imedi /  04 იანვარი 2019, 21:17 / სანდო წყარო

ბათუმში სახურავის დაცემის შედეგად ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსიდან სახურავის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ის რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მეორეს კი ოპერაცია უტარდება. 

კლინიკას ასევე მიმართა აჭარის ტელევიზიის ოპერატორმა, რომელმაც ადგილზე მუშაობისას მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ერთ-ერთი დაშავებული ბათუმის მერიის თანამშრომელია, რომელიც ადგილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. 

20 წუთის შუალედში ქარმა შენობას სახურავი ორჯერ გადახადა.

საგანგებო სიტიაციების მართვის სამსახურმა 23 შეტყობინება მიიღო. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს გადახდა სახურავი. მოგლეჯილია ხეები.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 12:34

საქართველო

პრეზიდენტი: სტოლტენბერგთან ჩემი მთავარი გზავნილი ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდებოდა

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ნატოს უაღრესად ღირებულ პარტნიორს წარმოადგენს და ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის. ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და მოუწოდებს რუსეთს გაიყვანოს მისი სამხედროები სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.

ერეკლე ბადურაშვილი

25 მარტი 2019, 12:25

კულტურა

რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა

ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე "ხიდი" მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის კოპროდუქციაა. ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის იყო. ეროვნული კინოცენტრი რეჟისორის ახლობლებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

თამარ ჩუგოშვილი

25 მარტი 2019, 12:21

საქართველო

ჩუგოშვილი: პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრება 100 დღეში 35%-ით გაიზარდა

პარლამენტი ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღის შემაჯამებელ შედეგებს წარადგენს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის ვიცესპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რეგლამენტის ამუშავებიდან 100 დღის შემდეგ პარლამენტის სხდომებზე დეპუტატების დასწრების მაჩვენებელი 35%-ით გაიზარდა.

25 მარტი 2019, 11:57

ტაბლოიდი

მოსწავლეებმა ქართული ფულის თემაზე კონკურსში 100-ლარიანის ნიმუშები შექმნეს. ფოტოკოლაჟი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქართული ფულის თემაზე გამოცხადებული შემოქმედებითი ღია კონკურსიც "საქართველოს ეროვნული ბანკი 100" სწორედ ამ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. კომპეტენტურმა ჟიურიმ 20 გამარჯვებული მოსწავლე გამოავლინა.

ვლადიმერ პუტინი
დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 11:52

მსოფლიო

რას ამბობენ აშშ-ში გამოძიების შედეგების შესახებ, რომელმაც ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ დაამტკიცა

ორწლიანი გამოძიების შედეგებმა, ამერიკის შეერთებული შტატები ორად გაჰყო, - სპეცპროკურორმა რობერტ მიულერმა დონალდ ტრამპის და კრემლის კავშირი ვერ აღმოაჩინა. თეთრი სახლი და „რესპუბლიკური“ პარტია ტრამპის აბსოლუტურ გამარჯვებას ზეიმობს, ხოლო „დემოკრატებს“ მიაჩნიათ, რომ გამოძიების დასკვნები ნაჩქარევია და პრეზიდენტი იმპიჩმენტის იდეაზე უარს არ ამბობენ.

25 მარტი 2019, 11:38

ტექნოლოგიები

მეცნიერები: თითოეული ჩვენგანი ცოტათი დელფინია

მკვლევრების თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თვალების დახუჭვის და ენის წკლაპუნის შემდეგ შეუძლიათ მიხვდნენ, ამოძრავდება თუ არა ნივთი, რომელიც მათგან ერთი მეტრის დაშორებითაა. მაგრამ ვის დასჭირდება ეს და ადვილია თუ არა ამის სწავლა?!

ქართული ოცნება

25 მარტი 2019, 11:27

საქართველო

„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებში კანდიდატები წარადგინა

ზუგდიდში მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია იქნება, მარნეულში ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხულოში - ვახტანგ ბერიძე. რაც შეეხება თბილისის მთაწმინდის ოლქს, აქ კენჭს "ქართული ოცნებიდან" ლადო კახაძე იყრის.

