Imedi /  25 სექტემბერი 2018, 08:30 / სანდო წყარო

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ კობაურს ხადის ხეობაში დაკითხავენ

მალხაზ კობაური მწყემსი

მალხაზ კობაური

სმითების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს დღეს შემთხვევის ადგილზე, ხადის ხეობაში წაიყვანენ.

ბრალდებულმა ადვოკატისა და სამართალდამცველების თანდასწრებით უნდა გაიხსენოს ის დეტალები, რაც ამერიკელი ოჯახის მკვლელობის დღეს ხეობაში ნახა. ხადის ხეობაში მის დაკითხვას კობაურის ადვოკატები ითხოვდნენ

19 სექტემბერს ხადის ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატებმა მოკლული სმითების ცხედრებზე ჩატარებულ ახალი ექსპერტიზის დასკვნა პრესკონფერენციაზე გაასაჯაროვეს. ადვოკატების შეფასებით, ახალი ექსპერტიზით, ბრალდების მხარის ვერსია მკვლელობის შესახებ, სუსტდება. მანამდე, ადვოკატებმა რაიან სმითის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვეს.

ადვოკატები პროკურატურის არაკვალიფიციურ მოქმედებაზე საუბრობენ და მოუწოდებენ, მკაფიოდ გაეცეს პასუხი მნიშვნელოვან ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს. უფლებადამცველების განცხადებით, დარჩენილია 1 კომპლექსური ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს, ჰქონდა თუ არა მალხაზ კობაურს ფიზიკური შემხებლობა გარდაცვლილებთან, საუბარია დეენემის კვალზე.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს ჩაინიშნა.

14 აგვისტოს მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა. მისივე თქმით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმითის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.

21 ივლისს „ქრონიკისთვის“ სმითების ოჯახის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, რომელიც ბრალდებულის ადვოკატებსაც გადაეცათ, მწყემსმა მალხაზ კობაურმა ლორა სმითი გააუპატიურა, მისი 4 წლის შვილი ქელებ სმითი კი თოფის მიბჯენით მოკლა.

ხადის ხეობაში ამერიკელი ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსი სასამართლოზე გამოძიებისთვის თავდაპირველად მიცემული ჩვენების ნამდვილობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ სამი ადამიანი არა მან, არამედ ორმა უცხო პირმა მოკლა. განსხვავებულია ხადის ხეობის მკვიდრთა ნაწილის და სამართალდამცველების ვერსია. 

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპული იპოვეს.

მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.ხადის ხეობაში მოკლული სმითების ნათესავები საქართველოში ჩამოვიდნენ და საქმის გამოძიებით დაინტერესდნენ.

ყველა სიახლე

დაპირისპირება

25 ივნისი 2019, 23:16

საქართველო

პარლამენტთან ორ ადგილზე დაპირისპირება მოხდა

პოლიციამ როგორც ვიდეოკადრებიდან ჩანს რამდენიმე პირი აქციაზე დააკავა ან ადგილიდან გაიყვანა. აქციის წამყვანებმა სამართალდამცველებს მომხდარზე რეაგირება სთხოვეს, აქციის მონაწილეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდეს და განაცხადეს, რომ ისინი მშვიდობიან აქციას მართავენ.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

პარლამენტთან პუტინის თვალებდათხრილი ბანერი გაშალეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა ბანერი გაშალეს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია გამოსახული. ბანერზე პუტინს ცალ თვალზე საქართველოს დროშა, ცალზე კი უკრაინის დროშა აქვს გამოსახული, დროშები კი ცენტრში დაზიანებულია.

მამუკა ბახტაძე

25 ივნისი 2019, 22:47

საქართველო

პრემიერი მელიას საქმეზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ნაციონალების ლიდერებს აკისრებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები. ასე შეაფასა პრემიერმა ნიკა მელიას ნიკა მელიას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

მიხეილ სააკაშვილი

25 ივნისი 2019, 22:21

საქართველო

სააკაშვილი: მელია არ უნდა დავაჭერინოთ! ამოვიდა ყელში!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს. "მელია არ უნდა დავაჭერინოთ არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", - წერს სააკაშვილი.

შალვა ნათელაშვილი

25 ივნისი 2019, 22:18

საქართველო

პარლამენტთან აქციაზე შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. ვიდეო

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებმა სცენაზე გამომსვლელ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს შალვა ნათელაშვილს ბოთლი ესროლეს. როგორც ჟურნალისტებს ნათელაშვილმა განუცხადა, ეს პროვოკატორები იყვნენ.

სტეფანი გრიშემი

25 ივნისი 2019, 22:01

მსოფლიო

მელანია ტრამპის თანაშემწე თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება

აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის თანაშემწე კომუნიკაციებისა და პერსონალის საკითხებში სტეფანი გრიშემი თეთრი სახლის პრესმდივანი გახდება. თეთრი სახლის პრესმდივნის ფუნქციების გარდა სტეფანი გრიშემი კომუნიკაციების დირექტორის პოსტსაც შეითავსებს და ამავდროულად მელანია ტრამპის წარმომადგენელიც იქნება.

გიორგი მარგველაშვილი

25 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილეებს: კობახიძე ეტა რაზ, გახარია ეტა დვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა. გუშინ აქციაზე მარგველაშვილის მეუღლე მაკა ჩიჩუა იყო მისული.

