imedi /  11 ოქტომბერი 2018, 12:53 / სანდო წყარო

შსს-მ ვაჟა-ფშაველაზე ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე 2 პირი დააკავა

მკვლელობა ვაჟაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პოლიციამ 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. თბილისში, გ. ერისთავის ქუჩაზე დააკავა. იგი 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საფეხბურთო მოედანზე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იძებნებოდა. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებებით, დაკავებულია 1997 წელს დაბადებული გ.ბ. ჩადენილი დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.კ.-მ 2017 წლის 24 ივნისს თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საფეხბურთო მოედანზე, ანგარიშსწორების მიზნით, 1990 წელს დაბადებულ გიორგი ფიცხელიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

2017 წლის24 ივნისს, გვიან ღამით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას პირველ კვარტალში 27 წლის გიორგი ფიცხელიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ესროლეს.

26 ივნისს, შსს-ში განაცხადა, რომ დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინეს და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობდა.

ყველა სიახლე

სწრაფი კვება

17 ივნისი 2019, 16:55

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა სწრაფი კვების ახალი საფრთხე დაასახელეს

მკვლევრების მტკიცებით, არაჯანსაღი კვება და ორგანიზმის ფიზიკურ დატვირთვაზე უარის თქმა მეორე ტიპის დიაბეტის და კოგნიტური ფუნქციების გაუარესების რისკებს ზრდის, რამაც თავის მხრივ, შეიძლება დემენცია და ტვინის ატროფია გამოიწვიოს.

17 ივნისი 2019, 16:53

ვიდეო

თეთნულდზე 58 წლის სლოვაკი ტურისტი დაიღუპა

დავით ზალკალიანი
აბდულა ალ-მუტაირი

17 ივნისი 2019, 16:47

საქართველო

საუდის არაბეთს საქართველოში პირველი რეზიდენტი ელჩი ჰყავს

საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს პირველმა რეზიდენტმა ელჩმა აბდულა ალ-მუტაირიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. რწმუნებათა სიგელების ასლის გადაცემის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში.

17 ივნისი 2019, 16:40

კულტურა

ფილმმა „საქართველო ღვინის სამშობლო“ მარსელის კინემატოგრაფიის ფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო

რიგით 26-ე ფესტივალის ჟიურის წევრები იყვნენ: კეტრინ ლამორი - პროდიუსერი და „Canal+“-ის ჟურნალისტი; ემანუელ მუღე - კინორეჟისორი და პროდიუსერი; ნიკოლას ბღიდე - „ცეზარის“ პრემიის ლაურეატი; „Ciné Master Class“ - ის მოწვეული სტუმარი ნოელ ბალანი - მწერალი, მუსიკოსი და სცენარისტი.

17 ივნისი 2019, 16:37

ძალოვნები

კრწანისის ბაზაზე საბრძოლო მედიკოსების მომზადების კურსი მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 30-მდე სამხედრო მოსამსახურე დაშავებულთა სიცოცხლის შესანარჩუნებელ ღონისძიებებს სწავლობს და ბრძოლის ველზე დაშავებულების პირველად სამედიცინო დახმარებასა და ევაკუაციაში უნარ-ჩვევებს აუმჯობესებს.

მკვლელობა

17 ივნისი 2019, 16:27

ძალოვნები

ყანდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაზარალებულის ოჯახის წევრი მოტივებზე საუბრობს

სოფელ ყანდაურაში მოკლული შავლეგ გამყრელიძის მამა და მარიამ მეზვრიშვილის მეუღლე ფრიდონ გამყრელიძე ფიქრობს, რომ მისი შვილი დანაშაულის მოწმე გახდა და სწორედ ამ მოტივით მოკლეს. საქმე ეხება სავარაუდოდ 85 წლის კაცის მიერ ცოლის, შვილის, რძლისა და ორი მეზობლის მკვლელობას.

გზა

17 ივნისი 2019, 16:22

ეკონომიკა

შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი,"- წერია განცხადებაში.

პორნოგრაფია

17 ივნისი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

ინტერნეტში პორნოგრაფიული ვიდეოების თაღლითური სქემის საქმეზე აშშ-ში ადვოკატი დააკავეს

პოლ ჰანსმეიერმა ინტერნეტში პორნოგრაფიული შინაარსის ფილმები გაავრცელა, შემდეგ კი ადამიანებს მასალის გადმოწერისთვის უჩივლა და ბრალად საავტორო უფლებების დარღვევა წაუყენა. ამერიკელმა ადვოკატმა თითქმის სამი წლის განმავლობაში თაღლითური სქემის მეშვეობით $3 მილიონი გამოიმუშავა.

