imedi /  02 დეკემბერი 2018, 10:40 / სანდო წყარო

შსს-მ ყაჩაღობის მომზადების ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, წარსულში მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი 5 პირი: დააკავეს. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ნავთიანში მცხოვრები მოქალაქის სახლზე ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თავდასხმის განსახორციელებლად თეთრიწყაროს რაიონში, კოდა-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე, „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.

პოლიციამ აავტომობილიდან ყაჩაღური თავდასხმისთვის წინასწარ გამზადებული ნივთები: წებოვანი ლენტი, პლასტმასის ე.წ. "ხამუთები", 4 დანა, 3 ნიღბად გადაკეთებული შავი ფერის ქუდი, ნაჭრის ხელთათმანები და სახლის მეპატრონის კუთვნილი ძაღლის მოწამვლის მიზნით მომზადებული, სავარაუდოდ, მოწამლული ხორცის ნაჭრები ამოიღეს.

გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

20 იანვარი 2019, 13:47

ძალოვნები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის სამი მოქალაქე დააკავეს

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

20 იანვარი 2019, 13:46

კულტურა

ტაილანდში ფერადი ქოლგების ფესტივალი იმართება

ტაილანდის პატარა სოფელი ბო სანგში ფერადი ქოლგების ყოველწლიურ ფესტივალს მასპინძლობს. ტრადიციული ზეიმის მთავარი ატრიბუტი ქაღალდის, ან აბრეშუმის, ხელით დამზადებული ფერადი ქოლგაა, რომლებსაც ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი გოგოები წარადგენენ.

ილია მეორე

20 იანვარი 2019, 13:40

საქართველო

ილია მეორე: ჩემი თხოვნაა ლოცვებში მოიხსენიოთ აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა სულები

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

20 იანვარი 2019, 13:25

ტექნოლოგიები

აშშ-მა ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვა

რაკეტამ სტარტი კალიფორნიის, ვანდენბერგის სახელობის კოსმოდრომიდან აიღო. თანამგზავრის მისია სახელად NROL-71 შეერთებული შტატების ნაციონალუტრი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

ბრაიან ადამსი

20 იანვარი 2019, 13:24

კულტურა

60 წლის იუბილეს ბრაიან ადამსი ახალი დისკით აღნიშნავს

ოფიციალურ რელიზამდე ,,გრემის” მფლობელმა მუსიკოსმა, ქსელში ლონგფლეის სახელობითი სინგლი და გარეკანი წარადგინა, რომელზეც ის წითლად შეღებილი პოზირებს.

მასაძო ნონაკა

20 იანვარი 2019, 12:58

მსოფლიო

პლანეტის ყველაზე ხანდაზმული კაცი 113 წლის გარდაიცვალა

იაპონელი მასაძო ნონაკა Guinness World Records-მა გასულ წელს პლანეტის ყველაზე ხანდაზმულ ადამიანად ცნო. ის იაპონიაში 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა. დღეს დილით მისი გარდაცვალება მისმა ოჯახმა დაადასტურა.

ორნელა მუტი

20 იანვარი 2019, 12:50

ტაბლოიდი

ორნელა მუტის შვილმა დედის შიშველი ფოტო გააზიარა

ორნელა მუტი ახლა 63 წლისაა. საინტერესოა, რომ ფოტოთი მუტის 45 წლის შვილი სოციალური ქსელის ახალ გამოწვევას გამოეხმაურა. ფოტოები Instagram-ზეა ხელმისაწვდომი.

20 იანვარი 2019, 12:31

კულტურა

აშშ-ის პროდიუსერთა გილდიამ საუკეთესო ფილმად „მწვანე წიგნი“ დაასახელა

პიტერ ფარელის „მწვანე წიგნი“ აშშ-ის პროდიუსერთა გილდიის (Producers Guild Award) მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“. გილდიის პრემია საპროდიუსერო ნამუშევრისთვის 1990 წლიდან ყოველწლიურად 13 კატეგორიაში გაიცემა.

მობილური

20 იანვარი 2019, 12:11

ტექნოლოგიები

კვლევა: სოციალური მედიით ჭარბი სარგებლობა სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას უკავშირდება

მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც სოციალურ მედიაში დიდ დროს ატარებენ, მიდრეკილი არიან ისეთივე სარისკო გადაწყვეტილებების მიღებისკენ, როგორც ეს ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულ ადამიანებში გვხვდება.

