imedi /  12 სექტემბერი 2018, 21:38 / სანდო წყარო

სასამართლომ ტერორისტების დახმარებისთვის ბრალდებულებს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი შეცნობით, ტერორისტებისათვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევის, ტერორისტებისათვისთავშესაფრის მიცემისა და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდების საქმეზე ზ.გ. და ბ.ჩ. გაამტყუნა.

საქმე ეხება თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარ ტერორისტულ აქტს, რა დროსაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა ააფეთქეს ხელყუმბარები და ცეცხლსასროლი იარაღებიდან სამართალდამცავების მიმართ გახსნეს ინტენსიური ცეცხლი. 

„დახურულ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ზ.გ.-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებიც, რომელიც ბრალდებულმა ზ.გ.მ დღევანდელ სხდომაზე უდაოდ ცნო. გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ზ.გ.-ს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ხოლო ბ. ჩ.-ს აღიარებითი ჩვენების საფუძველზე, სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც ბ. ჩ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, საიდანაც ბრალდებული 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაცია 2017 წლის 21-22 იანვარს ჩატარდა. შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი -  შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას გარდაიცვალა სამი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია. 

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე

არქივი

19 სექტემბერი 2018, 16:45

ვიდეო

სებ-ის საბჭოს წევრის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მურთაზ კიკორიამ პარლამენტს უკვე მიმართა

ტერეზა მეი

19 სექტემბერი 2018, 16:45

მსოფლიო

ტერეზა მეი ევროკავშირის მოთხოვნებს მიუღებელს უწოდებს

სტატიაში ტერეზა მეი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის თავისუფალი ვაჭრობის ზონა მხოლოდ პროდუქტებზე უნდა გავრცელდეს და არა მომსახურებაზე. ევროკავშირში კი ამტკიცებენ, რომ ამ ინიციატივის მთავარი მიზანია გაერთიანებულ სამეფოში მომსახურების დამოუკიდებელი სექტორი შეიქმნას, რაც კონკურენციას ძირს უთხრის.

ეროვნული ბანკი

19 სექტემბერი 2018, 16:37

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი დოლარი შეისყიდა

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6188 შეადგინა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს მეორე ინტერვენციაა. 14 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა 5 000 000 დოლარი შეისყიდა.

19 სექტემბერი 2018, 16:36

ვიდეო

პროკურატურამ, საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ნავაზ შარიფი

19 სექტემბერი 2018, 16:33

მსოფლიო

პაკისტანის ყოფილი პრემიერი ციხიდან გაათავისუფლეს

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერიმინისტრი, ნავაზ შარიფი პატიმრობის მისჯიდან 2 თვის შემდეგ, გაათავისუფლეს. მას 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ყოფილ პრემიერთან ერთად, მისი ქალიშვილი, მარიამიც გაათავისუფლეს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მათ ივლისში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

19 სექტემბერი 2018, 16:30

ვიდეო

შს მინისტრის მოადგილე აცხდებს, რომ უწყება კანაფის კულტივაცია ექსპორტზე, ეფექტურ კონტროლს განახორციელებს

19 სექტემბერი 2018, 16:28

ეკონომიკა

ავტოტრანსპორტით ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვა წლის ბოლომდე გადავადდა

ფინანსთა სამინისტროში ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეხვედრაზე, მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება.

19 სექტემბერი 2018, 16:27

ვიდეო

სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს კონკორდატის დარღვევაში ადანაშაულებს, რასაც შეფასებები მოჰყვა

19 სექტემბერი 2018, 16:18

ტაბლოიდი

ავსტრალიელმა ქალმა ქმრის ღალატის გამო შური სახლის გაყიდვით იძია

ერთხელ კაცს დივანზე ჩაეძინა, ლეპტოპი კი ჩართული დარჩა. სწორედ ამ დროს მას შეტყობინება სხვა ქალისგან მიუვიდა. მიმოწერიდან ქალმა გაიგო, რომ მისი ქმარი კანადაში სხვა ქალთან ცხოვრობს და დაქორწინებასაც გეგმავენ.

