imedi /  13 ივნისი 2018, 21:10 / სანდო წყარო

შსს-ში ზაზა სარალიძის გამოკითხვა დასრულდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამის გამოკითხვა დასრულდა. ზაზა სარალიძე შსს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სარალიძე დღეს პირველად გამოიკითხა. სარალიძის თქმით, მისი გამოკითხვა 15 ივნისს გაგრძელდება.

დღესვე, შსს-ში განმეორებით დაკითხვაზე დაიბარეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 51-ე სკოლის მოსწავლე, რომელიც ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს იყო. მოზარდმა შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხელახალი გამოძიების ფარგლებში, ერთხელ უკვე უპასუხა სამართალდამცველების კითხვებს.

მოზარდის ადვოკატი არ აკონკრეტებს ხელახალი გამოკითხვის მიზეზებს და არ პასუხობს შეკითხვაზე გამოიკვეთა თუ არა საქმეში ახალი დეტალები.

მას შემდეგ, რაც ხორავაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება შსს-ს გადაეცა, ინტენსიურად იკითხებიან მკვლელობის თვითმხილველები. ბრალი წარუდგინეს დამატებით ორ ადამიანს - მერაბ მორჩაძეს მოწმეზე ზეწოლის გამო და მირზა სუბელიანს - შეუტყობინებლობის გამო.

მანამდე გამოძიებას პროკურატურა აწარმოებდა. მას შემდეგ, რაც 31 მაისს საქალაქო სასამართლომ ორი არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ განაჩენი გამოაცხადა, რომლითაც დავით სარალიძის მკვლელობა არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა, მისი მამა, ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში. გადადგა ქვეყნის მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და შეიქმნა პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომლის უმრავლესობაში საპარლამენტო უმცირესობის წევრები არიან.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ტერეზა მეი

19 იანვარი 2019, 19:03

ტაბლოიდი

რა რეაქცია აქვს ტერეზა მეის სამსახურში მისვლისას. კრეატივ კომპანიამ სარეკლამო რგოლი გადაიღო

კრეატივ კომპანია "Studio YES"-მა ორიგინალური ვიდეორგოლი დაამზადა, რომლითაც ახალი თანამშრომლების მოზიდვას ცდილობს. ვიდეოში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ტერეზა მეი "მონაწილეობს".

ჯორჯ ბუში

19 იანვარი 2019, 18:51

მსოფლიო

ჯორჯ ბუშმა უხელფასოდ მომუშავე დაცვის თანამშრომლებს პიცა მიუტანა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) აშშ-ის მთავრობის მუშაობის ნაწილობრივ შეჩერების გამო უხელფასოდ მომუშავე დაცვის სამსახურის თანამშრომლებს პიცა მიუტანა. მას თან მეუღლე, ლორა ბუშიც ახლდა.

ტომი რობინსონი

19 იანვარი 2019, 18:46

ტექნოლოგიები

YouTube-მა ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერის გვერდზე რეკლამები დაბლოკა

YouTube-ის განმარტებით, რობინსონის გვერდზე რეკლამის შეჩერების მიზეზი ვებგვერდის შინაგანაწესის დარღვევა გახდა. ტომი რობინსონის გვერდს YouTube-ზე 270 ათასი გამომწერი ჰყავს. ანტიისლამისტური ჯგუფის ყოფილი ლიდერი ირწმუნება, რომ თავის გვერდზე სიძულვილის შემცველი ვიდეოები არ გამოუქვეყნებია.

პოლონეთი

19 იანვარი 2019, 18:26

მსოფლიო

გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი დაკრძალეს

ათასობით პოლონელმა ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი, რომელიც გასულ კვირას სასიკვდილოდ დაჭრეს, უკანასკნელ გზაზე გააცილა. ცერემონიას პოლონეთის პრეზიდენტი და ევროსაბჭოს პრეზიდენტი დაესწრნენ.

Bird Box

19 იანვარი 2019, 18:21

ტექნოლოგიები

Bird Box-ის გამო Netflix-ის გამომწერთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

2018 წლის ბოლოს Netflix-ის გამომწერთა რაოდენობამ 139 მილიონს გადააჭარბა. ბოლო სამ თვეში მაჩვენებელი 8.8 მილიონით გაიზარდა. მხოლოდ Bird Box-ს კინოგაქირავებაში ჩაშვებიდან ოთხ კვირაში 80-მა მილიონმა, Elite-ს კი დროის ამავე პერიოდში 20-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.

19 იანვარი 2019, 18:19

ძალოვნები

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. imedinews-ის ცნობით, ცხედარი თხრილში იპოვეს. ვარაუდობენ, რომ იმ ადგილას მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ჩაიყოლა.

მექსიკა

19 იანვარი 2019, 18:13

მსოფლიო

მექსიკაში გაზსადენზე აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

მექსიკის ცენტრალურ ნაწილში გაზსადენზე მომხდარი აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა ათობით ადამიანი კი დაშავდა. აფეთქება სავარაუდოდ გაზსადენიდან ნავთობის მოპარვის მცდელობისას მოხდა.

ვაქცინაცია

19 იანვარი 2019, 18:09

მსოფლიო

რუმინეთში გრიპის შედეგად 20-მდე ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა უმეტესობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ ჰქონდა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სასწავლო დაწესებულებებში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს. გასულ კვირას რუმინეთში რესპირატორული ინფექცია 90 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

გერმანია

19 იანვარი 2019, 18:04

მსოფლიო

ბერლინის პროკურატურა გერმანიის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით საქმეს სწავლობს

საქმე ეხება მინისტრის მიერ კომპანია Accenture-თან საკონსულტაციო მომსახურებების გაწევასთან დაკავშირებით გაფორმებულ შეთანხმებას და ამის ფარგლებში უფლება-მოსილების შესაძლო გადაჭარბებას.

