imedi /  19 ოქტომბერი 2018, 18:56 / სანდო წყარო

გორში კაცმა ცოლს საჭმლის არმომზადების გამო სცემა

პოლიცია

დღეს, გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ 52 წლის კაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. კაცს, ოჯახური ძალადობის მუხლით, ბრალი პროკურატურამ წაუყენა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

პროკურორის განცხადებით, კაცმა მეუღლეს ჯოხი სამჯერ გადაარტყა - თავში და ბეჭებში. სამედიცინო დასკვნით, ქალს ტვინის შერყევა დაუდგინდა.

„იმ დროს, როდესაც ბრალდებული სამწყემსოდან სახლში დაღლილი დაბრუნდა, მეუღლემ უკმეხად უთხრა რომ მისთვის საჭმელი არ ქონდა გაკეთებული, რაზეც კაცი გაღიზიანდა და მეუღლესთან შეკამათდა" - აცხადებს ადვოკატი გივი ტურაშვილი.

დაკავებულის მეუღლე, დაზარალებულად ცნობილი ქალი აცხადებს, რომ პოლიცია მან გამოიძახა.

„როდესაც მეუღლემ ჯოხი დამარტყა, ისედაც შეუძლოდ ვიყავი და დავრეკე 112-ში, სასწრაფოს პოლიცია მოჰყვა და წამიყვანეს კლინიკაში, სადაც ტვინის შერყევა დამიდგინდა. მართალია ტანჯვას არ განვიცდიდი, მაგრამ შეურაცხყოფილი ვიყავი მეუღლის ქმედებებით, “- ამბობს დაზარალებული.

დაკავებულს პროკურატურამ ბრალი 151-ე და 126-ე მუხლების მიხედვით წარუდგინა, რაც ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, შინაპატიმრობით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა სიახლე

გამოფენა

20 მარტი 2019, 17:06

ეკონომიკა

თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა ჩატარდა

ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელთა ნაწილი უკვე დამკვიდრებულია ქართულ ბაზარზე, ნაწილს კი ადგილობრივი პარტნიორების მოძიების სურვილი აქვს.

თავდაცვის სამინისტრო

20 მარტი 2019, 17:06

საქართველო

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირის გენმდივნის მოადგილე სტუმრობს

როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში მკაფიო გზავნილია, როგორც ჩვენთვის ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ქვეყნაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

20 მარტი 2019, 17:02

კულტურა

„უცნაური ამბების“ მესამე სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

Netflix-მა სერიალ „უცნაური ამბების“ (Stranger Things) მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა. მასში მოვლენები 1985 წელს ვითარდება. გმირები კი ისევ პარალელური რეალობიდან მონსტრებს ხვდებიან. მესამე სეზონი 2019 წლის 4 ივლისს დაიწყება.

ბრექსიტი

20 მარტი 2019, 16:59

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ის 30 ივნისამდე გადაწევა სთხოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადავადების შესახებ ოფიციალურად მიმართა. მეი ოფიციალურ მიმართვაში ასევე ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი ვადის კიდევ გადაწევას აღარ მოითხოვს.

20 მარტი 2019, 16:40

სპორტი

საქართველომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობაზე სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა.

20 მარტი 2019, 16:36

ეკონომიკა

საქართველოში კომერციულ ბანკებს მოგება შეუმცირდათ

2019 წლის თებერვალი კომერციული ბანკებისთვის უფრო ზარალიანი აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, თებერვალში ბანკების წმინდა მოგებამ 55,743 მილიონი ლარი შეადგინა. იანვარში ეს მაჩვენებელი 67,755 მილიონი ლარი იყო.

ცესკო

20 მარტი 2019, 16:34

საქართველო

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.

Google

20 მარტი 2019, 16:19

ტექნოლოგიები

ევროკომისიამ Google-ი 1.69 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

კონკურენციის მიმართულებით ევროკომისარ მარგრეტ ვესტაგერის განცხადებით, კომპანიამ ონლაინ რეკლამის განთავსების კანონი დაარღვია. ვესტაგერის თქმით, Google-ს წინააღმდეგ ევროკომისიის ანტიმონოპოლიური გამოძიება 2006-2016 წლების პერიოდს მოიცავს.

ძაღლები

20 მარტი 2019, 16:06

საქართველო

კომპანიამ განმარტა რატომ ათავსებენ მკვდარ ძაღლებს ორმოში

კომპანია "სევერის" წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ნაპოვნი მკვდარი ძაღლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ბეიკერის ორმოში ათავსებენ იმ ძაღლებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ქალაქში ეპიდემიის საშიშროებას ქმნიან.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 15:53

საქართველო

წულუკიანი ბოკერიას: ამორგეთ თავი ტელეფონიდან და მომისმინეთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ანგარიშის წარდგენისას აგვისტოს ომზეც ილაპარაკა. თუმცა, მინისტრის ანგარიშის წარდგენას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. წულუკიანს სხდომაზე გიგა ბოკერიამ მიმართა, რომ ხმამაღლა ესაუბრა, რადგან არაფერი ესმოდა, რაზეც წულუკიანმა ბოკერიას მისი უფრო ყურადღებით მოსმენა ურჩია.

ბავშვი

20 მარტი 2019, 15:51

მსოფლიო

5 წლის არგენტინელი ბიჭი უდაბნოში 24 საათი დაკარგული იყო

5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელმაც დასავლეთ არგენტინის უდაბნოში 24 საათი გაატარა, სავაადმყოფოდან გაწერეს. ბენჯამის სანჩესი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. ის მოხალისეებმა ბოლო ლოკაციიდან 21 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2019, 15:50

საქართველო

კობახიძე: რევანშს ცდილობს ძალა რომელიც ასე ლამაზად აკონტროლებდა სასამართლოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ასეთი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის არც ერთ ქვეყანაშია დადგენილი.

20 მარტი 2019, 15:31

საქართველო

წულუკიანი: ეროვნული არქივის კინოთეატრი „რუსთაველს“ არ ჩამოუვარდება

რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაიხსნა ეროვნული არქივის კინოდარბაზი - ეს არის კინოდარბაზი, სადაც 1970-90 იან წლებში იმართებოდა ეროვნულ არქივში შენახული ფირების ჩვენება და იყო ის კულტურული სივრცე, რა თქმა უნდა, საბჭოური და ძველებური სტილის.

ძაღლები

20 მარტი 2019, 15:29

საქართველო

ბათუმის ნაგავსაყრელთან მოკლული ძაღლები იპოვეს. ვიდეო

მოქალაქემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ვიდეო გადაიღო, რომელშიც ნაგავსაყრელზე დაყრილი მკვდარი ძაღლებია აღბეჭდილი. ვიდეო წყარომ imedinews-ს მიაწოდა. მას ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მკვდარი ძაღლები მიკროავტობუსით გვიან ღამით მიაქვთ ხოლმე.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 15:05

საქართველო

წულუკიანი: სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულს დამოუკიდებელი მექანიზმი გამოიძიებს

„საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის - პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პრინცი ჩარლზი

20 მარტი 2019, 14:53

ტაბლოიდი

პაპარაცებმა პრინცი ჩარლზი პლაჟზე საცვლებით გადაიღეს

ჟურნალისტები იმან გააკვირვა, რომ ასაკის მიუხედავად, პრინცი შესანიშნავ ფორმაშია. ნოემბერში მას 70 წელი უსრულდება. მათი ყურადღების მიღმა არც ჩარლზის საცურაო კოსტიუმი დარჩენილა. პრინცს პლაჟზე მხიარული ფერის ყვავილებიანი საცვალი ეცვა.

მგელი

20 მარტი 2019, 14:47

საქართველო

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

წალკის მერის პირველი მოადგილის, ანზორ ხინიკაძის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ქალი და ერთი კაცია. როგორც ანზორ ხინიკაძე ამბობს, მგელი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.

ასტანა

20 მარტი 2019, 14:43

მსოფლიო

ასტანას ნურსულთანს არქმევენ

ყაზახეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა. პარლამენტში მიღებულ ცვლილებას, ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაღა სჭირდება.

ადა მარშანია

20 მარტი 2019, 14:32

საქართველო

ადა მარშანია დეპუტატებს მოუწოდებს „დუნიაზე თავი არ მოიჭრან“. ვიდეო

ადა მარშანიას განცხადებით, "პატრიოტები" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით არც მმართველი გუნდის და არც ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტებს მხარს არ უჭერს. მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტმა ბევრი ცუდი გადაწყვეტილება მიიღო და ბევრჯერ "მოიჭრა თავი".

კოკაინი

20 მარტი 2019, 14:28

მსოფლიო

ფილადელფიის პორტში კოკაინის რეკორდული რაოდენობა იპოვეს

ფილადელფიის მთავრობამ ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის, ისტორიაში ყველაზე დიდი დოზის განადგურების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ Abc News-ი წერს. ამავე წყაროს ინფორმაციით, ფილადელფიის პორტში ნაპოვნია 450 კილოგრამი კოკაინი, რომლის ღირებულებაც $18 მილიონს შეადგენს.