imedi /  10 იანვარი 2019, 18:27 / სანდო წყარო

სასწრაფოს მძღოლის ადვოკატი: შემთხვევის დღეს სამედიცინო ჯგუფს 27 გამოძახება ჰქონდა

სასწრაფო დახმარება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლის ადვოკატის, ვახტანგ თალაკვაძის თქმით, გუშინ მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და მასთან ერთად მომუშავე სამედიცინო ჯგუფს 27 გამოძახება ჰქონდა. ამის შესახებ მან "თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" თქვა, სადაც მძღოლს მალე ბრალს წარუდგენენ. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

"არავითარი შესაბამისი ზომები არაა მიღებული იმისთვის, რომ ეს მედპერსონალი უზრნველყოფილი იყოს დასვენებით. ყოველ წუთში გამოძახებებია. ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებით გავრცელდა, რომ მძღოლს ჩაეძინა. ეს არის ფიზიოლოგიური მოვლენა, შეიძლება სულაც არ ჩაძინებოდა და გადაღლილობისგან ადამიანი გაითიშოს... მოძრაობის წესები რომ დარღვეულია, გასაგებია, მაგრამ რა მიზეზით განხორციელდა, არ მგონია გამოძიებას დადგენილი ჰქონდეს. აქ მთელი რიგი ექსპერტიზებია ჩასატარებელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

ტრაგედია თბილისში გუშინ, დილის 8 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა.

მძღოლი, რომელიც სასწრაფოს მანქანას მართავდა, პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა. დაკითხვამდე ის ალკოტესტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მომხდარის დროს არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

კაცი ამ დრომდე რჩება თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, სადაც სამართალდამცველები მეთვალყურეობენ. მას თავის ტვინის შერყევა და გულ-მკერდის არეში დაჟეჟილობა აღენიშნება. ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლის უყურადღებობა, რამაც ახალგაზრდა მამაკაცი იმსხვერპლა, გადატვირთულ სამუშაო გრაფიკს უკავშირდება.

ყველა სიახლე

დავით ზირაქაშვილი

29 იანვარი 2020, 15:54

საქართველო

გენპროკურორობის კანდიდატის თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალური დაჯგუფებაა

გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, დავით ზირაქაშვილმა გასაუბრება საპროკურორო საბჭოსთან პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. მან „ნაციონალურ მოძრაობას“ კრიმინალური დაჯგუფება უწოდა და თქვა, რომ მისი მოტივაცია ამ პოზიციაზე დანიშვნისა სწორედ ეს არის.

Apple

29 იანვარი 2020, 15:53

ეკონომიკა

Apple-მა ბოლო კვარტალში რეკორდულად მაღალი მოგება მიიღო

Apple-ის მოგება 2018 წლის ოქტომბერ-დეკემბერთან შედარებით 9%-ით გაიზარდა და 91,8 მილიარდი დოლარი შეადგინა. ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის სუფთა მოგება 11%-ით გაიზარდა და 22,2 მილიარდ დოლარს მიაღწია.

შემთხვევის ადგილი

29 იანვარი 2020, 15:47

მსოფლიო

კობი ბრაიანტის ვერტმფრენს სასიცოცხლო გამაფრთხილებელი სისტემა არ ჰქონია

ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაინატი და კიდევ 8 ადამიანი დაიღუპა, არ იყო აღჭურვილი იმ მნიშვნელოვანი პროგრამით (TAWS), რომელიც მფრინავებს აფრთხილებს, რომ მიწასთან ძალიან ახლოს არიან. გამოძიების ოფიციალურ განცხადებაზე დაყრნდობით ცნობას France 24 ავრცელებს.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 15:25

საქართველო

ნინო ნიჟარაძე: ორ ჩინელ მოგზაურს ტემპერატურა აღარ აქვს და მათი გადაადგილება უსაფრთხოა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის თქმით, მათი ჩინეთის ორი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის საფრთხის შემცველი. მისი განცხადებით, დღეისთვის მათ ტემპერატურა უკვე აღარ აქვთ. მისი თქმით, ჩინელები ბათუმს დღეს დატოვებენ.

