imedi /  09 აგვისტო 2018, 20:19 / სანდო წყარო

მოწმე: მკვლელობის დღეს ჭანტურია ქუთათელაძის კაბინეტიდან იარაღით გამოვიდა

ფარული აუდიოჩანაწერით, რომელიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის მასალებში დევს, ირკვევა, რომ ბრალდებულის ბინიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ავტომატურ იარაღს და ვაზნებს ბრალდებული გიორგი ჭანტურია სახლში ინახავდა.

„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი ხდება მთავარი მოწმის ჩვენება, სადაც ის ყვება, რომ 15 იანვარს გიორგი ჭანტურია მოკლულის კაბინეტიდან იარაღით ხელში გამოვიდა.

ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად დღეს წაუყენეს, თუმცა ის დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს.

გამოძიების ფარგლებში ადრე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს ხელმეორედ დააკავეს.

ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სარდაფში  მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს.

სოსო ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია მანამდე 17 იანვარს დააკავეს, ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს

რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე რუსთავში მოკლული 15 იანვარს იპოვეს.

გენერალი ქუთათელაძე იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი.

არქივი

20 აგვისტო 2018, 11:01

საქართველო

პრემიერმინისტრმა ახალი გუბერნატორები წარადგინა

თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

20 აგვისტო 2018, 10:45

საქართველო

ვაჟა-ფშაველაზე სკვერში არსებულ ორმოში 12 წლის მოზარდი ჩავარდა

თვითმხილველების განცხადებით, არასრულწლოვანი სკვერში ე.წ. სკეიდბორდით სრიალებდა. მიწის ჩავარდნას ისინი ძლიერ წვიმას უკავშირებენ. 12 წლის მოზარდი გუშინ იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

20 აგვისტო 2018, 10:42

ეკონომიკა

ე.წ კერძო გამსესხებლებზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდა

ასევე კერძო გამსესხებელს აღარ შეეძლება მსესხებლისგან დამატებითი ქონების მოთხოვნა, იმ შემთხვევაში თუ გირაოში ჩადებული ქონებით არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ ხდება. სებ-ის რეგულირებაში მოქცეული სუბიექტებისთვის კი, განსხვავებული ან დამატებითი წესის შემოღება მარეგულირებლის პრეროგატივა ხდება.

 ვიტალი ვოლოვიჩი

20 აგვისტო 2018, 10:32

კულტურა

რუსი მხატვარი ვიტალი ვოლოვიჩი გარდაიცვალა

მას დიდება შუა საუკუნეების ლიტერატურის ილუსტრაციებმა მოუტანეს როგორებიცაა მაგალითად "რიჩარდ III", "ტრისტანი და იზოლდა". ბოლო დღეებში ვოლოვიჩი მუშაობდა რეტროსპექტულ გამოფენაზე. აღსანიშნავია, რომ ხელოვანი 90 წლის 3 აგვისტოს გახდა.

ბორჯომის ხეობა

20 აგვისტო 2018, 10:29

საქართველო

ბორჯომში ტყის აღდგენისთვის ახალ ნერგებს 144 ჰა ფართობზე დარგავენ

სააგენტოს ცნობით, პროექტის განხორციელებამდე ტყის მასივში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, საიდანაც ძირითადად, ხანძრით დაზიანებული და ძირნაყარი ხეები გააქვთ. მაისში პერიმეტრზე ღობის მთლიანობა აღადგინეს, ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების შეკეთდა და გაიწმინდა.

ჯასტინ ტრუდო

20 აგვისტო 2018, 10:18

მსოფლიო

ტრუდო 2019 წლის არჩევნებშიც აპირებს მონაწილეობას

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერმინისტრია 2015 წლის 4 ნოემბრიდან, ის ასევე კანადის ლიბერალური პარტიის ლიდერია 2013 წლის 14 აპრილიდან. იგი არის კანადის ყოფილი პრემიერის პიერ ელიოტ ტრიუდოს უფროსი შვილი,

20 აგვისტო 2018, 10:16

ვიდეო

კოჯორში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა

20 აგვისტო 2018, 10:13

ვიდეო

პარიზის გარეუბანში, ობერვილეს კომუნაში ძლიერი ხანძრის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა

20 აგვისტო 2018, 10:09

ვიდეო

საბავშვო ბაგა-ბაღებში დამატებითი რეგისტრაცია იწყება

20 აგვისტო 2018, 10:08

საქართველო

აუდიტი სასჯელაღსრულების სამინისტროში გაცემულ დანამატებზე ინფორმაციას ავრცელებს

„დანამატის“ მუხლით წლის განმავლობაში გაცემულია 6 109 003 ლარი. მაქსიმალური ოდენობის დანამატი კი შეადგენდა 6 250 ლარს. რამდენიმე შემთხვევაში აღნიშნული ოდენობის დანამატი ყოველთვიურად გაიცემოდა დაწესებულების დირექტორებზე, თუმცა აუდიტის ანგარიშში განმარტებულია, რომ 8-დან 7 შემთხვევაში, შვებულებაში ყოფნის გამო, გაცემულია დანიშნულზე ნაკლები ოდენობის დანამატი.

20 აგვისტო 2018, 10:07

ვიდეო

გლდანში 45 წლამდე მაამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

20 აგვისტო 2018, 10:05

ვიდეო

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

20 აგვისტო 2018, 10:05

მსოფლიო

თალიბებმა ავღანეთში 3 სამგზავრო ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცეს

ამავე ინფორმაციით, ავღანეთში გატაცებული ტყვეების გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს. ლაპარაკის 170 ადამიანზე. 19 აგვისტოს ავღანეთის პრეზიდენტმა „თალიბანის“ წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება ყურბან-ბაირამის დღესასწაულის დადგომას უკავშირდება.

20 აგვისტო 2018, 09:58

ვიდეო

პრემიერ-მინისტრი ახალ გუბერნატორებს დღეს დაასახელებს

მერაბ ჭანუყვაძე

20 აგვისტო 2018, 09:54

საქართველო

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებობა დატოვა

"ჩემო მეგობრებო, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდი წარმომეჩინა ჩემთვის განსაკუთრებული მხარე. მინდა მადლობა გადავუხადო მოსახლეობას და ჩემს გუნდს, თქვენი მხარდაჭერა შეუფასებელია ჩემთვის. ვტოვებ თანამდებობას მაგრამ ვრჩები ჩემი ხალხის და ჩემი ქვეყნის სამსახურში,"- დაწერა მან.

20 აგვისტო 2018, 09:43

მსოფლიო

თურქეთში აშშ-ის საელჩოს ცეცხლი გაუხსნეს

ინციდენტი დაახლოებით 5:00 საათზე მოხდა. ცეცხლი მიმავალი ავტომობილად გახსნეს, ინციდენტის შედეგარ არავინ დაშავებულა. ტყვიები დაცვის ჯიხურს მოხვდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

20 აგვისტო 2018, 09:39

მსოფლიო

ინდონეზიაში მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები 19 აგვისტოს დაფიქსირდა.მიმდინარე თვის განმავლობაში ინდონეზიაში მიწისძვრა რამდენჯერმე მოხდა. ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე ერთი კვირის წინ მომხდარი მიწისძვრის გამო 436 ადამიანია გარდაცვლილი.

მეგან მარკლი

20 აგვისტო 2018, 09:21

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მამა ტანსაცმლის ხაზის გამოშვებას აპირებს

ამის შესახებ კი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მეგან მარკლის ნახევარდა სამანტა გრანტმა Twitter-ში, თავის დახურულ ექაუნთში გამოაქვეყნა, რომ მისტერ მარკლი კაცის ტანსაცმლის კოლექციის გამოშვებას გეგმავს.

20 აგვისტო 2018, 09:15

სპორტი

17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი წაგებით დაასრულა

ბოლო ორი ტურნირის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები ფინალისა და პრიზების გარეშე დარჩა. ბოლოს ზვიად ჯელაძის გუნდი ლატვიას შეხვდა. გუნდმა ამჯერად გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა მთავარმა მწვრთნელმა ძირითადად სათადარიგო ფეხბურთელები ათამაშა და საქართველო 0:1 დამარცხდა.

20 აგვისტო 2018, 08:51

ეკონომიკა

საბერძნეთმა ევროზონის ფინანსური დახმარების პროგრამა დაასრულა

ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საბერძნეთს ფინანსურ ბაზრებზე თავისუფლად შეუძლია ფულის აღება. საბერძნეთმა ამ სამი წლის განმავლობაში კრიზისის დასაძლევად 61.9 მილიარდი ევრო მიიღო.