imedi /  02 დეკემბერი 2018, 22:07 / სანდო წყარო

მოზარდების მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. რა კითხვებია საქმეში ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი

ხორავას ქუჩა

ხორავას ქუჩა, შემთხვევის ადგილი

თბილისში, ხორავს ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. 

2017 წლის 1 დეკემბრის სისხლიან გარჩევას 51-ე სკოლის ორი მოზარდი ემსხვერპლა, 16 წლის ლევან დადუნაშვილი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე,  მისი თანატოლი დავით სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შსს-მ  მკვლელობაში ბრალდებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავა, მეორის ვინაობა გამოძიებამ  დაადგინა, თუმცა ის სამართალდამცველებს რამდენიმე დღე ემალებოდა.

გამოძებამ დანაშაულის დაფარვის, შეუტყობინებლობისა და მტკიცებულებების გადამალვისთვის 5 პირი მისცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ბრალი გარჩევაში მონაწილე მ.კ-ს, მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს წაუყენეს.

მთავარი სირთულე, რის წინაშეც გამოძიება პირველსავე დღეს დადგა, მოკლულებისა და ბრალდებულების თანატოლების დუმილი იყო. პირველ დღებში 100 გამოკითხული არასრულწლოვნიდან გამოძიებასთნ მხოლოდ  ოთხმა ითანამშრომლა. ერთი თვის შემდეგ სახელმწიფო ბრალდება საკუთარ პოზიციებსა და მტკიცებულებათა სანდოობაში დარწმუნებული სასამართლოს წინაშე წარსდგა. თუმცა ზუსტად 5 თვეში სასამართლომ თქვა, რომ გ. ბ-ს მიერ დავით სარალიძის მკვლელობა ვერ დასტურდებოდა, გ.ჯ-ს კი მკვლელობის ბრალდება მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა. 

31 მაისს გამოცხადებული განაჩენის 99-გვერდიან დასაბუთებაშის საქმის განმხილველი მოსმართლე ეკა არეშიძე წერს, რომ ვერ ირწმუნებდა ჩხუბის ერთერთი მთავარი მონაწილის მ.კ-ს ჩვენებებს, რომელიც მსჯავრდებულებს ამხელდა და ჩვენება არაერთხელ შეცვალა, სარალიძის მკვლელობის განხილვისას ის ასევე დაეყრდნო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომელშიც ცალსახად ეწერა, რომ სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა ბრალდებულ გ.ჯ-ს დანით ვერ იქნებოდა მიყენებული.

26-გვერდიანი დასკვნა, რომელიც მხარეებმა აპრილის ბოლოს მიიღეს, აღმოჩნდა, რომ ბრალდების მხარის პოზიციას სასამართლოში ვერ ამყარებდა. 

პროკურატურიდან საქმე გამოსაძიებლად შსს-მ დაიბრუნა იმის დასადგენად, სად დაუშვეს შეცდომა და ვინ ან რამ იქონია გავლენა სასამართლოს განაჩენზე. ამასთან საქმეზე პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელმაც რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოკვეთა.

მეორე ინსტანციაში საქმეზე პროკურორების გარდა არაფერი შეცვლილა. საქმეს ჩამოაშორეს ზვიად ფხაკაძე და ბრალდების პოზიციებს მეორე ინსტანციაში ახალი პროკურორები იცავენ.  

კითხვის მიუხედავად უცვლელია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია, პროკურატურა დღესაც ამტკიცებს, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის წარდგენილი ბრალი მტკიცებულებებით გამყარებულია და მხოლოდ  პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენია დაუსაბუთებელი. 

საქმეზე ჯერ კიდევ არსებობს პასუხგაუცემელი შეკითხვები. მაგალითად: რატომ ვერ მოახერხეს საგამოძიებო უწყებებმა პირდაპირ ეპასუხათ - ვინ მოკლა დავით სარალიძე. ამ კუთხით ეჭვებს ბადებს ის დეტალებიც, რაც ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რაც სასამართლომაც გაითვალისწინა, კერძოდ გ.ბ, რომელიც ლევან დადუნშვილის მკვლელობაშია მსჯავრდებული, პროკურატურის მტკიცებით ასევე სარალიძის მკვლელობის მონაწილეც იყო. თუმცა მკვლელობის იარაღზე - დანაზე, გარდაცვლილ დავით სარალიძის დნმ-პროფილი არ აღმოჩნდა. ასევე გაუგებარია როგორ აღმოჩნდა ხელსახოცზე, რომელშიც ეს დანა გაახვიეს, ლევან დადუნაშვილის, დავით სარალიძისა და მსჯავრდებულ გ.ბ.-ს პროფილი. ეს არის კითხვები, რომელზეც გამოძიებას პასუხი მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგაც ჯერ არ აქვს. 

