imedi /  08 სექტემბერი 2018, 08:36 / სანდო წყარო

საქართველოდან აშშ-ში ექსტრადირებული რუსი ჰაკერის დაჯგუფების შესახებ დამატებითი დეტალები ვრცელდება

საქართველოში შესაძლოა მინიმუმ კიდევ ერთი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდეს, რომელიც აშშ-ში ექსტრადირებულ ანდრეი ტიურინთან ერთად დააკავეს. ამის შესახებ რუსი ადვოკატი არკადი ბუხი აცხადებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ამ დაპატიმრების შესახებ ერთი წლის წინ შევიტყვე... მაშინ ორი, ან სამი რუსი ბიჭი დაიჭირეს. სად არიან ისინი?.. ახლა ჩვენ მხოლოდ ერთს ვხედავთ“, - ამბობს ადვოკატი.

აშშ-ის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ტიურინს ბრალს გარი შალონთან (გარი შალელაშვილი) ერთად ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამო წაუყენებენ.

მისი და მისი თანამზრახველების სახელები აშშ-ის ისტორიაში მომხმარებლების მონაცემების მოპარვის ერთ-ერთ მსხვილ დანაშაულში ფიგურირებს. 2014 წელს ამის შესახებ JPMorgan Chase-მა განაცხადა. სულ მოპარულია 76 მილიონი ფიზიკური და 7 მილიონი იურიდიული პირის მონაცემები. საბანკო ინფორმაციების გარდა, ბოროტმოქმედებმა წვდომა მიიღეს მათ სახელებთან, მისამართებთან, ტელეფონებთან  და ელექტრონულ ყუთებთან. 

ადრე სხვადასხვა დროს გავრცელდა ინფორმაცია ამ საქმეზე კიდევ ორი ადამიანის დაკავების შესახებ. ესენი არიან ისრაელის მოქალაქე ზივ ორენსტაინი და აშშ-ის მოქალაქე ჯოშუა სამუელ აარონი. ამ საქმეზე ბრალი კიდევ ერთ ამერიკელს, ენტონი მურგიოს აქვს წაყენებული.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა ტიურინის ბრალი, სადაც მოცემულია ნაწყვეტი მიმოწერიდან სქემის სხვა მონაწილესთან. ივლისში ის წერდა, რომ „მსხვერპლი-1“-ის სისტემებში აღმოაჩინა მონაცემთა ბაზა (ზარალის აღწერილობით ის .JPMorgan Chase-ს ემთხვევა), იმავე წლის 1 აგვისტოს კი წერდა, რომ ჩამოტვირთა ინფორმაციის 90%. ბრალდების ცნობით, ჯგუფი ეგვიპტურ სერვერებს იყენებდა.

ამას გარდა, დაჯგუფებამ შექმნა კომპანიის გეგმების შესახებ ინფორმაციის მოპარვის სქემა მის ოფიციალურ გამოქვეყნებამდე. ამ ინფორმაციას ისინი ბირჟის მოთამაშეებზე ჰყიდდნენ, ან კიდევ გავლენას ახდენდნენ აქციის ფასებზე ყალბი პრესრელიზების გავრცელებით.

ამას გარდა ბრალდებების ჩამონათვალში არის აშშ-ში არალეგალური ონლაინ-კაზინოს ორგანიზება, ამ სფეროში კონკურენტებზე კიბერთავდასხმა, საერთაშორისო კრიმინალური გადახდის სქემების ორგანიზება და სხვ.

საქართველოს პროკურატურა რუსი ადვოკატის განცხადებას ტიურინთან ერთად რუსეთის სხვა მოქალაქეების დაკავების შესახებ უარყოფს.

საქართველომ აშშ-ს ჰაკერობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე ანდრეი ტიურინი 7 სექტემბერს გადასცა

ყველა სიახლე

ბეჭდების მბრძანებელი

19 ნოემბერი 2019, 10:50

კულტურა

Amazon-ი სერიალ „ბეჭდების მბრძანებლის“ მეორე სეზონსაც გადაიღებს

ამ ეტაპზე პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი სცენარზე მუშაობს. საინტერესოა, რომ სერიალის პირველი სეზონის გადაღებებიც კი არ დაწყებულა. სერიალის სიუჟეტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება. სერიალს ახალ ზელანდიაში გადაიღებენ.

ფეხბურთი

19 ნოემბერი 2019, 10:46

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს 2019 წლის ბოლო თამაშს გამართავს

19 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის ბოლო თამაშს გამართავს. ვლადიმირ ვაისის მომზადებული გუნდის მეტოქე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ხორვატიის ნაკრები იქნება. ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილი, ჯანო ანანიძე, საბა ლობჟანიძე, ლაშა დვალი და ჯემალ ტაბიძე ვერ ეხმარება.

დონალდ ტრამპი

19 ნოემბერი 2019, 10:24

მსოფლიო

კონგრესმა ტრამპის მიულერისთვის მიცემული ჩვენების გამოძიება დაიწყო

გამოძიება იმპიჩმენტის პროცესის ფარგლებში მიმდინარეობს. კანონმდებლები გაარკვევენ მისცა თუ არა ტრამპმა ცრუ ჩვენება რუსეთის აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამოძიების მსვლელობისას. სიმართლის დასადგენად დემოკრატებს მიულერის გამოძიების საიდუმლო მასალების მიღებაც უნდათ. პრეზიდენტმა ჩვენება წერილობითი ფორმით მისცა.

ჟენევის მოლაპარაკებები

19 ნოემბერი 2019, 09:52

საქართველო

საგარეო უწყებაში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო დაკავების საკითხზე და თანათავმჯდომარეებს სთხოვა, ყველა ღონეს მიმართონ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის.

