imedi /  18 ოქტომბერი 2018, 13:02 / სანდო წყარო

შსს-ს ცნობით, ღამის კლუბებში სპეცოპერაციისას დაკავებულები ნამდვილად ვაჭრობდნენ ნარკოტიკებით

ღამის კლუბში სპეცოპერაცია

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასთან დაკავშირებით ადვოკატების განცხადებას ეხმიანება. უწყების ცნობით, ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვამდე რეალიზატორები ახალ მომხმარებელს ე.წ. ფეიქებს, არანარკოტიკულ საშუალებებს ასაღებდნენ.

შსს-ს ცნობით, 2018 წლის მაისში, გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებული ქეთი მურუსიძისგან 5 საკონტროლო შესყიდვა განახორციელა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 3 შემთხვევაში კი არა ნარკოტიკული საშუალებები გაყიდა. 

უწყების განცხადებით, ბრალდებულის სახით დაკავებულ ლ.მ.-სგან განხორციელდა 2 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 1 შესყიდვის შემთხვევაში მან არანარკოტიკული ნივთიერება, ხოლო 1 შესყიდვის შემთხვევაში ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ გაყიდა.

რაც შეეხება ბრალდებულ ვიქტორ ჟამუტაშვილის საგამოძიებო ღონისძიებების დროს, მისგან გახორციელდა ორი საკონტროლო შესყიდვა და ჩატარებული ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ ის ნარკოტიკულ საშუალების მდმა-ის რეალიზაციას ახორციელებდა. ასევე, ჟამუტაშვილის პირადი ჩხრეკისას გამოძიების მიერ ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორები “ახალ კლიენტებზე“ ასაღებენ ე.წ “ფეიქებს,” - არანარკოტიკულ საშუალებებს, სანამ საბოლოო ნდობაში არ შევლენ მათთან.

კლუბებში BASSIANI-სა და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ვიქტორ ჟამუტაშვილისა და ქეთი მურუსიძის ადვოკატებმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, რომ რამდენიმე ბრალდებულის შემთხვევაში დადასტურდა, რომ ნარკოტიკის ნაცვლად ციტრამონს და პარაცეტამოლს ჰყიდდნენ. 

12 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციას შეკრებული ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ვაქცინაცია

19 იანვარი 2019, 10:03

საქართველო

წითელაზე უფასოდ 42 სამედიცინო დაწესებულებაში აცრიან

დავით სერგეენკო წითელას შემთხვევების გაზრდასთან დაკავშირებით პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლებს შეხვდა და წითელას წინააღმდეგ ბრძოლის კომპლექსურ ღონისძიებებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულება პირადად გააცნო

Windows 10 Mobile

19 იანვარი 2019, 10:00

ტექნოლოგიები

Microsoft-ი Windows 10 სმარტფონებზე მხარდაჭერას წყვეტს

კონცერნი უსაფრთხოებისა და პროგრამულ განახლებებს 10 დეკემბერს შეაჩერებს. როგორც Microsoft-ში აცხადებენ, 10 დეკემბრის შემდეგაც შესაძლებელი იქნება Windows 10 Mobile-ის გამოყენება, თუმცა კომპანია მომხმარებელს iOS-ზე ან Android-ზე გადასვლას ურჩევს.

როკ კაბორე

19 იანვარი 2019, 09:26

მსოფლიო

ბურკინა-ფასოში მთავრობა გადადგა

ბურკინა-ფასოს პრეზიდენტმა როკ კაბორემ ხელი მოაწერა მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება. პრეზიდენტმა ტიებას მინისტრთა კაბინეტის დათხოვნა მანამ დააკმაყოფილა, ვიდრე ის გარდამავალ პერიოდში ახალი წევრებით შეივსება.

ხანძარი მექსიკაში

19 იანვარი 2019, 09:06

მსოფლიო

მექსიკაში გაზსადენი ორ სხვადასხვა ადგილზე აფეთქდა

დღე-ღამის განმავლობაში მექსიკის ცენტრალურ ნაწილში გაზის მილსადენს ცეცხლი მეორედ გაუჩნდა. ამჯერად ხანძარი კერეტაროს შტატშია. მანამდე ხანძარი იყო გაზსადენზე იდალგოს შტატში, რომლის შედეგადაც, შტატის გუბერნატორის ინფორმაციით, დაიღუპა 20 და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.

ლატვიური ტაძარი

19 იანვარი 2019, 08:42

მსოფლიო

რიგაში განბანის ცერემონია ჩაიშალა

ლატვიის მართმადიდებლურმა ეკლესიამ რიგაში განბანვის ცერემონია არ ჩაატარა. მის ოფიციალურ ვებგვერდზე ამ გადაწყვეტილების მიზეზები არსებული ამინდის გამო ადამიანების უსაფრთხოების ზომებით ახსნეს.

ჯერმეინ მარშალი

19 იანვარი 2019, 08:28

სპორტი

ფრანგი კალათბურთელი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

„ნანტის“ საკალათბურთო გუნდის მოთამაშე ჯერმეინ მარშალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი აღმოაჩინეს. 28 წლის კალათბურთელის გარდაცვალების მიზეზი არ სახლდება. პოლიცია მომხდარს იძიებს. კლუბის ხელმძღვანელობამ უახლოესი თამაშები გადადო.

