Imedi /  21 ოქტომბერი 2018, 22:06 / სანდო წყარო

ვინ არის მირზა სუბელიანი და რა აკავშირებს მას სოზარ სუბართან

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს, ბოლო კვირების განმავლობაში გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია.

ვინ არის მირზა სუბელიანი და რა აკავშირებს მას სოზარ სუბართან? "იმედის კვირის" ინფორმაციით, მირზა სუბელიანი 26 მაისის აქციის დარბევის ერთ-ერთი ეპიზოდის საქმეზე პროკურორი იყო. ამ საქმეში ბრალდებულ ორ ადამიანს, რომელიც მაშინდელ აქციაში მონაწილეობდნენ, ბრალად უცნობი პირის ცემას ედავებოდა. მაშინ ორივე საქმეზე აქციის მონაწილეთა ბრალი სწორედ პროკურორ სუბელიანის ძალისხმევით დამტკიცდა - ზაზა სამხარაძეს 2 წელი თორნიკე არევაძეს კი 4 წელი მიუსაჯეს.  

2013 წელს მირზა სუბელიანი პენიტენციური სისტემის გენერალური ინსპექციის უფროსად, სასჯელ-აღსრულების მაშინდელი მინისტრის სოზარ სუბარის გადაწყვეტილებით დაინიშნა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუბარი და სუბელიანი ახლო ნათესავები იყვნენ, თუმცა სუბარმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ სუბელიანი თანამდებობაზე პროფესიონალიზმის ნიშნით შეირჩა და მისი ნათესავი არ არის.

"მირზა სუბელიანი არ არის არც ჩემი ბიძაშვილი, არც ნათესავი. სუბარი არის სხვა გვარი, ეს არ არის ჩემი ფსევდონიმი, ეს არის ჩემი უძველესი გვარი, რომელიც დავიბრუნე. სვანეთში არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბელიანები და არის სოფელი, სადაც ცხოვრობენ სუბარები. თუ ვინმეს უნდა რომ ასე იყოს, ბიძაშვილი, მამიდაშვილი და დეიდაშვილი ერთად იქნება", - ეწერა სოზარ სუბარის განცხადებაში.

მირზა სუბელიანის სასჯელაღსრულებაში დანიშვნას უწყებაში გადაადგილებები მოჰყვა - სწორედ ამ პერიოდში დატოვა თანამდებობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსმა მაია ხასიამ. მედია მაშინ წერდა, რომ ხასიას ამ გადაწყვეტილებას გენინსპექციის უფროს სუბელიანთან დაპირისპირება უძღოდა წინ. 

სუბელიანის სახელს კიდევ ერთი სკანდალი უკავშირდება. 27 წლის პატიმარი ლევან კორტავა, 2013 წლის მაისში, ცემის შედეგად, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. იმ დროს მირზა სუბელიანი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო. სასჯელაღსრულების სამინისტროს სათავეში სოზარ სუბარი ედგა.

სასჯელაღსრულების ყოფილი მაღალჩინოსანი დღეს ბოლო დროის ყველაზე ცნობილი პატიმარია, მისდამი ინტერესი განსაკუთრებით ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა. ადვოკატები ამბობენ, რომ მან ციხეში სუიციდიც სცადა. სახელმწიფომ სუბელიანს საკანში 24-საათიანი მეთვალყურეობა დაუნიშნა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

პარლამენტი

18 იანვარი 2019, 17:29

საქართველო

ბუნდესტაგმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა

ერთად სიახლე შეეხო ალჟირს, მაროკოსა და ტუნისსაც. ეს გადაწყვეტილება ფედერალურმა საბჭომაც უნდა დაამტკიცოს. ასეთ შემთხვევაში გერმანია მერვე ქვეყანა იქნება, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩართავს.

18 იანვარი 2019, 17:25

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოს საჰაერო სივრცეში 150 ათასზე მეტი ფრენა შესრულდა

შპს “საქაერონავიგაცია” გასულ წელს საქართველოს სამ საერთაშორისო და ორ ადგილობრივ აეროპორტში 48 643 აფრენა - დაფრენას მოემსახურა. აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 7 332 ფრენით, ანუ 17.7%-ით არის გაზრდილი.გაზრდილია როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობა.

მეგან მარკლი

18 იანვარი 2019, 17:14

ტაბლოიდი

მეგან მარკლი ფეთხუმობაში ამხილეს

მოდის ექსპერეტებმა ყურადღება იმ ფაქტზე გაამახვილეს, რომ მეგან მარკლი საზოგადოებაში ხშირად ჩნდება დაჭმუჭნილი ტანსაცმლით. მაგალითად გამოცემას მისი ერთ-ერთი ბოლო აქტივობა მოჰყავს, როდესაც მარკლი საქველმოქმედო ორგანიზაცია Smart Works-ს ეწვია, რომელიც უმუშევარ ქალებს დახმარებას სთავაზობს.

Tesla ავტოპილოტი

18 იანვარი 2019, 17:12

ტექნოლოგიები

ავტოპილოტზე მოძრავი Tesla ორმოში ჩავარდა

Tesla-ს უპილოტო ავტომობილი, რომელიც კალიფორნიაში ერთ-ერთ გზატკეცილზე გადაადგილდებოდა, გზისპირა თხრილში ჩავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა საღამოს 10 საათზე, დამაკავშირებელი გზის გზაგასაყარზე მოხდა. მსგავსი შემთხვევა 2018 წლის ნოემბერშიც მოხდა.

18 იანვარი 2019, 17:05

საქართველო

დაკავებულის და: ტერიტორიის შემოწმებისას აპარატმა ბუნებრივი აირის გაჟონვა არ დააფიქსირა

"მან შეასრულა თავისი მოვალეობა ყველა წესის დაცვით. შემოწმების დროს მათთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც იმყოფებოდა, იმ მომენტში, როდესაც ისინი მივიდნენ, თვითონაც აღნიშნა მოსახლეობამ, რომ ნამდვილად ახლა აღარ არის სუნიო“, - განაცხადა თეონა ტატიშვილმა.

გიგი უგულავა

18 იანვარი 2019, 17:01

საქართველო

თბილისის მოქმედ მერს ყოფილმა უპასუხა

მან კალაძე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა და მერის გზავნილებს ჯანსაღ აზრს აცდენილი უწოდა. თემაზე კომენტარები გაკეთდა საკრებულოშიც. ოპოზიციამ კახა კალაძეს "ყაზტრანსგაზის" არაფორმალური მმართველი უწოდა და შსს-ს მისი დაკითხვისკენ მოუწოდა.

გზა

18 იანვარი 2019, 16:51

საქართველო

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

H1N1

18 იანვარი 2019, 16:45

მსოფლიო

ინდოეთში წელს H1N1 ვირუსით 40 ადამიანი დაიღუპა

ამავე ინფორმაციით, 1-17 იანვარს ინფიცირების 1036 შემთხვევა გამოვლინდა.გასულ წელს ინდოეთში ღორის გრიპის ვირუსს 1100 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 15 000-ს გადააჭარბა.

ინდონეზია პოლიცია

18 იანვარი 2019, 16:40

მსოფლიო

ინდონეზიელმა ქალმა ტელეფონის პინ-კოდის დამალვის გამო ქმარი დაწვა

გავრცელებული ინფორმაციით, ქმარს, რომელიც სახურავის შესაკეთებლად იყო ასული, ქალმა კატეგორიულად მოსთხოვა, მისთვის ტელეფონის პინ-კოდი ეთქვა, რაზეც უარი მიიღო. ამის გამო ცოლ-ქმარს მწვავე კონფლიქტი მოუვიდა.

18 იანვარი 2019, 16:36

ეკონომიკა

კახა კალაძე უარყოფს, რომ 2009 წელს „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა სურდა

კახა კალაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას 2009 წელს სურდა „ყაზტრანსგაზის“ წილის შეძენა. თუმცა ადასტურებს, რომ 2006-2007 წლებში მის ბიზნეს-ჯგუფს ასეთი ინტერესი ჰქონდა,მაგრამ მაშინ კომპანიაში სპეცმმართველი დაინიშნა და ეს გეგმა ვერ განხორციელდა.

ეროვნული ბანკი

18 იანვარი 2019, 16:35

ეკონომიკა

ეროვნულმა ბანკმა 15 მილიონი დოლარი შეისყიდა

18 იანვარს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 15 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6632 შეადგინა. წლის დასაწყისიდან დღემდე ეს უკვე მეოთხე ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე.

ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი იენს ლემანი

18 იანვარი 2019, 16:34

მსოფლიო

ცნობილი გერმანელები დიდ ბრიტანეთს ევროკავშირში დარჩენას სთხოვენ

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი და „არსენალის“ ყოფილი მეკარე იენს ლემანი ერთ-ერთ მათგანია, რომელებიც ჟურნალ The Times-ში გამოქვეყნებულ წერილს 31 ადამიანთან ერთად ხელს აწერს. დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან 29 მარტს გადის.

ბენქსი

18 იანვარი 2019, 16:18

კულტურა

ბენქსის საშობაო ნახატი ავტოფარეხზე მეპატრონემ 100 ათას ფუნტად გაყიდა

ლუისის თქმით, მას გრაფიტში სხვა ადამიანები გაცილებით დიდ თანხას სთავაზობდნენ, თუმცა მხოლოდ ბრენდლერი დათანხმდა მის ქალაქში დატოვებას. ნახატი ავტოფარეხზე შობამდე რამდენიმე დღით ადრე გამოჩნდა.

Microsoft Cortana

18 იანვარი 2019, 16:10

ტექნოლოგიები

Windows 10-ზე ხმოვანი ასისტენტი საძიებო ველისგან გაიმიჯნა

Microsoft-მა გადაწყვიტა თითოეული დანაყოფი ცალკ-ცალკე განავითაროს, საძიებო ველმა ტექსტულური, Cortana-მ კი თავისმხრივ ხმოვანი ბრძანებები შეასრულოს. სიახლე Windows 10-ის მორიგი განახლებისას, ყველასთვის აპრილში ამოქმედდება. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტმა, ხმოვანი ასისტენტი Cortana 2014 წელს წარადგინა.

საქალაქო სასამართლო

18 იანვარი 2019, 16:00

ძალოვნები

ვერაზე მომხდარი სროლის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომან ხორავამ გამოაცხადა. სახელმწიფო ბრალდება კონსტანტინე ჯორბენაძეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გიორგი ადუაშვილს კი, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას.

18 იანვარი 2019, 15:41

საქართველო

აქტიური პედაგოგების ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება

სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართული პედაგოგების სახელფასო ანაზღაურება 1500 ლარიდან დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 იანვარი 2019, 15:39

საქართველო

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გრიპის საწინააღმდეგო აქცია მოაწყვეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების,ცნობიერების დონის ამაღლებისა და პრევენციული ღონისძიებების პოპულარიზაციის მიზნით მოაწყვეს აქტივობა -“იცოდე მეტი გრიპის შესახებ“.

მანქანები

18 იანვარი 2019, 15:31

ეკონომიკა

ზუგდიდში მძღოლებს ტექდათვალიერებისთვის რიგში დგომა უწევთ

საქართველოში პირველი იანვრიდან ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულო გახდა. შსს-ის მომსახურების სააგენტოებთან ასობით მანქანის რიგი დგას. საქართველოს ტერიტორიაზე ამ დროისთვის ტექნიკური ინსპექტირების 26 ცენტრი ფუნქციონირებს.

მამუკა ბახტაძე

18 იანვარი 2019, 15:31

ეკონომიკა

მამუკა ბახტაძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე: ეს ინდივიდუალური აქციონერის გამოწვევაა

„იმ მოსაზრებას, რომ კითხვების დასმამ ფინანსურ სტაბილურობაზე შესაძლოა იმოქმედოს, მე ვერ დავეთანხმები“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „თიბისი ბანკის“ გახმაურებულ საქმეზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ის მადლიერია „თიბისი ბანკის“, რადგან საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობისაკენ სხვა კომპანიებსაც უბიძგა.

18 იანვარი 2019, 15:31

მსოფლიო

ავსტრალიაში რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა

შაბათის შემდეგ, ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რაც კლავს ეკოსისტებას და გარეულ ცხოველებს. მომატებულია ასევე ტყის ხანძრების რაოდენობა.