imedi /  24 მაისი 2018, 16:26 / სანდო წყარო

მოკლული მოზარდის მამა თანახმაა მთავარ პროკურორს შეხვდეს

ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთავარ პროკურორთან შეხვედრისთვის მზადაა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც სარალიძე ამბობს, მთავარი პროკურორის განცხადებებით პროკურატურის პოზიციებში რაიმე ცვლილებები არ იკვეთება, თუმცა მოკლული მოზარდის მამას აინტერესებს, თუ რა პასუხებს გასცემს შოთაძე იმ ეჭვებს, რომელიც მას საქმის მასალებიდან გამომდინარე გააჩნია.

ზაზა სარალიძე დარწმუნებულია, რომ პასუხისგებაში უნდა მიეცეს პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი.

მისი თქმით, თავად პროკურატურის მიერ მოპოვებული მასალებით იკვეთება საქმეში მინიმუმ კიდევ ერთი იარაღის მონაწილეობა, თუმცა როგორც ის ამბობს, ამის დასადგენადაც გამოძიებას არაფერი გაუკეთებია. 

მოკლული მოზარდის მამა იმედოვნებს, რომ უცხოელი ექსპერტების დასკვნები სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისგან განსხვავებით არ იქნება ზედაპირული და გაეცემა კონკრეტულ კითხვებს პასუხი.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძე  ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 

მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ყველა სიახლე

კევინ ჰარტი

23 ოქტომბერი 2019, 16:39

ტაბლოიდი

კევინ ჰარტი ავარიის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ჰოლივუდის მსახიობი კევინ ჰარტი ავარიის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა. გამოცემა Tmz-ის ინფორმაციით, მსახიობი მეგობართან და ცნობილ რეპერთან ჯეი-ზისთან ერთად ბევერლი ჰილზში იმყოფებოდა. როგორც გამოცემა წერს, ჰარტი თავს კარგად გრძნობს, თუმცა თერაპიის ინტენსიურ კურსს მაინც აგრძელებს.

აშრაფ ღანის

23 ოქტომბერი 2019, 16:37

მსოფლიო

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა

ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სალაჰუდინ რაბანიმ თანამდებობა დატოვა. მან ქვეყნის პრეზიდენტ აშრაფ ღანის ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც განაცხადა, რომ უწყებამ ფუნქცია დაკარგა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო მეორეხარისხოვან როლშია და მას როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას ისე უყურებენ“, - წერს სალაჰუდინ რაბანი.

გიორგი გახარია

23 ოქტომბერი 2019, 16:31

ეკონომიკა

გახარია: ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 6 თვის შემდეგ ეკონომიკურ ზრდას შეაფერხებს

„რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს თავისი მანდატი აქვს, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც მთავრობის პოზიცია არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კიმ ჩენ ინი კუმგანგი

23 ოქტომბერი 2019, 16:27

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის მიერ აშენებული კურორტის დანგრევის ბრძანება გასცა

სამხრეთ კორეამ კუმგანგის მთაზე საკურორტო ინფრასტრუქტურა 1990-იან წლებში ააშენა. ადგილი ორი კორეის ერთიანობის სიმბოლოდ ითვლებოდა, თუმცა 2008 წელს, ჩრდილოეთ კორეელმა ერთ-ერთი ტურისტი მოკლა და სეულმა ტურების განხორციელება შეწყვიტა.

გიორგი გახარია

23 ოქტომბერი 2019, 16:20

საქართველო

პრემიერი: სექსუალური შევიწროების, ნეპოტიზმის ყველა შემთხვევა უნდა გამოიძიონ

„პირველ რიგში, რასაც გავაკეთებ, დაველოდები პროკურატურის ოფიციალურ რეაგირებას ამ საკითხზე. ის თუ სიმართლეა, რაც თქვენ ბრძანეთ, არის მიუღებელი, თუმცა პროკურატურა ამ ქვეყანაში არის დამოუკიდებელი უწყება, რომელმაც უნდა გააკეთოს განმარტება,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აბრეშუმის გზის ფორუმი

23 ოქტომბერი 2019, 16:14

ეკონომიკა

როგორ აფასებენ აბრეშუმის გზის ფორუმის მონაწილეები საქართველოს ბიზნესგარემოს

მიზნობრივი ინვესტიციების ხელშეწყობის პანელზე, Cerberus Frontier-ის უფროსმა მმართველმა დირექტორმა, ალექსანდერ ბენარდმა საქართველოს მიმართ კომპანიის ინტერესზე და ბიზნესისთვის მიმზიდველ სექტორებზე ისაუბრა. კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი ბიზნესგარემო აქვს და ქვეყანა მათთვის საინტერესოა.

კობა გვენეტაძე

23 ოქტომბერი 2019, 15:59

ეკონომიკა

კობა გვენეტაძე: „პროგრეს ბანკი“ აღარ არსებობს, ამიტომ მისი შემოწმება შეუძლებელია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, „პროგრეს ბანკი“ დღესდღეობით აღარ არსებობს, ამიტომ მისი შემოწმება შეუძლებელია. ასე უპასუხა გვენეტაძემ „თიბისი ბანკისა“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს.

სალომე ზურაბიშვილი

23 ოქტომბერი 2019, 15:44

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

ლიდერებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ამასთან, პრეზიდენტებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ტექნოლოგიების, სურსათის უვნებლობის, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

სესხები

23 ოქტომბერი 2019, 15:42

ეკონომიკა

102 700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაზარდა, შედეგად 102700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 1%-ით გაეზრდება.

