imedi /  13 სექტემბერი 2018, 23:13 / სანდო წყარო

სუსში ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილეც დაიბარეს

სუსი

სუსი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი პირველი მოადგილე, გია გულორდავა ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ სუსის პრესსამსახურში აცხადებენ. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. ამის შესახებ მან თავის Facebook-ზე დაწერა. მასთან ერთად თანამდებობა მისმა პირველმა მოადგილემ გია გულორდავამაც დატოვა. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

13 ნოემბერი 2018, 00:56

კულტურა

Pokemon Detective Pikachu-ს პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

Warner Bros-მა Pokemon Detective Pikachu-ს პირველი ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლს კანადელი მსახიობი რაიან რეინოლდსი ასრულებს. ფილმი ცნობილი თამაშის Detective Pikachu-ს ეკრანიზაციაა. მთავარი გმირი, მოზარდია, სახელად ტიმ გუდმანი.

თავდასხმა ქაბულში

13 ნოემბერი 2018, 00:40

მსოფლიო

ქაბულში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ავღანეთის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ აფეთქებას ბოლო მონაცემებით სულ მცირე ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერორისტული აქტი სკოლის სიახლოვეს იქ განხორციელდა, სადაც დემონსტრანტები შიიტებზე თალიბების თავდასხმებს აპროტესტებდნენ. მანამდე მომხდარს დაჯგუფება „თალიბანს“ უკავშირებდნენ.

13 ნოემბერი 2018, 00:33

მსოფლიო

ტაჯიკეთში სკოლასა და სამხედრო ბაზაზე ტერაქტები აღკვეთეს

ჯგუფში 12 ადამიანი იყო, რომელსაც ტაჯიკეთის მოქალაქე ხელმძღვანელობდა. როგორც მან აღიარა, ტერორისტები სამხედრო ბაზის საკონტროლო-გამშვები პუნქტის აფეთქებას გეგმავდნენ, მანამდე კი იმ სკოლაზე თავადასხმას აპირებდნენ, სადაც სამხედროების შვილები სწავლობენ.

ნინო ლომჯარია

13 ნოემბერი 2018, 00:18

ძალოვნები

ომბუდსმენი: ჩემი სურვილია შსს-მ მუქარის ავტორთა იდენტიფიცირება მოახდინოს

„მე აქ იმიტომ მოვედი, რომ არიან გარკვეული ჯგუფის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად თვითორგანიზებას ეწევიან და აცხადებენ, რომ უნდა ორგანიზდნენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის ისიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ მათ დაიბარებს უწყება და მოუწევთ პასუხების გაცემა“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სერბეთი

12 ნოემბერი 2018, 23:59

მსოფლიო

სერბეთის ეკლესიამ უკრაინასთან დაკავშირებული კონსტანტინოპოლის გადაწყვეტილება არ აღიარა

სერბეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უკრაინასთან დაკავშირებით კონსტანტინიპოლის პატრიარქის გადაწყვეტილების აღიარებაზე უარი თქვა და გადაწყვიტა, რომ უკრაინის ეკლესიებთან კანონიკური კავშირი არ დაამყაროს.

ემანეულ მაკრონი

12 ნოემბერი 2018, 23:59

ტექნოლოგიები

ემანუელ მაკრონს კიბერთავდასხმების შემცირება სურს

საჯარო გამოსვლისას მაკრონმა კიბერშეტევების შემცირების სურვილი გამოთქვა რა მიზნითაც ე.წ. Paris Call-ი, სამგვერდიანი დეკლარაცია შეიმუშავა, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროში საერთო პრინციპების დაცვას, როგორც კერძო კომპანიებისთვის, ისე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ითვალისწინებს.

მსაჯი

12 ნოემბერი 2018, 23:45

სპორტი

ირლანდიელმა ფეხბურთელებმა მსაჯს სცემეს

თამაშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებმა დენიელ სვინი გამოიჭირეს, ყბა გაუტეხეს და სხვა სერიოზული დაზიანებები მიაყენეს. საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობას მომხდართან დაკავშირებუთ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ლიონელ მესი

12 ნოემბერი 2018, 23:27

სპორტი

ლიონელ მესი პრიმერას საუკეთესო მოთამაშე მეექვსედ გახდა

„ბარსელონას“ ფორვარდს გაზეთ Marca-ს მიერ არის დაწესებული პრიზი, როგორც პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელს ისე გადაეცა. 2017/18 წლების სეზონში ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში მთლიანობაში 34 გოლი გაიტანა.

სტენ ლი

12 ნოემბერი 2018, 22:59

კულტურა

Marvel-ის კომიქსების შემქმნელი სტენ ლი გარდაიცვალა

სტენ ლიმ კომიქსებისთვის ისეთი გმირები შექმნა, როგორებიცაა ადამიანი-ობობა, ჰალკი, დოქტორ სტრეინჯი, რკინის კაცი, თორი, ფანტასტიკური ოთხეული და იქს-ადამიანები.

