imedi /  10 აგვისტო 2018, 13:55 / სანდო წყარო

დეა გოშხეთელიანის ბრალდებას მთავარი პროკურატურა გამოეხმაურა

მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დეა გოშხეთელიანის ბრალდებას, პროკურატურის მიერ საქმის გაჭიანურების შესახებ, საგამოძიებო ორგანო გამოეხმაურა.

„გრიგოლ ბაკურაძის ბრალდების საქმეს, რომელიც ეხება მის მიერ ყოფილი მეუღლის და მისი მამის დიმიტრი გოშხეთელიანის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს, განიხილავს ქუთაისის საქალაქო სასამართლო.

ბრალდების მხარეს გამოძიების საწყის ეტაპზევე მკაცრი პოზიცია ჰქონდა გრიგოლ ბაკურაძის მიმართ, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ იგი ქმედების ჩადენის დღესვე დააკავეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად საპატიმრო გირაოს გამოყენების შესახებ, ბრალდების მხარემ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ბრალდებულს შეეფარდა პატიმრობა. გამოძიების დაწყების დღიდან ბრალდების მხარეს აქტიური კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მისი ინტერესების დასაცავად. ყველა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ ხდება მოწმეების, ასევე სხვა შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენა და მზადაა საქმის განხილვის დროულად დასრულებისთვის“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა დეა გოშხეთელიანმა დღეს სახელმწიფოს თავისი უსაფრთხოების დაცვა სთხოვა. მისი თქმით, ყოფილ მეუღლეს ოქტომბერში წინასწარი პატიმრობის ცხრათვიანი ვადა ეწურება და კანონით, მან სასჯელაღსრულების დაწესებულება უნდა დატოვოს. გოშხეთელიანი შიშობს, რომ ის და მისი ოჯახის წევრები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან. ძალადობის მსხვერპლი ძალოვან უწყებებს სთხოვს, მომხდარი დროულად და სამართლიანად გამოიძიონ.

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ ქმარს ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი თქმით, გრიგოლ ბაკურაძე, 3 იანვარს, თავს დაესხა მას და მამამისს და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

19 ოქტომბერი 2018, 20:16

ვიდეო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ პროვოკაციები იგეგმებოდა

კანაფის ფესტივალი

19 ოქტომბერი 2018, 20:11

ძალოვნები

შსს „გირჩის“ მიერ დააანონსებულ კანაფის ფესტივალთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს.

19 ოქტომბერი 2018, 20:07

საქართველო

სუსის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დესტაბილიზაციის მცდელობაზე, პოლიტიკოსები ეხმიანებიან

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ ქვეყანაში მოდელირებული არეულობის მცდელობაზე საუბრობენ. თუმცა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება, ძალოვნები ნებისმიერი დესტაბილიზიციის მცდელობის აღსაკვეთად მზად არიან

19 ოქტომბერი 2018, 20:01

მსოფლიო

უგანდაში აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხიდი გახსნეს

აღმოსავლეთ უგანდაში, ქალაქ ჯინჯაში გახსნეს 525-მეტრიანი ხიდი, რომელიც აფრიკაში სიგრძით მე-5 ადგილზეა. ხიდი თეთრ ნილოსს კვეთს. პროექტის განხორციელება $112 მილიონი დაჯდა. ხიდის მშენებლობის 80% იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტომ (JICA) დააფინანსა.

ჯამალ ჰაშაღი

19 ოქტომბერი 2018, 19:53

მსოფლიო

ჰაშაღის საქმეზე Twitter-მა საუდის არაბეთის მთავრობის მხარდამჭერი ბოტები დაბლოკა

გამოცემის ინფორმაციით, თითოეულ ტვიტს არაბულენოვანი ჰეშთეგი ახლდა თან, რომელიც ასე ითარგმნება: #ჩვენ_ყველა_ვენდობით_მოჰამედ_ბინ_სალმანს. ბოლო პერიოდში Twitter-მა ყალბ ამბებთან ბრძოლის მიზნით უამრავი ექაუნთი დაბლოკა, როს გამოც მიკრობლოგმა მთლიანობაში 7.7 მილიონი მომხმარებელი დაკარგა.

19 ოქტომბერი 2018, 19:49

ვიდეო

გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მირზა სუბელიანი, გამომძიებლების კითხვებს პასუხობს

ჰაკათონი

19 ოქტომბერი 2018, 19:49

ტექნოლოგიები

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ჰაკათონი ,,ჰაკატური“ დაიწყო

კონკურსტანტები შექმნიან გუნდებს და მოამზადებენ დავალების შესაბამის სადემონსტრაციო ვიდეოებს. ჰაკატურის საორგანიზაციო ჯგუფი სამ საუკეთესო პროექტს გამოარჩევს, თითოეულ მათგანს ჯილდოს სახით 500 ლარი გადაეცემა.

