Imedi /  08 დეკემბერი 2018, 11:55 / დაუდასტურებელი

საქართველოს შეიარაღებული ძალები საფრანგეთიდან საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს

ლევან იზორია

საფრანგეთის პარლამენტში თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონში ნატოს ჩართვის განსაკუთრებულ საჭიროებაზე ილაპარაკა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს

უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ ეროვნულ ასამბლეაში, აუდიენცია ეროვნული თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან ჟაკ ბრიდესთან და სენატში, საგარეო საქმეთა, თავდაცვის და შეიარაღებული ძალების კომიტეტის პრეზიდენტთან კრისტიან კამბონთან. 

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გვექნება მნიშვნელოვანი დიალოგი, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონში ერთობლივად უსაფრთხოება და რა გავაკეთოთ მეტი იმისთვის, რომ ნატოს ჩართულობა იყოს უფრო მაღალი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, - განმარტა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. 

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის რეზიდენციაში, გენერალ შარლ დე გოლის ოთახში, ფრანგულ კომპანიასთან „Thales“ საჰაერო თავდაცვის განვითარების მეორე ეტაპზე მორიგ კონტრაქტს მოეწერა ხელი, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს საჰაერო სივრცის მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემით აღჭურვას გულისხმობს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

საგარეო უწყება

11 დეკემბერი 2018, 11:58

საქართველო

საგარეო უწყება: აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურის დაბლოკვაზე ინფორმაციაა ტყუილია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსის კანდიდატურას ბლოკავს.

ციცინო და ბიძინა ივანიშვილები

11 დეკემბერი 2018, 11:52

საქართველო

ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დედა, ციცინო ივანიშვილი 96 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია Imedinews-ს პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს. ციცინო ივანიშვილი საჩხერეში ცხოვრობდა.

11 დეკემბერი 2018, 11:51

ტაბლოიდი

YouTube Rewind 2018 ყველაზე მეტი „დისლაიქით“ მეორე ადგილზეა

YouTube Rewind 2018 ვებგვერდზე 6 დეკემბერს გამოქვეყნდა და ამჟამად 8 მილიონზე მეტი „დისლაიქი“ აქვს. პირველ ადგილზე ჯასტინ ბიბერის სიმღერა Baby-ს კლიპია, რომელიც 2010 წელს გამოქვეყნდა და ის 9 მილიონ ადამიანს არ მოეწონა.

იუსტიციის სახლი

11 დეკემბერი 2018, 11:47

ძალოვნები

შსს-ში იუსტიციის სახლთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე გამოკითხვაზე დაიბარეს

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, გუშინ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს გამოკითხვაზე დაბარებულები არიან აქციის ერთ-ერთი მონაწილე და ორგანიზატორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, კონსტანტინე მორგოშია და გურამ ფალავანდიშვილი.

დაჯილდოება

11 დეკემბერი 2018, 11:39

ტექნოლოგიები

2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერები დაჯილდოვდნენ

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო, - წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

განათლების სამინისტრო

11 დეკემბერი 2018, 11:35

საქართველო

განათლების სამინისტრო ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების გამო და მის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

თბილისის ბიუჯეტი

11 დეკემბერი 2018, 11:22

ეკონომიკა

კალაძე: თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ბოლო წლების საუკეთესო ფინანსური დოკუმენტია

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი უკვე საკრებულოშია. თბილისის მერი კახა კალაძე პროექტს ბოლო წლების სუკეთესო ფინანსურ დოკუმენტს უწოდებს. დოკუმენტის პირველადი ვარიანტი საკრებულომ შენიშვნებთან ერთად მერიას ნოემბერში გაუგზავნა.

დემნა გვასალია

11 დეკემბერი 2018, 11:19

კულტურა

დემნა გვასალიამ აქსესუარების საუკეთესო დიზაინერის პრიზი მიიღო

ლონდონში 2018 Fashion Awards-ის დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც უამრავი მოდელი და დიზაინერი დაესწრო. ცერემონიაზე წლის საუკეთესო ბრენდად Gucci დაასახელეს, წლის მოდელად კაია გერბერი, ხოლო აქსესუარების დიზაინერის პრიზი დემნა გვასალიას გადაეცა.

