imedi /  11 ოქტომბერი 2018, 14:59 / სანდო წყარო

ლევან ყიფიანის ჩვენების საფუძველზე, კიდევ რამდენიმე პირს გამოკითხავენ

ფარული ჩანაწერები

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, ფარული ჩანაწერების ერთ-ერთი ფიგურანტის საქართველოს სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის მიერ 9 ოქტომბერს მიცემული ჩვენების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა კიდევ რამდენიმე პირს გამოკითხავს.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოიკითხება ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა, ფლობდეს გამოძიებისთვის საჭირო და მნიშვნელოვან ინფორმაციას. ამის შესახებ 1tv წერს.

უწყებაში გამოსაკითხი პირების ვინაობას ჯერ არ აკონკრეტებენ.

9 ოქტომბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ლევან ყიფიანის ჩვენება გაასაჯაროვა.

როგორც გამოკითხვიდან ირკვევა, ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ ფინანსთა სამინისტრომ არაერთხელ გადაავადა დავალიანების გადაუხდელობის გამო საჭირო პროცედურების აღსრულების პროცესი, რათა კომპანიის საქმიანობა არ შეფერხებულიყო და ხალხი უმუშევარი არ დარჩენილიყო.

ლევან ყიფიანი ჩვენებაში ადასტურებს, რომ ზაფხულში ზაზა ოქუაშვილმა მას სიგარეტის ბიზნესის წილში უსასყიდლოდ შესვლის სანაცვლოდ, აუდიოჩანაწერების გაკეთებაში დახმარება სთხოვა. ამასთან, ამ კომპანიის ხელმძღვანელები ყიფიანის თქმით, "ომეგა ჯგუფის" წევრები იყვნენ.

3 ოქტომბერს სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა სპორტის ყოფილმა მინისტრმა ლევან ყიფიანმა განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან ზეწოლაზე ჩანაწერები ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებულად ჩაწერა.

„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული აუდიოჩანაწერები ავთენტიკური არ არის და დამონტაჟებულია. ასეთი დასკვნა დადო ლევან სამხარაულის სახელობის ექსერტიზის ბიურომ. ანალოგიური აღმოჩნდა ლონდონის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც.

პირველი ჩანაწერი ერთი თვის წინ „იბერიას" ეთერში გამოქვეყნდა, რომლის მფლობელიც „ომეგა ჯგუფია". არხი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება „ომეგას“ ბიზნესზე ზეწოლით მას ავიწროებს და „თავისუფალი სიტყვის ჩახშობა სურს“. ფინანსთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ომეგა ჯგუფს“ 51 მილიონ ლარზე მეტი საგადასახადო დავალიანება აქვს და სახელმწიფოსგან, შეღავათიანი რეჟიმის დაწესების მიუხედავად, ვალის გადახდა არ სურს, ტელევიზიას კი შანტაჟისთვის იყენებს.

მედიაში გავრცელებული ჩანაწერების გამო პროკურატურაში გამოძიება 12 სექტემბერს დაიწყო.

ყველა სიახლე

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 15:22

საქართველო

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა. გადაწყვეტილება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ვადებთან დაკავშირებით საუბარი ფინანსურ ინსტიტუტებთან ჯერ კიდევ მაისის შუა რიცხვებში შედგა.

17 ივნისი 2019, 15:21

მსოფლიო

ირანი გამდიდრებული ურანის წარმოებას 27 ივნისამდე გაზრდის

ირანი ურანის მარაგის იმ დონეს, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგინდა, 10 დღის ვადაში გადააჭარბებს. ამის შესახებ BBC ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს პრესსპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება. მისივე თქმით, თეირანი ურანის გამდიდრების დონეს გაზრდის.

17 ივნისი 2019, 15:05

საქართველო

პროკურატურა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების განცხადებას პასუხობს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის განცხადებას პროკურატურა პასუხობს. პროკურატურის განმარტებით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის საქმეზე გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე მისი შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს.

