imedi /  08 ნოემბერი 2018, 18:34 / სანდო წყარო

ბადრი ბიწაძე ეკა გიგაურის საქმეზე სასამართლოში დაკითხეს

ბადრი ბიწაძე

ბადრი ბიწაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის სასამართლო დავის განხილვა სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდა. მან განმარტა, თუ რა დამსახურების გამო მიანიჭეს ეკა გიგაურს კაპიტნის წოდება ვადაზე ადრე. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

ბიწაძის თქმით, 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე სასაზღვრო პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა. სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ასევე გაიხსენა, რატომ ჩაურიცხეს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების რაზმის წევრებს პრემიები. როგორც ბიწაძემ განმარტა, ეს დაკავშირებული იყო საზღვრის რთული პერიმეტრების დაცვასთან.

„ლეიტენანტის წოდება არ ვიცი, როდის მიიღო. მგონი, ჩვენთან მიიღო... კაპიტნობაზე წარვადგინეთ, მინისტრთან მე შევედი ამ პატაკით, რადგან ის განსაკუთრებით გამოირჩეოდა რეფორმაში უცხოელ პარტნიორებთან მუშაობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, ცოტა აგვემაღლებინა თანამდებობა... აღმოსავლეთ ევროპაში 15-მა ქვეყანამ აღიარა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე წარმატებული რეფორმა ჩატარდა სასაზღვრო სფეროში და მას ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკა გიგაური...

რაც შეეხება პრემიებს, მათ ეს პრემიები ჩაერიცხათ იმიტომ, რომ ეს სპეცრაზმელები საკმაოდ მძიმე პირობებში და რთულ რელიეფზე იცავდნენ საქართველოს საზღვარს და ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, წაგვეხალისებინა ეს პირები“, - განაცხადა ბადრი ბიწაძემ.

დღესვე დაიკითხა სასაზღვრო პოლიციის კადრების განყოფილების ყოფილი უფროსიც, რომელმაც ტექნიკურ საკით​ხებზე ისაუბრა, როგორ და რა ფორმით მიიღებოდა გადაწყვეტილება პრემიების გაცემის თაობაზე.

გოგა ხაინდრავა ვანო მერაბიშვილის დაკითხვასაც ითხოვდა, თუმცა მერაბიშვილმა პროცესზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა.

სასამართლო სხდომას კვლავ არ ესწრებოდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. როგორც მისი უფლებადამცველი აცხადებს, გიგაურის სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობა არ დგას, რადგან მის ინტერესებს ადვოკატები დაიცავენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა გიგაურს ბრალად დასდეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლა და წახალისება. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ აქვს ბრძანება, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს. ასევე, ის ირწმუნება, რომ კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციაში დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები კი პრემიით დაჯილდოვდნენ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

19 ნოემბერი 2018, 22:19

საქართველო

გუდაური–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

მეთიუ ჰენლი კონორ ალსოფი

19 ნოემბერი 2018, 22:05

ტექნოლოგიები

დიდ ბრიტანეთში სატელეკომუნიკაციო კომპანიაზე კიბერთავდასხმისთვის 2 მეგობარი დააკავეს

23 წლის მეთიუ ჰენლიმ და 21 წლის კონორ ალსოფმა 2015 წელს განხორციელებულ ჰაკერულ თავდასხმაში, რომლის დროსაც 1.6 მილიონი მომხმარებელი დაზარალდა, თანამონაწილეობა უარყვეს. გამოცემის ინფორმაციით, ჰენლის 12 თვით, ხოლო ალსოფს რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

19 ნოემბერი 2018, 21:56

კულტურა

Once Upon a Deadpool-ის ტრეილერი გამოქვეყნდა

ფილმში, რომლის სახელწოდებაა Once Upon a Deadpool-ი, მთავარ როლს კანადელი მსახიობი რაიან რეინოლდსი შეასრულებს. ის ამ წინადადებაზე 2 პირობით დათანხმდა: ფილმის კინოგაქირავებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებაზე უნდა დაიხარჯოს და აგრეთვე ფილმში მან ამერიკელი მსახიობი ფრედ სავაჯი უნდა გაიტაცოს

19 ნოემბერი 2018, 21:24

საქართველო

როგორ შეაფასეს MAP-ზე რასმუსენის განცხადება საქართველოში

ანდერს ფოგ რასმუსნენი ასევე მიიჩნევს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოსა და ევროკავშირის წევრები აუცილებლად უნდა გახდნენ და ეს პროცესი უნდა დაიწყოს. რასმუსენის განცხადებები თბილისში შეაფასეს.

მამუკა ბახტაძე

19 ნოემბერი 2018, 21:15

საქართველო

პრემიერმინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბრიუსელს ეწვევა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. შედგება მამუკა ბახტაძის მოლაპარაკებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერთან, რის შემდეგაც მხარეების ერთოლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

Huawei 5G smartphone

19 ნოემბერი 2018, 21:12

ტექნოლოგიები

ცნობილია როდის წარადგენს Huawei დასაკეც 5G სმარტფონს

სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ Huawei დაადასტურა, რომ მობილურების მსოფლიო კონგრესზე (MWC) 5G დასაკეც სმარტფონს წარადგენს. MWC 2019 თებერვლის მიწურულს გაიმართება. ნოემბრის დასაწყისში Samsung-მა დასაკეცი სმარტფონი წარადგინა, თუმცა გაჯეტი 5G არ არის.

