imedi /  07 იანვარი 2019, 09:13 / სანდო წყარო

ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ქრისტეშობის დღესასწაული აღნიშნეს.  ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საშობაო ლიტურგია ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა იოსებ ესაკიამ ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

ღვთისმსახურებას ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ.

ყველა სიახლე

26 ივნისი 2019, 16:39

ეკონომიკა

ბიტკოინის ღირებულებამ $12 900 გადააჭარბა

ერთ დღეში ბიტკოინის ღირებულება 14%-ით გაიზარდა და დღევანდელ ვაჭრობაზე $12 900 გადააჭარბა. Bloomberg-ის მონაცემებით, ერთ კვირაში კრიპტოვალუტა 30%-ით გაძვირდა. ხოლო 2018 წლის დეკამბრის შემდეგ ზრდამ 200% შეადგინა. გამოცემის ცნობით, ინვესტორების ინტერესი კრიპტოვალუტის მიმართ მზარდია.

26 ივნისი 2019, 16:38

ძალოვნები

მესტიაში ბავშვს იარაღი გაუვარდა, რასაც მამამისი ემსხვერპლა

მესტიაში ბავშვს იარაღი გაუვარდა, რასაც მამისი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 12 წლის გოგონა სავარაუდოდ იარაღით თამაშობდა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ლეონიდ სლუცკი

26 ივნისი 2019, 16:35

მსოფლიო

ლეონიდ სლუცკი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცესპიკერად არ აირჩიეს

დღესვე გაიმართება მეორე კენჭისყრა, რომელშიც საკმარისი იქნება მხოლოდ უბრალო უმრავლესობაც. მაგრამ იმ პირობით, თუ კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს ასამბლეის დელეგატების სულ ცოტა ნახევარი. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავმჯდომარეს ირჩევს.

ქუთაისის საკრებულო

26 ივნისი 2019, 16:26

საქართველო

ნანა კოსტავას წინააღმდეგ ქუთაისის საკრებულოში პლაკატი გაშალეს

ქუთაისში კამპანია #ნანაწადი კამპანია გრძელდება. ორგანიზატორები ქუთაისის საკრებულოს სხდომას დაესწრნენ და რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვის უფლებით ისარგებლეს. ამჯერად მათ ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან დეპუტატს მოუწოდეს, რომ დატოვოს საკრებულოს მანდატი.

სიცხე ევროპაში

26 ივნისი 2019, 16:21

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ევროპაში რეკორდულმა სიცხემ შეიძლება ათასობით ადამიანი იმსხვერპლოს

ევროპელი მეცნიერები და მეტეოროლოგები ევროპაში ანომალიურ სიცხეს პროგნოზირებენ, რამაც შეიძლება ათასობით ადამიანი იმსხვერპლოს. ჰაერის ტემპერტურა განსაკუთრებით ევროპის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში აიწევს. პროგნოზების თანახმად, მადრიდში ტემპერატურა +40,6 გრადუსამდე გაიზრდება, საფრანგეთში კი +45-ს მიაღწევს.

მამუკა გამყრელიძე

26 ივნისი 2019, 16:15

საქართველო

ნაციონალების ოპოზიციური გაერთიანების წევრი: რუსები მტრები კი არ არიან, კრემლია მტერი

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების წევრი მამუკა გამყრელიძე მოსკოვში გაემგზავრა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ჯანმრთელობას უკავშირდება და ის გულის გეგმური გამოკვლევის ჩატარებისთვის მიდის. მამუკა გამყრელიძეს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და შესაბამისად რუსულ პასპორტსაც ფლობს.

26 ივნისი 2019, 16:14

მსოფლიო

გაერო: მსოფლიოში ნარკოტიკულ ნივთიერებას 271 მლნ ადამიანი მოიხმარს

ნარკოტიკულ ნივთიერებებს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 271 მლნ ადამიანი მოიხმარს. 35 მილიონს კი მასზე დამოკიდებულების გამო მკურნალობა დასჭირდა. ეს ციფრები გაეროს მონაცემებს ეყრდნობა. კვლევა 2019 წელს ჩატარდა და ასახავს 2017 წლის მდგომარეობას.

26 ივნისი 2019, 16:02

მსოფლიო

პარიზში მოსალოდნელი 40°C სიცხის გამო სკოლები დახურეს და ძველი მანქანების გადაადგილება აკრძალეს

საფრანგეთში მოსალოდნელი სიცხის გამო ათობით სკოლა დაიხურა. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ ხუთშაბათს ჰაერის ტემპერატურა 40°C გრადუსს გადააჭარბებს. პარიზის სამხრეთით, ისონის რეგიონში ჰაერის კონდიცირებისთვის რესურსის არ ქონის გამო 50 სკოლა დაიხურა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, სკოლები კიდევ ორ რეგიონში დაიხურება.

26 ივნისი 2019, 16:00

მსოფლიო

იტალიაში 120-ზე მეტი ადამიანი მაფიის წევრობის ბრალდებით დააკავეს

ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ფართომასშტაბიანი ოპერაცია იტალიის სპეცილურმა ძალებმა ჩაატარეს. დაკავებულებს ნარკოდანაშაულსა და ფულის გათეთრებას ედავებიან. ეს დაჯგუფება იტალიის სამხრეთით, კამპანიაში დაფუძნდა.