NBA

23 ოქტომბერი 2019, 15:35

სპორტი

NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „რეპტორზმა“ „პელიკანსი“ დაამარცხა

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 2019-2020 წლების სეზონი „ტორონტო“ - „ნიუ ორლეანისა“ და ლოს-ანჯელესის კლუბების, „ლეიკერსი“ - „კლიპერსის“ შეხვედრით გაიხსნა. NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა „რეპტორზმა“ „პელიკანსი“ 130:122 დაამარცხა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო პასკალ სიაკამი იყო, რომელმაც თამაში 34 ქულითა და 18 მოხსნით დაასრულა.

გლობალური დათბობა

23 ოქტომბერი 2019, 15:34

ტექნოლოგიები

ანომალიური კლიმატური მოვლენა ელ-ნინიო გახშირდება

მკვლევრებმა ელ-ნინიოს 33 შემთხვევა გააანალიზეს, რომელიც 1901-2017 წლებში მოხდა. აღმოჩნდა, რომ 1970-იანი წლების დასასრულს, ადგილებმა, სადაც ელ-ნინიო წარმოიქმნება და ინტენსივობის პიკს აღწევს, დასავლეთის მხარეს, (სადაც ატმოსფერული ჰაერი გაცილებით თბილია) ათასობით კილომეტრით გადაიწია.

23 ოქტომბერი 2019, 15:21

ძალოვნები

ზუგდიდში ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.ერთმანეთს ურთიერთსაპირისპიროდ მიმავალი „ოპელისა“ და „ვოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად ოპელის ტიპის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

ეკა ბესელია

23 ოქტომბერი 2019, 14:58

საქართველო

ბესელიამ პაატა სილაგაძეს ჯალათი, სილაგაძემ კი ბესელიას სუბიექტური უწოდა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს უსმენენ, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მოსამართლეობის კანდიდატმა დამოუკიდებელი დეპუტატების, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვებს არ უპასუხა.

ტვიში

23 ოქტომბერი 2019, 14:55

ეკონომიკა

ტვიშელები კომპანია „როიალ ხვანჭკარას“ მევენახეების მოტყუებაში ადანაშაულებენ

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივებმა მორიგი აქცია გამართეს. მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებასთან დაკავშირებულ პრობლემას აპროტესტებს. მათი თქმით, კომპანია ,,როიალ ხვანჭკარამ" მევენახეები მოატყუა, რადგან 11 ტონა ყურძნის ჩაბარების მაგივრად, საბოლოოდ მხოლოდ ხუთი ტონა წაიღო.

გიორგი ქობულია

23 ოქტომბერი 2019, 14:36

საქართველო

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს რა შემთხვევაში დაუბრუნდება პოლიტიკას

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ 27 ივლისს განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გამოთქმული მოსაზრებები არასწორია და უმეტეს შემთხვევაში, არ შეესაბამება სიმართლეს.

ზუგდიდი

23 ოქტომბერი 2019, 14:26

ძალოვნები

ზუგდიდში შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ შვილიშვილის დაჭრაში ბრალდებულ 83 წლის იაშა არნანიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო. პროკურორ მაია ჯაბუას განცხადებით, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე აუცილებელია პატიმრობის გამოყენება.

რეფინანსირების განაკვეთი

23 ოქტომბერი 2019, 14:20

ეკონომიკა

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით 8.5 პროცენტამდე გაზრდა გადაწყვიტა

მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას დროებით ფაქტორებთან ერთად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან კი შემცირებას დაიწყებს.

ბრაზილიური ფილმების ფესტივალი

23 ოქტომბერი 2019, 14:15

კულტურა

თბილისში ბრაზილიური ფილმების ფესტივალი გაიმართება

ფესტივალი 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოს სახლის კინოდარბაზში (ძმები კაკაბაძეების ქ. N 2), დოკუმენტური დრამით „ნისი: სიგიჟის გული“ გაიხსნება. ფილმი ექიმ ნისი და სილვეირაზე, ბრაზილიელ ფსიქიატრზე მოგვითხრობს, რომელიც ელექტროშოკური თერაპიის ნაცვლად, პაციენტებს ხელოვნებით მკურნალობდა.

მასწავლებელი

23 ოქტომბერი 2019, 13:57

საქართველო

საჯარო სკოლების 30 000-მდე პედაგოგმა გაზრდილი ხელფასი მიიღო

პირველ ეტაპზე, 30 000-მდე უფროს, წამყვან და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი აქვს, ანაზღაურება 150 ლარით უკვე გაეზარდა. არსებული მონაცემებით, 2019 წლის ზაფხულში 8 400-მდე მასწავლებელმა სტატუსი შეიცალა, მათ შორის 5 700-ზე მეტმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო.

აფხაზეთი

23 ოქტომბერი 2019, 13:51

საქართველო

აფხაზეთში ბლოგერს Facebook-კომენტარის გამო სცემეს

სოცქსელში გავრცელებული ინფორმაცით, ბლოგერს ერთ-ერთი ქორწილის ვიდეოს ქვეშ დატოვებული კომენტარის გამო გაუსწორდნენ. კომენტარში ხვარცკიამ წითელ წიგნში შეტანილი ჯიხვებით საქორწინო სუფრის გაფორმება გააპროტესტა.