imedi /  04 იანვარი 2019, 14:16 / სანდო წყარო

საქართველოში 8.5 კილო ჰეროინის შემცველი ნარკოტიკის შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

მამუკა ჭელიძე

მამუკა ჭელიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი "სადახლოს" ტერიტორიაზე ირანის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ო.ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ირანის მოქალაქემ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 8 კილო და 500 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, ასევე, „ბუპრენორფინის“ შემცველი 10 აბი და 1 შეკვრა „მეტამფეტამინი“ ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის I ნაწილით, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ ერთი მოქალაქე მოქალაქეა დაკავებული. სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული მ.კ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღო 13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.ა. ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმის პარკში შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 480 აბი „ექსტაზი“ ამოიღო. დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირი - 1975 წელს დაბადებული მ.რ. დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი - “ბუპრენორფინის” შემცველი 130 აბი “სუბოტექსი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

მეზღვაური

21 იანვარი 2019, 00:47

საქართველო

ლიბიაში გაუჩინარებული მეზღვაურის ოჯახი სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს

დავით რაზმაძის ახლობლებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მეზღვაური დაპატიმრებული იყოს. მეზღვაური ხომალდიდან 7 იანვარს გაუჩინარდა, ოჯახს მომხდარი ერთი კვირის შემდეგ აცნობენ.

ზუგდიდი

21 იანვარი 2019, 00:31

საქართველო

ზუგდიდის მერიამ ქალაქის ნაწილში გარემოვაჭრეების დახლები აიღო

რუსთაველის ქუჩაზე, გულუას ბაღთან მომუშავე გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ გარევაჭრობა მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა და ოჯახები ლუკმა პურის გარეშე რჩებიან. კედიას ქუჩის მცხოვრებლები კი ვაჭრობის აკრძალვით კმაყოფილები არიან.

21 იანვარი 2019, 00:22

კულტურა

დასავლეთში ყველაზე პოპულარული საბჭოთა ფილმები დასახელდა

პორტალ IMDB-ზე დაყრდნობით დასავლეთში რამდენიმე საბჭოთა ფილმი განსაკუთრებით პოპულარულია, მათ შორის ექვსი რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის ეკუთვნის. სიის სათავეში ტარკოვსკის ფილმი „სტალკერი“ მოხვდა.

ვაკის პარკი

21 იანვარი 2019, 00:16

საქართველო

კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შესაჩერებლად მერიის ბერკეტები დაასახელა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, 21 იანვარს ის ინვესტორებს ხვდება, რომლებსაც ვაკის პარკში სასტუმროს აშენება სურთ. "მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერი განცხადებებისა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ ქალაქის ინტერესებიდან გამოვიდეთ".

21 იანვარი 2019, 00:11

საქართველო

საქართველოს პრემიერმინისტრი ლიეტუვას ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვია. მთავრობის მეთაურს ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტში ლიეტუვას რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი დახვდა.

ლევან სურგულაძე

20 იანვარი 2019, 23:55

საქართველო

საპენსიო სააგენტოს დირექტორი: ბაზაში უკვე 10 ათასზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ იმედი LIVE-ის ეთერში რეფორმის სისტემურ მუშაობას ილაპარაკა. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა რაც ამ მომენტში დგას, ეს არის მოსახლეობის ინფორმირებულება.

კახა კალაძე

20 იანვარი 2019, 23:48

ეკონომიკა

კახა კალაძე „ყაზტრანსგაზზე“: ჩემი შემოსავლები არასდროს დამიმალავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ "იმედი LIVE"-ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ უარყო კომპანია "ყაზტრანსგაზის" მიმართ მისი ბიზნესინტერესების შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და სპეკულაციები.

კახა კალაძე

20 იანვარი 2019, 23:24

საქართველო

კალაძე: თუ არსებობს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ კითხვები, მათ პასუხი უნდა გასცენ

კახა კალაძის განცხადებით, სასამართლო სისტემაში კონკრეტული რეფორმები და ნაბიჯები გადაიდგა. მისი თქმით,"დღეს სასამართლო თავისუფალია ისე, როგორც არასდროს, თუმცა გვინდა უფრო უკეთესი".

კახა კალაძე

20 იანვარი 2019, 23:10

საქართველო

კალაძე ნაციონალურ მოძრაობაზე: მათ სხვა ენა არ ესმით

„მე საზოგადოებასთან და ადამიანთან არც ურთიერთობა მეშლება და არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია. რომ გითხრათ რომ ვამაყობ, ნამდვიალდ ეს ასე არ არის, თუმცა ეს არის ადამიანების დაჯგუფება რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედი-LIVE-ის ეთერში.

