imedi /  20 ივლისი 2018, 23:16 / სანდო წყარო

ბორჯომში ავტოავარიას 26 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 26 წლის ბიჭი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ის KIA-ს მარკის ავტომობილს მართავდა, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არქივი

20 აგვისტო 2018, 17:54

ეკონომიკა

მთიან აჭარას ახალი ტურისტული მარშრუტი ემატება

მარშრუტი ალპურ ზონაშია და მასზე მოგზაურობისას ტურისტი გაივლის ულამაზეს ტბებს, ჩანჩქერებს, ციხეებსა და იაილებს. ჟინვალის ჩანჩქერი, შრატიანის ტბა, სარიჩაირის იაილები, ყარაგოლის ტბა, თეთრობის იაილები, ხიხანის ციხე, ალპური ბოტანიკური ბაღი.

20 აგვისტო 2018, 17:53

კულტურა

გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“ გერმანულად გამოიცა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის, Frankfurter Verlagsanstalt-ის მიერ გამოიცა გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი“. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე ანასტასია ყამარაულმა იმუშავა.

20 აგვისტო 2018, 17:46

მსოფლიო

ლონდონის აეროპორტში მგზავრებს ფრენების შესახებ ინფორმაცია დაფაზე დაუწერეს

აეროპორტის მონიტორებზე, რომელზეც ფრენების შესახებ ინფორმაციაა განთავსებული სერვისს კომპანია Vodafone-ი ახორციელებს. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, მიზეზი დაზიანებული ბოჭკოვანი კაბელია. აეროპორტის სპიკერი განმარტავს, რომ მომხდარის გამო ზოგმა რეისსზეც კი დააგვიანა.

20 აგვისტო 2018, 17:43

ვიდეო

ზებედა რეხვიაშვილმა ევროპის ღია პირველობაზე გაიმარჯვა

გო ჩენიანი

20 აგვისტო 2018, 17:35

ტაბლოიდი

ჩინელმა ძიუდოისტმა სპორტიდან წასვლის შემდეგ 100 კილოგრამი მოიმატა

1 წლის შემდეგ ის ტრავმის გამო იძულებული გახდა სპორტისთვის თავი დანებიბინა. ის აქტიურად აღარ ვარჯიშობდა, რის გამოც წონაში მატება დაიწყო. საბოლოო ჯამში, მომდევნო 9 წელში მისი წონა 200 კილოგრამს მიუახლოვდა.

20 აგვისტო 2018, 17:33

მსოფლიო

ჩეჩნეთის ინციდენტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

დღეს უცნობმა პირებმა თავდასხმები ჩეჩნეთის 4 სხვადსხვა რაიონში განახორციელეს. 2 მათგანი გროზნოში მოხდა, დანარჩენი კი შალში. ხელისუფლების თქმით, 4 თავდამსხმელი მოკლულია. მათ შორისაა ორგანიზატორი, რომლის ვინაობა არ სახელდება.

20 აგვისტო 2018, 17:08

ეკონომიკა

Walmart-მა ინდური ონლაინ გაყიდვების გიგანტის 77%-იანი წილი შეიძინა

კომპანიების გარიგების შესახებ პირველად მაისში გახდა ცნობილი. ირკვევა, რომ Flipkart-მა $16 მილიარდის სანაცვლოდ 77%-იანი წილი დათმო. საინვესტიციო კაპიტალი 2 მილიარდი დოლარია და ის ახალ სააქციო კაპიტალსაც მოიცავს, რომელსაც კომპანიის ზრდისთვის გამოიყენებენ.

20 აგვისტო 2018, 17:04

საქართველო

მესამე სექტორი მთავარი მოსამართლის შესარჩევ კონსულტაციებს გამოეთიშა

როგორც უფლებადამცველები განმარტავენ, მიზეზი არის ის ფორმატი, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა, მათ კანდიდატის შესარჩევად შესთავაზა. მანამდე კოსულტაციებში ჩართვის მზაობა იყო მმართველ გუნდში, თუმცა, 14 აგვისტოს გადაწყვეტილება შეცვალეს.

ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი

20 აგვისტო 2018, 17:02

ტაბლოიდი

კოპოლამ დაადასტურა, რომ ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი შეიძლება ცოლ-ქმარი იყვნენ

კინორეჟისორმა და პროდიუსერმა, ფრენსის ფორდ კოპოლამ დაადასტურა, რომ მსახიობები, ვაინონა რაიდერი და კიანუ რივზი შეიძლება ცოლ-ქმარი იყვნენ. კოპალას თქმით, 1992 წელს, ფილ. „ბრემ სტოკერის დრაკულას“ გადაღებისას, სადაც რაიდერი და რივზი თამაშობენ, მათი ჯვრისწერის სცენა რეალურია.

