imedi /  13 ივნისი 2018, 20:00 / სანდო წყარო

აზერ სულეიმანოვს ბრალი წარუდგინეს

აზერ სულეიმანოვი

აზერ სულეიმანოვი

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა დატოვა. მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

პარლამენტის წევრი წაყენებულ ბრალდებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ის ასევე აცხადებს, რომ მოქალაქის მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეში მონაწილეობა არ მიუღია.

"ეს პროკურატურის მორიგი პოლიტიკური თამაშია "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ. ეს იყო უბრალოდ შაბლონური კითხვები, მე არ ვარ დამნაშავე ადამიანი. ვითომ იყო ცემის ფაქტი, მაგრამ ერთი რამ არ მესმის: ეს ადამიანი, რომელიც იყო სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც იყო პირდაპირ ჩართვაზე, ეს ადამიანი რამდენიმე წელია "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერია და მოვიდა და ჩემი თხოვნა იყო ეს. ადამიანი რატომ აკეთებდა განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით. გამოდის ასე, რომ "ოცნების" 2 წევრს შორის მოხდა დაპირისპირება და ივანიშვილის და თემურ აბაზოვის ადვოკატი გამოვდივარ პროკურატურაში. სულ იყო 2 წუთით ჩემთან ეს კაცი ჩაიხანაში, მეგონა რომ წავიდა სახლში და წავიდა "ოცნების" დეპუტატებთან. მე რა შუაში ვარ?",- განაცხადა აზერ სულეიმანოვმა.

მიუხედავად პასუხისგებაში მიცემისა, აზერ სულეიმანოვისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

პროკურორი ჯარჯი წიკლაური აცხადებს, რომ მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად, ამიტომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად არასაპატიმრო ღონისძიებას - გირაოს მოითხოვს, თუმცა რამდენს, ჯერ უცნობია.

პროკურორის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, დადგება თუ არა სულეიმანოვისთვის პარლამენტის წევრის სტატუსის შეჩერება საჭირო.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დღეს დილით დააკავეს.

ბრალი ასევე წარუდგინეს მარნეულის საკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" რამინ ალახვერდიევს და აბაზოვის ნათესავს, ე.გ-ს. მათ გამოძიება ძალადობას ედავება.

გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

კანაფის ფესტივალი

19 ოქტომბერი 2018, 20:11

ძალოვნები

შსს „გირჩის“ მიერ დააანონსებულ კანაფის ფესტივალთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

19 ოქტომბერი 2018, 20:01

მსოფლიო

უგანდაში აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი გახსნეს

აღმოსავლეთ უგანდაში, ქალაქ ჯინჯაში გახსნეს 525-მეტრიანი ხიდი, რომელიც აფრიკაში სიგრძით მე-5 ადგილზეა. ხიდი თეთრ ნილოსს კვეთს. პროექტის განხორციელება $112 მილიონი დაჯდა. ხიდის მშენებლობის 80% იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) დააფინანსა.

ჯამალ ჰაშაღი

19 ოქტომბერი 2018, 19:53

მსოფლიო

ჰაშაღის საქმეზე Twitter-მა საუდის არაბეთის მთავრობის მხარდამჭერი ბოტები დაბლოკა

გამოცემის ინფორმაციით, თითოეულ ტვიტს არაბულენოვანი ჰეშთეგი ახლდა თან, რომელიც ასე ითარგმნება: #ჩვენ_ყველა_ვენდობით_მოჰამედ_ბინ_სალმანს. ბოლო პერიოდში Twitter-მა ყალბ ამბებთან ბრძოლის მიზნით უამრავი ექაუნთი დაბლოკა, როს გამოც მიკრობლოგმა მთლიანობაში 7.7 მილიონი მომხმარებელი დაკარგა.

19 ოქტომბერი 2018, 19:49

ვიდეო

გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მირზა სუბელიანი, გამომძიებლების კითხვებს პასუხობს

ჰაკათონი

19 ოქტომბერი 2018, 19:49

ტექნოლოგიები

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ჰაკათონი ,,ჰაკატური“ დაიწყო

კონკურსტანტები შექმნიან გუნდებს და მოამზადებენ დავალების შესაბამის სადემონსტრაციო ვიდეოებს. ჰაკატურის საორგანიზაციო ჯგუფი სამ საუკეთესო პროექტს გამოარჩევს, თითოეულ მათგანს ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცემა.

