imedi /  08 იანვარი 2019, 11:09 / სანდო წყარო

მსახიობ რევაზ ნასიძის დედის თქმით, მისმა შვილმა ექიმს ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოსთხოვა

რევაზ ნასიძე

რევაზ ნასიძე

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რევაზ ნასიძის დედის, თამარ ნიშნიანიძის თქმით, მან ექიმს არა ნარკოტიკული საშუალება, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოსთხოვა. მის კომენტარს სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

თამარ ნიშნიანიძის თქმით, მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი. მსახიობის დედა ამბობს, რომ რევაზ ნასიძე საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით შეიყვანა.

„რეზი მომიყვა, ექიმს ვუთხარი, ძალიან მაგარი თავის ტკივილები მაქვს, დამამშვიდებელი გამიკეთეთო. დამამშვიდებელი არ გვაქვსო, უთქვამს ექიმს. მაშინ, მორფიუმი, ან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეთო, უთქვამს. მორფიუმი ჩემგანაც იცის, რადგან ონკოლოგიური პაციენტი ვარ. მორფიუმი იმიტომაა საავადმყოფოში, ადამიანს არანორმალური ტკივილი როცა აქვს, გაუყუჩონ.

ეტყობა, მარტო რომ იყო, თან ძალიან ახალგაზრდა, მორფი რომ ახსენა, ჩათვალეს, რომ ნარკომანი იყო. თავი გამიყუჩეთ, ძალიან ცუდად ვარ, როგორ მელაპარაკებით, ან რა ტონით, ან რა ძმაოებით, ექიმი ხარ თუ ძველი ბიჭიო, რეზის უთქვამს. არა, კარგი ბიჭი ვარო, ექიმს უპასუხია. კაი ბიჭი კი არა, უზრდელი ხარო, შეეპასუხა რეზი. უზრდელიც ხარ და გაუზრდელიცო, ექიმს უთქვამს და დაწოლილმა რეზიმ მოიქნია ხელი, რომელიც ექიმს მოხვდა.

მთავარი ექიმი ამბობს, სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაჟეჟილობები აქვს მიღებულიო. საოცარია, რანაირად უნდა მიეღო დაჟეჟილობები, დაწოლილი პაციენტის ხელის მოქნევით, რომელიც არ ამდგარა. ეს ინციდენტი რამდენიმე წამში ამოიწურა“, - ამბობს მსახიობის დედა. 

როგორც თამარ ნიშნიანიძე ამბობს, საავადმყოფოში გადაყვანამდე, მათ სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც დიმედროლი-ანალგინი გაუკეთა, თუმცა ტკივილები არ გაუყუჩდა.

"3 იანვარს გადასხმები გავუკეთე, 4 იანვარს სასწრაფო გვყავდა, ფილტვებში არაფერი აქვსო, თქვა. სასწრაფოს წასვლის შემდეგ, ძალიან ცუდად გახდა, ისევ სასწრაფო გამოვიძახეთ, ამის ჩანაწერებიც არსებობს. მთელი ღამე 40 ჰქონდა სიცხე. რაღაც მომენტში ბოდავდა, საავადმყოფოდან როდის გამწერენო და შემეშინდა. დილით გული აერია, ფეხზე რომ ადგა - დაეცა, მიშველეთ თავი მისკდებაო. სასწრაფომ საავადმყოფოში 39 სიცხით გადაყვანა. თავის არანორმალური ტკივილი ჰქონდა. ორი თვის წინ, ჰაიმორიტზე იმკურნალა, იფიქრა, ამან ხომ არ გაამწვავაო. სერიოზულ პანიკაში ჩავვარდით, იფიქრა, საავადმყოფოში მაინც გაიგებენ, რა მჭირსო. იქ მორფიუმი მოითხოვა, რომელიც ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია“, - აცხადებს ნიშნიანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიღომში, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმზე თავდასხმისთვის 1993 წელს დაბადებული რევაზ ნასიძე 7 იანვარს დააკავა. 

ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომელსაც ბადრაგი იცავს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შემთხვევა 5 იანვარს მოხდა. დაშავებულ ექიმს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 

ყველა სიახლე

24 მარტი 2019, 16:48

მსოფლიო

ნორვეგიაში საკრუიზო გემიდან მგზავრების ევაკუაცია დასრულდა

საკრუიზო ხომალდიდან ევაკუაციის დროს 20 ადამიანი დაშავდა. ნორვეგიის სანაპიროსთან გემ „ვიკინგ სკაის“ ერთ-ერთი ძრავი მწყობრიდან გუშინ გამოვიდა, რის გამოც ხომალდზე ევაკუაცია გამოცხადდა.

