imedi /  05 იანვარი 2019, 10:52 / სანდო წყარო

აბაშაში ორი პოლიციელის დაჭრის გამო ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, აბაშის რაიონული სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი, 1987 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს. დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ც.-მ 2018 წლის 6 დეკემბერს, გვიან ღამით, აბაშის რაიონის სოფელ გეზათში, აგრესია გამოხატა აბაშის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების - შალვა მიმინოშვილის და ბაკურ ჭკადუას მიმართ, რომლებიც იმ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდნენ. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული არ დაემორჩილა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას დაეცვა წესრიგი და ორივე მათგანს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული პოლიციელები სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ. გ.ც.-ზე კი ძებნა გამოცხადდა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმისთვის ძებნილი გ.ც. წალკის რაიონის სოფელ ტბეთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

სასამართლომ დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას გულისხმობს.

ყველა სიახლე

ჰაკერები

22 მარტი 2019, 17:52

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთმა ისრაელელი ჰაკერები ოპონენტების თვალთვალისთვის დაიქირავა

ერთ-ერთი ასეთი კომპანია ისრაელური NSO Group-ია, რომელიც გაზეთის ცნობით, საუდის არაბეთის დაკვეთით, იმ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს უთვალთვალებდა, რომლებიც ერ-რიადის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებებით გამოდიან.

22 მარტი 2019, 17:45

საქართველო

პრემიერმინისტრის გამოსვლა პარლამენტში. მთავარი

"იმის მაგივრად, რომ არგუმენტებზე დაყრდნობით კრიტიკა მოვისმინოთ, დავინახეთ ის, რაც დავინახეთ. ყველაზე ნაკლებად მინდა დავინახო, ქვეყანა ცხოვრობდეს წარსულზე ორიენტირებული დღის წესრიგით, მაგრამ თქვენ თქვენივე პოზიციით ცდილობთ, პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში წარსულზე ორიენტირებული და ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში.

22 მარტი 2019, 17:38

ტაბლოიდი

მაშველებმა კატა გადაარჩინეს

რუსთავში მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელი სახლის საკვამურში ჩავარდნილი კატა უვნებლად ამოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე მუშაობდა 1 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ავარია განაში

22 მარტი 2019, 17:37

მსოფლიო

განაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ აფრიკაში, განას რესპუბლიკაში ორი ავტობუსის შეჯახების შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ავტოკატასტროფა ქვეყნის ცენტრალურ ტრასაზე ტამალე-კინტამპოს ტერიტორიაზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლს საჭესთან ჩაეძინა და ავარიის მიზეზიც ეს გახდა.

გაეროს შენობა ჟენევაში

22 მარტი 2019, 17:26

საქართველო

გაეროში ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები დაგმეს

სხდომაზე ქართულმა მხარემ წარადგინა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“. საკუთარ გამოსვლებში დიდი ბრიტანეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, ბულგარეთის, რუმინეთის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას.

ნათია თურნავა

22 მარტი 2019, 17:23

ეკონომიკა

„ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვა გადაიდო

მოსახლეობასა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მშენებლობა მდინარეების - ხელედულასა და დევაშის ხეობებშია დაგეგმილი. მოსახლეობის თქმით, ჰიდროელექტროსადგურისთვის კომპანია გვირაბების მოწყობას გეგმავს, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს.

დისნეი

22 მარტი 2019, 17:12

ეკონომიკა

Disney-ს Fox 2000-ის დახურვა სურს

ეს პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც Disney-მ 71.3 მილიარდ დოლარად 21st Century Fox-ის ყიდვის შემდეგ მიიღო. ახლა Disney ცდილობს რაც შეიძლება მალე დაასრულოს Fox 20000-ის მიმდინარე პროექტები. არსებული ინფორმაციით, დედლაინი 2019 წლის სექტემბერია.

22 მარტი 2019, 17:12

ტექნოლოგიები

NASA-ს ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ

NASA-ს ასტრონავტები, ენ მაკლეინი და ნიკ ჰეიგი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტიდან ღია კოსმოსში გავიდნენ. ტრანსლაცია NASA-ს ვებგვერდზე მიმდინარეობს. ასტრონავტები ღია კოსმოსში 6 საათის და 30 წუთის განმავლობაში დარჩებიან.

ლუდი

22 მარტი 2019, 16:54

ტაბლოიდი

ლუდით სავსე მაცივარი ხანძარსაც გადაურჩა და წყალდიდობასაც

ნებრასკის მცხოვრებლები კაილ სიმპსონი და ჰეილენდ შტაუფერი მდინარე პლატის ადიდების შემდეგ დანაგვიანებულ არემარეს ასუფთავებდნენ. როდესაც საქმეს მორჩნენ, თავიანთი ავტომობილისკენ მიმავლებმა გზად ჭუჭყიანი მაცივარი იპოვეს, რომელიც ლუდის ქილებით იყო სავსე.

ალინა ზაგიტოვა

22 მარტი 2019, 16:50

სპორტი

ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონი რუსი ალინა ზიგიტოვა გახდა

რუსი სპორტსმენი ალინა ზიგიტოვა იაპონიაში, ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ადგილზე გავიდა. მოკლე და საჩვენებელი პროგრამის შედეგებით, ზიგიტოვამ 237,50 ქულა დააგროვა. საგულისხმოა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სამეულში ვერც ერთი რუსი სპორტსმენი ვერ მოხვდა.