სანდრა რულოვსი

25 ივნისი 2019, 21:56

საქართველო

სანდრა რულოვსი: ხალხი გასაპროტესტებლად გავიდა, რა თქმა უნდა პარლამენტში შესვლა მოუნდებოდა

მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სანდრა რულოვსი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება. ის ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნას და მის შესაძლო დაკავებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მელია პატიმრობას არ იმსახურებს.

აქცია

25 ივნისი 2019, 21:28

საქართველო

პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ აქციის მონაწილეს. რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი მეორე დღეა შიმშილობს. დღეს პარლამენტთან აქცია ისევ განახლდა.

ჯორჯ მარტინი

25 ივნისი 2019, 21:28

კულტურა

ჯორჯ მარტინმა „ჩერნობილი“ შეაქო

ამერიკელმა მწერალმა ჯორჯ მარტინმა, რომლის რომანების მიხედვითაც სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ რამდენიმე სეზონი გადაიღეს, ბრიტანული HBO-ს მიერ გადაღებული მინი-სერიალი „ჩერნობილი“ შეაფასა. მან ასევე შეაქო ჯარედ ჰარისი, რომელმაც სერიალში მეცნიერი ვალერი ლეგასოვი განასახიერა.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 21:14

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა. აქციის ორგანიზატორებმა პოლიციას განუმარტეს, რომ მომიტინგეთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით გზის სავალი ნაწილის დაკავების აუცილებლობა გაჩნდა.

კლოდ კერნი

25 ივნისი 2019, 20:54

საქართველო

ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მიესალმებიან

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი (რუმინეთი) და კლოდ კერნი (საფრანგეთი) 2020 წლის არჩევნების ნულოვანი ბარიერით და სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.

შეკვეთილი

25 ივნისი 2019, 20:53

საქართველო

შეკვეთილში აქციის ოთხმა მონაწილემ შიმშილობა დაიწყო

შეკვეთილში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს, ოთხმა ადამიანმა კი შიმშილობა დაიწყო. აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 20:47

საქართველო

ოპოზიციის შეფასებით მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს

გრიგოლ ვაშაძის თქმით, მელიას საქმე სისხლის სამართლის ნიშნებს არ შეიცავს, იმიტომ რომ "საქართველოს მოქალაქეს პარლამენტში შესვლა შეუძლია. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები შეერთებული შტატების სენატში და წარმომადგენლების პალატაში შევდივართ პირადობის მოწმობის გარეშე", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

პროკურატურა

25 ივნისი 2019, 20:27

ძალოვნები

გენპროკურატურა სასამართლოს აქციისას დაკავებულთა უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებას სთხოვს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენებისას დაკავებული პირებიდან უმრავლესობის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

აქცია პარლამენტთან

25 ივნისი 2019, 20:26

საქართველო

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა. სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები უკვე მეექვსე დღეა იკრიბებიან და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას და 20-21 ივნისის მოვლენებისას დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ფესტივალი

25 ივნისი 2019, 20:15

კულტურა

ფესტივალი Mountain Set: Kazbegi-ი კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set: Kazbegi-ი კუს ტბის მიმდებარედ, სფეისჰოლის ტერიტორიაზე ჩატარდება. ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორის, არჩილ ხაჭაპურიძის თქმით, ფესტივალის ჩატარების თარიღი და თვე უცვლელია და კვლავ 28-29-30 ივნისს გაიმართება.

პოლიტიკა

25 ივნისი 2019, 19:53

საქართველო

ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე 26 ივნისს იმსჯელებენ

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე ხვალ იმსჯელებენ. საკითხს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ. დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ყველა აუცილებელი პროცედურის და სამართლიანი განხილვის განხილვის შედეგად მიიღება.

ნიკა მელია

25 ივნისი 2019, 19:47

საქართველო

ნიკა მელია ამბობს, რომ ბრალის წარდგენა მისთვის პატივია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნიკა მელიამ პროკურატურის განცხადებასთან დაკავშირებით, პირველი კომენტარი გააკეთა. ნიკა მელიას თქმით, მან პირდაპირი ეთერით გაიგო, რომ ბრალი წაუყენეს, რაც შეეხება იმას აპირებს თუ არა ხვალ პროკურატურაში მისვლას, მელიას ეს ჯერ არ გადაუწყვეტია.

25 ივნისი 2019, 19:42

ტექნოლოგიები

ელექტრო ავტომობილების ძველი აკუმულატორები შესაძლოა სტადიონების გასანათებლად გამოიყენონ

ლაპარაკია ექვსი ევროპული საფეხბურთო სტადიონის განათებაზე. ამერიკული კომპანია Eaton-ი, რომელიც ამისთვის Nissan Leaf-ის აკუმულატორებს იყენებს, ჯერჯერობით უცნობ საფეხბურთო სტადიონებთან მართავს მოლაპარაკებებს. Eaton-ის ვიცეპრეზიდენტი ქრეიგ მაკდონელი განმარტავს, რომ პროექტით ევროპის მასშტაბით საფეხბურთო სტადიონების გაერთიანებაა დაინტერესებული.