ნიკოლ ფაშინიანი და მამუკა ბახტაძე

24 მარტი 2019, 16:44

საქართველო

ბახტაძე და ფაშინიანი სომხეთში არაფორმალურად შეხვდნენ

„ნიკოლ ფაშინიანმა და მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვეს ყველა სფეროში სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას და დარწმუნებით განაცხადეს, რომ შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მეგობრული ურთიერთობების განვითარებას“, – აღნიშნულია პრესრელიზში.

Diamond DA42

24 მარტი 2019, 16:30

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს ორი ადამიანი ემსხვერპლა

თვითმფრინავმა კატასტროფა ქალაქ ტაუპოს მახლობლად მდებარე სიმაღლეზე განიცადა. როგორც საზაფხულო სკოლა "არდმორში" განაცხადეს, ორივე დაღუპული მათი თანამშრომლები და ძალიან გამოცდილი პილოტ-ინსტრუქტორები იყვნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა მსუბუქი

24 მარტი 2019, 16:11

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ადამიანებს შეუძლიათ მაგნიტური ველი იგრძნონ

ადამიანის სხეულს აქვს უნარი იგრძნოს მაგნიტური ველი, რომელიც ადამიანმა მემკვიდრეობით ცხოველთა სამყაროსგან მიიღო. მაგრამ ევოლუციის შედეგად ამ მექანიზმმა დეგრადაცია განიცადა. ამ დასკვნამდე მივიდნენ რამდენიმე ექსპერიმენტის შემდეგ მეცნიერები კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

გაფიცვა

24 მარტი 2019, 16:11

საქართველო

25 მარტს საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცებიან

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის აქტიურად მუშაობენ. მათივე თქმით, ორშაბათიდან სხვა თანამშრომლების მობილიზაცია მოხდება, რომ ბენეფიციარები არ დაზარალდნენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

24 მარტი 2019, 15:51

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰაასეს დაუპირისპირდება

მე-17 ჩოგნად განთესილმა პირველი წრე გამოტოვა, მეორე რაუნდში კი გერმანელ მიშა ზვერებს დაუპირისპირდა და 6:3, 6:2 სძლია. მაიამის მასტერსის საპრიზო ფონდი 9,314,875 დოლარია.

24 მარტი 2019, 15:20

ტექნოლოგიები

ღია კოსმოსში პირველი სასტუმრო 2022 წელს გაიხსნება

მზად ხართ გაატაროთ დასვენების დღეები კოსმოსში? ჯერჯერობით, ამ თემაზე ყველაზე სწორი კითხვაა: ეს უკვე შესაძლებელია? 2018 წლის აპრილში, კონფერენციაზე Space 2.0 , რომელიც სან-ხოსეში (კალიფორნიაში) ჩატარდა, გაირკვა რომ Aurora Station -ი ორბიტაზე მსოფლიოში პირველი სასტუმრო გახდებოდა.

ყრილობა

24 მარტი 2019, 15:11

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობა“ მერვე ყრილობას მართავს

ნიკა მელია შეინარჩუნებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. დღეიდან პარტიას აღმასრულებელი მდივანიც ეყოლება, ამ თანამდებობაზე წარდგენილია კობა ნაყოფიას კანდიდატურა. ყრილობას 300-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ისინი ხმის მიცემის პროცედურას, სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, ელექტრონული წესით განახორციელებენ.

ტოჩინოშინი

24 მარტი 2019, 14:47

სპორტი

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

ჰარუ ბაშოს დასკვნითი მეთხუთმეტე შეჯიბრი გაიმართა, სადაც ლევან გორგაძე ტაკაკეიშოს შეხვდა და დამარცხდა. ჰარუ ბაშო გორგაძემ 7-8 ბალანსით დაასრულა. ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად მომდევნო ბაშოზე მას 15-დან 10 გამარჯვების მოპოვება სჭირდება.