კახა კალაძე

20 იანვარი 2019, 23:08

საქართველო

კახა კალაძე: ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით ხედვას მალე წარვადგენთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხების მოგვარება.

ყაჩაღობა

20 იანვარი 2019, 22:59

ძალოვნები

ბათუმში ერთ დღეში სამი მაღაზიის დაყაჩაღებისთვის 21 წლის ბიჭი დააკავეს

დაკავებულმა ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან, დანის მუქარით, მოლარეს 900 ლარი გამოსტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით კი მან ქალაქში კიდევ 2 სუპერმარკეტი დააყაჩაღა, საიდანაც 829 ლარი და სიგარეტები გაიტაცა.

20 იანვარი 2019, 22:41

საქართველო

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ხვალ ბრიუსელში გაემგზავრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 21 იანვარს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.

გრიპის ვირუსი

20 იანვარი 2019, 22:34

საქართველო

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 22 იანვარს შემოვა

ამირან გამყრელიძის განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო მწარმოებელი კომპანიისაგან ვაქცინის 7 000 დოზას მიიღებს, მათი უფასოდ მიღება კი მოქალაქეებს 23 იანვრიდან შეეძლებათ. ვაქცინა საქართველოში, 22 იანვარს დღის მეორე ნახევარში შემოვა.

ლონდონი

20 იანვარი 2019, 22:13

მსოფლიო

ლონდონდერიში სასამართლოსთან მანქანის აფეთქების საქმეზე ორი ადამიანი დააკავეს

პოლიციის ცნობით, თავდასხმა შესაძლოა დისიდენტური ჯგუფის "New IRA"-ს მიერ იყოს ორგანიზებული. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელებმა მანქანა პიცის კურიერს იარაღის მუქარით წაართვეს. აფეთქებისას არავინ დაშავებულა.

20 იანვარი 2019, 22:02

საქართველო

ვინ უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლე. ვიდეო

2012 წელს, რეფორმის მორიგ ეტაპზე, ხელისუფლების ღია განაცხადი სასამართლოს პოლიტიკური გავლენებისგან დაცვას და მისი დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნას გულისხმობდა. თუმცა, კანონშემოქმედებით საქმიანობას სხვადასხვა ეტაპზე სასამართლო ხელისუფლების გარკვეული წრის წინაარმდეგობა და პოლიტიკური უთანხმოებაც ახლდა.

ციხე „ტეგელი“

20 იანვარი 2019, 21:53

მსოფლიო

რამდენიმე პატიმრის გაქცევის შემდეგ ბერლინის ციხემ კონტროლი გაამკაცრა

ბერლინის ციხე „ტეგელმა“ სპეცილური თანამედროვე მოწყობილობა მიიღო, რომელიც თავიდან აიცილებს რეზონანსულ გაქცევებს, რომელიც 2018 წელის დასაწყისში მოხდა. საქმე ეხება ადამიანის გულისცემის აღმრიცხველ ტექნოლოიას. ამის შესახებ გამოცემა DW ბერლინის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინდია გოგოჭური

20 იანვარი 2019, 21:51

საქართველო

რა აკავშირებს მინდია გოგოჭურს ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმესთან. ვიდეო

იმედის კვირის" ინფორმაციით, ზურაბ კუჭავა, რომელსაც გამოძიების ცნობით, გიორგი ადუაშვილმა ესროლა, ექსპრეზიდენტის სიძესთან მინდია გოგოჭურსა და მის სამეგობროსთან დაპირისპირებული ჯგუფის წევრია.

ტონი მენდესი

20 იანვარი 2019, 21:49

მსოფლიო

ფილმ „Argo“-ს მთავარი ინსპირაცია, CIA-ს აგენტი ტონი მენდესი გარდაიცვალა

CIA-ში მუშაობის დროს მისი მთავარი საქმიანობა შენიღბვა, დოკუმენტების გაყალბება და სამაშველო ოპერაციები იყო. ის განსაკუთრებით ცნობილი გახდა 1979-81 წლებში არსებული მძევლების კრიზისის პერიოდში.

საპატრიარქო

20 იანვარი 2019, 21:36

საქართველო

რომელი სასულიერო პირები გამოირჩევიან პოლიტიკური განცხადებებით

სასულიერო პირები პოლიტიკურ პროცესებში სულ უფრო ხშირად ერთვებია. სახელწიფო საქმეებში ჩარევის სურვილს მაღალი სასულიერო იერარქიის მქონე პირები პირდაპირ ამბიონიდან გამოთქვამენ. მათ შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

მოწამლვა

20 იანვარი 2019, 21:27

საქართველო

რუსთვავში ბუნებრივი აირის ნამწვით ორი ადამიანი მოიწამლა

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, ასევე სოკარ-ჯორჯია გაზის წარმომადგენლები და პოლიცია.10 წლამდე ბავშვი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.