imedi /  06 დეკემბერი 2018, 12:32 / სანდო წყარო

„სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დაკავებულ ნუგზარ ჯანჯღავას პატიმრობა შეეფარდა

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე დაკავებულ ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

პროკურატურის ვერსიით არსებობდა მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე, რის გამოც მოსამართლემ მათი შუამდგომლობა სრულიად დააკმაყოფილა. 

პროკურატურის ვერსიით  თბილისსა და გორში მდებარე აფთიაქებში უკონტროლოდ ხორციელდებოდა ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია. აფთიაქების მფლობელები, მფარველობის სამაცვლოდ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის – გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავას დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

ურეცეპტოდ რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა საერთო ჯამში შეადგინა 4 094 709 ლარი.
დანაშაული 7 დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

4 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯ. დააკავეს.

სუსის ცნობით, აფთიაქების დირექტორები და ფაქტობრივი მფლობელები მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, უნებართვოდ და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით, შესაბამისი რეცეპტის გარეშე ყიდდნენ ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, რითაც დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ.

გამოძიების მიხედვით, აფთიაქების მფლობელები, 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად ფსიქოტროპული მედიკამენტების უნებართვოდ რეალიზაციის მფარველობისთვის, სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ უფროსისთვის - გია თვალავაძისთვის გადასაცემად ნუგზარ ჯანჯღავა დიდი ოდენობით თანხებს უხდიდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ამ საქმეზე პასუხისგებაში მისცეს 21 პირი. ბრალდებულებმა მაქინაციის შედეგად 4 094 709 ლარის უკანონო შემოსავალი მიიღეს.

24 ოქტომბერს სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებული სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი უფროსი გია თვალავაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს. მოსამართლემ პატიმარს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 20 000 ლარის გირაოთი შეუცვალა.

ყველა სიახლე

23 თებერვალი 2019, 23:31

ტაბლოიდი

შაკირამ ვენესუელის მოქალაქეების მხარდასაჭერად ვიდეომიმართვა ჩაწერა

კოლუმბიელი მომღერალი, კომპოზიტორი, ინსტრუმენტალისტი შაკირა, ვენესუელაში შექმნილ სიტუაციას კრიზისულს უწოდებს. ის ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ გახსნას კორიდორი და მოსახლეობამ ჰუმანიტარული დახმარება მიიღოს.

23 თებერვალი 2019, 23:24

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკში კოჭლი დათვის ბელი მიიყვანეს, რომელსაც გარინჩა დაარქვეს

თბილისის ზოოპარკმა დაობლებული დათვის ბელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის გარინჩას პატივსაცემად სახელი დაარქვეს. ზოოპარკში ამბობენ, რომ ბელი ცაგერიდან გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩამოიყვანა.

კიმ ჩენ ინის და დონალდ ტრამპის პირველი შეხვედრა
სინგაპური

23 თებერვალი 2019, 23:03

მსოფლიო

კიმ ჩენ ინი ვიეტნამში დონალდ ტრამპის შესახვედრად მატარებლით გაემგზავრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი 23 თებერვალს დილით ვიეტნამისკენ ბრონირებული მატარებლით გაემართა, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდეს. ამის შესახებ გამოცემა „ტასი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალურად კიმ ჩენ ინის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია დახურულია.

უორენ ბაფეტი

23 თებერვალი 2019, 22:50

ეკონომიკა

უორენ ბაფეტის კომპანიამ ერთ დღეში $4,3 მილიარდი დაკარგა

მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის უორენ ბაფეტის კომპანია Berkshire Hathaway-იმ ერთ დღეში 4,3 მილიარდი დოლარი დაკარგა. მიზეზი ჰოლდინგ Kraft Heinz-ის აქციებზე ფასის ვარდნა გახდა. ამის მიზეზი კი იყო დივიდენდების შემცირება და რეგულატორის მიერ დაწყებული გამოძიება.

23 თებერვალი 2019, 22:11

ტაბლოიდი

„მეფე ლომში“ მუფასას სიკვდილი ძაღლმაც განიცადა😭ვიდეო

არამხოლოდ ადამიანები ტირიან მულტფილმის „მეფე ლომი“ ყველაზე ტრაგიკული სცენის დროს, რომლის დროსაც სიმბა, დაღუპულ მამა მუფასას ნახულობს. როგორც აღმოჩნდა, ამ სცენას არანკლებ მტკივნეულად განიცდიან ძაღლებიც. სევდიანი ძაღლის ვიდეო უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

23 თებერვალი 2019, 21:53

საქართველო

პრეზიდენტმა მაია ცქიტიშვილი დაიცვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წევრ ნატო ჩხეიძის მიერ ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის წევრი დაიცვა.

23 თებერვალი 2019, 21:48

ტექნოლოგიები

YouTube-ი აცრების საწინააღმდეგო ვიდეოებზე რეკლამას არ განათავსებს

YouTube-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აცრების საწინააღმდეგო ვიდეოები ეწინააღმდეგება არხის პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, "საშიში და მავნებლური" შინაარსის ვიდეოების მონეტიზაცია აკრძალულია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 თებერვალი 2019, 21:36

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილს აშშ-ის დიდი სლემის ტურნირმა დაბადების დღე მიულოცა 🎉🎾

ქართველ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის რეიტინგში ოცეულში დაბრუნდა. ATP-ის ქართველი ჩობურთელი მეოცე პოზიციას იკავებს. დღეს ბასილშვილი 27 წლის გახდა. მას დაბადების დღე აშშ-ის დიდი სლემის საჩოგბურთო ტურნირის ოფიციალურ გვერდზე მიულოცეს.