ასპირინი

22 მარტი 2019, 16:38

ტექნოლოგიები

სპეციალისტებმა დაადგინეს იცავს თუ არა ასპირინი ადამიანს გულის შეტევისგან

აშშ-ის გულის ასოციაციისა და აშშ-ის კარდილოგიის კოლეჯის უახლეს რეკომენდაციაში წერია, რომ ასპირინის ყოველდღიური მოხმარება გულისთვის მავნებელია და უფრო მეტი ზიანის მოტანა შეუძლია, ვიდრე სიკეთის. „ლაპარაკია ჯანმრთელ ადამიანებზე, რომლებსაც გულის დაავადებები არ ჰქონიათ“, - აცხადებენ მეცნიერები.

22 მარტი 2019, 16:29

ეკონომიკა

ჩინეთში ღვინის გამოფენაზე ქართულმა კომპანიებმა ახალი ინვესტორები იპოვეს

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა, ჩინეთის ბაზარზე ახალი ინვესტორები იპოვეს. 21-23 მარტს ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ღვინისა და საკვების საერთაშორისო გამოფენა „The 100th China Food & Drinks Fair“ იმართება, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს.

Grand Tour

22 მარტი 2019, 16:01

კულტურა

გადაცემა Grand Tour-ის საქართველოს ეპიზოდის ტრეილერი გამოქვეყნდა

გადაცემა The Grand Tour-ის ლეგენდარული წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი, მესამე სეზონის მე-11 სერიაში საქართველოსა და აზერბაიჯანში იმოგზაურებენ. მათი მიზანი? ისინი შეეცდებიან იპოვონ საუკეთესო ავტომობილი იმათთვის, ვინც საქართველოში ცხოვრობს.

ემილია კლარკი

22 მარტი 2019, 15:59

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ გადაღებების დროს ემილია კლარკმა ტვინის სამი ოპერაცია გადაიტანა

ბრიტანელმა მსახიობმა ემილია კლარკმა, რომელმაც მსოფლიოს თავი სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ დრაკონების დედოფლის როლით გააცნო, გამოცემა The New Yorker-ს უამბო, რომ გადაღებების დროს გადაიტანა ინსულტი და სამი ოპერაცია ტვინზე.

 ნარგიზ ქათამაძე

22 მარტი 2019, 15:55

საქართველო

ბათუმში 29 წლის გოგო გარდაიცვალა. ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გარდაცვლილის დედის ნარგიზ ქათამაძის ინფორმაციით, მუცლის არეში ტკივილებით თავდაპირველად რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა მალევე სახლში გაწერეს. მეორე დღეს კი მდგომარეობა გამწვავდა და კლინიკა "მედცენტრში" შეიყვანეს, სადაც პაციენტი მალევე გარდაიცვალა.

მიხეილ ბატიაშვილი

22 მარტი 2019, 15:54

საქართველო

ბატიაშვილი: გთავაზობთ არა გამოცდების მოხსნას, არამედ სასკოლო შეფასებების რეფორმირებას

"ბოლო კლასებში მთავარი აქცენტი გადავიდა გამოცდის ჩაბარებისთვის მზადებაზე და არა სასწავლო პროცესზე, რამაც დაასუსტა სკოლა, როგორც ინსტიტუცია და რეალურად, სკოლამ ვეღარ შეძლო მისი მთავარი ფუნქციის - გამართული სასწავლო პროცესის წარმართვა ისე, როგორც ეს ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

Huawei P30

22 მარტი 2019, 15:54

ტექნოლოგიები

ინტერნეტში Huawei-ს ახალი სმარტფონის ფოტოები გავრცელდა

ირკვევა, რომ ორივე სმარტფონს სამი კამერა აქვს. ახალი ფლაგმანი P20 და P20 Pro-სთან ზომით შედარებით პატარაა. P30 და P30 Pro-ში თითის ანაბეჭდის სენსორი ვიზუალურად აღარ შეიმჩნევა. არ არის გამორიცხული Huawei-ს ახალ მოდელში Samsung Galaxy S10-ის მსგავსად თითის ანაბეჭდი ეკრანში იყოს ინტეგრირებული.

სანდრა რულოვსი

22 მარტი 2019, 15:37

საქართველო

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს

გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებს. მისი განმარტებით, რულოვსს თავად სურდა ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი.

გიორგი გახარია

22 მარტი 2019, 15:32

საქართველო

გახარია: შსს პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს რაც ქუჩებში ხდება

"საქართველოს პოლიცია და შს სამინისტრო პრინციპულად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ხდება ჩვენს ქუჩებში, ასევე დანაშაულის მიმართულებით, თუმცა ვაღიარებთ, რომ ისეთ დანაშაულთან მიმართებით, როგორებიცაა ქურდობა, ოჯახური დანაშაული და ა.შ. გვაქვს გარკვეული ზრდა და საზოგადოებასთან ერთად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ჯვრის მონასტერი

22 მარტი 2019, 15:14

კულტურა

ოკუპირებული აფხაზეთის ტელევიზიამ საქართველოს შესახებ ვიდეო შემთხვევით აჩვენა

ვიდეომასალაში, ქართული სიმღერის ფონზე ჩანს სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და ზამთრის კურორტი გუდაური. ვიდეორგოლში ისმის ადგილობრივი მცხოვრების მოწოდებაც, რომელიც ტურისტებს გუდაურში ეპატიჟება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სატელევიზიო სივრცეში ვიდეო ტელევიზიის თანამშრომლების შეცდომის შედეგად შემთხვევით მოხვდა.