24 მარტი 2019, 14:41

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის მანიფესტის შენახვა და გავრცელება აიკრძალა

ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდამსხმელის ბრენტონ ტარანტის მანიფესტის შენახვა და გავრცელება აიკრძალა. გადაწყვეტილება ახალი ზელანდიის ფილმების და წიგნების კლასიფიკაციის სააგენტომ მიიღო. სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ მანიფესტი ადამიანების გარკვეული ჯგუფებისთვის ძალადობის პროპაგანდას ახდენს.

ჯენიფერ ლოპესი

24 მარტი 2019, 14:12

კულტურა

ჯენიფერ ლოპესი French Montana-სთან დუეტზე მუშაობს

მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა. როგორც გაირკვა, ლოპესი French Montana-სთან დუეტზე მუშაობს. ჯეი ლომ იმ ნიღბის ანალოგი მოირგო, რომლითაც სოციალური ქსელის ვარსკვლავი, ედმუნდო უერტა, ცნობილი როგორც დი მონდო, სხვადასხვა ფესტივალზე პოზირებდა.

24 მარტი 2019, 13:52

ძალოვნები

რუსთავში ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა

რუსთავში 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს იძულებითი მკურნალობა განესაზღვრა. რუსთავის საოლქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოზარდი საკუთარმა ბიძამ ცივი იარაღის გამოყენებით 10 თებერვალს მოკლა.

ილია მეორე

24 მარტი 2019, 13:43

საქართველო

პატრიარქმა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დალოცა

"მინდა დავლოცო ეს ბავშვები და მათი მშობლები და ოჯახის წევრები. არ უნდა გაგიტყდეთ გული. არის უამრავი შემთხვევა როცა ასეთი ბავშვი არის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული,"- თქვა ილია მეორემ. პატრიარქმა ასევე ლოცვის ძალაზე იქადაგა.

სტიქია

24 მარტი 2019, 13:34

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. მაშველებს სამუშაოებში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოხალისეები ეხმარებიან. ციკლონი "იდაი" პირველად საპორტო ქალაქ ბეირას დაატყდა თავს. სტიქიამ მდინარე ბუზის ადიდება გამოიწვია.

24 მარტი 2019, 13:32

მსოფლიო

სერბეთში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

სერბეთში პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მიტინგები ქვეყნის მასშტაბით 4 თვეა გრძელდება. დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სერბ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დემონსტრაციების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის გადადგომას არ აპირებს.

24 მარტი 2019, 13:20

ეკონომიკა

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი ცნობილია

პორტალმა Airlineratings.com-მა 2019 წლისთვის ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი შეადგინა. ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების TOP-20-ში მოხვდნენ British Airways-ი, Emirates-ი, Qatar Airways-ი . airlineratings.com ავიასფეროში ერთ-ერთ წამყვანი რეიტინგების პორტალია. ის მსოფლიოს 435 კომპანიის შესახებ აქვეყნებს რეიტინგს.

ლადო აფხაზავა

24 მარტი 2019, 12:50

საქართველო

ინფორმაცია, რომ ლადო აფხაზავა Global Teacher Prize 2019-ის ხუთეულშია სიცრუეა

"მეგობრებო აქ გამარჯვება სულაც არ არის აუცილებელი. გთხოვთ დიდ მოლოდინებს ნუ შეიქმნით. გაიმარჯვებს ის ვინც მეტად სჭირდება მსოფლიოს. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მე ხომ უკვე გამარჯვებული ვარ რადგან დამარცხებული ამ კონკურს არასდროს ჰყოლია,"- წერს აფხაზავა სოციალურ ქსელში.

24 მარტი 2019, 12:29

ინტერვიუ

„უნდა მომცეთ საშუალება, რომ აგიხსნათ“

როგორ მოხვდა გირგვლიანის ადვოკატი უგულავა-ბოკერიას გუნდში

24 მარტი 2019, 12:24

ეკონომიკა

გადაკეთებული ავტომანქანების ინსპექტირების წესი შეიცვალა

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების წესების“ ტექნიკურ რეგლამენტში საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა. ახალი დადგენილების მიხედვით, ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება, სატრანსპორტო საშუალების გადაკეთების და ამ ცვლილების რეგისტრაციის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარულ დღეში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განახორციელოს.

24 მარტი 2019, 12:04

ძალოვნები

რუსთავში ტექნიკის მაღაზია გაძარცვეს

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.მომხდარზე გამოძიება შესაბამისი მუხლით უკვე დაწყებულია და დადგენილია დანაშაულში მონაწილე ორი არასრულწლოვანი პირის ვინაობა.