23 თებერვალი 2019, 21:26

კულტურა

ოსკარის 91-ე ცერემონიამდე რამდენიმე საათი რჩება

წითელი ხალიჩა უკვე გაშლილია. კინოაკადემიის ისტორიაში მეორედ ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდება. კომიკოსი კევინ ჰარტი, რომელსაც გეგმის მიხედვით უნდა წაყვანა ცერემონია, ჰომოფობიაში ამხილეს. ამის გამო კომიკოსმა კანდიდატურა თავად მოიხსნა.

23 თებერვალი 2019, 21:12

საქართველო

უზენაესის მოსამართლე შეიძლება არამოსამართლეც გახდეს

უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ უზენაესი მოსამართლეების არჩევის მეთოდებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ ილაპარაკა. მან ისაუბრა იმ კანონებზე და წესებზე, რომლის მიხედვითაც აირჩევენ უზენაეს მოსამართლეებს.

23 თებერვალი 2019, 21:11

ეკონომიკა

ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები უქმდება

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ტყის ახალი კოდექსი გადაუგზავნა. მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი კანონმდებლებმა საგაზაფხულო სესიის განმავლობაში უნდა განიხილონ. ტყის ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2019, 20:58

საქართველო

თალაკვაძე: ოპოზიციას ეკა ბესელიას სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

„ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა არ იშლება და ქართული ოცნება 2020 წლამდე შეინარჩუნებს პარლამენტში უმრავლესობას. დეპუტატების გასვლით, რა თქმა უნდა, აღარ გვაქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა თავიდანვე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ იყო თვითმიზანი, ეს იყო შედეგი და იყო საშუალება რომ განგვეხორციელებინა რეფორმები“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

23 თებერვალი 2019, 20:16

საქართველო

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ხუან გუაიდოს სოლიდარობას უცხადებს

„საქართველო უერთდება საერთაშორისო საზოგადოებას ვენესუელელი ხალხისთვის საერთაშორისო დახმარების მიწოდების კუთხით და სოლიდარობას უცხადებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოსა და ვენესუელელ ხალხს“ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერში“ წერს.

23 თებერვალი 2019, 20:00

საქართველო

სკოლის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება

საქართველოში, სკოლის მოსწავლეებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს დაიწყება. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესი 18 მარტს აღდგება.

23 თებერვალი 2019, 19:39

ეკონომიკა

საპენსიო დანაზოგის ნახევარი სებ-ის ანგარიშზეა და სარგებლის სახით 6,75% ერიცხება

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნულ ბანკში (სებ) გაიხსნა მიმდინარე ნომინალური პროცენტიანი ანგარიში, სადაც საპენსიო დანაზოგის ნახევარია განთავსებული და რეფინანსირების განაკვეთის ფარგლებში იქ არსებულ თანხას 6.75% სარგებლის სახით ერიცხება.

23 თებერვალი 2019, 19:09

საქართველო

ფოფხაძემ, ბესელიამ და გოგიჩაიშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ ოფიციალურად დატოვეს

„გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი აღარ ირიცხებიან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგებში. გედევან ფოფხაძემ პარტიას განცხადებით მიმართა. ეკა ბესელიამ პარტიის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა. პარტიიდან გასვლის შესახებ საჯაროდ განაცხადეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. ისინი პარტიის რიგებში აღარ ირიცხებიან“.

მეცნიერები

23 თებერვალი 2019, 19:07

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა მორფინის შემცვლელს მიაგნეს

ფრანგი მეცნიერების ჯგუფმა ორგანიზმში ბუნებრივად არსებული მოლეკულა ნანომეტრიული ზომის ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გარდაქმნეს. ვირთხებზე ჩატარებული პირველი ცდები იმედისმომცემია, - წერს შვეიცარიული გაზეთი Le Temps-ი.

სტენლი დონენი

23 თებერვალი 2019, 18:58

კულტურა

ამერიკელი რეჟისორი სტენლი დონენი 94 წლისა გარდაიცვალა

დონენის გარდაცვალების შესახებ მიკრობლოგ Twitter-ზე გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ რეჟისორის გარდაცვალების ფაქტი მისმა ერთ-ერთმა შვილმა დაადასტურა. სტენლი დონელმა საპატიო ოსკარის ჯილდო 1997 წელს მიიღო. დონენი 1924 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა.

23 თებერვალი 2019, 18:58

ტაბლოიდი

გიგანტური მგელი ინტერნეტის საყვარელი ცხოველი გახდა 🐺

ამერიკულ თავშესაფარში Shy Wolf Sanctuary ცხოვრობს გიგანტური მგელი სახელად იუკი. მისი ფოტოების გავრცელების შემდეგ ის ფორუმ Reddit-ზე საყვარელ ცხოველად იქცა. იუკის ისტორია საკმაოდ ტრაგიკულად დაიწყო. ლეკვობის პერიოდიდან დაწყებული მას ცუდი პატრონები ჰყავდა, რომლებიც მას მუდმივად ურტყამდნენ. ცხოველი უნდა დაეძინათ, მაგრამ საქმეში Shy Wolf Sanctuary-ის თანამშრომლები ჩაერივნენ.

ტანსაცმლის საკიდების გამოფენა

23 თებერვალი 2019, 18:53

კულტურა

ნიურნბერგის ინდუსტრიული კულტურის მუზეუმში ტანსაცმლის საკიდები გამოიფინება

გერმანიაში, ქალაქ ნიურნბერგში ინდუსტრიული კულტურის მუზეუმში ტანსაცმლის საკიდებს გამოფენენ. ექსპოზიცია მიეძღვნება ტანსაცმლის საკიდების დიზაინის ისტორიას. გამოფენა 2019 წლის 28 აპრილს გაიხსნება. 14 მარტამდე კი ესკიზების შერჩევა მიმდინარეობს.