imedi /  19 ოქტომბერი 2018, 12:19 / სანდო წყარო

ბიზნესმენის შვილის გატაცებაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

შსს

შსს

ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის, გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე, რომელზეც ათკაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 1tv-ს ინფორმაციით, გატაცება ცოლ-ქმარმა დაგეგმა. ისინი მოსკოვში ცხოვრობდნენ და საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. კაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.

დაკავებულებს შორის არის ქალის შვილიც, რომელიც ბრალს არ აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ის ამბობს, რომ დანაშაულთან კავშირი არ ჰქონია და დედისა და მამინაცვლის გეგმებზე არაფერი იცოდა. მისი ადვოკატის, ინგა შარაშენიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გატაცების მომენტში დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა.

ინგა შარაშენიძე გატაცების საქმეში საერთო ჯამში ორი პირის უფლებებს იცავს, ადვოკატის თქმით, ორივე გამოძიებასთან ითანამშრომლებს.

„ორივეს შევხვდი, ორივეს ვესაუბრე, ისინი უდანაშაულოები არიან. მართალია, მათ რიგებში აღმოჩნდნენ, მაგრამ არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ არც გატაცებასთან, არც გამოძალვასთან და შესაბამისად, მონაწილეობა არ მიუღიათ”, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალს დაკავებულებს სავარაუდოდ დღის ბოლომდე წაუყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცის გატაცების ბრალდებით ათკაციანი ჯგუფი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 1995 წელს დაბადებულ ახალგაზრდას თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და გაურკვეველი მიმართულებით გაიტაცეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა გატაცებულის მამამ და აცნობა, რომ გამტაცებლები მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ, შვილის გამოსასყიდად დიდი ოდენობით თანხა მოსთხოვეს, ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში კი მძევლის მოკვლით დაემუქრნენ.

პოლიციამ ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მძევლად ხელში ჩაგდებას და 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ცხოველები

18 იანვარი 2019, 18:19

ტაბლოიდი

მექსიკაში ცხოველები აკურთხეს

მექსიკაში ის ფრანცისკანელმა ბერებმა დაამკვიდრეს. წმინდა ანტონი ეგვიპტეში მე-3 საუკუნეში ცხოვრობდა. გადმოცემის თანახმად, ობლად დარჩენილმა წმინდანმა საკუთარი ქონება ღარიბებს დაურიგა და უდაბნოში წავიდა, სადაც ცხოველების გარემოცვაში ცხოვრობდა.

სოცქსელები

18 იანვარი 2019, 18:12

ტექნოლოგიები

გადაიხდიდით ონლაინ უსაფრთხოებისთვის? კვლევა ამბობს, რომ ადამიანების უმეტესობა არა

კვლევის ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც Facebook-ის ირგვლივ პირადი ინფორმაციის დაცულობაზე და ამ თემის რეგულაციაზე მსოფლიო ალაპარაკდა. გამოკითხვაში მონაწილეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა 3,240-მა მოზარდმა მიიღო. კვლევა 2018 წლის 13-16 დეკემბერს ჩატარდა.

მენდელეევის ცხრილი

18 იანვარი 2019, 18:09

მსოფლიო

შოტლანდიაში მსოფლიოში უძველესი მენდელეევის ცხრილი იპოვეს

შოტლანდიაში სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში დალაგებისას ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის ბეჭდური ეგზემპლარი იპოვეს, რომელიც მსოფლიოში უძველესად მიიჩნევა.

ბრიუსელი ხიდი

18 იანვარი 2019, 17:54

მსოფლიო

ბრიუსელში ხიდი ჩაინგრა

ბრიუსელში ვილებრუკის არხზე გამავალი ხიდი ჩაინგრა, რის გამოც დედაქალაქსა და სხვა ქალაქებს შორის მოძრაობა დროებით შეფერხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კირა მებუკე

18 იანვარი 2019, 17:47

კულტურა

მსახიობი კირა მებუკე გარდაიცვალა

ის იყო შალიკაშვილის თეატრის პირველი ქალი მიმი, რომელმაც შეცვალა პანტომიმის ჟანრის მიმართულება და ქართული სტილით წაიყვანა პანტომიმის განვითარება. მან უდუდესი წვლილი შეიტანა ქართული პანტომიმის განვითარებაში.

Tesla

18 იანვარი 2019, 17:44

ეკონომიკა

Tesla კომპანიაში დასაქმებულებს 7%-ით შეამცირებს

Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი უახლოეს მომავალში წარმოებასთან დაგეგმილი პროცესებია. ამერიკულ ავტომწარმოებელს ამ დროისთვის 45,000 დასაქმებული ჰყავს. მანამდე SpaceX-მა განაცხადა, რომ დასაქმებულებს 10%-ით შეამცირებს.