ბეტმენი

19 იანვარი 2019, 08:04

ტაბლოიდი

ამერიკელს ბეტმენის 1, 4 მილიონ დოლარად ღორებული კოლექცია მოპარეს

ამერიკის შტატ ფლორიდაში მცხოვრებმა რენდი ლოურენსმა განაცხადა, რომ ბეტმენის კომიქსების კოლექცია მოპარეს, რომლის საერთო ღირებულებამაც 1,4 მილიონი დოლარი იყო. გამოცემა Bleeding Cool-მა დაზარალებული წერილი გამოაქვეყნა.

ნათლისღება

19 იანვარი 2019, 00:59

საქართველო

დღეს ნათლისღებაა

ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გან­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და.

19 იანვარი 2019, 00:40

საქართველო

ბათუმში განბანვის რიტუალი შესრულდა

დღესასწაულის დადგომისთანავე, ბათუმში მრევლი ზღვის სანაპიროსთან შეიკრიბა. ზღვა სასულიერი პირებმა აკურთხეს, რის შემდეგაც მორწმუნეები წყალში შევიდნენ. შესრულდა საგალობლებიც, ასევე დაანთეს სანთლები.

19 იანვარი 2019, 00:16

კულტურა

2019 წელს ევროპის კულტურული დედაქალაქი პლოვდივია

ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა თავის დევიზად სიტყვა „ერთად“ შეარჩია. 2019 წელს 500-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც როგორც პლოვდივში, ასევე ქვეყნის სხვა ქალაქებში გაიმართება.

კიმ ჩენ ინი დონალდ ტრამპი

18 იანვარი 2019, 23:48

მსოფლიო

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს თებერვლის ბოლოს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის მეორე შეხვედრა თებერვლის ბოლოს გაიმართება. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპი თავის რეზიდენციაში კიმ ჩენ ინის წარმომადგენელს შეხვდა.

სტეფან ლიოვენი

18 იანვარი 2019, 23:38

მსოფლიო

შვედეთის პრემიერმინისტრი მეორე ვადით აირჩიეს

მანამდე სხვადასხვა პარტიული ბლოკები კოალიციური უმრავლესობის ჩამოყალიბებას 4 თვის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. ლიოვენი მინისტრთა ახალ კაბინეტს 21 იანვარს წარადგენს.

18 იანვარი 2019, 23:07

მსოფლიო

Audi-ს ყოფილ მენეჯერებს აშშ-ში ბრალი წაუყენეს

ავტოკონცერნის ყოფილ თანამშრომლებს იმაში ადანაშაულებენ, რომ სპეციალური მოწყობილობების დახმარებით, რომელსაც ავტომობილებში ამონტაჟებენ, ატყუებდნენ მოწყობილობას, რომელიც ჰაერში მავნე გამონაბოლქვის მაჩვენებელს ზომავს.

ნასტია რიბკა

18 იანვარი 2019, 22:47

მსოფლიო

მოსკოვში დააკავეს მოდელი, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევას ადასტურებს

ნასტია რიბკა მოსკოვის მთავარ აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ტაილანდიდან გააძევეს. ადვოკატმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ბელარუსი მოდელის დაკავებაა აღბეჭდილი. რიბკამ განაცხადა, რომ მას ჰქონდა მტკიცებულება, რომელიც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას ადასტურებდა.

მაშა და დათვი

18 იანვარი 2019, 22:45

კულტურა

მულტფილმი „მაშა და დათვი“ YouTube-ზე ნახვების რაოდენობით გინესის რეკორდებში მოხვდა

მულტფილმის ერთ-ერთმა ეპიზოდმა „მაშა პლიუს ფაფა“ YouTube-ზე ნახვების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი მოხსნა. ამ ვიდეორგოლს 3 მილიარდ 400 მილიონმა ადამიანმა უყურა.

კალა-უშგული

18 იანვარი 2019, 22:23

საქართველო

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კმ90-კმ186 (დიზი-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Fossil

18 იანვარი 2019, 22:06

ტექნოლოგიები

Google-ი ჭკვიანი საათების მიმართულებას ავითარებს

Google-მა ჭკვიანი საათის კომპანია Fossil-ის ტექნოლოგიაზე $40 მილიონი დახარჯა. შედეგად ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის მფლობელობაში მწარმოებლის ინტელექტუალური პორტფოლიო გადავიდა. Fossil-ს ბაზრის 4% უჭირავს.

შსს ლაბორატორია

18 იანვარი 2019, 21:59

ძალოვნები

შსს საერთაშორისო სტანდარტების უახლესი დნმ-ლაბორატორიით აღიჭურვება

თანამედროვე ლაბორატორიით აღჭურვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზებს, ასევე, მათ საჭირო ნიმუშებით შევსებაში დაეხმარება, რაც კიდევ უფრო გაზრდის დნმ ექსპერტიზის ეფექტურობას.

18 იანვარი 2019, 21:44

კულტურა

საქართველო საფრანგეთის კულინარიულ გამოფენაზე წარდგება

მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე, ქვეყანას შესაძლებლობა ექნება ქართული კულინარიული შედევრები და ღვინო წარადგინოს. კულინარიული გამოფენა ლიონში 26-დან 31 იანვარის ჩათვლით გაიმართება.

18 იანვარი 2019, 21:33

ტექნოლოგიები

რა ავტომობილები წარადგინეს დეტროიტის ავტოშოუზე

დეტროიტში ტრადიციული ავტოშოუ წელს ელექტრომანქანებისა და პიკაპების სიმრავლით გამოირჩევა. თუმცა კობო-ცენტრში პროდუქცია არ წარუდგენიათ ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა მერსედესი, BMW, აუდი, პორშე და იაგუარი.