ფილმი

26 ივნისი 2019, 15:59

კულტურა

Showtime-ზე ახალი სერიალი „ქალაქი ბორცვზე“ გამოვიდა

"ცუდი პოლიციელის" როლს კევინ ბეიკონი თამაშობს. ვითარება 1990-იან წლებში მიმდინარეობს. სიუჟეტში ერთად მუშაობენ პროკურორის თანაშემწე და FBI-ის კორუმპირებული აგენტი. ისინი იძიებენ საქმეს, რომელიც ძირს უთხრის ქალაქ ბოსტონის მართლმსაჯულების სისტემას.

26 ივნისი 2019, 15:40

ვიდეო

რატომ ირჩევენ საქართველოს? გაიცანით ავსტრალიელი ლოიდი აჭარის მთიანეთიდან

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 15:40

საქართველო

ნიკა მელია: თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან

მელია ამბობს, რომ ეს პროცესები რუსეთის ინეტერესებშია. ის ასევე აცხადებს, რომ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ახლა ბიძინა ივანიშვილია, რადგან პუტინი სხვა გზას არ უტოვებს და იმის გაკეთებას აიძულებს, რის კეთებაც შესაძლოა მასაც არ უნდოდეს.

დავით ფარადაშვილი

26 ივნისი 2019, 15:31

საქართველო

აქციაზე დაშავებული დავით ფარადაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა

31 წლის კაცი კლი­ნი­კა­ში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და ამ დრომ­დე მარ­თვით სუნ­თქვა­ზეა. მას პლასტმას-კა­უ­ჩუ­კის ტყვია სა­ფეთ­ქელ­თან მოხ­ვდა, რა­მაც თა­ვის ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. 20 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის შედეგად დაშავებული პირებიდან ამ დროისთვის კლინიკებში 10 პაციენტი რჩება.

26 ივნისი 2019, 15:28

ეკონომიკა

ამერიკელი დიპლომატი: დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მინდა ყოფნა

"ღვინით მდიდარ აღმოსავლეთში რთველითა და სუფრით დაწყებული, მთიან დასავლეთში ზღვისპირა პიკნიკებისა და თოვლიანი მწვერვალების ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. საქართველოში ყველგან შევიძინე ოჯახი, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ" , - წერს ის.

თბილისის აეროპორტი

26 ივნისი 2019, 15:12

ეკონომიკა

რუსეთიდან საქართველოში ავიაბილეთების ფასი გაიზარდა

რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულება ერთი მესამედით გაიზარდა. ამის შესახებ სააგენტო РБК სამოგზაურო სერვისების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ექსპერტებმა რუსეთის ქალაქებიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბილეთების ფასი საშუალოდ 34%-ით გაიზარდა.

ქუთაისი

26 ივნისი 2019, 15:07

საქართველო

ქუთაისის საკრებულომ ნაციონალ დეპუტატს უფლებამოსილება შეუჩერა

ქუთაისის საკრებულომ "ნაციონალური მოძრაობიდან" საკრებულოს წევრს, გიორგი უკლებას უფლებამოსილება შეუჩერა. როგორც "ნიუპრესი" წერს, გიორგი უკლება 6 თვეა საკრებულოს სხდომებს არ დასწრებია, ის საზღვარგარეთ არის. გადაწყვეტილება საოლქო კომისიას გადაეგზავნება.

მეტე ფრედერიკსენი

26 ივნისი 2019, 15:07

მსოფლიო

დანიას ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ჰყავს

5 ივნისს გამართულ არჩევნებზე დანიის ერთპალატიან პარლამენტშია მემარცხენე პარტიებმა 91 მანდატი მოიპოვეს, მემარჯვენეცენტრისტებმა კი 16 მანდატზე ნაკლები. მეტე ფრედერიკსენი 41 წლისაა. ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი გახდება.

მამუკა ბახტაძე

26 ივნისი 2019, 14:56

ეკონომიკა

10 ბიზნესგაერთიანება „ოქროს სიასთან“ დაკავშირებით პრემიერს მიმართავს

ბიზნესგაერთიანებები მამუკა ბახტაძეს "ოქროს სიასთან" დაკავშირებით მიმართავენ. როგორც განცხადებაში წერია, მათ სურთ კიდევ ერთხელ აღნიშნონ, რომ რომ ბიზნეს-სექტორის უმრავლესობისთვის რთულდება სამეწარმეო საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება არასაკმარისი საბრუნავი საშუალებების გამო.

ნიკა მელია

26 ივნისი 2019, 14:48

საქართველო

პარლამენტის ორმა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო კომიტეტმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნინეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. დილიდან ამ თემასთან დაკავშირებით გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

26 ივნისი 2019, 14:47

საქართველო

მეტროში დაკვამლიანების გამო მგზავრმა გონება დაკარგა

ინციდენტი მოხდა მეტროში. ტექნიკური ხარვეზის გამო, დაკვამლიანება იყო. ერთ-ერთმა მგზავრმა გოგომ გონება დაკარგა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და ახლა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მეტროში დაახლოებით 6 წუთის განმავლობაში შეფერხება იყო. თუმცა, ახლა ტექნიკური ხარვეზი აღმოფხვრილია.