17 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი გრემისხევში საოკუპაცო ხაზთან ჩავიდა

„ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. გზა და ყურადღება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი“-განაცხადა ზურაბიშვილმა.

Google

17 ივნისი 2019, 15:55

ტექნოლოგიები

Genuis-ი Google-ს სიმღერების ტესტების მოპარვაში ადანაშაულებს

Genius-ზე სიმღერების ტექსტების გარდა, ასევე ქვეყნდება ინფორმაცია ამ სიმღერების ფაქტებისა და ისტორიების შესახებ, ვებზე მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ლირიკის მათისეული ინტერპრეტაციები კომენტარის სახით დატოვონ და დაინტერესებულ ადამიანებს გაუზიარონ.

თეთნულდი

17 ივნისი 2019, 15:38

ძალოვნები

თეთნულდზე 58 წლის სლოვაკი ტურისტი დაიღუპა

შემთხვევა გუშინ მოხდა. ოთხი უცხოელი ტურისტი მწვერვალ თეთნულდზე ადიოდა, რა დროსაც ერთ-ერთი კაცი სიმაღლიდან მოწყდა, რის გამოც დაიღუპა. მთამსვლელები "მესტიის მუნიციპალიტეტის სამაშველო სამსახურს" დაუკავშირდნენ, მაშველებმა კი თბილისიდან ვერტმფრენი გამოიძახეს.

სებასტიან კურცი

17 ივნისი 2019, 15:27

ტაბლოიდი

10 000 ადამიანმა ვენაში ერთად ილოცა, რათა კურცი ისევ კანცლერი გახდეს. ვიდეო

ავსტრიის ვიცეკანცლერი ჰაინც-კრისტიან შტრახე „რუსი ოლიგარქის ძმისშვილთან დაკავშირებული“ სკანდალური ვიდეოს გამო 18 მაისს თანამდებობიდან გადადგა. ფარული ვიდეოჩანაწერი გერმანულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, რომელშიც შტრახე პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ მხარეს სამთავრობო კონტრაქტებს ჰპირდება.

ადამ სავაჯი

17 ივნისი 2019, 15:26

ტექნოლოგიები

Discovery-ს წამყვანმა „რკინის კაცის“ ტყვიაგაუმტარი კოსტიუმი შექმნა

ტელეკომპანია Discovery-მ გადაცემების ახალი ციკლი სახელწოდებით Savage Builds დაიწყო. მისი წამყვანია პროდიუსერი და სპეცეფექტების სპეციალისტი ადამ სევიჯი. მას ნამუშევარი აქვს ფილმებზე: "მატრიცა", "ვარსკვლავური ომები" და "ტერმინატორის" მესამე ნაწილი. ის ასევე ცნობილია გადაცემა "MythBusters"-ით.

17 ივნისი 2019, 15:22

ეკონომიკა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შედგა.

17 ივნისი 2019, 15:21

მსოფლიო

ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას 27 ივნისამდე გაზრდის

ირანი ურანის მარაგის იმ დონეს, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგინდა, 10 დღის ვადაში გადააჭარბებს. ამის შესახებ BBC ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. მისივე თქმით, თეირანი ურანის გამდიდრების დონეს გაზრდის.

17 ივნისი 2019, 15:05

საქართველო

პროკურატურა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადებას პასუხობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადებას პროკურატურა პასუხობს. პროკურატურის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.

ჩანჩალ ლაირი

17 ივნისი 2019, 15:03

მსოფლიო

ინდოელი ილუზიონისტი ილეთის შესრულებისას გაუჩინარდა

BBC-ის ცნობთ, ჩანჩალ ლაირის, რომელიც მდინარეში ხელფეხშეკრული ჩაუშვეს, ჯაჭვებისგან თავი უნდა დაეღწია და უსაფრთხოდ გამოეცურა. თუმცა ილუზიონისტი გაუჩინარდა, რის შესახებაც ადგილზე შეკრებილმა მაყურებლებმა პოლიციას აცნობეს.

ია მეურმიშვილი და კურტ ვოლკერი

17 ივნისი 2019, 14:53

ტაბლოიდი

ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა

ლაპარაკია, კურტ ვოლკერზე, რომელიც ახლა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია უკრაინის საკითხებში. მისი რჩეული კი "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილია. კურტ ვოლკერი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც სხვადასხვა დროს ნატოში აშშ-ის ელჩი და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ზუგდიდი

17 ივნისი 2019, 14:50

ძალოვნები

ზუგდიდში ქალი 30 წლამდე შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, შვილი რომელზეც დედა ძალადობდა 30 წლამდეა.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:43

საქართველო

პრემიერი თანამდებობიდან მის გათავისუფლებაზე ცნობებს ჭორს უწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.