსთვის და პერმანენტულად ხდება ამის შესრულება", - აცხადებს თავაძე.

ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, სავარაუდოდ, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებს. 

არქივი

25 მაისი 2018, 10:59

ეკონომიკა

ჩინეთი და იაპონია აშშ-ის შესაძლო ახალ ავტოტარიფებს აკრიტიკებენ

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების ბოროტად გამოყენება სავაჭრო მრავალნაციონალურ სისტემას ძირს უთხრის და ნორმალურ საერთაშორისო ვაჭრობას უქმნის საფრთხეს.

25 მაისი 2018, 10:58

ეკონომიკა

ოზურგეთში ჩაის პლანტაციებს რეაბილიტაცია უტარდებათ

ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი 848 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ჯამური ინვესტიცია 2,125,752 ლარია, საიდანაც 1,495,538 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებაა.

25 მაისი 2018, 10:45

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების გამოქვეყნებას იწყებს

მიმოქცევაში არსებული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ინდიკატური ფასების და შემოსავლიანობის მონაცემები განახლდება ოთხშაბათობით, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველადი აუქციონის შემდეგ, 17:00 საათზე.

25 მაისი 2018, 10:26

ძალოვნები

მარნეულში გოგოების ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ბრალდებული გოგოების მოტყუებით გადაბირებას ახდენდა. მარნეულში მდებარე სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში აცხოვრებდა და მუქარით, ფსიქიკური და ფიზიკური იძულებით, მათ სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდა.

25 მაისი 2018, 10:25

ეკონომიკა

გაზპრომმა ევროკავშირთან შეთანხმებას მიაღწია

ევროკავშირის კონკურენციის კომისარმა მარგრეთე ვესტაგერმა ბრიუსელში განაცხადა, რომ შეთანხმება წაადგება მილიონობით ევროპელ მომხმარებელს, სადაც გაზპრომი, ახალი შეთანხმების მიხედვით, მუშაობის წესებს შეცვლის.

25 მაისი 2018, 10:25

ტექნოლოგიები

Apple-ი თანამშრომლების გადასაადგილებლად Volkswagen-ის უპილოტო ავტომობილებს გამოიყენებს

ამ დროისთვის Apple-ი Volkswagen-ის T6 მოდელის ავტომობილებს იყენებს, რომელიც თავად Apple-ის მიერაა გამოშვებული. უპილოტო ტექნოლოგიის მქონე Lexus-ის ავტომობილებს Apple-ი კალიფორნიაში ტესტავს. Apple-ის ტექნოლოგიას მსოფლიოში ასობით დიზაინერი, ტექნოლოგიური კომპანია და აკუმულატორების ექსპერტები იყენებენ.

25 მაისი 2018, 10:21

კულტურა

თბილისში იტალიური ხელოვნების გამოფენა გაიხსნა

ნამუშევრების ავტორებს შორის ასევე, არიან რენესანსის პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

25 მაისი 2018, 10:16

ვიდეო

35 წლამდე მამაკაცმა, კერძო დაწესებულებაში, ელექტროტრავმა მიიღო

25 მაისი 2018, 10:13

მსოფლიო

მაკრონი პუტინს რუსეთში დაპატიმრებულ რეჟისორებზეც ელაპარაკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის იუსტიციის სისტემას არ მართავს, თუმცა პრობლემაზე ღია და გულწრფელი დიალოგი შესაძლებელია. თავის მხრივ, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი დაპატიმრებულია არა პროფესიული საქმიანობის, არამედ ტერაქტების მომზადებისთვის.

25 მაისი 2018, 10:09

საქართველო

რუსეთის საგარეო უწყება აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პრაღაში გამართული შეხვედისას მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პრაქტიკულ საკითხებზე ისაუბრეს და ის დოკუმენტი განიხილეს, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგს ეხება.

25 მაისი 2018, 10:05

მსოფლიო

აშშ-მა 9 ინდივიდსა და ორგანიზაციას ირანიდან სანქციები დაუწესა

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ირანს "ისტორიაში ყველაზე მკაცრ სანქციებს დაუწესებენ". მისი თქმით, ის აშშ-ის ეკონომიკისთვის "იბრძოლებს", მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.

25 მაისი 2018, 10:04

საქართველო

ცნობილია თბილისის უბნები, სადაც სამარშტურო ხაზების მოძრაობა შეიცვალა

#60 და #111 მარშრუტები გაერთიანდება #60 მარშრუტად. იგი მოსახლეობას მოემსახურება მ. „ღრმაღელედან“ თბილისის ზღვის ტერიტორიისა და ივერთუბნის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე

25 მაისი 2018, 10:03

ვიდეო

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

25 მაისი 2018, 09:58

მსოფლიო

კანადაში ონტარიოს პროვინციაში მდებარე რესტორანში აფეთქება მოხდა

ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით დაშავებულია 15 ადამიანი. სამართალდამცველები 2 ეჭვმიტანილს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სპეცოპერაცია.

25 მაისი 2018, 09:50

ეკონომიკა

კომპანია Samsung-მა Apple-ს $539 მილიონი უნდა გადაუხადოს

ნაფიც-მსაჯულთა სასამართლომ დაასკვნა, რომ Samsung-მა დაარღვია სამი პატენტი. ამათგან ერთი ეხება სმარტფონების დიზაინს, ხოლო ორი დაკავშირებულია მოწყობილობების ტექნოლოგიურ ფუნქციებთან.

25 მაისი 2018, 09:42

საქართველო

ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს

სოფელ ფლავის მკვიდრი 22 წლის გიორგი კეფაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

25 მაისი 2018, 09:35

საქართველო

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია საქართველოშია

დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებშიც. დელეგაციის ვიზიტი საქართველოში თვის ბოლომდე გაგრძელდება.

25 მაისი 2018, 09:26

კულტურა

გაეროში შოთა რუსთაველის მარკის პრეზენტაცია გაიმართა

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის პრეზიდენტი და გენერალური მდივნის თანაშემწე.

25 მაისი 2018, 09:00

ძალოვნები

მთავარი პროკურორი ხორავაზე მოკლული მოზარდის მამას დღეს შეხვდება

" კანონმდებლობის გათვალისწინებით, ზაზა სარალიძესთან და მის ადვოკატთან შეხვედრა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაიმართება დახურულ რეჟიმში“, – ნათვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

25 მაისი 2018, 08:56

საქართველო

დღეს საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს კრინიცას ეკონომიკური ფორუმში, ასევე პარლამენტში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში სახელწოდებით – „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის, მომავალი 100 წლეულის სტრატეგია“.