imedi /  21 სექტემბერი 2018, 17:46 / სანდო წყარო

მხარდამჭერთა სიების შესაძლო გაყალბების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვები დაიწყო

მთავარი პროკურატურა

მთავარი პროკურატურა

მთავარ პროკურატურაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი დავით გურგენიძე გამოიკითხა. საგამოძიებო უწყება მისგან საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ წარდგენილი მხარდამჭერთა სიებით და მასში აღმოჩენილი შესაძლო გაყალბების ფაქტებით დაინტერესდა.

"სიებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, რამდენიმე მოქალაქის მონაცემების სავარაუდო გაყალბებაზე" , -განაცხადა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ დავით გურგენიძემ. იგი ცესკოში „ევროპული საქართველოს" მანდატით არის.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლითაა აღძრული და უწყებაში ამბობენ, რომ ჩატარდება სრულყოფილი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

„ქრონიკის“ ხელში ექსკლუზიურად აღმოჩნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ პრემიერ მამუკა ბახტაძის გაყალბებული ხელმოწერა გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა სიებშიც ფიქსირდება.

პრემიერის გვარი ფიგურირებს ამ ერთობის მიერ წარდგენილი კიდევ ორი კანდიდატის მხარდამჭერთა სიებშიც, ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ცესკოსთვის მხარდამჭერთა სიების შეგროვებასა და დამუშავებაში ლიდერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ სიებში ქრონიკამ გარდაცვლილებიც იპოვა და ისეთებიც, ვისაც დოკუმენტზე ხელი, უბრალოდ, არ მოუწერია.

ყველა სიახლე

ჰასან როუჰანი

23 მაისი 2019, 23:45

მსოფლიო

ირანის პრეზიდენტი: ირანი არ დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას, თუნდაც დაბომბონ

ამ განცხადების ფონზე ირანის უზენაესი სამხედრო მეთაური, გენერალი მოჰამად ბაგერი ამბობს, რომ ნებისმიერი მტრის „ავანტიურას“ გამანადგურებელი პასუხს გასცემენ. ირანი აშშ-სთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

23 მაისი 2019, 23:29

საქართველო

​საქართველოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრისას ძირითადი ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა. ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დავით ზალკალიანს, სალომე ზურაბიშვილსა და მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

მოწყალების თხოვნა

23 მაისი 2019, 23:15

მსოფლიო

უგანდის დედაქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ბავშვების დახმარება აკრძალეს

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, კამპალას ქუჩებში საშუალოდ 15 ათასი ბავშვი ცხოვრობს. მათი ასაკი 7-დან 17 წლამდე მერყეობს. კანონის დამრღვევს 6-თვემდე ვადით პატიმრობა ან $11-ის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. კანონი ფულის გარდა საკვები პროდუქტების დახმარებასაც კრძალავს.

თვითმფრინავი

23 მაისი 2019, 23:00

ეკონომიკა

ტექნიკური პრობლების მიუხედავად თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისი მაინც სრულდება

თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი დღისით, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

ინტერპოლი

23 მაისი 2019, 22:44

მსოფლიო

პედოფილიის საერთაშორისო სქემის გამოძიებისას ინტერპოლმა 9 ადამიანი დააკავა

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (Interpol) ცხრა ადამიანი ტაილანდში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავა. გამოძიება 2017 წელს დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით დაფარული „შავი ვების“ 63 ათასზე მეტ მომხმარებელზე იყო ფოკუსირებული.

სალომე ზურაბიშვილი

23 მაისი 2019, 22:28

საქართველო

ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს

"თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული,"- წერს საქართველოს პრეზიდენტი. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

Wikipedia

23 მაისი 2019, 22:14

ტექნოლოგიები

Wikipedia თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

მიზეზი თურქეთში ონლაინ ენციკლოპედიის წვდომაზე ორწლიანი შეზღუდვაა. Wikimedia-ს ფონდი აცხადებს, რომ საჩივარი სასამართლოში ქვეყანაში ონლაინ ენციკლოპედიის დაბლოკვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის გამო შეიტანეს. Wikipedia თურქეთში 2017 წელს დაიბლოკა.