მარტვილი

19 ნოემბერი 2019, 09:36

ძალოვნები

მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარია

მარტვილში, სოფელ სალხინოსა და ტალერს შორის არსებული ტყის მასისი იწვის. როგორც მარტვილის მერმა imedinews-სთან განაცხადა, ხანძრის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია და ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ეცერი

19 ნოემბერი 2019, 09:22

ძალოვნები

სოფელ ეცერში ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

ვაჟა გაფრინდაშვილი

19 ნოემბერი 2019, 09:12

საქართველო

ვიქტორ დოლიძემ „წითელი ჯვრის კომიტეტის“ წარმომადგენელთან ვაჟა გაფრინაშვილის დაკავების საკითხი განიხილა

ვიქტორ დოლიძემ ასევე მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის წარმომადგენლებს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის მონახულებისათვის და თხოვნით მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში, ოჯახის წევრების ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულების საშუალება მიეცეს.

ებრაული დასახლება

19 ნოემბერი 2019, 09:05

მსოფლიო

აშშ აღარ ჩათვლის, რომ იორდანეს დასავლეთით ებრაული დასახლების არსებობა უკანონოა

აშშ-ის მთავარობა აღარ ჩათვლის, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლების მშენებლობა საერთაშორისო ნორმების დარღვევაა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა. მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი ამ გზით აღიარებს „რეალურ სიტუაციას“, რომელიც დასავლეთ სანაპიროზე შეიქმნა.

მამუკა ხაზარაძე

19 ნოემბერი 2019, 08:43

საქართველო

IRI: ხაზარაძის მოძრაობას 2% უჭერს მხარს

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, მამუკა ხაზარაძის„ ლელოს“ ხმას გამოკითხულთა მხოლოდ 2% მისცემდა ხმას. პირველ ადგილზე 23%-ით „ქართული ოცნებაა“, მესამეზე კი „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც რესპონდენტთა 15%-ის მხარდაჭერა აქვს.

ჯარი

19 ნოემბერი 2019, 08:28

საქართველო

IRI: ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი ლიდერობს. მას გამოკითხულთა 86 % უჭერს მხარს. სიაში მეორე ადგილზე 85%-ით ეკლესიაა, მესამე ადგილს კი მედია იკავებს, რომელსაც ხმა რესპონდენტთა 72 %-მა მისცა. მეოთხე ადგილს 59%-ით პოლიცია იკავებს.

აქცია

19 ნოემბერი 2019, 08:05

საქართველო

პარლამენტთან აქცია დღეს ისევ განახლდება

გაიმართა საპროტესტო აქციაც, რომელიც დასრულების შემდეგაც, ორგანიზატორებმა მონაწილეებს დროებით დაშლისკენ მოუწოდეს, მაგრამ მცირე ნაწილმა ეს გააპროტესტა და ადგილზე დარჩა. აქცია პარლამენტთან დღეს საღამოს 19 საათზე იგეგმება, მანამდე ოპოზიციონერი ლიდერები სამომავლო გეგმებს დასახავენ.

19 ნოემბერი 2019, 01:15

საქართველო

IRI-მ ქართველი პოლიტიკოსების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

რეიტინგის სათავეში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა: დადებითი 57%, უარყოფითი 36%, , არ ვიცი 7%. მეორე ადგილზე თბილისი მერი კახა კალაძეა: დადებითი 49%, უარყოფითი 42%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 7%. მესამე ადგილს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებს.

არჩევნები

19 ნოემბერი 2019, 00:48

საქართველო

IRI: მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23% მისცემდა ხმას, „ნაცმოძრაობას“ - 15%

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. სხვა პარტიები - 4%. არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს 32 %-ს.

19 ნოემბერი 2019, 00:39

საქართველო

IRI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კერძოდ, 39% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა.

გია ცეცაძე

19 ნოემბერი 2019, 00:19

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა გაძევების გამო მსაჯისკენ გადააფურთხა

ვითარების განმუხტვის შემდეგ არბიტრმა ერთ-ერთ სლოვაკ მწვრთნელსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც ცეცაძემ მსაჯისკენ გადააფურთხა და ამის გამო სავარაუდოდ სერიოზული სასჯელი ელოდება.

18 ნოემბერი 2019, 23:49

ძალოვნები

ბოლო მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 37 ადამიანია დაკავებული

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

18 ნოემბერი 2019, 23:37

საქართველო

IRI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 78% პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოქვეყნა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეებიც განსაზღვრა. კერძოდ, „საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას“.

ხანძარი მესტია

18 ნოემბერი 2019, 23:35

ძალოვნები

სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძარს 45-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

აშშ ციხე

18 ნოემბერი 2019, 23:09

მსოფლიო

ამერიკელმა 12 წელი ციხეში გაატარა დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია

2007 წელს მარტინესის სასამართლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულების აზრი მის დამნაშავეობაზე ორად გაიყო. პროკურატურამ მეორე სასამართლო პროცესი მოითხოვა, რომლის შედეგებითაც მარტინესი დამნაშავედ ცნეს. მიუხედავად იმისა, რომ 5 ძარცვიდან 2-ის შემთხვევაში კაცი სამსახურში იყო.

აქცია რუსთაველზე

18 ნოემბერი 2019, 22:25

საქართველო

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარებს Twitter-ზე ავრცელებენ. კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი წერს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ვითარების პროგნოზირება რთულია. Heritage Foundation-ის მკვლევარი დემოკრატიის განვითარების რთულ პროცესზე ამახვილებს ყურადღებას.