imedi /  25 დეკემბერი 2018, 17:32 / სანდო წყარო

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზეა

ზუგდიდის სკოლა

ბაჩანა შენგელია

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი გამოკითხვაზე მთავარ პროკურატურაშია. ბაჩანა შენგელია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ის განათლების მინისტრისა და სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

შენგელია მინისტრს და მის წარმომადგენლებს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემოწმება განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურმა წერილის საფუძველზე ნოემბერში დაიწყო. დეკემბრის დასაწყისში კი სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. 

"19 დეკემბერს შევიტანეთ განცხადება საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.დღეს კი, ვაპირებთ მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით. გადავეცით მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს სამართლებრივ დანაშაულს. ვაპირებთ ასევე გავაკეთოთ ზეპირი განმარტებები ამ საქმესთან დაკავშირებით და მოგვიანებით წარვუდგინოთ დამატებითი მტკიცებულებები", - თქვა მთავარ პროკურატურაში შესვლამდე ბაჩანა შენგელიამ.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალაოჯახის მტკიცებით, ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე კი, მათივე მტკიცებით, ქალმა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის აქტივისტობაზე უარი თქვა.

განათლების სამინისტროს თქმით, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე 9-დან 15 ნოემბრის ჩათვლით შემოწმდა. გამოვლინდა ადმინისტრაციული, ფინანსური და სანიტარიულ-ჰიგიენური მძიმე დარღვევები. დასკვნა კი შემდგომი რეაგირებისთვის სკოლის სამეურვეო საბჭოს გაეგზავნა.

ყველა სიახლე

ნიკა გვარამია

21 ივლისი 2019, 21:06

მსოფლიო

ნიკა გვარამია ახალ იარაღს ქმნის

რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ ვიდეომიმართვა პირველად გაავრცელა. ნიკა გვარამიამ ახალი „იარაღის შექმნა“ დააანონსა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენ ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე“.

იულია სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 20:42

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს

ენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, უწყებას საქართველოში სუსლიაკის შემოსვლის აკრძალვაზე მოთხოვნა არ ჰქონია.

21 ივლისი 2019, 20:36

მსოფლიო

კაიროში ფრენების შეჩერების გამო ეგვიპტე British Airways-ს აკრიტიკებს

კაირო შეშფოთებულია ბრიტანეთის ავიახაზების ცალმხრივი გადაწყვეტილებით, რომელიც ეგვიპტეში ერთი კვირით ფრენების შეჩერებას გულისხმობს. იუნის ალ-მასრის თქმით, ხელისუფლებას არანაირი მითითება არ გაუცია ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

თურქმენეთი

21 ივლისი 2019, 19:53

მსოფლიო

მოსკოვში თურქმენეთის საელჩო პრეზიდენტის გარდაცვალებას არ ადასტურებს

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში მდებარე თურქმენეთის საელჩოში ტყუილი უწოდეს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება ТАСС-ი იუწყება.

21 ივლისი 2019, 19:35

მსოფლიო

ექსტრადიციის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში ათასობით ადამიანი ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად ჩინეთის წარმომადგენლობასთან შეიკრიბა. მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ჩინეთის სამეკავშირეო ოფისს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

აბორტი

21 ივლისი 2019, 19:32

მსოფლიო

არკანზასში გაუპატიურებული ქალი აბორტის გაკეთებას მოძალადის უნებართვოდ ვეღარ შეძლებს

კანონი ძალაში იქნება გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების შემთხვევებზეც. თუ ქალი მოძალადეს არ იცნობს, მისი მოძებნა მოუწევს, რათა ნაყოფის სამომავლო ბედზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. თუ კაცი უარს იტყვის, მაშინ ქალი აბორტს ვეღარ გაიკეთებს. ასეთია მარტში მიღებული კანონის შედეგი.

