imedi /  04 დეკემბერი 2018, 16:09 / სანდო წყარო

სპეცოპერაციის დროს დაკავებულ შვიდივე პირს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას, დაცვის მხარე კი უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა.

2 დეკემბერს თბილისში ბატალიონ „დონბასის“ წევრები დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეექვსე ნაწილებით წარუდგინეს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

14 დეკემბერი 2018, 19:17

მსოფლიო

მოსკოვი კოსოვოში არმიის შექმნას ეხმაურება

„კოსოვოს პრემიერმა შეერთებული შტატების მხარდაჭერით რეგიონში კრიზისის გამწვავებისკენ აიღო გეზი, ბელგრადსა და პრიშტინას შორის ევროკავშირის შუამავლობა კი ჩაიშალა. ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციის უხეში დარღვევაა“.

14 დეკემბერი 2018, 19:05

ტაბლოიდი

ინდონეზიაში ჭექა-ქუხილის დროს ტელეფონზე თამაშმა გოგო იმსხვერპლა

ჭექა-ქუხილის დროს 6 წლის გოგო დასატენად შეერთებული ტელეფონით თამაშობდა, რა დროსაც მას მეხმა დაატყა. უბედური გავრცელებული ცნობით, სახლს მეხი დაეცა, დედამ ტელეფონის დამტენი დენის წყაროდან გამორთო, თუმცა შვილის გადარჩენა ვერ შეძლო.

ტყიბულის შახტი

14 დეკემბერი 2018, 19:01

ძალოვნები

ტყიბულის შახტში აფეთქების საქმეზე დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ტყიბულში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და კომპანია „საქნახშირის" თანამშრომლები ხუთი ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ზვიად გამსახურდია

14 დეკემბერი 2018, 18:58

საქართველო

ზვიად გამსახურდიას შვილები მამის მკვლელობის გამოძიების მოთხოვნით შიმშილობას იწყებენ

„ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი,"- წერს გამსახურდია.

14 დეკემბერი 2018, 18:50

კულტურა

კინოცენტრმა ფილმების წარმოების დასაფინანსებლად კონკურსი გამოაცხადა

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრმა სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

14 დეკემბერი 2018, 18:37

საქართველო

ევროპის ფონდი: ტექდათვალიერების შედეგად ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას ვერ ვხედავთ

„გვაქვს მაჩვენებლები, რომ აზოტით დაბინძურება გაიზარდა, მტვრის ნაწილაკები იზრდება. მაგალითად, ბათუმში ეს მონაცემი წინა წლებთან შედარებით გაზრდილია. ის ქმედებები, რომლებიც განხორციელდა, ჩვენი აზრით, არასაკმარისია და არ გვაჩვენებს უკეთეს მდგომარეობას",- განაცხადა ვაშაკიძემ.

კლიმატის ცვლილება

14 დეკემბერი 2018, 18:34

საქართველო

საქართველომ გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილების ექსპერტთა სამთავრობათაშორისო საბჭოს მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის მნიშვნელობას და პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნის შესასრულებლად საქართველოს მიერ დაგეგმილი ინიციატივების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

მეგან მარკლი

14 დეკემბერი 2018, 18:27

ტაბლოიდი

მეგან მარკლი სამეფო პროტოკოლის დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს

ორსული ჰერცოგინია არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა Givenchy-ს კაბაში, თუმცა ტაბლოიდებმა მიანც გაუსვეს ხაზი კიდევ ერთ შემთხვევას, როცა მან სამეფო ოჯახის პროტოკოლი დაარღვია. უცნაურია, რომ მედია აქტიურად წერს მეგანის მიერ პროტოკოლის დარღვევის ამ ფაქტზე, როცა ქეით მიდლტონიც გამოჩნდა 2012 წელს მსგავსი ფერის მანიკურით და ამას შემდეგი კადრებიც მოწმობს.

14 დეკემბერი 2018, 18:26

ეკონომიკა

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა

ახალი სისტემა ეროვნული ბანკის სერვერებზე განთავსდება. GSS სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად საბროკერო კომპანიებიც ჩაერთვებიან. სისტემა ინტეგრირებულია როგორც საფონდო ბირჟის ახალ, ასევე ბლუმბერგის სავაჭრო პლატფორმებთან.

სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 18:22

ძალოვნები

დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელი გახდა

ყველა ის პირი, რომელსაც აქამდე კანონი არ აძლევდა შესაძლებლობას დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით პროკურორის დადგენილება გაესაჩივრებინა, ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, შეძლებს სასამართლოსთვის მიმართვას.

მელანია ტრამპი

14 დეკემბერი 2018, 18:21

ტაბლოიდი

მელანია ტრამპმა ბავშვებს ზღაპრები წაუკითხა

48 წლის მელანიამ მცირეწლოვან პაციენტებს საჩუქრებიც გადასცა. ვიზიტისთვის ტრამპმა Tomas Maier-ის მოსაცმელი და თეთრი კაბა მოირგო, რომელსაც Manolo Blahnik-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

მტკიცებულებები

14 დეკემბერი 2018, 18:20

ძალოვნები

ჩხრეკისას ამოღებული მტკიცებულებების დათვალიერებას დაცვის მხარეც შეძლებს

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს წესი ეწინააღმდეგებოდა პირის სამართლიანი სასამართლოს უფლებას. გადაწყვეტილება პირველმა კოლეგიამ გამოაცხადა.

მელანია ტრამპი

14 დეკემბერი 2018, 18:07

ტაბლოიდი

სოციალურ ქსელში მელანია ტრამპს თმის ახალი ფერის გამო დასცინეს

Fox News-ის ეთერში მელანია თმის ახალი ფერით გამოცხადდა. კომენტარები განსხვავებული იყო. ბევრი წერდა, რომ მელანიამ გადაწყვიტა ივანკა ტრამპს დამსგავსებოდა. სხვები ხუმრობდნენ, რომ მელანიას პარიკი ეხურა, ასევე გამოითქვა ვარაუდიც, რომ მელანიას შესაძლოა საღებავები აერია და შემთხვევით თმა მეუღლის საღებავით შეიღება.

სასამართლოს მანდატური

14 დეკემბერი 2018, 18:03

საქართველო

საერთო სასამართლოების მანდატურებს მუშაობის ასაკობრივი ზღვარი მოეხსნათ

სარჩელის ავტორები მანდატურები ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია იყვნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ეს ნორმები იყო დისკრიმინაციული, რადგან მათ 50 წლის შემდეგ სახელმწიფო თანდებობის დაკავების უფლებას უკრძალავდა.

Brexit

14 დეკემბერი 2018, 17:53

მსოფლიო

Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტეს

Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში ვესტმინსტერის ხიდი გადაკეტეს. ყვითელ ჟილეტებში ჩაცმული დემონსტრანტები ავტობუსებსა და ავტომობილებს არ ატარებენ. აქციაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობს.

კირა ნაითლი

14 დეკემბერი 2018, 17:47

კულტურა

კირა ნაითლიმ ბრიტანეთის იმპერიის ორდენი მიიღო

საპატიო ჯილდო მას ხელოვნების დარგსა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. ინფორმაციას სამეფო ოჯახი ავრცელებს. ფოტოებზე მსახიობი პრინც ჩარლზთან ერთად ჩანს. ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა.

14 დეკემბერი 2018, 17:45

ძალოვნები

ქუთაისი-ბაღდათის გზაზე სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მიკროავტობუსი ამობრუნდა, რა დროსაც რვა მგზავრი დაშავდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. გამოძიება 276 მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სატრანსპორტო კომპანია

14 დეკემბერი 2018, 17:41

საქართველო

სადგურის მოედნის ერთ-ერთი ჩასასვლელი დროებით დაიკეტება

სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ პერიოდში დაიკეტება „სადგური მოედანი 3“-ის ჩასასვლელის ერთი მხარე. მგზავრებს საშუალება ექნებათ, ისარგებლონ როგორც მეორე, ასევე მეტროსადგურის ცენტრალური გამოსასვლელით“ - წერია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.

14 დეკემბერი 2018, 17:41

საქართველო

განათლების სამინისტრომ ოქროს და ვერცხლის მედლების სერტიფიკატების ფორმა დაამტკიცა

ოქროსა და ვერცხლის მედლების გაცემა ხდება მესამე საფეხურის (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) თითოეული საგნის წლიური ნიშნის გათვალისწინებით. ოქროსა და ვერცხლის მედლების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება მოსწავლის შეფასება ტრიმესტრების მიხედვით.

სამეფო ოჯახი

14 დეკემბერი 2018, 17:37

ტაბლოიდი

დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა საშობაო ფოტოები გამოაქვეყნა

კენსინგტონის სასახლემ სულ სამი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებშიც პრინცი უილიამო ოჯახით, პრინცი ჰარი ცოლთან ერთად და ასევე პრინცი ჩარლზი და კამილა პარკერი არიან გამოსახულები. სწორედ ამ ფოტოებს გამოიყენებს დედოფალი ელისაბედ II საშობაო ბარათებისთვის, რომელიც მისი სახელით იგზავნება.