მამუკა ბახტაძე

20 აგვისტო 2018, 16:51

ეკონომიკა

ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები მამუკა ბახტაძეს მიმართავენ

მათი თქმით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე აზერბაიჯანიდან შემოტანილი ნედლეული გაურკვეველი ვადით გააჩერეს. ცემენტის დასამზადებლად საჭირო ნედლეული – კლინკერი თვეზე მეტია ცემენტის მწარმოებლებს არ მიუღიათ, რის გამოც რვა ქარხანაში წარმოება შეჩერდა.

20 აგვისტო 2018, 16:50

საქართველო

ევროპაში წითელათი ინფიცირების შემთხვევები რეკორდულად გაიზარდა

2018 წლის პირველ 6 თვეში, ევროპაში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების, წითელას 41 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული ადამიანებიდან 37 გარდაიცვალა. ევროპაში 7 ქვეყანაა, სადაც ექვს თვეში ინფიცირებულთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა, მათ შორის არის საქართველოც.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

20 აგვისტო 2018, 16:45

ტაბლოიდი

მეგან მარკლის საქორწილო კაბა გამოფენის ექსპონატი გახდება

ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ მის სანახავად სამეფო ოჯახის თაყვანისმცემლები მთელი მსოფლიოდან ჩავლენა. გამოფენის გახსნის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ანგელა მერკელი

20 აგვისტო 2018, 16:30

ეკონომიკა

მერკელი თურქეთის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აუცილებლობას ვერ ხედავს

„მან კიდევ ერთხელ კონკრეტულად თქვა, რომ ამ დროისთვის ვერ ხედავს საჭიროებას თურქეთს ფინანსურად დაეხმაროს“, - განაცხადა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა. მანამდე თურქეთსა და ვაშინგტონს შორის დაპირისპირებას მოჰყვა ლირის კურსის ვარდნა.

ნინო ლომჯარია

20 აგვისტო 2018, 16:22

საქართველო

ომბუდსმენი მოზარდების ძალადობისგან დაცვის ერთ-ერთ მექანიზმს ასახელებს

ობუდმენის განმარტებით, ბავშვის ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მიმართულებით მნიშვნელოვანია ცხელი ხაზის არსებობა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის. სახალხო დამცველი ოზურგეთში 16 წლის გოგოს სუიციდის ფაქტს გამოეხმაურა.

20 აგვისტო 2018, 16:07

ტექნოლოგიები

ევროკავშირი ტექნოლოგიური კომპანიების დაჯარიმებას განიხილავს

ამ საკითხზე დოკუმენტი მარტში შემუშავდა, თუმცა კანონპროექტში ცვილებების შესატანად მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდა. რეგულაციის ასამოქმედებლად ევროპარლამენტისა და ევროგაერთიანების ქვეყნების უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო.

20 აგვისტო 2018, 16:04

საქართველო

17 სექტემბრიდან ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტი სტუდენტებს და პედაგოგებს უფასოდ მოემსახურება

ამ მომსახურებით შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის აკრედიტებული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების პედაგოგები ისარგებლებენ.

20 აგვისტო 2018, 16:03

ძალოვნები

ქართველ სამხედროთა ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა

ეროვნული გვარდიის ნაკრების ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით, მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში, მონაწილეობდა.

კახა კუკავა

20 აგვისტო 2018, 15:54

საქართველო

პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ ზუგდიდში პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა

ზვიად გამსახურდიას ძეგლთან გაიმართა პირველი შეხვედრა მხარდამჭერებთან. კახა კუკავამ ყველა იმ საკითხზე ილაპარაკა, რაც მისი თქმით, დღეს აქტუალურია. კუკავამ გააკრიტიკა როგორც ძველი, ასევე დღევანდელი ხელისუფლება, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატები გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე.

20 აგვისტო 2018, 15:51

მსოფლიო

ერაყში აშშ-ის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავიაკატასტროფას ერთი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. სამხედრო ვერტმფრენი აშშ-ის ხელმძღვანელობით არსებული საერთაშორისო ანტი-ტერორისტულიკოალიციის ფარგლებში, რეიდის ჩატარების შემდეგ ბაზაზე ბრუნდებოდა.

20 აგვისტო 2018, 15:50

საქართველო

ზუგდიდში მოვაჭრეებმა ბაზრის ღობის დემონტაჟი საკრებულოში გააპროტესტეს

მოვაჭრეების განცხადებით, ღობე ბაზრის საკუთრებაა, რომელიც მერიამ უკანონოდ გაასხვისა, ხოლო ღობის ადგილას კონსტრუქციის მშენებლობის ექსკლუზიური უფლება მისცა დემნა სორდიას, რომელიც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მამაა. მოვაჭრეებმა მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას მიმართეს