აუნ სან სუ ჩი

12 ნოემბერი 2018, 22:58

მსოფლიო

Amnesty International-მა მიანმარის დეფაქტო ლიდერს თავისი უმაღლესი ჯილდო ჩამოართვა

პოლიტიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა „ამნესტი ინთერნეიშენალის“ ჯილდო 2009 წელს მაშინ მიიღო, როდესაც ის შინაპატიმრობაში ცხოვრობდა. უფლებადამცველი ორგანიზაციის განმარტებით, მიზეზი მისი მხრიდან მუსლიმი როჰინჯების საკითხის უგულებელყოფა და პოლიციისა და სამხედრო ძალების მიერ მათი დევნაა.

12 ნოემბერი 2018, 22:48

ეკონომიკა

საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს

საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორია, დეკემბერში ნავთობის მიწოდებას დღეში ნახევარ მილიონ ბარელამდე შეამცირებს. მიზეზი მოთხოვნის სეზონური შემცირებაა. საუდის არაბეთის განცხადების ფონზე ნავთობზე ფასი 2%-ით გაიზარდა

საქანელა საბავშვო ბაღი

12 ნოემბერი 2018, 22:31

საქართველო

თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის დირექტორი საკვების მოპარვისთვის მოხსნეს

ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი კახა გვანცელაძეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი 4 სახის დარღვევა გახდა, რაც მენიუს შეცვლას, საქმის წარმოებაში გადაცდომებს, თანამშრომლებთან კონტრაქტების დარღვევებით გაფორმებასა და ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტის მოპარვას ეხება.

ჰორსტ ზეეჰოფერი

12 ნოემბერი 2018, 22:13

მსოფლიო

ჰორსტ ზეეჰოფერმა ქრისტიან-სოციალური კავშირის თავჯდომარის პოსტი დატოვა

ამასთან, ზეეჰოფერმა უარყოფა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ასევე აპირებს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვოს. ქრისტიან-სოციალური კავშირის ახალ თავჯდომარეს რიგგარეშე სხდომაზე აირჩევენ, რომელიც 2019 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართება.

Mozilla

12 ნოემბერი 2018, 21:49

ტექნოლოგიები

Firefox-ი მომხმარებელს პროდუქტზე ფასის კლებას შეატყობინებს

დანამატი Mozzila-ს პილოტირებული პროგრამის ნაწილია და ფაქტობრივად ისეთ სავაჭრო ონლაინ გიგანტებს ეხმარება, როგორებიც Amazon-ი, Best Buy, Home Depot-ი, eBay და Walmart-ი არიან. გამოცემის ინფორმაციით, სამომავლოდ დაგეგმილია მეტი კომპანიის დამატება.

12 ნოემბერი 2018, 21:33

საქართველო

ბერი ნიკოლოზის მრევლი მის მეზობელს ფიზიკურად გაუსწორდა

ადგილობრივებსა და მრევლს შორის კი დაძაბულობა დღითიდღე იზრდება. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა სანიტარული ნორმებისა და წესრიგის დაცვაა. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

Volkswagen

12 ნოემბერი 2018, 21:27

ტექნოლოგიები

Volkswagen-ის მომხმარებლები ავტომობილს Apple-ის ხმოვანი ასისტენტით გააღებენ

ავტომობილის მობილური ტელეფონით გასაღებად მხოლოდ ხმოვანი ასისტენთი არ კმარა. Apple-ის სმარტფონის მფლობელებს ამისთვის აპლიკაცია Cart-Net-იც უნდა ჰქონდეთ ჩამოწერილი. Cart-Net-ი Volkswagen-ის ყველა მომხმარებლისთვის უფასო არ არის.

ნანუკა გუდავაძე
ბერა ივანიშვილი

12 ნოემბერი 2018, 21:16

ტაბლოიდი

ბერა ივანიშვილმა ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა

ბერა ივანიშვილმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა. საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შვილმა და ნანუკა გუდავაძემ ჯვარი გუშინ დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია სვეტიცხოველში გაიმართა.

ნუგზარ წურწუმია

12 ნოემბერი 2018, 21:02

სპორტი

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალისტია

ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უზბეკი დორდოკოვი 2:1 დაამარცხა. წურწუმია ხვალ ფინალში რუსეთს და მის წარმომადგენელ ვიტალი კაბალოევს დაუპირისპირდება. მანამდე ქართველი სპორსტმენი მეოთხედფინალში ბულგარელ პეტროვს დაეჭიდა და ანგარიშით 4:1 მოუგო.

ხანძარი

12 ნოემბერი 2018, 20:37

მსოფლიო

ყველაზე მასშტაბური ხანძრები, რომლებმაც მსოფლიოს დიდი ქალაქები გაანადგურა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Facebook გვერდზე ყველა დროის მასშტაბური ხანძრების ჩამონათვალს ავრცელებს, რის გამოც დიდი ქალაქები განადგურდა. ჩამონათვალი ლონდონს, ლისაბონს, ჰამბურგსა და სან-ფრანცისკოს აერთიანებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

12 ნოემბერი 2018, 20:34

საქართველო

საგარეო უწყება სერგეი ლავროვის ცხინვალის დეფაქტო მინისტრთან შეხვედრას ეხმიანება

მისივე თქმით, ეს არის კრემლის მორიგი უკანონო მცდელობა, მოახდინოს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პირდაპირი დარღვევით, დააკანონოს საკუთარი კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე.