imedi /  19 სექტემბერი 2018, 11:39 / სანდო წყარო

უზენაესმა სასამართლომ რომან შამათავა მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

უზენაესი სასამართლო

უზენაესმა სასამართლომ ორი ინსტანციის გადაწყვეტილება შეცვალა და რომან შამათავა ორი პირის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო. ამის შესახებ 1tv წერს.

რომან შამათავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, ამნისტიის შედეგად, კანონის მიხედვით სასჯელი 12-წლამდე შემცირდა.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლისა და სატყეო სააგენტოს რეინჯერის, დავით ცინდელიანისა და პაატა ქარდავას კვალი 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში დაიკარგა.

2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა იმჟამინდელი კუდის ხელმძღვანელობისაგან მიიღო დავალება, რომ მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში მცხოვრები, მეტყევე-რეინჯერი დათო ცინდელიანი ჩამოეყვანა სვანეთიდან ქალაქ თბილისში. მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დათო ცინდელიანი აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობდა.

მოგვიანებით, ტელეფონით მიღებული დავალების შესაბამისად, დათო ცინდელიანი ნაცვლად ქალაქ თბილისისა ჩაიყვანეს ქალაქ ბათუმში და გადასცეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს უფროს რომან შამათავას.

ამავე ინფორმაციით, რომან შამათავამ დათო ცინდელიანი ნავში ჩასვა, ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა, ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.

რაც შეეხება პაატა ქარდავას, გამოძიების ვერსიით, პოლკოვნიკ შამათავას ბრძანებით, პაატა ქარდავა 2008 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდიდან გაიტაცეს. პოლკოვნიკი შამათავა ოფიცერ ქარდავასგან აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობის ანუ სახელმწიფო ღალატის აღიარებას ითხოვდა. მას შემდეგ რაც ქარდავამ ბრალი არ აღიარა, ის ერთი გასროლით მოკლა და გვამი ზღვაში გადააგდო.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული გამოძიების დროს საქმეზე ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან შამათავას წაუყენეს.

სასამართლოს ორმა ინსტანციამ შამათავა ორი გაუჩინარებული პირის განზრახ მკვლელობის ნაცვლად, დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობაში. უზენაესმა სასამართლომ კი მსჯავრდებულ შამათავას მკვლელობის მცდელობა მოუხსნა და მკვლელობა დაუდგინა.

საქართველოს მთავარი პროკურატურა და უზენაესი სასამართლო განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

აღსანიშნავია, რომ შამათავა ხურჩის ტერაქტის საქმეშიც ფიგურირებდა. ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, რომელიც ოკუპირებულ ნაბაკევს ესაზღვრება, ტერაქტი 2008 წლის 21 მაისს განხორციელდა. მაშინ რომან შამათავას კუდის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ხურჩაში ავტობუსის აფეთქების ბრალდებით რომან შამათავასა და მასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომლის, მალხაზ მურღულიას, დაკავების შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2013 წლის 22 ოქტომბერს გაავრცელა. მალხაზ მურღულია აღიარებითი ჩვენების შემდეგ საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა. რომან შამათავა კი ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეში 2014 წელს გაამართლეს. თუმცა, ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში სასამართლომ შამათავა დამნაშავედ ცნო.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისა და 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის შესახებ კანონის საფუძველზე, რომან შამათავას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ყველა სიახლე

თიკო ქობულაშვილი

26 ივნისი 2019, 23:58

საქართველო

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სპიკერებმა ახალი გეგმა გააცნეს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 27 ივნისს ისევ 19:00 საათზე განახლდება, რის შემდეგაც მსველობას მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას. ამის შესახებ პროტესტის მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ღონისძიების სპიკერებმა თქვეს.

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი

26 ივნისი 2019, 23:31

საქართველო

ხორვატი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანია

ხორვატი პოლიტიკოსი ამ თანამდებობაზე ტორბიორნ იაგლანდს ჩაანაცვლებს. ნორვეგიელ ლიდერს უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება. მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი პოსტს 2024 წლამდე დაიკავებს. ბურიჩი ხორვატიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრია.

ნათია თურნავა

26 ივნისი 2019, 23:27

ეკონომიკა

თურნავა: ლარს გრძელვადიან პერსპექტივაში საფრთხე არ დაემუქრება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მაკროეკონომიკა არის ჯანსაღი და გრძლვადიან პერსპექტივაში ლარს საფრთხე არ ემუქრება. ეს კომენტარი ეკონომიკის მინისტრმა ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

26 ივნისი 2019, 22:49

საქართველო

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ინდუსტრიულმა ჰოლდინგი Aigroup -მა ცენტრალურ მოედანზე ოფიციალური პრეზენტაცია გამართა,რომლის ფარგლებში ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარადგინა. ღონისძიება ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გახსნა.

26 ივნისი 2019, 22:23

საქართველო

ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის შენობა დატოვა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ „თმის ღერი არ ჩამოუვარდება“.

გივი მაჭარაშვილი

26 ივნისი 2019, 22:09

სპორტი

მინსკის ევროპულ თამაშებზე გივი მაჭარაშვილმა ვერცხლის მედლი მოიპოვა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინფორმაციით, ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან საქართველოს ნაკრებს მეორე მედალი გივი მაჭარშვილმა მოუტანა

აქცია რუსთაველზე

26 ივნისი 2019, 21:52

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ამის გამო საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია. აქვე გამოაცხადეს სიტყვით გამომსვლელებმა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ყველა ადამიანი გათავისუფლებულია. .მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მიაწოდა.

26 ივნისი 2019, 21:41

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურამ ნოტრ-დამის ხანძარში კრიმინალური კვალი ვერ იპოვა

საფრანგეთის პროკურატურა აცხადებს, რომ პარიზის ნოტრ-დამის ხანძარში, კრიმინალური კვალი არ არის, - წერს BBC-ი. გამოცემის ცნობით, საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ არ აქვთ მიზეზი ივარაუდონ, რომ სისხლის სამართლის დანაშული მოხდა.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 21:27

საქართველო

მელია: იმედია, ზეგ აქ ვიქნები და გახარია პარლამენტში შესვლას ვერ გაბედავს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებიშ შემდეგ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდება. მანამდე ის საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ ოპოზიციური პარტიის აქციაზე გავიდა, რომელიც მის მხარდასაჭერად გაიმართა.

გიორგი კონდახაშვილი

26 ივნისი 2019, 21:12

საქართველო

მელიას სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ადვოკატს საქმის მასალები გადასცეს. გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, საქმეში არის რამდენიმე მოწმე, რომელიც ვერ ადასტურებს ნიკა მელიას ბრალეულობას. პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

რომან კაკულია

26 ივნისი 2019, 20:59

საქართველო

კაკულია: კენჭისყრაზე დაფიქსირებული პოზიცია გუნდისთვის თუ პრობლემური იქნება, უხერხულობას არ შევქმნი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების“ წევრმა რომან კაკულიამ განმარტა თუ რატომ ჰქონდა კენჭისყრაზე გუნდისგან განსხვავებული პოზიცია. ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის შესაჩერებლად გამართულ კენჭისყრაში მან მონაწილეობა არ მიიღო.

26 ივნისი 2019, 20:47

მსოფლიო

ვენის ცენტრში აფეთქების შედეგად ორ შენობაში სართულები ჩამოინგრა

ავსტრიაში, ვენის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ორ შენობაში რამდენიმე სართული ჩამოინგრა, ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, არის ეჭვი რომ აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების ადგილას სამართალდამცველები, მეხანძრეები და სამედიცინო ბრიგადები იმყოფებიან.

ნინო ლომჯარია

26 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ლომჯარია: მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის

სახალხო დამცველი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობის გამოყენებას მიზანშეწონილად არ თვლის. შესაბამისი განცხადება ნინო ლომჯარიამ Facebook-ზე განათავსა. „უამრავი ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანების გამო პასუხისმგებლობაში არავინ მიცემულა“.

26 ივნისი 2019, 20:42

მსოფლიო

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა

უკრაინელი კანონმდებლები დებატებზე კოლეგებს მოუწოდებდნენ, გაეთვალისწინებინათ უკრაინაში არსებული ვითარება, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე, ყირიმის ანექსია, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა, თუმცა ასამბლეამ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება აღიარა.

26 ივნისი 2019, 20:20

საქართველო

აშშ-ის საელჩო: ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. ამ შინაარსის განცხადებას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 20:02

საქართველო

მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა წევრმა ხმა არ მისცა

„ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ხმა არ მისცა. imedinews-ის ინფორმაციით, ესენი არიან რომან კაკულია და მარიამ ჯაში. კაკულიამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიირო, ხოლო ჯაშმა განაცხადა, რომ თავი შეიკავა და რეგისტრაცია არ გაიარა.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 19:32

საქართველო

მელია: შევალ ივანიშვილის ციხეში და გამოვალ თავისუფალ საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისთვის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ პოლიტიკოსმა პირველი კომენტარი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.

ლაშა პაპაშვილი

26 ივნისი 2019, 19:28

ეკონომიკა

პაპაშვილი: საქართველოს ბიზნეს ასოციაციას პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ (BIA) პირველი ვიცეპრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის განცხადებით 2019 წლის სექტემბრიდან ორგანიზაციას პარლამენტში წარმომადგენელი ეყოლება. „ასოციაციის იურიდიული სამსახური აქტიურად ითანამშრომლებს საპარლამენტო კომიტეტებთან და ბიზნესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების საქმის კურსში ვიქნებით“ - განუცხადა პაპაშვილმა imedinews-ს.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 19:18

საქართველო

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა

საქართველოს პარლამენტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.

გედევან ფოფხაძე

26 ივნისი 2019, 19:15

საქართველო

გედევან ფოფხაძემ თქვა, რომ მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას არ ემხრობა და დარბაზი დატოვა

პარლამენტის წევრი გედევან ფოფხაძე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთავის იმუნიტეტის შეჩერებას მხარს არ უჭერს. ამის მიზეზი მან განმარტა სესიაზე, რომელზეც სწორედ პოლიტიკოსთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე მსჯელობენ.