imedi /  10 ნოემბერი 2018, 11:05 / სანდო წყარო

საქართველოდან რუსეთში სუნამოების გატანის გამო რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მიეცა

კონტრაბანდული სუნამო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად,  საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით პროდუქციის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით რუსეთის ფედერაციის ერთი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ყაზბეგის’’ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სცადა რუსეთის მიმართულებით მალულად გადაეტანა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია 195 ერთეული სხვადასხვა დასახლების სუნამო, რომლის საბაჟო ღირებულება 17 559 ლარს შეადგენს.

ყველა სიახლე

სტრასბურგი

17 ივნისი 2019, 12:07

საქართველო

2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგო

სასამართლოს განცხადებით, გიორგი ბოლქვაძის გარდაცვალების საქმეში ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა. სასამართლო დავა 15 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ბორჯღალოსნები

17 ივნისი 2019, 11:41

სპორტი

უმცროსი ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებთან შესახვედრად ემზადებიან

იტალია გაისად 20-წლამდელთა ჩემპიონატს მასპინძლობს და ის „ალაფაზე“ არცერთ შემთხვევაში არ დაქვეითდება. თუმცა, თუ ამ წყვილში იტალია გაიმარჯვებს, შოტლანდია ჩვენსა და ფიჯის შორის წაგებულ გუნდს სწორედ დარჩენისთვის შეხვდება. საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

პოლიცია

17 ივნისი 2019, 11:34

მსოფლიო

ფილადელფიაში გამოსაშვებ წვეულებაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა

გამოსაშვებ საღამოზე სროლისას სულ ცოტა 8 ადამიანი დაიჭრა, 1 კი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, ოთხი დაჭრილის ასაკი 15-დან 17 წლამდეა. კიდევ ოთხი დაჭრილი კი ზრდასრულია, მათ ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აქვთ, მათგან ერთი საავადმყოფოში ჭრილობის შედეგად დაიღუპა.

რუსეთი

17 ივნისი 2019, 11:26

საქართველო

თემაზე „რუსული გავლენების კვალდაკვალ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში“ თბილისში კონფერენცია გაიხსნა

დისკუსია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენები, სამხედრო და ჰიბრიდული გავლენები, კულტურა, ნორმები და ფასეულობებ. როგორ უნდა ვუპასუხოთ აღნიშნულ საფრთხეებს და გამოწვევებს. კონფერენციაში 20-ზე მეტი წამყვანი პოლიტიკოსი მკვლევრები და ანალიტიკოსები მონაწილეობენ.

თბილისი პრაიდი

17 ივნისი 2019, 11:18

საქართველო

ომბუდსმენის თქმით, მას ინტერნეტში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

სახალხო დამცველის განცხადებით, ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად 14 ივნის მთავრობის კანცელარიასთან ლგბტქ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების მიმართ სცადეს საქმიანობის ხელშეშლა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

17 ივნისი 2019, 10:59

მსოფლიო

გოლანის მაღლობებზე დასახლებას „ტრამპის მაღლობები“ უწოდეს

23 აპრილს ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პატივსაცემად გოლანის მაღლობებზე ახალ დასახლებულ პუნქტს, მის სახელს დაარქმევს. გოლანის მაღლობებზე პრეტენზიას სირია აცხადებს.

კონცერტი

17 ივნისი 2019, 10:30

კულტურა

ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წელს, ფესტივალი „ჰუალინგ პარკში“ გრანდიოზულად გაიხსნა.

17 ივნისი 2019, 10:18

საქართველო

შსს ბავშვთა ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანიას იწყებს

" მომართვიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა გასულ წელს, წინა წელთან შედარებით",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ უწყება მაქსიმუმს გააკეთებს, რომ დამნაშავეებმა აუცილებლად აგონ პასუხი.

მორეცხვა

17 ივნისი 2019, 10:12

საქართველო

თბილისის ათივე რაიონის ყველა ცენტრალურ ქუჩას ყოველდღიურად მორეცხავენ

„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას თქმით, დედაქალაქის ქუჩების ყოველდღიური მორეცხვა, სპეციალურად შემუშავებული განრიგის მიხედვით, ზამთრის დადგომამდე განხორციელდება.