ყველა სიახლე

20 აპრილი 2019, 16:44

საქართველო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს

ბზობის დღესასწაულის დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განსაკუთრებით ამკაცრებს კონტროლს ბზის მოჭრაზე და სამართალდამრღვევზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და გათვალისწინებულია ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები.

ლეოპარდი

20 აპრილი 2019, 16:20

ტაბლოიდი

ინდოეთში ლეოპარდმა სახლიდან 9 თვის ბავშვი გაიტაცა და მოკლა

ინდოეთში ლეოპარდი სახლში შეიპარა, დედის გვერდით მძინარე 9 თვის ბავშვი გაიტაცა და მოკლა. შემთხვევა ინდოეთის დასავლეთ ნაწილში გამთენიისს მოხდა. ცხოველი და ბავშვის დასახიჩრებული სხეული რეინჯერებმა მეორე დღეს იპოვეს. ინდოეთში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირად ხდება.

დევიდ და ლუიზა ტურპინები

20 აპრილი 2019, 15:48

მსოფლიო

ამერიკელ ცოლ-ქმარს 13 ბავშვის წამებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თებერვალში გამართულ სასამართლოზე ცოლ-ქმარი არასათანადო მოპყრობის, წამებისა და თავისუფლების აღკვეთის გამო დამნაშავედ ცნეს. ისინი პოლიციამ 2018 წლის იანვარში დააკავა. კალიფორნიის მცხოვრებ დევიდ და ლუიზა ტურპინებს წლების განმავლობაში 13 ბავშვი დატყვევებული ჰყავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზახეთში

20 აპრილი 2019, 15:31

მსოფლიო

ყაზახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა ალმათი-ტაშკენტის გზატკეცილზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსიმა Toyota-ს მარკის ავტომობილიდან მომავალი საფრთხე თავიდან აიცილა, რის შემდეგაც გზაზე გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა და ამოტრიალდა. დაშავებულებს შორის უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალაქეებიც არიან.

20 აპრილი 2019, 15:25

ძალოვნები

შსს ადგენს არიან თუ არა ზუგდიდში მოწამლული ბავშვები ტრეფიკინგის მსხვერპლები

სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ათივე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. ეს ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს.

სალომე ზურაბიშვილი

20 აპრილი 2019, 15:00

საქართველო

ზურაბიშვილი: აუცილებელია სასწრაფოდ დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, აუცილებელია ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა, რასაც სწორედ ,,ევროპა ნოსტრას“ მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება ემსახურება. 2018 წელს დავით გარეჯი „ევროპა ნოსტრას“ საფრთხეში მყოფი ძეგლების ფინალურ ნუსხაში მოხვდა.

ბავშვები

20 აპრილი 2019, 14:38

მსოფლიო

კოსოვომ სირიიდან ISIS-ის მებრძოლები და ჯიჰადისტების ოჯახები დაიბრუნა

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ 110 ადამიანიდან 30 ქალი და 74 ბავშვია, მათ შორის ცხრამ მშობლები სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას დაკარგა. თებერვალში კოსოვოს პოლიცია აცხადებდა, რომ სირიის კონფლიქტის ზონაში 44 ქალი და 48 ბავშვი რჩებოდა.

საოკუპაციო ხაზი

20 აპრილი 2019, 14:03

ძალოვნები

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

imedinews-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევთან მწყემსი სოფლის მიმდებარე საძოვარზე დააკავეს. გოჩა ფიდიურის თანასოფლელები განმარტავენ, რომ მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. გატაცებული მწყემსის ოჯახს ცხინვალიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.

მშენებლობა

20 აპრილი 2019, 14:02

საქართველო

ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ ადგილზე მრავალსართულიანი შენობის აშენების შემთხვევაში საპარკინგე ადგილები შეიზღუდება, აღარ იქნება სკვერი, ასევე შევიწროვდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისთვის განკუთვნილი ადგილი და საჭიროების შემთხვევაში ისინი დანიშნულების ადგილამდე მისვლას ვეღარ შეძლებენ.

20 აპრილი 2019, 13:53

საქართველო

ზუგდიდის საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანეს

ექიმ-პედიატრ მზია გერგედავას განცხადებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 10 არასრულწლოვანი კვებითი ინტოქსიკაციის დიაგნოზით შეიყვანა. ათივეს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ უახლოეს საათებში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

20 აპრილი 2019, 13:10

ძალოვნები

ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლის ნაწილი დაიწვა

სახლში 8 ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც მერიამ დროებით საცხოვრებელში გადაიყვანა. ხანძარს 50 მდე მაშველი აქრობდა. ადგილზე 9 სახანძრო სამაშველო ბრიგადებდა მუშაობდა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სახლს, სადაც ხანძარი გაჩნდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

კახაბერ საბანაძე

20 აპრილი 2019, 13:06

ძალოვნები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების საქმეზე 3 პირი დააკავეს

სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი 19 აპრილს დააყაჩაღეს. სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინსენტ კასელი ტინა კუნაკი

20 აპრილი 2019, 12:46

ტაბლოიდი

ვინსენტ კასელმა და ტინა კუნაკიმ შვილს ამაზონი დაარქვეს

ინფორმაცია მსახიობმა Instagram-ზე გაავრცელა. კუნაკი და ახალშობილი თავს კარგად გრძნობენ. მსახიობის მშობიარობას გართულებები არ მოჰყოლია. წყვილმა ბავშვს ამაზონი დაარქვა. ვინსენტ კასელმა და ტინა კუნაკმა ურთიერთობა 2016 წელს დაიწყეს. წყვილმა გასულ წელს იქორწინა.

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები

20 აპრილი 2019, 12:24

საქართველო

საუდის არაბეთიდან საქართველოში გაქცეული დები: უკან დაბრუნების შემთხვევაში მოგვკლავენ

„დები გაქცევას წლების განმავლობაში გეგმავდნენ და ახლა თავშესაფარს საქართველოში ეძებენ. 25 წლის ვაფა და 28 წლის მაჰა ალ-სუბაიე ამბობენ, რომ საკუთარ სახლში კაცი ნათესავების მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას განიცდიდნენ".

აფეთქება ქაბულში

20 აპრილი 2019, 12:21

მსოფლიო

ქაბულში სამინისტროს შენობას თავს დაესხნენ

აფეთქების ხმა თბილისის დროით 11:10 წუთზე გაისმა. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა. აფეთქება ქაბულის იმ ნაწილში მოხდა, სადაც ქალაქის პოპულარული სასტუმროები და პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

დონალდ ტრამპი  რობერტ მიულერი

20 აპრილი 2019, 12:03

მსოფლიო

მიულერის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი დაეცა

დონალდ ტრამპის საქმიანობისადმი ნდობის მაჩვენებელზე გავლენა სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მოხსენაბამ იქონია. იმის მიუხედავად, რომ დოკუმენტში ტრამპის ბრალეულობა არ იკვეთება თეთრი სახლის ლიდერის რეიტინგი 3%-ით შემცირდა. მარტში პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობით კმაყოფილი 43% იყო.

რომან პოლანსკი

20 აპრილი 2019, 11:50

კულტურა

რომან პოლანსკი სასამართლოს ამერიკის კინოაკადემიაში წევრის სტატუსის აღდგენას სთხოვს

Associated Press იტყობინება, რომ რეჟისორის ადვოკატები შესაბამისი შუამდგომლობით ლოს-ანჟელესის სასამართლოს მიმართავენ. სტატუსის დაბრუნების თხოვნით კინოაკადემიას პოლანსკიმ იანვარში მიმართა, თუმცა უარი მიიღო. რეჟისორის გარიცხვის მიზეზი ამერიკის კინოაკადემიის ქცევის სტანდარტებთან შეუსაბამობა იყო.

ლაირა მაკქი

20 აპრილი 2019, 11:46

მსოფლიო

ჩრდილოეთ ირლანდიაში მოკლული ჟურნალისტის საქმეზე მოზარდები დააკავეს

დაკავებულები 18 და 19 წლის არიან. 29 წლის ლაირა მაკქი ცეცხლსასროლი იარაღით მაშინ მოკლეს, როდესაც ირლანდიელი კათოლიკე ნაციონალისტები 1916 წელს დუბლინში ბრიტანელების წინააღმდეგ მომხდარ აჯანყებას იხსენებენ.

დეკორაცია სცენის დიზაინის ფესტივალზე

20 აპრილი 2019, 11:18

კულტურა

პრაღაში სცენის დიზაინის ფესტივალზე წარდგენილი დეკორაციის პრეზენტაცია გაიმართა

დეკორაციის პრეზენტაციას რუსთაველის თეატრმა უმასპინძლა. სცენის დეკორაცია ოკუპირებული რეგიონებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თემას მიეძღვნა. საქართველო ფესტივალზე პირველად მონაწილეობს. პროექტის მიზანი ქართული კულტურის განვითარებაა.

20 აპრილი 2019, 10:56

საქართველო

ჭავჭავაძის მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატი სასამართლოს გირაოს სახით 10 ათას ლარს სთავაზობდა, თუმცა, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული აღიარებს, რომ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. თუმცა ადვოკატის განცხადებით, პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიასაც ეკისრება.