19 ოქტომბერი 2018, 19:45

ვიდეო

დონალდ ტრამპი: "ჟურნალისტი, ჯამალ ხაშოგი, როგორც ჩანს მკვდარია

ვიჯაიადაშამი

19 ოქტომბერი 2018, 19:40

მსოფლიო

ინდოეთში ფესტივალისას ათობით ადამიანს მატარებელმა გადაუარა

ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ ამრიტსარში ყოველწლიური ფესტივალისას, ვიჯაიადაშამის დროს, ხალხმრავლობის დროს ფესტივალზე დამსწრეთა ნაწილი მატარებლის ლიანდაგზე აღმოჩნდა, რა დროსაც მათ მატარებელმა გადაუარა. დაღუპულია 50-მდე ადამიანი.

19 ოქტომბერი 2018, 19:40

ვიდეო

საწვავის ხარისხის კონტროლი

19 ოქტომბერი 2018, 19:35

ვიდეო

ლარი გამყარდა

იაკობ გოგებაშვილი

19 ოქტომბერი 2018, 19:34

მსოფლიო

გოგებაშვილის სახელობის ლიტერატურული პრემიის ფინალისტები ცნობილია

პრემიის მიზანია საბავშვო მწერლებისა და გამომცემლების წახალისება. წელს პრემია მეორედ გაიცემა. ჟიურიმ კონკურსზე წარდგენილი 42 წიგნიდან ფინალურ ეტაპზე 21 ავტორი გადაიყვანა. პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოება 26 ოქტომბერს, მწერალთა სახლში გაიმართება.

პოლიცია

19 ოქტომბერი 2018, 19:32

მსოფლიო

რუსეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

აფეთქების შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაინგრა. დაიწვა რამდენიმე ავტომანქანა. ქარხანაში სავარაუდოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა. 2 ადგილზე დაიღუპა, 2 კი ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ლიბანის საელჩო

19 ოქტომბერი 2018, 19:13

საქართველო

თბილისში ლიბანის საკონსულო გაიხსნება

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ლიბანის რესპუბლიკას შორის 1993 წლის 1 აპრილს დამყარდა. ლიბანში საქართველოს ელჩის რეზიდენცია იორდანიის დედაქალაქ ამანშია. საქართველოში ლიბანის ელჩის რეზიდენცია კი, სომხეთის დედაქალაქ ერევანში მდებარეობს.

Russia Today

19 ოქტომბერი 2018, 19:12

მსოფლიო

აშშ-ის დიდ ქალაქებში Russia Today-ს მაუწყებლობა შეუწყვიტეს

აშშ-ში სამაუწყებლო ქსელებმა, Spectrum-მა და Comcast Chicago-მ რუსული სატელევიზიო არხის, Russia Today-ს მაუწყებლობა დაფარვის ზონებში გააუქმეს. ქსელების დაფარვის ზონა მოიცავს ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიცაა ნიუ-იორკი, სან-დიეგო, ლოს-ანჯელესი, ჩიკაგო და ნიუ ჯერსის შტატს.

19 ოქტომბერი 2018, 19:11

ვიდეო

ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გლდანის მე-8 დაწესებულებაში, მირზა სუბელიანს დღეს გამოკითხავენ

19 ოქტომბერი 2018, 19:03

ვიდეო

ხულოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

პაატა ბურჭულაძე

19 ოქტომბერი 2018, 19:01

საქართველო

პაატა ბურჭულაძე: ფონდი „იავნანა“ ახალ სიცოცხლეს იწყებს

„ერთი წელია, ფონდი თავის საქმეს ვეღარ აკეთებს და სოციალურად დაუცველი ოჯახები ვეღარ იღებენ იმ დახმარებას, რომელსაც ფონდი ყოველწლიურად გასცემდა. მე დღეს საქართველოს მთავრობას თხოვნის წერილით მივმართავ, დაეხმარეთ იმ ოჯახებს, ვისაც ძალიან უჭირთ, სანამ „იავნანა“ სრულფასოვნად დაიწყებდეს მუშაობას“, - თქვა დღეს პაატა ბურჭულაძემ.

რუსეთის პატრიარქი

19 ოქტომბერი 2018, 18:56

მსოფლიო

რუსეთის პატრიარქი გაჯეტების წინააღმდეგია

„წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, ჩვენი წინაპრები სიამოვნების მიღებაზე რომ ყოფილიყვნენ ორიენტირებულნი და არა გმირობაზე. გმირობა წინააღმდეგობაში მოდის სიამოვნების მიღებასთან“, - აღნიშნა პატრიარქმა კირილმა მოსკოვში მე-8 საეკლესიო კრებაზე გამოსვლისას.

პოლიცია

19 ოქტომბერი 2018, 18:56

ძალოვნები

გორში კაცმა ცოლს საჭმლის არმომზადების გამო სცემა

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52-წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა. პროკურორის განცხადებით, მკაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.