ჩანჩალ ლაირი

17 ივნისი 2019, 15:03

მსოფლიო

ინდოელი ილუზიონისტი ილეთის შესრულებისას გაუჩინარდა

BBC-ის ცნობთ, ჩანჩალ ლაირის, რომელიც მდინარეში ხელფეხშეკრული ჩაუშვეს, ჯაჭვებისგან თავი უნდა დაეღწია და უსაფრთხოდ გამოეცურა. თუმცა ილუზიონისტი გაუჩინარდა, რის შესახებაც ადგილზე შეკრებილმა მაყურებლებმა პოლიციას აცნობეს.

ია მეურმიშვილი და კურტ ვოლკერი

17 ივნისი 2019, 14:53

ტაბლოიდი

ცნობილი ამერიკელი დიპლომატი ქართველ ჟურნალისტზე დაქორწინდა

ლაპარაკია, კურტ ვოლკერზე, რომელიც ახლა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელია უკრაინის საკითხებში. მისი რჩეული კი "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილია. კურტ ვოლკერი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც სხვადასხვა დროს ნატოში აშშ-ის ელჩი და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

ზუგდიდი

17 ივნისი 2019, 14:50

ძალოვნები

ზუგდიდში ქალი 30 წლამდე შვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ქალი შვილზე ძალადობის ბრალდებით არის დაკავებული. უწყებამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით აღძრა, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, შვილი რომელზეც დედა ძალადობდა 30 წლამდეა.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:43

საქართველო

პრემიერი თანამდებობიდან მის გათავისუფლებაზე ცნობებს ჭორს უწოდებს

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

რომის პაპი ფრანცისკე

17 ივნისი 2019, 14:37

მსოფლიო

რომის პაპმა იტალიაში მიწისძვრისას დაზარალებულ ეკლესიაში ჩაფხუტით ილოცა. ვიდეო

კერძოდ, კათოლიკური ეკლესიის ლიდერმა ღვთისმშობლის ქანდაკებასთან ილოცა, რომელიც მიწისქვეშა ბიძგებისას განსაკუთრებით დაზიანდა. იტალიაში მიწისძვრა 2016 წლის 24 აგვისტოს მოხდა, შემდეგ კი 30 ოქტომბერს. ჯამში დაიღუპა 300-მდე ადამიანი.

სანდრო თავართქილაძე

17 ივნისი 2019, 14:37

სპორტი

სანდრო თავართქილაძე ფორმულა რენო 2019-ის აზიის ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს

ჩინეთში, ჟუჰაის საერთაშორისო ავტოდრომზე სანდრო თავართქილაძემ მეორე ეტაპზე ჯერ მეორე ადგილი დააფიქსირა, საფინალო რბოლაზე კი მეოთხე ადგილი დაიკავა. მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ქართველი ქულათა ჩათვლაში კვლავ ლიდერია და 88 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მეორე პოზიციაზე 80 ქულით ჯოი ალდერსია.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:34

საქართველო

ბახტაძე: საზოგადოებას აწუხებს დეოკუპაცია და სიღარიბე, ლგბტქ თემა კი თავსმოხვეულია

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში პრობლემა, რომელიც საზოგადოებას რეალურად აწუხებს, დეოკუპაცია და სიღარიბეა, ლგბტქ ჯგუფების ირგვლივ შექმნილ ვითარებას კი პრემიერი საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ პრობლემად მიიჩნევს.

აფეთქება

17 ივნისი 2019, 14:24

მსოფლიო

ნიგერიაში აფეთქებისას სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა

მორიგი აფეთქება მოხდა ნიგერიაში. ამავე ინფორმაციით, დაშავებულია 40 ადამიანი. ბომბები მაშინ გააქტიურდა, როდესაც გულშემატკივრები ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ. აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.

მამუკა ბახტაძე

17 ივნისი 2019, 14:21

საქართველო

პრემიერი სერგეენკოს გათავისუფლებაზე: მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ

"მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ. დავით სერგეენკო არის, იყო და მუდმივად იქნება ჩვენი გუნდის მუდმივი და წარმატებული წევრი. მოვლენებს წინ არ გავუსწროთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

ამინდი

17 ივნისი 2019, 14:05

საქართველო

საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა აღინიშნოს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სააგენტოს ცნობით 17-21 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა.