აქცია

20 იანვარი 2019, 11:54

მსოფლიო

მსოფლიოში მესამე „ქალთა მარში“ გაიმართა

ამერიკული მედიის ცნობით, წელს „ქალების მარშს“ შარშანდელთან შედარებით ნაკლები მონაწილე ჰყავდა. აქციაზე ვაშინგტონში 7000 ადამიანი შეიკრიბა. ეს მესამე ასეთი მარშია. პირველი “ქალთა მარში” 2017 წელს გაიმართა. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს.

20 იანვარი 2019, 11:52

მსოფლიო

ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ძლიერი მიწისძვრა მოხდა ჩილეში. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდამ 6 მთელი 7 მეათედი შეადგინა. ეპიცენტრი ქვეყნის სანაპირო ზოლზე, ქალაქ კოკიმბოსთან ახლოს, 54 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. აღნიშნულ რაიონში 184 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

20 იანვარი 2019, 11:49

მსოფლიო

აშშ-ში მოსახლეობას მანქანით გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ

დიდთოვლობას შეერთებულ შტატებში მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ორი ვისკონსინის შტატში დაიღუპა - მანქანა გზაზე მოცურდა და ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა კიდევ ერთი ადამიანი კანზასის შტატშიც.

ხანძარი მექსიკაში

20 იანვარი 2019, 11:38

მსოფლიო

მექსიკაში მილსადენის აფეთქებისას 73 ადამიანი დაიღუპა

73 ადამიანი დაიღუპა, 70 ზე მეტი კი დაშვდა მექსიკაში მილსადენზე მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად. ინციდენტი იდალგოს შტატში მოხდა. გავრცელებული ცნობით აფეთქების მიზეზი საწვავის უკანონოდ მითვისების მიზნით მილსადენის გახვრეტა გახდა.

ნახატი

20 იანვარი 2019, 11:10

კულტურა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება: ლადო გუდიაშვილის (პარიზის პერიოდი), ზურაბ ნიჟარაძის (60-იანი წლები), ჯიბსონ ხუნდაძის, ვლადიმერ ცაგარელის, თენგიზ და გია მირზაშვილების, რუსუდან ჯავრიშვილის, ბუდუ სირბილაძის, ოლეგ ტიმჩენკოს, ირაკლი სუთიძის, ირაკლი ოჩიაურის და თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრები“, - წერია ინფორმაციაში.

ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი

20 იანვარი 2019, 11:10

ტაბლოიდი

მედია: ბრედ პიტს და შარლიზ ტერონს რომანი აქვთ

ჰოლივუდელი მსახიობი და პროდიუსერი ბრედ პიტი მსახიობ შარლიზ ტერონს ხვდება. მათი ურთიერთობა შობაზე დაიწყო. ისინი ერთმანეთს კოლეგამ, შონ პენმა გააცნო. წყვილი ერთად უკვე გამოჩნდა ფილმის „ბილ-სტრიტს ლაპარაკი რომ შეეძლოს“ სპეცჩვენებაზე. პიტი ამ ფილმის პროდუსერია.

ქაშუეთის ეკლესია

20 იანვარი 2019, 10:54

საქართველო

დიდ დიღომში აფეთქებისას გარდაცვლილებს დღეს დაკრძალავენ

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, საღამოს მოხდა. შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

20 იანვარი 2019, 10:41

ძალოვნები

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი ძალადობის გამო 1 პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამ ბარის თანამშრომლებს.

20 იანვარი 2019, 10:40

საქართველო

გახარიამ გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახებს ღირსების ორდენები გადასცა

გიორგი გახარიამ, მოადგილესთან - ლევან კაკავასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ეზოში სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მარია შარაპოვა

20 იანვარი 2019, 10:26

სპორტი

ავსტრალიის ტურნირს მარია შარაპოვა გამოეთიშა

ბარტი და კვიტოვა წელს უკვე მეორედ ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ. ცოტა ხნის წინ, ისინი სიდნეის ტურნირის ფინალში თამაშობდნენ და ჩეხმა სამ სეტში მოიგო – 1:6, 7:5, 7:6(3).

თალიბანი

20 იანვარი 2019, 10:16

მსოფლიო

თალიბანი სამშვიდობო მოლაპარაკების გამართვაზე ისევ უარს აცხადებს

"გვსურს განვმარტოთ, რომ ჩვენ ისლამაბადში შეხვედრას არ გავმართავთ ხალილზადთან" - ამბობს თალიბანის პრესმდივანი განცხადებაში. ხალილზადი ტრამპის ადმინისტრაციამ ოთხი თვის წინ დაასახელა საგანგებო წარმომადგენლად სამშვიდობო მოლაპარაკებებში.