ჰეროინი

11 დეკემბერი 2018, 11:17

საქართველო

შსს-მ ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინი ამოიღო

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

სალომე ზურაბიშვილი

11 დეკემბერი 2018, 11:06

საქართველო

ზურაბიშვილის თქმით, მიწასთან დაკავშირებული კანონი სწრაფად უნდა მიიღონ

ახლადარჩეული პრეზიდენტი მიწების უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა ჯგუფის პროტესტს გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიწა არის განსაკუთრებული რესურსი და მასთან დაკავშირებით ორგანული კანონი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა მიიღონ.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2018, 11:01

საქართველო

ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნა

„საქართველოს პარლამენტი კვლავ ღია იქნება ნებისმიერი ინიციატივისათვის, კრიტიკისათვის და აქტიურად ითანამშრომლებს ქართულ და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოებასთან - ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ამგვარ თანამშრომლობას ემყარება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე განაცხადა.

მონაზვნები

11 დეკემბერი 2018, 10:58

ტაბლოიდი

ამერიკელმა მონაზვნებმა აღიარეს, რომ მოპარული ნახევარი მილიონი დოლარი კაზინოში წააგეს

კალიფორნიაში კათოლიკურ სკოლაში მომუშავე ორმა მონაზონმა აღიარა, რომ ლას-ვეგასში სათამაშოდ სკოლიდან 500 000 დოლარი მოიპარა და კაზინოში წააგო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ქალები ეკონომიკაში

11 დეკემბერი 2018, 10:42

ეკონომიკა

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების, წარმომადგენლებმა, ქალთა უფლებების დამცველებმა, მკვლევარებმა, სტუდენტებმა და მეწარმე ქალებმა განიხილეს ის ბარიერები, რასაც ქალები აწყდებიან ეკონომიკურ საქმიანობაში.

11 დეკემბერი 2018, 10:20

მსოფლიო

აშშ-მა რუსეთი ტურისტებისთვის საშიში ქვეყნის სიიდან ამოიღო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, სადაც მოგზაურობას ამერიკელ ტურისტებს არ ურჩევენ. ამის სანაცვლოდ რუსეთი დაასახელეს იმ ქვეყნად, სადაც საჭიროა „განსაკუთრებული სიფრთხილით ყოფნა“.

მთის დღე

11 დეკემბერი 2018, 10:14

საქართველო

საქართველოში მთის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ღონისძიებაზე სიმბოლურად დააჯლდოვებენ მაღალი მთის მაცხოვრებლებს, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ მთიანი რეგიონების განვითარებაში. ასევე, გაიმართება მაღალმთაში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ქსენია სობჩაკი

11 დეკემბერი 2018, 09:56

კულტურა

ქსენია სობჩაკმა LʼOfficiel-ის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა

ქსენია სობჩაკმა ჟურნალ LʼOfficiel-ის რუსული ვერსიის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა. ამის შესახებ ჟურნალისტმა Instagram-ზე დაწერა.„4 წლის განმავლობაში ჩვენს გუნდთან ერთად უამრავი უმაგრესი პროექტი და გარეკანი გავაკეთეთ, თუმცა დადგა დრო წინ წავიდე"- წერს სობჩაკი.

ამინდის პროგნოზი

11 დეკემბერი 2018, 09:43

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

11 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 12-13 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მარია ბუტინა

11 დეკემბერი 2018, 09:31

მსოფლიო

აშშ-ში ჯაშუშობისთვის დაკავებული რუსი მარია ბუტინა მზად არის ბრალი აღიაროს

ბუტინას დაცვის მხარემ და ვაშინგტონის ფედერალურმა პროკურატურამ მოსამართლე ტანე ჩატკენს ერთობლივი შუამდგომლობა გაუგზავნა სასამართლოს რიგგარეშე სხდომის შესახებ, რომელზეც ბუტინა მზად არის დანაშაული აღიაროს. მოსმენა დღეს გაიმართება.

11 დეკემბერი 2018, 09:14

საქართველო

თბილისში საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა

თბილისში საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატი გაიმართა. მონაწილეებს საავტორო კოქტეილის მომზადება ევალებოდათ და გამარჯვებული სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ოქროს მედლით იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი დაჯილდოვდა.

ავარია

11 დეკემბერი 2018, 08:56

ძალოვნები

აღმაშენებლის ხეივანზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი, რომელსაც 32 წლის კაცი მართავდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა. მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.