17 ივნისი 2019, 14:02

საქართველო

სესი: ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების ნორმა ზღვარს არ აღემატება

"შემოწმდა მარწყვი, ვაშლი, ბალი, პომიდორი, ახალი კარტოფილი, კიტრი, სტაფილო, კომბოსტო, ბადრიჯანი, ხახვი და ნიორი. გამოკვლეული 21 ნიმუშიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთში არ გამოვლენილა. სურსათის ეროვნული სააგენტო ხილსა და ბოსტნეულში პესტიციდების ნარჩენების კვლევას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მაისიდან ატარებს,"- წერია სესის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია

17 ივნისი 2019, 13:56

საქართველო

სახალხო დამცველი ვერის ბაღში გამართულ აქციას ეხმიანება

სახალხო დამცველისთვის განცხადებით, თუკი 16 ივნისის აქციის მოწოდებები პრაქტიკაში რეალიზდება, საფრთხე შეექმნება როგორც ადამიანთა უფლებებს, ასევე, სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, რაც ადამიანის უფლებების დაცვისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველია.

17 ივნისი 2019, 13:54

მსოფლიო

არგენტინასა და ურუგვაიში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

არგენტინისა და ურუგვაის მოსახლეობის 77%-სთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამის შესახებ France24 ქვეყნის ელექტროსისტემის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. ელექტროენერგია კვლავ არ მიეწოდება გარკველ პროვინციებს. რაც შეეხება ურუგვაის, აქ 88%-სთვის აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.

17 ივნისი 2019, 13:40

საქართველო

ღია მმართველობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ „დაინტერესებულ პირთა რეესტრი“ შექმნა

რეესტრში რეგისტრირებული პირები საწყის ეტაპზე იმ ინიცირებული კანონპროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას, რომლებმაც შესაძლოა ბიზნესსექტორის საქმიანობაზე მოახდინონ გავლენა. რეესტრის შექმნის ვალდებულება ღია მმართველობის (OGP) მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმიდან გამომდინარეობს და მისი ინიციატორი ამერიკის სავაჭრო პალატაა (AmCham).

ლედი გაგა

17 ივნისი 2019, 13:32

ტაბლოიდი

ლედი გაგამ ცოლიან კაცს აკოცა. ვიდეო

გასულ წელს ბრედლი კუპერისა და მომღერალ ლედი გაგას ერთობლივი ფილმის „ვარსკვლავის დაბადების“ გამოსვლის შემდეგ ტაბლოიდები წერდნენ, რომ მათ რომანი აქვთ. თუმცა ეს ჭორები ლედი გაგამ უარყო და თქვა, რომ მხოლოდ მეგობრები არიან. ფილმის გამოსვლიდან მალევე ლედი გაგამ თავისი ქორწილიც ჩაშალა.

კონცერტი

17 ივნისი 2019, 13:31

კულტურა

ფოტოკოლაჟი ბლექ სი არენადან სადაც Black Eyed Peas-ის კონცერტით სეზონი გაიხსნა

წარმოდგენის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ქართველი მსმენელისა და ჯგუფის მიერ ერთად შესრულებული, ჰიტად ქცეული სიმღერა "Where is the Love" იყო. ასევე ყველას დაამახსოვრდა ჯგუფის მიერ სცენაზე საცეკვაოდ მიწევეული პატარა ბიჭი, რომელმაც მუსიკოსებთან ერთად რამდენიმე სიმღერაზე იცეკვა.

17 ივნისი 2019, 13:15

ტექნოლოგიები

Adobe-ის ხელოვნური ინტელექტი დაფოტოშოპებულ სახეს ამოიცნობს

სიახლის მიზანს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ყალბი კონტენტის შემცირება წარმოადგენს. Adobe-ის ახალი ხელოვნური ინტელექტის შემუშავებაზე მკვლევრებმა რიჩარდ სენგმა და ოლივერ ვენგმა ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორების გუნდთან იმუშავეს.