29 იანვარი 2020, 15:13

საქართველო

მთავრობამ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებს და ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ეროვნულ დონეზე.

გიორგი გახარია

29 იანვარი 2020, 14:46

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ დონორთა ფორუმზე მთავრობის ოთხი პრიორიტეტული მიმართულება დაასახელა

კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება, რეგიონული განვითარება და ეკონომიკური რეფორმები - ამ თემეზე დონორთა ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში იმსჯელებენ. მთავრობასა და ორგანიზაციებს შორის დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. ფორუმი სიტყვით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

მაჩალიკაშვილი

29 იანვარი 2020, 14:24

საქართველო

მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

მაჩალიკაშვილის თქმით, ამ კომისიის შექმნაში მას მხარს გაერთიანებული ოპოზიცია, „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს და იგივე თხოვნით „ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებსაც მიმართა.

29 იანვარი 2020, 14:18

საქართველო

კახა კუჭავამ თქვა როგორ შეეცდება უცხოელი კოლეგების დარწმუნებას, არ ცნონ ევროსაბჭოში რუსეთის უფლებამოსილება

კახა კუჭავას განცხადებით, რუსეთი ყველა საერთაშორისო შეთანხმებას არღვევს და იგნორირებას უკეთებს საერთაშორისო ნორმებს, პრინციპებს. კუჭავას თქმით, ეს ეხება როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიოენბს, ასევე ყირმის ანექსიას.

კორონავირუსი საქართველოში

29 იანვარი 2020, 14:04

საქართველო

გამყრელიძე: ორ ჩინელ მოგზაურს, რომელსაც 37 გრადუსი ტემპერატურა აქვს, აკვირდებიან

ორ ჩინელ მოგზაურს, რომელიც საქართველოშია შემოსული, ექიმები აკვირდებიან. მათ 37 გრადუსი აქვთ ტემპერატურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, ორი ჩინელი მოგზაური ჰუბეის პროვინციიდან არ არის.

მამუკა მდინარაძე თინა ბოკუჩავა

29 იანვარი 2020, 13:54

საქართველო

მდინარაძემ ბოკუჩავას „მიშას „ტიტუშკა“ და „მონა“, ბოკუჩავამ კი მდინარაძეს „სამარცხვინო“ და „ჭანჭიკი“ უწოდა

პარლამენტში თინა ბოკუჩავასა და მამუკა მდინარაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ბოკუჩავამ მდინარაძეს „ჭანჭიკი“ და „სამარცხვინო“ უწოდა, მდინარაძემ კი „მიშას „ტიტუშკა“ და „მონა“. თინა ბოკუჩავა პარლამენტში მალხაზ მაჩალიკაშვილის შეშვებას ითხოვდა.

მეორადი საბურავები

29 იანვარი 2020, 13:43

ეკონომიკა

თბილისში მეორადი საბურავებით ვაჭრობა დარეგულირდება

თბილისის მერიამ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში აალებადი ნივთიერებებით და მეორადი საბურავებით ვაჭრობა დარეგულირდება. როგორც ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან თქვა, თბილისის საკრებულო უახლოეს დღეებში იმსჯელებს სად იქნება დასაშვები მათი გაყიდვა და სად არა.