ადამ პიტი

21 ივლისი 2019, 19:16

სპორტი

ბრიტანელმა ადამ პიტმა ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე ბრასით ცურვაში 24 წლის ბრიტანელმა ადამ პიტმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. ის გახდა პირველი მოცურავე, ვინც ამ დისტანციაზე 57 წამიდან გამოსვლა შეძლო. პიტის დრო იყო – 56.88 წამი. ბრიტანელმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 57.10 წამს უდრიდა.

ცხოველები

21 ივლისი 2019, 18:59

ტექნოლოგიები

კვლევა: უყვართ თუ არა ძაღლებს და კატებს მათი პატრონები

ძაღლების ქცევის შესასწავლად არა ერთი კვლევა ჩატარდა, რომლის შედეგადაც მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ძაღლები აქტიურად ეძებენ ადამიანებთან სიახლოვეს, რაც მათ ბიოლოგიურ პროცესებშიც კი აისახება. მაგალითად, როდესაც ადამიანი ძაღლს ეფერება, მისი არტერიული წნევა დაბლა იწევს.

LGBT პრაიდი ვარშავა (არქივი)

21 ივლისი 2019, 18:51

მსოფლიო

პოლონეთში LGBT პრაიდზე თავდამსხმელები დააკავეს

პოლონეთში LGBT პრაიდზე თავდასხმის გამო 20 ადამიანზე მეტი დააკავეს. პრაიდი პოლონეთში ქალაქ ბელოცტოკში ჩატარდა. Bloomberg-ის ცნობით, დაკავებულებიდან 4 დანაშაულის ჩადენაში არის ეჭვმიტანილი. პოლიციის ცნობით, ისინი ემუქრებოდნენ და თავს ესხმოდნენ სამართალდამცველებს.

იულია სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 18:26

ძალოვნები

იულია სუსლიაკს ვახტანგისის გამშვები პუნქტიდან აზერბაიჯანში აბრუნებენ

ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს, რომელიც პატიმრობიდან 19 ივლისს გათავისუფლდა, ქართველი მესაზღვრეები აზერბაიჯანში აბრუნებენ. მას შემოსვლაზე უარი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად უთხრეს.

სირია

21 ივლისი 2019, 18:09

მსოფლიო

Liberation: ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში გუანტანამოს მსგავსი რამ იქმნება

სტატიის ავტორის თქმით, აქ თითქმის 50 ეროვნების წარმომადგენელია, ბანაკი კი თავიდან გათვლილი იყო მხოლოდ 10 ათასამდე ადამიანზე, თუმცა ჯიჰადისტების მიერ უკან დახევის შემდეგ აქ ხალხის რაოდენობა გაიზარდა, მათი საცხოვრებელი პირობები კი განსაკუთრებით დამძიმდა ძლიერი სიცხის დროს.

21 ივლისი 2019, 17:59

მსოფლიო

ექსტრადიციის კანონის მოწინააღმდეგეები ჰონგ-კონგში ჩინეთის წარმომადგენლობასთან შეიკრიბნენ

ჰონგ-კონგში ათასობით ადამიანი ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად შეიკრიბა. აქციის მონაწილეები იმ დოკუმენტის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის თანახმადაც დანაშაულში ეჭვმიტანილის ჩინეთისვის გადაცემა ხდება შესაძლებელი. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ წინა გამოსვლების დროს პოლიციის წარმომადგენელთა ქმედებებს.

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი
თურქმენეთის პრეზიდენტი

21 ივლისი 2019, 17:39

მსოფლიო

გავრცელდა ინფორმაცია თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ, ინფორმაციას რუსული მედია ევრაზიის პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორ ასლან რუბაევზე დაყრდნობით ავრცელებს. მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, მას ბიზნესმენებმა აცნობეს, რომლებიც აშხაბადში საქმიანობენ.

სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 17:27

ძალოვნები

იულია სუსლიაკს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ადვოკატი შეხვდა

სუსლიაკის ადვოკატის ზურაბ თოდუას თქმით, იულია სუსლიაკი აზერბაიჯანის კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, შეხვდა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს და მათგან არანაირი პრობლემა და შეფერხება არ ჰქონია. რაც შეეხება ქართველ მესაზღვრეებს, ადვოკატი ახლა აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან.

გარდაცვალება

21 ივლისი 2019, 17:02

კულტურა

ინდოელი კომიკოსი დუბაიში წარმოდგენის დროს გარდაიცვალა

კომიკოსს 15 წუთის დაწყებული ჰქონდა წარმოდგენა, როცა თავი შეუძლოდ იგრძნო, მას სუნთქვა გაუჭირდა და სკამზე ჩამოჯდა, კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ კი აუდიტორიის წინაშე წაიქცა. მაყურებელმა იფიქრა, რომ ეს კომიკოსის წარმოდგენის ნაწილი იყო. კომიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა.

ნოდარ მელაძე

21 ივლისი 2019, 16:49

საქართველო

ნოდარ მელაძე აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ შეხვედრიან

მელაძის თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილის ინიციატივა გუშინ ინტერვიუს დროს მოისმინა. "არ შევხვედრივარ. არც კურიერის ჟურნალისტები. მისი ინიციატივის შესახებ მოვისმინე ინტერვიუს დროს, რომელიც ჩავწერე გუშინ“, - აცხადებს ნოდარ მელ

ირანი

21 ივლისი 2019, 16:42

მსოფლიო

ირანი ბრიტანული ტანკერის დაკავებას ლონდონის მიმართ საპასუხო ქმედებად აფასებს

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის დაკავებას, ივლისის დასაწყისში გიბრალტარში ირანული ტანკერის "გრეის 1"-ის დაკავებაზე საპასუხო ქმედებას უწოდებენ. ამის შესახებ განცხადება ირანის კონსტიტუციის მცველთა საბჭოს წარმომადგენელმა აბას ალი კადჰოდაიმ გააკეთა.

21 ივლისი 2019, 16:31

თემა

Instagram-ი ლაიქებს აუქმებს! რატომ აახლებს პოპულარული ქსელი ინტერფეისს?

ინსტაგრამი განახლებულ აპლიკაციას ტესტავს, რომელშიც მომხმარებლები ვეღარ დაინახავენ, თუ რამდენ ლაიქს მოაგროვებს ფოტო ან ვიდეო - ეს სტატისტიკა მხოლოდ პოსტის ავტორისთვის იქნება ხელმიწსაწვდომი. დანარჩენმა მომხმარებლებმადა რეკლამის დამკვეთებმაპოსტების პოპულარობის ხარისხი თავად უნდა გამოიცნონ. როგორი იქნება ეს სიახლეს და როგორ აისახება ის იმ მომხარებლებზე, რომლებიც სოცქსელის დახმარებით ფულს გამოიმუშავებენ.

21 ივლისი 2019, 16:20

მსოფლიო

პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 9 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ერთ-ერთ პროვინციაში, საავადმყოფოს შესასვლელთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, მანამდე კი პოლიციის შენობას დაესხა თავს. დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის პოლიციელები არიან. დაიჭრა 30 ადამიანი. პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული თავდამსხმელი პოლიციის შენობასთან მოტოციკლით გამოჩნდა.

ფილმი

21 ივლისი 2019, 16:19

კულტურა

Marvel-ის ახალ ფილმში მაჰერშალა ალი ვამპირებზე მონადირის როლს შეასრულებს

სან-დიეგოში გამართულ საერთაშორისო ფესტივალ Comic-Con-ზე, 20 ივლისს Marvel-მა უახლოეს წლებში რამდენიმე კინოპროექტის შექმნა დააანონსა. უფრო კონკრეტულად კი 2021 წელს გამოვა "შავი ქვრივი", "თორი", "დოქტორი სტრეინჯი" და Marvel-ის სხვა გმირების მონაწილეობით ფილმები.