გაზპრომი

18 იანვარი 2019, 17:38

მსოფლიო

„გაზპრომი“ ჩეჩნეთის მოსახლეობისთვის დავალიანების ჩამოწერას არ აპირებს

აბონენტებისთვის 9 მილიარდი რუბლის ოდენობის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება გროზნოს რაიონულმა სასამართლომ მიიღო. 2015 წელს ჩეჩნეთის დავალიანება „გაზპრომის“ მიმართ 152 მილიარდ რუბლს აჭარბებდა.

18 იანვარი 2019, 17:36

ტექნოლოგიები

იაპონიამ ხელოვნური ვარსკვლავთცვენის მოსაწყობად ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვა

თანამგზავრი სტარტაპმა ALE-მ შექმნა. მის ბორტზე მეტალის 400 ბურთია მოთავსებული. დანიშნულ დროს მათ თანამგზავრიდან ისვრიან, რის შემდეგაც ბურთები დედამიწის მიმართულებით გაფრინდებიან. ფრენის პროცესში ისინი დაიწვებიან, დედამიწიდან კი ეს ვასკვლავთცვენასავით გამოჩნდება.

პარლამენტი

18 იანვარი 2019, 17:29

საქართველო

ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

სიახლე შეეხო ალჟირს, მაროკოსა და ტუნისსაც. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომაც უნდა დაამტკიცოს. ასეთ შემთხვევაში გერმანია მერვე ქვეყანა იქნება, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩართავს.

18 იანვარი 2019, 17:25

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 150 ათასზე მეტი ფრენა შესრულდა

შპს “საქაერონავიგაცია” გასულ წელს საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 48 643 აფრენა - დაფრენას მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7 332 ფრენით, ანუ 17.7%-ით არის გაზრდილი.გაზრდილია როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობა.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2019, 17:14

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ფეთხუმობაში ამხილეს

მოდის ექსპერეტებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ მეგან მარკლი საზოგადოებაში ხშირად ჩნდება დაჭმუჭნილი ტანსაცმლით. მაგალითად გამოცემას მისი ერთ-ერთი ბოლო აქტივობა მოჰყავს, როდესაც მარკლი საქველმოქმედო ორგანიზაცია Smart Works-ს ეწვია, რომელიც უმუშევარ ქალებს დახმარებას სთავაზობს.

Tesla ავტოპილოტი

18 იანვარი 2019, 17:12

ტექნოლოგიები

ავტოპილოტზე მოძრავი Tesla ორმოში ჩავარდა

Tesla-ს უპილოტო ავტომობილი, რომელიც კალიფორნიაში ერთ-ერთ გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, გზისპირა თხრილში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს 10 საათზე, დამაკავშირებელი გზის გზაგასაყარზე მოხდა. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის ნოემბერშიც მოხდა.

18 იანვარი 2019, 17:05

საქართველო

დაკავებულის და: შემოწმებისას აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დააფიქსირა

"მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ, რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო“, - განაცხადა თეონა ტატიშვილმა.

გიგი უგულავა

18 იანვარი 2019, 17:01

საქართველო

თბილისის მოქმედ მერს ყოფილმა უპასუხა

მან კალაძე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და მერის გზავნილებს ჯანსაღ აზრს აცდენილი უწოდა. თემაზე კომენტარები გაკეთდა საკრებულოშიც. ოპოზიციამ კახა კალაძეს "ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მმართველი უწოდა და შსს-ს მისი დაკითხვისკენ მოუწოდა.

გზა

18 იანვარი 2019, 16:51

საქართველო

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

H1N1

18 იანვარი 2019, 16:45

მსოფლიო

ინდოეთში წელს H1N1 ვირუსით 40 ადამიანი დაიღუპა

ამავე ინფორმაციით, 1-17 იანვარს ინფიცირების 1036 შემთხვევა გამოვლინდა.გასულ წელს ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსს 1100 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 15 000-ს გადააჭარბა.

ინდონეზია პოლიცია

18 იანვარი 2019, 16:40

მსოფლიო

ინდონეზიელმა ქალმა ტელეფონის პინ-კოდის დამალვის გამო ქმარი დაწვა

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარს, რომელიც სახურავის შესაკეთებლად იყო ასული, ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა, მისთვის ტელეფონის პინ-კოდი ეთქვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო ცოლ-ქმარს მწვავე კონფლიქტი მოუვიდა.

18 იანვარი 2019, 16:36

ეკონომიკა

კახა კალაძე უარყოფს, რომ 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა. თუმცა ადასტურებს, რომ 2006-2007 წლებში მის ბიზნეს-ჯგუფს ასეთი ინტერესი ჰქონდა,მაგრამ მაშინ კომპანიაში სპეცმმართველი დაინიშნა და ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ეროვნული ბანკი

18 იანვარი 2019, 16:35

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეს უკვე მეოთხე ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იენს ლემანი

18 იანვარი 2019, 16:34

მსოფლიო

ცნობილი გერმანელები დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენას სთხოვენ

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი და „არსენალის“ ყოფილი მეკარე იენს ლემანი ერთ-ერთ მათგანია, რომელებიც ჟურნალ The Times-ში გამოქვეყნებულ წერილს 31 ადამიანთან ერთად ხელს აწერს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს გადის.