იენს სტოლტენბერგი მამუკა ბახტაძე

25 მარტი 2019, 11:20

საქართველო

ნატოს გენმდივნისა და პრემიერის პრესკონფერენციის მთავარი გზავნილები

სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, რომ გაითხოვოს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ, ასევე, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

სოციალური მუშაკი

25 მარტი 2019, 11:05

საქართველო

ბათუმში გაფიცული სოცმუშაკი ამბობს, რომ მას სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან

სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. გაფიცულები საპროტესტო აქციას თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. აქციას რეგიონების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

მშენებლობა

25 მარტი 2019, 10:52

საქართველო

წეროვანში სამხედროებისთვის პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება

წეროვანში ქართველი და უკრაინელი სამხედროებისთვის უახლესი ტექნოლოგიის სამედიცინო და პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება. სამხედროების ჯანმრთელობაზე უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო სამედიცინო ცენტრი იზრუნებს.

საქართველოს პასპორტი

25 მარტი 2019, 10:50

საქართველო

როგორ შეუძლიათ ემიგრანტებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება

საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ასევე, ცნობილია რა შესაძლებლობა აქვს მას, ვინც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქის სტატუსი.

მოქალაქეობის მიღება

25 მარტი 2019, 10:48

საქართველო

რა ღირს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ქვეყნიდან წასული პირებისთვის

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის მოქალაქე განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისი განაცხადის ფორმა ივსება და ბარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში.

მაიკ ტაისონი

25 მარტი 2019, 10:46

სპორტი

ტაისონი მაკგრეგორს ნაკლებ ლაპარაკს და მეტ ჩხუბს ურჩევს

კრივში მსოფლიო ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა შერეული ორთაბრძოლის სპორტსმენ კონორ მაკგრეგორს რჩევა მისცა. ტაისონის თქმით, მაკგრეგორისთვის უმჯობესია ნაკლები ლაპარაკი და მეტი ჩხუბი. მისი აზრით, მაკგრეგორს სპორტზე ფოკუსირება აკლია და ის მთლიანად გადართულია ბიზნესზე. „კომპანიის ფლობა სულ სხვა საქმიანობაა“, - განაცხადა ექსმოკრივემ.

ბავშვები

25 მარტი 2019, 10:35

საქართველო

ცნობილია, ვისთვის დაიწყო დღეს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მიმართვის ფორმას შეავსებს, რომელიც სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობლის თანხმობით, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და მის საგანმანათლებლო საჭიროებას დაადგენს.

25 მარტი 2019, 10:24

კულტურა

Marvel-ის სერიალების სუპერგმირების კოსტიუმები აუქციონზე იყიდება

Marvel-ი სერიალის გმირების კოსტიუმებს, რეკვიზიტებსა და დეკორაციებს აუქციონის სახლ Prop Store-ში გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია Marvel-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ცნობილია, რომ აუქციონზე სულ 750 ლოტი იქნება წარმოდგენილი.

ანა დოლიძე

25 მარტი 2019, 10:19

საქართველო

ანა დოლიძე მთაწმინდაზე მაჟორიტარად კენჭის აღარ იყრის

"გადავწყვიტე რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო ნაციონალური მოძრაობა-ქართული ოცნების ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ, რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისთვის", - წერს დოლიძე.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 10:16

საქართველო

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის უნიკალური პარტნიორია

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და სტოლტენბერგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ ნატო საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს და გვერდში უდგას. მან სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე

25 მარტი 2019, 10:11

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას ივანიშვილიც ესწრება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც. ამავე ცნობით, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ გაიმართება ბრიფინგი.

წმინდა სოფიას ტაძარი სტამბულში

25 მარტი 2019, 10:11

კულტურა

აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს

"გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, - აღნიშნა ერდოღანმა. წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე დიდხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში.

სახლი

25 მარტი 2019, 09:57

ტაბლოიდი

ემა სტოუნის სახლი $3.89 მილიონად იყიდება

ემამ სახლი 2012 წელს 2.5 მილიონ დოლარად, ოსკაროსანი რეჟისორის, კრის ბაგსტერისგან შეიძინა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა მან ამ საყვარელი სახლის გაყიდვა და სად იცხოვრებს მსახიობი მომავალში.