პარიზი აქცია

29 იანვარი 2020, 13:37

მსოფლიო

პარიზში მეხანძრეების აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

პარიზში მეხანძრეების აქცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა. საფრანგეთის დედაქალაქში ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათი მოთხოვნა პენსიაზე ვადაზე ადრე გასვლა და პრემიის შენარჩუნება იყო. პოლიციამ განსაკუთრებულად აგრესიულად განწყობილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

სოსო რობაქიძე

29 იანვარი 2020, 13:11

ძალოვნები

სოსო რობაქიძე: ზურა მიქაძის 2012 წლის ჩვენება მაქვს სადაც ხელს ირაკლი ოქრუაშვილს ადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. როგორც სოსო რობაქიძემ განაცხადა, მას აქვს 2012 წლის ჩვენება, რომელშიც მიქაძე ხელს ოქრუაშვილს ადებს.

29 იანვარი 2020, 13:02

ტაბლოიდი

პერუში იპოვეს დაკარგული დედა და შვილები, რომლებმაც ჯუნგლებში 34 დღე გაატარეს

მათი გაუჩინარების შესახებ 19 დეკემბერს გახდა ცნობილი. მომდევნო თვის განმავლობაში დედა და შვილები ჯუნგლებში მდინარის გასწვრივ გადაადგილდებოდნენ, შემდეგ კი ეკვადორის საზღვარი გადაკვეთეს და პერუში აღმოჩნდნენ. გზაში ისინი ველური კენკრითა და ხილით იკვებებოდნენ.

თინა ბოკუჩავა

29 იანვარი 2020, 12:55

საქართველო

თინა ბოკუჩავს თქმით მას არჩილ თალაკვაძის კაბინეტში არ უშვებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას თქმით, მას პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. როგორც ბოკუჩავა ამბობს, მას თალაკვაძისგან აინტერესებს, რატომ არ მისცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა.

მეტრო

29 იანვარი 2020, 12:13

ეკონომიკა

კალაძემ დიზაინერულ კომპანიებს მეტროს სადგურების განახლების პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიზაინერულ კომპანიებს მოუწოდებს, მეტროს სადგურების განახლების პროცესში ჩაერთონ. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დიზაინის შემუშავების შემდეგ, უშუალოდ, მეტროსადგურების განახლების პროექტი განხორციელდება.

ირაკლი კობახიძე

29 იანვარი 2020, 12:13

საქართველო

ირაკლი კობახიძე: კონგრესმენ ოლსონის განცხადება ხელს სწორედ ვლადიმერ პუტინს აძლევს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოება ხედავს, რომ ასეთი ფორმით საუბარი, როგორითაც კონგრესმენ ოლსონის წერილია დაწერი, მიუღებელია. კობახიძის თქმით, სწორედ ვლადიმერ პუტინს აძლევს ხელს კონკრეტული კონგრესმენის ასეთი განცხადება.

კორონავირუსი

29 იანვარი 2020, 12:05

მსოფლიო

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაავადებულები ჩინეთის, ხუბეის პროვინციიდან ჩასული ოჯახის წევრები არიან. მათი რიცხვი უცნობია. ამასთან, მთავრობამ ჩინეთიდან ჩასული ყველა მგზავრის გაკონტროლების ბრძანება გასცა.

კორონავირუსი ჩინეთი

29 იანვარი 2020, 12:05

ეკონომიკა

კორონავირუსის საფრთხის გამო ფრენები British Airways-მაც შეწყვიტა

კორონავირუსის გამო British Airways-ი ჩინეთის მიმართულებით ფრენებს წყვეტს. ეს გადაწყვეტილება ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრიტანეთის საგარეო უწყებამ ჩინეთში მოგზაურობაზე თავის შეკავების რეკომენდაცია გასცა. ბრიტანეთი ჰუბეის პროვინციასა და ქალაქ უხანში მყოფი 300 ბრიტანელის ევაკუაციას გეგმავს.

კახა კალაძე

29 იანვარი 2020, 11:57

ეკონომიკა

კაიროს დასახლებაში გზების რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კაიროს დასახლებაში გზების რეაბილიტაცია იწყება. ამის შესახებ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.თბილისის მერის თქმით, გზების რეაბილიტაციამდე მიწისქვეშა კომუნიკაციები კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მოაწესრიგა.