17 ივნისი 2019, 09:59

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნას გეგმავს

ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ გაგზავნაზე, ასევე გამანადგურებლებსა და საბრძოლო გემებზე. ამავე ცნობით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

17 ივნისი 2019, 09:54

ძალოვნები

შსს-მ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო

"გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება და მოხდება შესაძლო დანაშაულის ჩამდენი თითოეული პირის ქმედების სამართლებრივი შეფასება",- წერია განცხადებაში.

პოლიცია

17 ივნისი 2019, 09:43

ძალოვნები

ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდან ჰქონდა. ცხედარს ჩაუტარდა ექსპერტიზა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.

დროშები

17 ივნისი 2019, 09:28

მსოფლიო

აშშ: რუსეთმა და ვენესუელამ $209-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს

ჯონ ბოლტონის თქმით, ცოტა ხნის წინ, კარაკასმა და მოსკოვმა $209-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს. თეთრი სახლის ლიდერის მრჩეველი ამბობს, რომ ამ ქმედებით მადუროს რეჟიმმა რუსეთისგან სამომავლო მხარდაჭერა იყიდა.

მაიკ პომპეო

17 ივნისი 2019, 09:26

მსოფლიო

პომპეო: აშშ ირანისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ყველა ვარიანტს განიხილავს

"დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ თეირანმა ბირთვული იარაღი ვერ შექმნას,“- განაცხადა მაიკ პომპეომ. ირანსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც აშშ 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

აქცია

17 ივნისი 2019, 09:20

მსოფლიო

რუსეთში ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქციაზე მისული აქტივისტები რუსეთის მთავრობას ჟურნალისტების უფლებების შელახვაში ადანაშაულებდნენ. გარდა ამისა, მანიფესტანტები „მედუზას“ ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაკავების ფაქტსაც აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ რუსეთში მთავრობის წინააღმდეგ აზრის თავისუფლად გამოხატვა, სულ უფრო და უფრო რთულდება.

დონალდ ტრამპი

17 ივნისი 2019, 09:07

მსოფლიო

დონალდ ტრამპი თავს პატიოსან ადამიანად მიიჩნევს

"მაწუხებს ის, რომ როდესაც არასწორად არაფერი გაგიკეთებია, პატიოსანი ხარ და ისინი კუდიანებზე ნადირობენ. და არის მიულერი, რომელსაც სძულს ტრამპი და არასდროს ყოფილა ჩემი მომხრე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

მიგრანტები

17 ივნისი 2019, 08:59

მსოფლიო

მექსიკაში 800-მდე არალეგალი მიგრანტი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ულტიმატუმის შემდეგ მექსიკამ არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად რეალური ნაბიჯები გადადგა. მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლას მიგრანტები ჰონდურასიდან, გვატემალიდან და სალვადორიდან ცდილობენ.

ნანი ბრეგვაძე

17 ივნისი 2019, 08:57

კულტურა

„თბილისური ეზოების“ ფარგლებში ნანი ბრეგვაძის საღამო გაიმართა

შესრულდა ქართულ კინოფილმებში ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული ცნობილი სიმღერები. ასევე ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ნიკოლოზ რაჭველმა და ცირა ელისაშვილმა. პროექტ „თბილისური ეზოების“ ფარგლებში წელს კონცერტი კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება.

მატს ჰუმელსი

17 ივნისი 2019, 08:47

სპორტი

მატს ჰუმელსი „დორტმუნდში“ დაბრუნებას გეგმავს

ერთი ცნობით, "დორტმუნდს" ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდება. მეორე ცნობით კი 20 მილიონი პლუს ბონუსები. ჰუმელსი "ბაიერნმა" "დორტმუნდისგან" 2016 წელს 35 მილიონად შეიძინა.

კაროლ და კარლოს გონები

17 ივნისი 2019, 08:38

ეკონომიკა

Nissan-ის ყოფილი დირექტორის ცოლი ტრამპს დახმარებას სთხოვს

ქალი მოუწოდებს თეთრ სახლს იაპონიაზე ზეწოლა გააძლიერონ და ამ სამართლებრივ დავაში შტატებმა Nissan-ის ყოფილი დირექტორს მხარი დაუჭიროს. მისივე თქმით, მას შემდეგ კარლოს გონი დააკავეს, თავის ქმართან ლაპარაკის საშუალება არ ჰქონია.