ლევან იზორია

23 მაისი 2019, 22:00

ძალოვნები

იზორია საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობას მიესალმება

ასევე ძალოვანმა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა. ლაპარაკია იმ განცხადებაზე, რომელიც ზურაბიშვილმა რამდენიმე კვირის წინ, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტთან გააკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 მაისი 2019, 21:45

სპორტი

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ანგარიშით 6:4, 6:4 ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა და ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ლიონის ტურნირი 19-25 მაისს იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 586,140 ევროა.

23 მაისი 2019, 21:30

კულტურა

„მზის გოგონების“ ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

„მზის გოგონები“ საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა.

Facebook

23 მაისი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა

ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს იმაზე მეტია ვიდრე სოცქსელს აქამდე გაუკეთებია. ცნობილი გახდა, რომ 7 მილიონზე მეტი პოსტი „სიძულვილის ენას“ ემსახურებოდა. ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:53

ძალოვნები

პოლიციამ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო 2 ადამიანი დააკავა

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

ჯონ უოლკერ ლინდი

23 მაისი 2019, 20:52

მსოფლიო

აშშ-ში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ლინდმა ციხეში 17 წელი გაატარა. ავღანეთში, 2001 წელს დაკავებულს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მისმა ვადაზე ადრე გათავისუფლებამ უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

შალვა შავგულიძე

23 მაისი 2019, 20:29

საქართველო

შავგულიძე სააკაშვილს მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის

თუმცა უკვე გარკვეულია, რომ შალვა შავგულიძეს "გირჩის" მხარდაჭერა მეორე ტურში არ ექნება. ამ ეტაპზე არც დამოუკიდებელი კანდიდატი, ლევან ოსელიანი გეგმავს მის გვერდში დგომას. მთაწმინდის ოლქი ერთადერთია, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ძაღლი

23 მაისი 2019, 20:25

ტაბლოიდი

აშშ-ში ჯანმრთელი ძაღლი პატრონს საფლავში ჩააყოლეს

გამოცემის ინფორმაციით, მძიმე ავადმყოფმა, შინაური ცხოველის პატრონმა გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა, რომ ძაღლი მასთან ერთად დაეკრძალათ. ქალის გარდაცვალებიდან 2 კვირაში ჯანმრთელი ძაღლი თავშესაფრიდან გამოიყვანეს, დააძინეს, კრემაცია ჩაუტარეს და პატრონის გვერდით დაკრძალეს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:16

ძალოვნები

წყალტუბოში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ისინი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ოჯახში მივიდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა "რუსთავი 2-ს" კომენტარზე უარი უთხრეს, ხოლო როდესაც ოპერატორი და ჟურნალისტი მანქანაში სხდებოდნენ, მათ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ფოტოგრაფია

23 მაისი 2019, 20:16

კულტურა

უკრაინა ქართული ფოტოგრაფიის დღეებს მასპინძლობს

25 ფოტოგრაფის 60 ექსპოზიცია ”სიყვარულით საქართველოდან” კიევში, ლვოვსა და როვნოში 23-30 მაისს გამოიფინება. „გვსურს, ამ გამოფენით განსხვავებული კუთხით გავაცნოთ საქართველო უკრაინელებს - არა ტრადიციული ეთნოგრაფიული პასაჟებით“, - განაცხადეს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციაში.

დროშები

23 მაისი 2019, 20:06

საქართველო

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა იმართება

მთავარი თემა საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთებია. მათ შორისაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო პროცესს ორი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების სპეციალური წარმომადგენლები, დიპლომატები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.

გზები

23 მაისი 2019, 19:58

საქართველო

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

23 მაისს, 22:00 საათიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა. კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი, ვერ შეძლებს მოძრაობას პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედანზე, არამედ ჩავა მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის პანდუსზე. 27 მაისიდან შეზღუდვები სრულად მოიხსნება.

დონალდ ტრამპი

23 მაისი 2019, 19:55

საქართველო

ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თეთრი სახლის ლიდერის მიერ საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე ხაზგასმულია აშშ-საქართველოს პარტნიორობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.