მაჭახელას ხეობა

19 სექტემბერი 2018, 16:17

კულტურა

საქართველოში პირველი ეთნოსოფელი მაჭახელას ხეობაში მოეწყობა

პროექტის განხორციელებამდე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მაჭახელას ხეობის განვითარების გეგმის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. კონცეფციის შესყიდვის ღირებულება 385 ათასი ლარია.

19 სექტემბერი 2018, 16:15

ვიდეო

კანაფთან დაკავშირებით კანონმდებლებმა და სასულიერო პირებმა იურიდიულ კომიტეტზე იმსჯელეს

რაბათის ციხე

19 სექტემბერი 2018, 16:08

საქართველო

ახალციხის ციხეზე 22 275-ლარიანი ასწყობი სცენა მოეწყობა

სცენის შეძენის ინიციატივა მერიას ორი წლის წინ ჰქონდა. რადგან გადაუხურავი სცენის გამო, წვიმიან ამინდებში მნიშვნელოვანი ღონისძიებების გადადება უწევდათ.ამისთვის დირექტორი ქალაქის ბიუჯეტში 80 000 ლარის გათვალისწინებას ითხოვდა, თუმცა მაშინდელმა საკრებულომ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

19 სექტემბერი 2018, 16:03

მსოფლიო

აშშ პოლონეთთან უვიზო რეჟიმის შემოღებას განიხილავს

აშშ-ის უვიზოდ მოგზაურობის პროგრამაში პოლონეთის დამატების შემთხვევაში, პოლონეთის მოქალაქეებს აშშ-ის ტურისტული და საქმიანი ვიზიტით ჩასვლისას, ვიზა არ დასჭირდებათ. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ აშშ ასევე განიხილავს პოლონეთში ამერიკელი სამხედროების დისლოცირების საკითხსაც.

19 სექტემბერი 2018, 16:03

საქართველო

ცნობილია, რატომ გაუვიდა შარშან ვადა C ჰეპატიტის სამკურნალო წამლების ნაწილს

ჯანდაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის თანახმად, C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სააგენტოს აღრიცხული აქვს 26 236 866 ლარის ვადაგასული მედიკამენტები.

მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი

19 სექტემბერი 2018, 15:53

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეა ტონჩანის სარაკეტო პოლიგონს ხურავს

ლიდერების შეხვედრის დროს კიმ ჩენ ინმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში სეულს ეწვევა. თუ ვიზიტი ნამდვილად შედგება, კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქს ეწვევა.

19 სექტემბერი 2018, 15:53

ვიდეო

გერმანიის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი გაათავისუფლეს

მოსწავლე, რომელიც ქუთაისის სკოლაში
ჩაგვრის მსხვერპლი გახდა

19 სექტემბერი 2018, 15:51

საქართველო

ქუთაისის მე-2 სკოლაში მასწავლებელმა ბიჭი გრძელი თმის გამო დაჩაგრა

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომლის ჩაგვრის ფაქტსაც განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი სწავლობს, სკოლაში გრძელი თმის გამო დაჩაგრეს. ამის შესახებ Facebook-ზე მისი დედა წერს. ბიჭის დედის თქმით, მასწავლებელმა მისი შვილის გრძელი თმის გამო, ბავშვის "გენდერი“ ეჭვქვეშ დააყენა.

19 სექტემბერი 2018, 15:39

ვიდეო

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ფარგლებში სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი დაათვალიერეს

19 სექტემბერი 2018, 15:34

საქართველო

იურიდიულმა კომიტეტმა კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კანაფის შესახებ კანონპროექტის ერთი ნაწილის განხილვა, რომელი კულტივაცია-ექსპორტს ეხება, გაურკვეველი დროით გადაიდო. კანონპროექტი პარლამენტში 14 სექტემბერს დარეგისტრირდა. ახალმა ამბავმა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

19 სექტემბერი 2018, 15:27

ვიდეო

„არა ფობიას" ჭყონდიდის მიტროპოლიტს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს