imedi /  03 დეკემბერი 2018, 11:25 / სანდო წყარო

მეგის ქარდავას, რომელიც უკრაინაშია დაკავებული, საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა

მეგის ქარდავა

მეგის ქარდავა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომელიც უკრაინაშია დაკავებული, საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა. ამის შესახებ 1tv.ge საქართველოს პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.

ქარდავამ თავშესაფრის მინიჭების თხოვნით  უკრაინის შესაბამის ორგანოებს დაკავებისთანავე მიმართა. შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს არსებითად განიხილავს.

"უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა.

შესაბამისად, ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, რაც გულისხმობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მისი ექსტრადიციის საკითხის განმხილველ ორგანოში წარმოდგენა“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას საქართველოში მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვს. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

15 დეკემბერი 2018, 20:18

საქართველო

უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში ფრენები გადაიდო

უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები გადაიდო. რეისები კიევისა და სტამბოლის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო. მგზავრებმა რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა რეისები ვერ შესრულდა და ამ წუთებში ისინი თვითფრინევებიდან ჩამოჰყავთ.

ჩესტერის ზოოპარკი

15 დეკემბერი 2018, 20:05

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს ზოოპარკში ხანძარი გაჩნდა

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. შემთხვევის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციამ twitter-ზე დაწერა. ზოოპარკიდან დამთვალიერებლები გაიყვანეს, გავრცელებული ცნობით ხანძრის დროს არავინ დაზარალებულა. მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ ცხოველების გადასარჩენად.

15 დეკემბერი 2018, 19:53

საქართველო

ირაკლი კობახიძე ლიეტუვის სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის სპიკერს, ვიქტორას პრანკიეტის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მხარეებმა ასევე მზადყოფნა გამოხატეს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

15 დეკემბერი 2018, 19:46

მსოფლიო

საქართველოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ჩამოვიდა

ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.

15 დეკემბერი 2018, 19:32

მსოფლიო

პოროშენკომ უკრაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნების შესახებ განაცხადა

კიევში გამართულ გაერთიანებულ კრებაზე, უკაინის ახალი მართლმადიდებელი ეკლესიის დაუძნების შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. ახალი ეკლესიის წინამძღოლად კიევის პატრიარქის მონაცვლე, ეპიფანე აირჩიეს.

პაოლო სკარონი

15 დეკემბერი 2018, 19:26

სპორტი

კლუბ „მილანის“ პრეზიდენტს მანქანიდან 10 000 ევრო მოპარეს

ქურდმა მანქანა გატეხა და ჩანთა მოიპარა, რომელშიც 10 000 ევრო იდო. პაოლო სკარონი დამნაშავეს მანქანით დაედევნა, თუმცა მას გზის გაგრძელების საშუალება სავარაუდოდ ქურდის თანამზრახველმა არ მისცა.

15 დეკემბერი 2018, 19:13

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტით მოძრაობა ისევ აიკრძალა

ქარბუქისა და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

არქიტექტორი

15 დეკემბერი 2018, 18:56

კულტურა

თბილისში საერთაშორისო არქიტექტურული ფესტივალი ჩატარდა

არქიტექტურის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, პრემია 2018-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ნამუშევრების ატვირთვა ორი თვე მიმდინარეობდა. სულ წარდგენილი იყო 153 ქართველი და უცხოელი არქიტექტორის 168 ნამუშევარი. პრიზები 10 ნომინაციაში გაიცა.

15 დეკემბერი 2018, 18:51

მსოფლიო

ნეპალში მგზავრებით სავსე ავტობუსი ხრამში გადავარდა, არის მსხვერპლი

ინციდენტი 14 დეკემბერს საღამოს მოხდა. ადგილობრივები თანასოფლელის დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში 400 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ამ დრომდე მაშველებს არ დაუდგენიათ სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტობუსში.

ალმასი

15 დეკემბერი 2018, 18:39

ტექნოლოგიები

ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ალმასი კანადაში აღმოაჩინეს

სამთო კომპანია Dominion Diamond Mines-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კანადაში, დაიავიკის ველზე 552-კარატიანი ალმასი აღმოაჩინეს. ძვირფასი ქვის ზომებია 33.74 მილიმეტრი 54.56 მილიმეტრზე. კომპანიაში განმარტავენ, რომ ალმასი ჯერ არაა შეფასებული.

15 დეკემბერი 2018, 18:37

საქართველო

ჟურნალისტური ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-მა კალაძის ნათქვამი განზრახ დაამახინჯა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა თამარ ბაღაშვილმა და დიანა ჯოჯუამ ქარტიის 2 პრინციპი დაარღვიეს: პირველი, რომელიც ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს ჟურნალისტს და მეთერთმეტე, რომლის თანახმადაც, უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად მიიჩნევა ფაქტის განზრახ დამახინჯება.

სუ-27

15 დეკემბერი 2018, 18:15

მსოფლიო

უკრაინაში ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნისას პილოტი დაიღუპა

უკრაინაში ჟიტომირის რეგიონში დაშვების დროს გამანადგურებელი სუ-27 ჩამოვარდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, პილოტი დაიღუპა.

15 დეკემბერი 2018, 18:14

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა გმირთა მემორიალს პატივი მიაგო

საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მთაწმინდაზე, მამა დავითის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა, სადაც ლოცვას დაესწრო.

15 დეკემბერი 2018, 18:11

საქართველო

საქართველოში მოლდოვას ვიცეპრემიერი ჩამოვიდა

„კრისტინა ლესნიკი მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. კრისტინა ლესნიკი ასევე მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ ელჩების კონფერენციაში, სადაც სიტყვით გამოვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხებისადმი მიძღვნილ სამუშაო სესიაზე“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს

15 დეკემბერი 2018, 17:51

ძალოვნები

შსს აჭარაში ტრანსგენდერი ქალის ცემის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ღამის საათებში, ჭავჭავაძისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე, გ.ჩ-მ, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტრანსგენდერ ქალს, ა.მ-ს. გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილი

15 დეკემბერი 2018, 17:48

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სია ცნობილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მოწვეული უცხოელი სტუმრების სიას ასაჯაროვებს. სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ თქვა, რომ მოწვეულ სტუმრებს შორის არიან ევროპისა და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები.

წიგნი

15 დეკემბერი 2018, 17:46

კულტურა

დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის გერმანელ მთარგმნელს სპეციალური ჯილდო გადაეცა

ღონისძიების ფარგლებში, პირველად უჩვენეს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კვირეულის ქართული პროგრამის ამსახველი ვიდეოფილმი. დავით კლდიაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ცნობილ მთარგმნელს რახელ გრაცფილდს კლდიაშვილის სახლ-მუზეუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

15 დეკემბერი 2018, 17:43

ტაბლოიდი

ბერლინში ღამის კლუბები უსახლკაროებს შეიფარებენ

ბერლინში ქალაქის ღამის კლუბებმა გადაწყვიტეს, სუსხიან დღეებში უსახლკარო ადამიანებს დაეხმარონ. Electronic Beats-ის ინფორმაციით, ორი კლუბი უკვე გამოთქვამს მზადყოფნას, კვირაში ორჯერ საცეკვაო მოედნები თავშესაფრად აქციონ.

ელექტრომობილი

15 დეკემბერი 2018, 17:19

ტექნოლოგიები

ელექტრომობილების დატენვა 15 წუთში იქნება შესაძლებელი

ახალი თაობის ელექტრობილების დატენვა რეკორდულად მცირე დროში, - 15 წუთში იქნება შესაძლებელი. რამდენიმე კომპანია, მათ შორის გერმანული BMW, Porsche და Siemens-ი გეგმავს, აწარმოონ ელექტრომობილები, რომელიც მძღოლებს რაც შეიძლება მცირე დროს დააკარგვინებს მის დატენვაში.

15 დეკემბერი 2018, 17:18

საქართველო

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად თბილისში ლიეტუვის სეიმის სპიკერი ჩამოვიდა

საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია. საგარეი საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლიეტუველ სტუმარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი დახვდა, რა დროსაც გაიმართა მათი ხანმოკლე საუბარი.