19 იანვარი 2019, 17:51

ტაბლოიდი

Instagram-ზე პოპულარული კვერცხის ფოტო „გაიბზარა“

Instagram-ექაუნთზე მანამდე გამოჩნდა კვერცხის ფოტო, რომელმაც რეკორდული რაოდენობის ლაიქები დააგროვა, თუმცა ამავე ექაუნთზე კიდევ ერთი ფოტო ატვირთეს, ოღონდ ამჯერად ბზარის მქონე კვერცხის ფოტო.

Huawei

19 იანვარი 2019, 17:46

ტექნოლოგიები

სკანდალის გამო გერმანიამ შეიძლება Huawei-ს პროდუქცია დაბლოკოს

Huawei-ს აშშ და სხვა რამდენიმე ქვეყანა იმაში ადანაშაულებს, რომ თითქოს კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა სხვა ქვეყნების სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს. ბრალდებებს კომპანიის ხელმძღვანელი უარყოფს.

აფეთქება დიღომში

19 იანვარი 2019, 17:30

საქართველო

დიდ დიღომში აფეთქების გამო დაზარალებულებს მერიამ ბინის ქირის გადახდა შესთავაზა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან მოსახლეობას პირადი ნივთები გააქვს. კორპუსის ექსპერტიზა და შესაბამისად, რეაბილიტაციის პროცესი სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება. მერიამ მათ ქირის გადახდა შესთავაზა.

19 იანვარი 2019, 17:27

ტაბლოიდი

#10 Year Challenge-მა კლიმატური პრობლემები გამოაშკარავა

სოციალური ქსელის თითქმი ყველა პლატფორმაზე ბოლო დღეების განმავლობაში შეამჩნევდით ჰეშთეგს #10YearChallenge, რომლის ქვემოთ მომხმარებლები ათი წლის წინანდელ და დღევანდელ ფოტოებს დებენ.

ვლადიმერ პუტინი

19 იანვარი 2019, 17:26

ტაბლოიდი

ვლადიმერ პუტინი ნათლისღების დღესასწაულზე ყინულიან წყალში ჩავიდა

წელსზევით შიშველი ვლადიმერ პუტინის ფოტოები და ვიდეო კადრები რუსულმა მედიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. საინფორმაციო სააგენტოები ვერ ასახელებენ ამჯერად რომელი ტერიტორია აირჩია რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიციული რიტუალისთვის.

ქუთაისის აეროპორტი

19 იანვარი 2019, 17:05

ეკონომიკა

ქუთაისის აეროპორტში სატვირთო ტერმინალი აშენდება

მშენებლობისთვის თანხა ევროკავშირმა გამოყო, ჯამში 61 მილიონი ევროს ოდენობით. დღეს საქართველოში ავიატვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იღებს. ქუთაისის აეროპორტი 2018 წელს 617,342 მგზავრს მოემსახურა.

19 იანვარი 2019, 16:51

ტექნოლოგიები

ჰაკერი Instagram-ბლოგერების ექაუნთს ტეხს და სანაცვლოდ ფულს ითხოვს

24 წლის ლინდსი კომერფორდი ინფლუენსერია. ასე უწოდებენ პოპულარულ ბლოგერებს, რომლებსაც ბრენდები რეკლამას უკვეთავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მათ აქვთ გამომწერებზე გავლენის მოხდენის უნარი. კომერფორდს 41 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა „ინსტაგრამზე“, მაგრამ დეკემბერში მისი ექაუნთი გატეხეს.

ოქსფორდის უნივერსიტეტი

19 იანვარი 2019, 16:48

ეკონომიკა

ოქსფორდის უნივერსიტეტი Huawei-სგან დაფინანსების მიღებაზე უარს ამბობს

მიზეზი საერთაშორისო სკანდალებია. Huawei-ს აშშ და სხვა რამდენიმე ქვეყანა იმაში ადანაშაულებს, რომ თითქოს კომპანიის ტექნიკურ აღჭურვილობას ჩინეთის მთავრობა შესაძლოა სხვა ქვეყნების სატელეფონო ქსელებზე ჯაშუშობის მიზნით იყენებდეს. ბრალდებებს კომპანიის ხელმძღვანელი უარყოფს.

Twitter

19 იანვარი 2019, 16:37

ტექნოლოგიები

Twitter-ის ტექნიკურმა ხარვეზმა მომხმარებლები დააზარალა

როგორც Twitter-მა განაცხადა, ტექნიკური ხარვეზის გამო პირადი ტვიტები საჯარო მაშინ გახდა, როცა ექაუნთზე გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ლაპარაკია მათზე ვინც ანგარიშში შესასვლელი ელ-ფოსტა 2014 წლის ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე განაახლა.

აფეთქება დიღომში

19 იანვარი 2019, 16:34

ძალოვნები

ადვოკატი: დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" დაკავებული თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანის ადვოკატი თამარ ჯაფარიძე ამბობს, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

19 იანვარი 2019, 16:24

ტაბლოიდი

„მსოფლიოს ყველაზე საყვარელი“ ძაღლი მოკვდა

სოციალური ქსელის ვარსკვლავი 12 წლის პომერანიული ძაღლი ბუუ მოკვდა. მისი მფლობელი ამბობს, რომ მას გულთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, მას შემდეგ რაც მისი „საუკეთესო მეგობარი“, ძაღლი სახელად ბადი, 2017 წელს მოკვდა.