19 ნოემბერი 2018, 20:55

საქართველო

ვინ აღმოჩდნენ სინამდვილეში „რუსთავი 2“-ის ყალბი რეპორტაჟის გმირები

გადაცემა P.S-ის ანონსში მთელი დღის განმავლობაში ტრიალებდა ძალადობის კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ სცემს კაცი ქალს. წამყვანი კი ეუბნებოდა მაყურებელს, რომ ისინი ნახავდნენ ვიდეოკადრებს, თუ როგორ ძალადობდნენ პროკურორები ბიზნესმენზე.

19 ნოემბერი 2018, 20:38

საქართველო

რას ფიქრობს მოსახლეობა საბანკო დავალიანების განულებაზე

რიგითი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს პროექტი ერთჯერადი არ უნდა იყოს და მთავრობა იმ ადამიანებსაც უნდა დაეხმაროს, რომელთაც სხვა ტიპის პრობლემური სესხები აქვთ.ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ მსგავსი უპრეცედენტო პროექტი ევროპის მასშტაბით ჯერ არ განხორციელებულა.

ინდოეთი ავარია

19 ნოემბერი 2018, 20:31

მსოფლიო

ინდოეთში ავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი ავტოცისტერნა გაჩერებულ სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. მედიკოსების თქმით, 4 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

19 ნოემბერი 2018, 20:14

არჩევნები 2018

არასამთავრობოთა ნაწილი საბანკო დავალიანების განულებას ამომრჩეველთა მოსყიდვად მიიჩნევს

როგორც ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, მათ მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

Skype ხმოვან ასისტენტ Alexa-ზე

19 ნოემბერი 2018, 20:06

ტექნოლოგიები

Skype-დან დარეკვა Amazon-ის ხმოვანი ასისტენტით უკვე შესაძლებელია

ისეთ მოწყობილობაზე, როგორიც Echo Show არის ვიდეოზარით სარგებლობის ფუნქციაც იქნება ხელმისაწვდომი. Amazon-ის ხმოვანი ასისტენტიდან Skype-ს მომხმარებლები დამატებით სერვისს - SkypeOut-საც გამოიყენებენ, რითაც მობილურ და საქალაქთაშორისო ოპერატორებზე ზარის განხორციელებას შეძლებენ.

ხასო ხანგოშვილი

19 ნოემბერი 2018, 19:58

საქართველო

პანკისელი უხუცესი მაჩალიკაშვილს: სააკაშვილის დროს 9 ახალგაზრდა მოგვიკლეს

ხანგოშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, სპეცოპერაციების დროს საერთო ჯამში ქისტი ეროვნების ცხრა ახალგაზრდა მოკლეს, მათ შორის ორი ცოცხლად დაიწვა.

აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აკადემია გახსნა

19 ნოემბერი 2018, 19:57

ეკონომიკა

აჭარის ფინანსთა სამინისტრომ აკადემია გახსნა

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა.უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის დავით გაბაიძის თქმით, საქართველოს ფინანსთა აკადემიის წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანია რეგიონისათვის.

19 ნოემბერი 2018, 19:50

ძალოვნები

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის თემურ გიორგაძის საქმეზე ერთ-ერთი მტკიცებულება გასაჯაროვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, კრწანისის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის თემურ გორგაძის საქმეზე ერთ-ერთი მტკიცებულება გაასაჯაროვა და განცხადებაც გაავრცელა.

PlayStation 4

19 ნოემბერი 2018, 19:47

ტექნოლოგიები

Sony-მ PlayStation 4-სთვის PUBG წარადგინა

PlayStation 4-ისთვის მალე PlayerUnknown’s Battlegrounds-ი გახდება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ცნობები ადრეც ვრცელდებოდა, თუმცა Sony-მ ინფორმაცია ოფიციალურად ახლა დაადასტურა და გამოსვლის თარიღიც დააანონსა.

ბლოკჩეინი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

19 ნოემბერი 2018, 19:38

ტექნოლოგიები

ბლოკჩეინში უკვე 1 500 000-ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული

საჯარო რეესტრიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.

ხანძარი სკოლაში

19 ნოემბერი 2018, 19:29

ძალოვნები

ნინოწმინდის სოფელ ყულალისის სკოლაში ხანძარი გაჩნდა

სკოლაში სახანძრო–სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების მისვლამდე, ცეცხლს მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლები საკუთარი ძალებით აქრობდნენ. ხანძრის შედეგად სახურავის ნაწილი დაიწვა.

ლაშა ნაცვლიშვილი

19 ნოემბერი 2018, 19:23

ძალოვნები

მეზვრიშვილი: მინისტრი ყველა სამართალდარღვევაზე რეაგირებისას თანაბარ მიდგომას ითხოვს

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ყოფილი მთავარი პროკურორის მიერ 2017 წელს, სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დადგება ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მხრიდანაც რამე გადაცდომის ჩადენა დადასტურდება.

სასწრაფო დახმარების მანქანა

19 ნოემბერი 2018, 19:20

საქართველო

ხობის მუნიციპალიტეტში ხანძრისას შვიდმა ადამიანმა სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო

ხუთი მათგანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის, ორი კი ხობის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, სამი მათგანი შოკის განყოფილებაშია მოთავსებული, ორი კი ობსერვაციაში.

უსმან დემბელე

19 ნოემბერი 2018, 19:14

სპორტი

„ბარსელონამ“ უსმან დემბელეს ულიმატუმი წაუყენა

მისდამი პრეტენზიებს შორისაა ვარჯიშებზე დაგვიანება, აგრეთვე კოლექტივთან დაბალი ინტეგრაცია. გარდა ამისა, დემბელე არ ჩქარობს ესპანურის შესაწვლას და ძირითადად მხოლოდ ფრანგ კოლეგასთან სამუელ უმტიტისთან კონტაქტობს.