imedi /  04 დეკემბერი 2018, 17:11 / სანდო წყარო

ნიკა რურუა გარდაიცვალა

ნიკა რურუა

ნიკა რურუა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა გარდაიცვალა. მისი ცხედარი, ზანდუკელის ქუჩაზე, თავის სახლში ნახეს. 

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, სავარაუდოდ ის გულის შეტევით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარება რურუას დედამ გამოიძახა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.

ნიკა რურუა 50 წლის იყო.

ნიკა რურუა 2001 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილთან. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.

ნიკა რურუა იყო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების იდეის ავტორი, რომელიც 2006 წელს გაიხსნა. 

2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ეს თანამდებობა მას 2012 წლის 25 ოქტომბრამდე ეკავა. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

სასამართლო

14 დეკემბერი 2018, 15:23

ძალოვნები

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი კერძო დაცვითი ორგანიზაციების კონტროლს ვეღარ განახორციელებს

საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო დაცვის დეპარტამენტის მიერ ერთდროულად დაცვისა და მაკონტროლებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად ცნო. განაწყვეტილება მეორე კოლეგიამ გამოაცხადა.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2018, 15:23

საქართველო

გიორგი ვაშაძემ მხარდამჭერებს 16 დეკემბრის აქციის დეტალები გააცნო

გიორგი ვაშაძემ თელავის მერის განცხადება მოსალოდნელ პროვოკაციად შეაფასა და მას კანონდარღვვა უწოდა. ვაშაძე ამბობს, რომ თელავში აქციის ადგილი იქნება უცვლელი და იმედოვნებს, რომ პროვოკაციებს ადგილი არ ექნება არც მმართველი გუნდის მხრიდან.

ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2018, 15:14

საქართველო

ირაკლი კობახიძე ნაცმოძრაობაზე: რასაც ვპირდებით, ვუსრულებთ

ნიკა მელიამ გაყალბებული არჩევნები თავისკენ მოიკითხოს,-ამგვარად ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას განცხადებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და ოპოზიციის პროვოკაციები წარუმატებელი აღმოჩნდება.

ჯილდო

14 დეკემბერი 2018, 15:11

ეკონომიკა

Buying Business Travel-მა საქართველო საქმიანი ტურიზმის საუკეთესო მიმართულებად დაასახელა

Buying Business Travel Awards 2018-ის ყოველწლიურ ცერემონიალზე საქართველო საქმიანი ტურიზმის (MICE) საუკეთესო მიმართულებად დასახელდა. ღონისძიება ჟურნალი Buying Business Travel-ის ორგანიზებით გაიმართა. ნომინაციაში საქართველოსთან ერთად წარდგენილი იყო აზერბაიჯანი.

ნაქერალას უღელტეხილი

14 დეკემბერი 2018, 14:58

საქართველო

ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება სხვა საგზაო შეფერხებებს: ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

დავით უსუფაშვილი, გიორგი მარგველაშვილი და ნინო გვენეტაძე

14 დეკემბერი 2018, 14:56

საქართველო

უსუფაშვილმა მარგველაშვილს „გიორგი უცნაური“ უწოდა

"ვფიქრობ, რომ შეწყალება უფრო იშვიათად უნდა ხდებოდეს, ვიდრე ხდებოდა, ასეთი ამბები არსებობს, მაგრამ თუ ავიღებთ მისი პრეზიდენტობის ხუთ წელიწადს და ამ ხუთი წლის განმავლობაში გავიხსენებთ პრემიერების, პრეზიდენტების, პარლამენტის თავმჯდომარეების და მინისტრების საქმიანობის ეფექტიანობას, მე არ ვთვლი, რომ მარგველაშვილი ვინმეზე ნაკლები ეფექტიანობით მუშაობდა. ის არ იყო ვინმეზე განსაკუთრებით ეფექტიანად მომუშავე, ან ვინმეზე განსაკუთრებით არაეფექტიანად მომუშავე“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პატრული

14 დეკემბერი 2018, 14:37

ძალოვნები

ორკაციან საპატრულო ეკიპაჟთან ერთად, ერთკაციანი ეკიპაჟიც გამოჩნდება

"ამერიკული მოდელის მიხედვით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე გამოწერს მხოლოდ საჯარიმო და ალკოჰოლური თრობის დამადასტურებელი ქვითრებს. ამისთვის კი შემუშავდა საქმის წარმოების ახალი ფორმა. შედეგად, მნიშვნელოვნად განიმუხტება გზებზე მოძრაობა და დაიზოგება ადამიანური რესურსი. სიახლე პირველ ეტაპზე შეეხება მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს,"- წერია განცხადებაში.

ბაღები

14 დეკემბერი 2018, 14:25

საქართველო

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან ორკვირიანი საახალწლო არდადეგები იწყება

დეკემბერში საბავშვო ბაღებში საახალწლო ღონისძიებები იმართება, სადაც ყველა აღსაზრდელი საბავშვო ბაგა ბაღების მართვის სააგენტოსგან საჩუქრად ტკბილეულის ნობათს მიიღებს. ასევე, ყველა ბაღისთვის გამოიყო დაფინანსება თოვლის ბაბუის მომსახურების შესასყიდად. თბილისში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც სკოლამდელ განათლებას 61 000-მდე ბავშვი იღებს.

14 დეკემბერი 2018, 14:24

არჩევნები 2018

ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა

ცესკომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის შედეგები შეაჯამა. შედეგები საზოგადოებას ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო.

14 დეკემბერი 2018, 14:16

ძალოვნები

რას ჰყვებიან ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების თვითმხილველები. ვიდეო

"სისხლდენის ინტენსივობა შედარებით ძლიერი იყო და აიყვანეს საოპერაციოში. მესამე პაციენტს დუნდულის მიდამოში ჰქონდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ისიც საოპერაციოში აიყვანეს. როგორც გაირკვა დიდი დაზიანებები არ არის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ექიმმა ნიკოლოზ დემეტრაძემ.

14 დეკემბერი 2018, 14:15

საქართველო

ირაკლი კობახიძე: გადავდივართ სრულად საპარლამენტო მმართველობაზე

16 დეკემბერი ისტორიული დღეა, ძალაში შედის საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, დოკუმენტის მთავარი მიღწევაა, რომ სრულად გამორიცხავს ავტოკრატიის განმეორებას.

პოლ ბარტონი

14 დეკემბერი 2018, 14:08

ტაბლოიდი

ბრიტანელი პიანისტი სპილოებისთვის კვირაში რამდენჯერმე უკრავს. ვიდეო

მუსიკის როლი სპილოების ცხოვრებაში. ტაილანდში მცხოვრებ 57 წლის ბრიტანელ პიანისტს, პოლ ბარტონს კვირაში რამდენჯერმე ფორტეპიანო ტყეში გააქვს და ოთხფეხა მეგობრებისთვის უკრავს. მისი უახლოესი მეგობარი ხანდაზმული სპილო ლამ დუანია, რომელიც ცხოველთა თავშესაფარში ცხოვრობს.

პოლიცია

14 დეკემბერი 2018, 14:04

ძალოვნები

გლდანში გოგოების მიმართ სავარაუდო მოძალადე ამ დრომდე არ დაუკავებიათ

სავარაუდოდ, 30 წლამდე კაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. „30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი,“- განაცხადა ერთ-ერთმა გოგომ.

ნიკოლა სარკოზი

14 დეკემბერი 2018, 14:00

საქართველო

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ნიკოლა სარკოზი დაესწრება

რიგით მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილი ინაუგურაცია ერეკლე მეორის სასახლის ტერიტორიაზე 16 დეკემბერს , 15:00 საათზე დაიწყება და 40 გაგრძელდება. პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებების შემდეგ პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები ალექსანდრე ჭავჭავაძის მამულში გადაინაცვლებენ. სწორედ იქ, წინანდალში იგეგმება საზეიმო მიღება.

გაზი

14 დეკემბერი 2018, 13:57

საქართველო

საქართველოს მოსახლეობის 68%-ს ბუნებრივ გაზზე ხელი მიუწვდება

საქართველოს მოსახლეობა ცივ ამინდში საცხოვრებლის საერთო ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს ათბობს. უმეტესად თბება მხოლოდ 20 კვ/მ ან ნაკლები. გათბობისათვის მოსახლეობის 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას .

გოდერძი

14 დეკემბერი 2018, 13:51

ეკონომიკა

კურორტი გოდერძი ზამთრის სეზონს ახალი ვიდეორგოლით ხვდება

„როცა მთები გიხმობენ წადი იმ მხარეში, სადაც წელიწადის ნახევარი თოვლიანია“, - ამ სიტყვებით იწყება ვიდეოკლიპი, რომელშიც წარმოჩენილია კურორტის სილამაზე. საიმიჯო კლიპი კურორტის პოპულარიზაციის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოამზადა და უკვე ჩაუშვა სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე. კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება.

14 დეკემბერი 2018, 13:49

ტექნოლოგიები

პარასკევს ღამით დედამიწელები 2018 წლის ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას ნახავენ

ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეტეორის წვიმას „გემინიდას“ დედამიწის მოსახლეობა პარასკევს ღამით დაინახავს. მთელი ჩრდილოეთის ნახევარსფეროში, თუ ამინდი იქნება შესაბამისი, შესაძლებელი იქნება მეტეორიტებზე დაკვირვება, რომლებიც საათში საშუალოდ 120 „ჩამოვარდება“.

ბანკომატი

14 დეკემბერი 2018, 13:41

ეკონომიკა

2018 წლის ნოემბერში ფულადმა გზავნილებმა 133.1 მილიონი დოლარი შეადგინა

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ნოემბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ნოემბერში მთელი ფულადი გზავნილების 93.3 პროცენტი მოდიოდა.

14 დეკემბერი 2018, 13:41

ეკონომიკა

კვლევა: საქართველოს მოსახლეობის თითქმის 40% კომუნალურების გადასახდელად სესხს იღებს

ზამთრის თვეებში ენერგეტიკული გადასახდელები მოსახლეობის დიდ ნაწილს მნიშვნელოვან ტვირთად აწვება. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 22% - ს შემოსავალი 270 ლარზე ნაკლები აქვს, ხოლო 8% - ს 108 ლარზე ნაკლები.

ეროვნული ბანკი

14 დეკემბერი 2018, 13:35

ეკონომიკა

საქართველოში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა ამოქმედდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი სისტემა ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო მონაწილეებს მაღალი სტანდარტების სრულფასოვან მომსახურებას შესთავაზებს. ფასიანი ქაღალდებით ტრანზაქციები უფრო სწრაფი, იაფი, მოსახერხებელი და სრულად დაცული იქნება.