19 ოქტომბერი 2018, 19:45

ვიდეო

დონალდ ტრამპი: "ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, როგორც ჩანს მკვდარია

19 ოქტომბერი 2018, 19:40

ვიდეო

საწვავის ხარისხის კონტროლი

ვიჯაიადაშამი

19 ოქტომბერი 2018, 19:40

მსოფლიო

ინდოეთში ფესტივალისას ათობით ადამიანს მატარებელმა გადაუარა

ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ ამრიტსარში ყოველწლიური ფესტივალისას, ვიჯაიადაშამის დროს, ხალხმრავლობის დროს ფესტივალზე დამსწრეთა ნაწილი მატარებლის ლიანდაგზე აღმოჩნდა, რა დროსაც მათ მატარებელმა გადაუარა. დაღუპულია 50-მდე ადამიანი.

19 ოქტომბერი 2018, 19:35

ვიდეო

ლარი გამყარდა

იაკობ გოგებაშვილი

19 ოქტომბერი 2018, 19:34

მსოფლიო

გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის ფინალისტები ცნობილია

პრემიის მიზანია საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების წახალისება. წელს პრემია მეორედ გაიცემა. ჟიურიმ კონკურსზე წარდგენილი 42 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 21 ავტორი გადაიყვანა. პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება 26 ოქტომბერს, მწერალთა სახლში გაიმართება.

პოლიცია

19 ოქტომბერი 2018, 19:32

მსოფლიო

რუსეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა. ქარხანაში სავარაუდოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა. 2 ადგილზე დაიღუპა, 2 კი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ლიბანის საელჩო

19 ოქტომბერი 2018, 19:13

საქართველო

თბილისში ლიბანის საკონსულო გაიხსნება

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის 1993 წლის 1 აპრილს დამყარდა. ლიბანში საქართველოს ელჩის რეზიდენცია იორდანიის დედაქალაქ ამანშია. საქართველოში ლიბანის ელჩის რეზიდენცია კი, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარეობს.

Russia Today

19 ოქტომბერი 2018, 19:12

მსოფლიო

აშშ-ის დიდ ქალაქებში Russia Today-ს მაუწყებლობა შეუწყვიტეს

აშშ-ში სამაუწყებლო ქსელებმა, Spectrum-მა და Comcast Chicago-მ რუსული სატელევიზიო არხის, Russia Today-ს მაუწყებლობა დაფარვის ზონებში გააუქმეს. ქსელების დაფარვის ზონა მოიცავს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა ნიუ-იორკი, სან-დიეგო, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ ჯერსის შტატს.

19 ოქტომბერი 2018, 19:11

ვიდეო

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მირზა სუბელიანს დღეს გამოკითხავენ

19 ოქტომბერი 2018, 19:03

ვიდეო

ხულოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

პაატა ბურჭულაძე

19 ოქტომბერი 2018, 19:01

საქართველო

პაატა ბურჭულაძე: ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს იწყებს

„ერთი წელია, ფონდი თავის საქმეს ვეღარ აკეთებს და სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი ყოველწლიურად გასცემდა. მე დღეს საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით მივმართავ, დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირთ, სანამ „იავნანა“ სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას“, - თქვა დღეს პაატა ბურჭულაძემ.

რუსეთის პატრიარქი

19 ოქტომბერი 2018, 18:56

მსოფლიო

რუსეთის პატრიარქი გაჯეტების წინააღმდეგია

„წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ჩვენი წინაპრები სიამოვნების მიღებაზე რომ ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი და არა გმირობაზე. გმირობა წინააღმდეგობაში მოდის სიამოვნების მიღებასთან“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში მე-8 საეკლესიო კრებაზე გამოსვლისას.

პოლიცია

19 ოქტომბერი 2018, 18:56

ძალოვნები

გორში კაცმა ცოლს საჭმლის არმომზადების გამო სცემა

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52-წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა. პროკურორის განცხადებით, მკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

19 ოქტომბერი 2018, 18:48

ეკონომიკა

თბილისში მშენებლობაზე გაცემული ნებართვები შემცირდა

თბილისის არქიტექტურის სამსახურის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში 1 282 სამშენებლო ნებართვა გაიცა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 338. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს გაცემული ახალი ნებართვიდან 74% ინდივიდუალურ (კერძო) სახლების მშენებლობაზე გაიცა.

ეუთო

19 ოქტომბერი 2018, 18:48

საქართველო

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის დისკუსიების 45-ე რაუნდი განიხილეს

როგორც საქართველოს განცხადებაში აღინიშნა, გასულ რაუნდზე ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე.