imedi /  01 ნოემბერი 2018, 21:23 / სანდო წყარო

ადვოკატი: ლაშა გოგია თავს დამნაშავედ არ ცნობს

ლაშა გოგია

ლაშა გოგია

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მერაბ მუმლაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობა დატოვა. ადვოკატი სუს-ში დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მას წარმოდგენა არ აქვს, რა ბრალდებას ედავებიან და რა საქმეზეა საუბარი. არანაირი უკანონო ქმედება მას არ ჩაუდენია, შესაბამისად, თავს დამნაშავედ არ ცნობს“, - განაცხადა მუმლაძემ. მისივე ინფორმაციით, ლაშა გოგიას ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი დღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 21 500 აშშ დოლარი.

დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით, ზუგდიდის მერიის ააიპ „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" საქმიანობის შესწავლა 16 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ვანო მერაბიშვილი

21 ნოემბერი 2018, 19:46

საქართველო

პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე განცხადებას ავრცელებს

შესაძლო ეგზოგენური ინტოქსიკაციის გამორიცხვის მიზნით, მსჯავრდებულს ტოქსიკოლოგების რეკომენდაციით, მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, შპს „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები, მათ შორის გამოკვლეულ იქნა სისხლში ტყვიის შემცველობა.

ეროვნული ბანკი

21 ნოემბერი 2018, 19:31

ეკონომიკა

ეროვნული ბანკი ფინანსურ ინსტიტუტებს უცხოური ვალუტით სესხის გაცემისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს ფინანსურ სექტორში არსებული ტენდენციები და რისკები ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წინა სხდომის შემდგომ არსებითად არ შეცვლილა.დაკრედიტება კვლავ მაღალი ტემპით განაგრძობს ზრდას და წლიურმა ზრდამ 2018 წლის ოქტომბერში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18% შეადგინა.

ოკუპაცია

21 ნოემბერი 2018, 19:28

ეკონომიკა

სახელმწიფო პროგრამას ოკუპირებულ რეგიონებში ვაჭრობის წასახალისებლად ახალი კომპონენტი ემატება

ინიციატივა ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების იმგვარად წახალისებას, რომ შესაძლებელი გახდეს გამყოფი ხაზების გასწვრივ ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება, ახალი შესაძლებლობების განვითარება და შიდა/საგარეო ბაზრებზე წვდომა.

21 ნოემბერი 2018, 19:26

ტაბლოიდი

მსოფლიოში ყველაზე მაღალი გოგო გამოავლინეს

გოგოს მშობლების სიმაღლე მხოლოდ 180 სანტიმეტრია. მათი თქმით, 6 წლის ასაკში შვილის სიმაღლე უკვე 160 სანტიმეტრი იყო. ამ ასაკის ჩინელი გოგოს საშუალო სიმაღლე 137 სანტიმეტრია. გინესის წიგნის მიხედვით, აქამდე ყველაზე მაღალი გოგო 12 წლის სიფი ჰოლინსი იყო, მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრია.

პიტერ გრინვეი

21 ნოემბერი 2018, 19:20

კულტურა

პიტერ გრინვეი თბილისის კინოფესტივალზე ჩამოვა

ბაფტას მფლობელი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ გრინვეი თბილისიის კინოფესტივალზე ჩამოვა. გრინვეი პროფესიონალი და მოყვარული კინემატოგრაფისტებისთვის მასტერკლასებს გამართავს. არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, ავტორია ისეთი ფილმებისა, როგორებიც არის - The Cook, the Thief, His Wife & Her Lover.

იკერ კასილიასი

21 ნოემბერი 2018, 19:19

სპორტი

კასილიასმა კარიერა შესაძლოა აშშ-ში განაგრძოს

ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ იკერ კასილიასმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა შეერთებულ შტატებში განაგრძოს. გავრცელებული ინფორმაციით, 37 წლის გოლკიპერმა „პორტუ“ შესაძლოა მომავალ ზაფხულს დატოვოს. მიზეზი კლუბის მთავარ მწვრთნელ სერჟიუ კონსეუსაუსთან დაპირისპირებაა.

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფო

21 ნოემბერი 2018, 19:13

ძალოვნები

ზუგდიდში კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

ზუგდიდში ორი კაცი დაჭრეს. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების შეფასებით, პაციენტებს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში აქვთ მიყენებული და ამ წუთებში მათ სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

არჩევნები საარჩევნო ურნა

21 ნოემბერი 2018, 19:06

არჩევნები 2018

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა სიას 3 500-ზე მეტი სრულწლოვანი დაემატა

პირველი ტურისთვის ცესკოს გადაეცა ამომრჩეველთა სია, სადაც იყო 3 558 437 მოქალაქე, ხოლო მეორე ტურისთვის საბოლოო სიაში 3 561 983 მოქალაქეა. სხვაობა 3 546 ამომრჩეველია. „ეს არის ძალიან ლოგიკური, - ასე პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებელთა ნაწილის ბრალდებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე.

სელენა გომესი

21 ნოემბერი 2018, 18:55

ტაბლოიდი

დასახელდა თმის ფერი, რომელიც ყველაზე პოპულარულია ჰოლივუდში

თმა ესპრესოს ტონით (espresso hair) ჰოლივუდის ტრენდად იქცა. სტილისტების განმარტებით ასეთი თმა სინამდვილეში ყავისფერის რამდენიმე ტონს აერთიანებს. პირველად თმა ასე ამერიკელმა ტოპმოდელმა ბელა ჰადიდმა და მომღერალმა სელენა გომესმა შეიღება. შემდეგ ეს ტენდენცია მოდელმა კრისი ტაიგენმა და მსახიობმა დაკოტა ჯონსონმაც გააგრძელეს.

საამიროები

21 ნოემბერი 2018, 18:54

მსოფლიო

საამიროებში ბრიტანელ სტუდენტს ჯაშუშობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მეთიუ ჰეჯესი არაბული გაზაფხულის დროს და შემდეგ საამიროებში კვლევითი საქმიანობით იყო დაკავებული. ქვეყნის ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ეს ბრიტანელს შესანიღბად სჭირდებოდა და სინამდვილეში საიდუმლო ინფორმაციას აგროვებდა

21 ნოემბერი 2018, 18:48

კულტურა

აჯიკას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

საინტერესოა, რომ პოპულარული საკმაზი "აჯიკა", რომელიც სათავეს სავარაუდოდ მე-15 საუკუნიდან იღებს, კაცების შექმნილია. მისი პირველი სახელწოდება "აპირპილ-ჯიკა" ანუ, წიწაკიანი მარილია.

შსს

21 ნოემბერი 2018, 18:38

ძალოვნები

შსს: 2004 წელს გორში გაუჩინარებული მოზარდის საქმეზე დოკუმენტური მასალა ამოვიღეთ

„იაგო ნებიერიძის ჩვენების ფარგლებში ჩატარდა დამატებითი საგამოძიებო ექსპერტიმენტი, დავათვალიერეთ მითითებული ადგილი და ავიღეთ დოკუმენტური მასალა. ამჟამად მიმდინარეობს ამ დოკუმენტური მასალის დამუშავება. რა დრო დაჭირდება ზუსტად ვერ ვიტყვით", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

ლილა გრეის მოსი

21 ნოემბერი 2018, 18:36

ტაბლოიდი

ქეით მოსის 16 წლის ქალიშვილი Dazed-ის გარეკანზე მოხვდება

სუპერმოდელ ქეით მოსის ულამაზესი ქალიშვილი, 16 წლის ლილა გრეის მოსი ჟურნალ Dazed-ის ზამთრის ნომრის გარეკანზე მოხვდება. ფოტოსესია მის სოლო დებიუტად იქცა. მანამდე მას მხოლოდ დედასთან ერთად იღებდნენ.

ადმინისტრაციული რესურსი და არჩევნები

21 ნოემბერი 2018, 18:36

არჩევნები 2018

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თავიდან ასაცილებლად, მთავრობამ განკარგულება გამოსცა

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმოწერით გამოცემულ განკარგულებაში საუბარია რიგ შეზღუდვებზე, რომელიც საჯარო მოსამსახურეს ეხება. მათ შორისაა ის, რომ საჯარო მოხელეს ეკრძალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობა.

ჰუდ რაშიდ მილსონი

21 ნოემბერი 2018, 18:32

მსოფლიო

აზიაში ერთ-ერთი სასურველი სასიძო ტერორისტების სასარგებლოდ ბრძოლისას დაიღუპა

მალაიზიური წარმოშობის ავსტრალიელი მოდელის, ჰუდ რაშიდ მილსონის დაღუპვის ფაქტი ავსტრალიის სპეცსამსახურებმა უკვე დაადასტურეს. ის ნაღმზე აფეთქდა, როცა ზურგით მიჰყავდა დაჭრილი თანამებრძოლი. არსებული ცნობით, მილსონი ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი იყო.

21 ნოემბერი 2018, 18:28

ძალოვნები

მესამე სექტორის თქმით, წყარო თათბირს, სადაც ყალბი პირადობების შესახებ მსჯელობდნენ, არ ესწრებოდა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წყარო, ვისგანაც ყალბი პირადობის მოწმებების დაბეჭდვის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ თათბირს არ ესწრებოდა.

21 ნოემბერი 2018, 18:24

მსოფლიო

ევროკომისიამ იტალიის 2019 წლის ბიუჯეტი არ მიიღო

ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებში ევროკომისრის პიერ მოსკოვისის განმარტებით, უახლოეს 2 კვირაში ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა განაცხადონ, ეთანხმებიან თუ არა ევროკომისიის შეფასებას. ამის შემდეგ კი რომ დისციპლინარული სასჯელი და ფინანსური სანქციები ემუქრება.

კულტურული მემკვიდრეობა ფონდი ქართუ

21 ნოემბერი 2018, 18:24

საქართველო

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: „ქართუმ“ 2005-2018 წლებში ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის 68.7 მლნ ლარი გაიღო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდ „ქართუს“ მიერ 2005-2018 წლებში საქველმოქმედო პროექტებთან დაკავშირებით, Facebook-ზე მოქალაქის, თიკო თვალავაძის მიერ გავრცელებულ ინფრომაციას ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა. სააგენტოს ინფორმაციით, 2005-2018 წლებში ფონდმა „ქართუმ“ „ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდი“ 68.7 მლნ ლარით დააფინანსა.

ნინო სალუქვაძე

21 ნოემბერი 2018, 18:16

სპორტი

ნინო სალუქვაძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

ტურნირის გამარჯვებული ქალთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე გახდა. მეორე ადგილი ასევე ქართველმა ტყვიით მსროლელმა მაია ჩაგანავამ 560 ქულით დაისაკუთრა, რომელმაც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, ბულგარელ მარია გროზდევას 3 ქულით (557) აჯობა. ინფორმაციას ტურნირის შესახებ ავრცელებს.

მამუკა ბახტაძე

21 ნოემბერი 2018, 18:16

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ქართველების ცივილიზებული არჩევანია

ბრიუსელში, 2018 წლის სამოქმედო გეგმასა და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის შეთანხმებების გაფორმების შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრისა მამუკა ბახტაძემ და ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.