imedi /  10 იანვარი 2019, 20:47 / სანდო წყარო

ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავარიის მონაწილე მძღოლს ბრალი წარუდგინეს

სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის მონაწილეა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. პროკურატურა მას სატრანსპორტო უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ნაჩქარევია. აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

ბრალდებული ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობას ბადრაგის ზედამხედველობის ქვეშ განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ტრაგედია თბილისში გუშინ, დილის 8 საათზე მოხდა. სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა.

მძღოლი, რომელიც სასწრაფოს მანქანას მართავდა, პოლიციამ ერთსაათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავა. დაკითხვამდე ის ალკოტესტზე შეამოწმეს, რის შემდეგაც დადგინდა, რომ მომხდარის დროს არანაირი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

ყველა სიახლე

შსს

16 ივნისი 2019, 09:53

ძალოვნები

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა",- წერია შსს-ს განცხადებაში.

16 ივნისი 2019, 09:52

მსოფლიო

ინდოეთში კანალიზაციის წმენდისას 7 ადამიანი დაიღუპა

დაღუპულია სანიტარული სამსახური 4 და სასტუმროს 3 თანამშრომელი. მათ მუშაობისას გონება დაკარგეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში დაიღუპნენ. მომხდარის გამო სასტუმროს მეპატრონეს ბრალი წაუყენეს. დაღუპვის მიზეზი ტოქსიკური გაზი გახდა.

მისი ელიოტი

16 ივნისი 2019, 09:33

კულტურა

მისი ელიოტი პირველი რეპერი ქალია, რომელიც „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“ შეიყვანეს

,,სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზს'' კიდევ ერთი ავტორი შეემატა. ამჯერად ის ამერიკელი რეპერი, მომღერალი, ტექსტების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი მისი ელიოტია.

16 ივნისი 2019, 09:22

კულტურა

დღეს Art-გენი 2019 გაიხსნება

Art-გენი 2019 რეგიონული ტურნეთი დაიწყება. ფესტივალის რეგიონული ტურნე 16 ივნისს, ახმეტაში გაიხსნება. ახმეტიდან Art-გენი 22 ივნისს, ჯერ აჭარაში, ქედაში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდება.

ონის სალოტბარო სკოლა

16 ივნისი 2019, 09:09

კულტურა

17 ივნისს ფოლკლორის ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა კონცერტს გამართავს

კერძოდ, წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ოზურგეთის, სამტრედიის, გორის, თელავისა და ქობულეთის სალოტბარო სკოლები ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამოვლენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

16 ივნისი 2019, 09:04

სპორტი

ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირში ჩაერთვება

ბასილაშვილი პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება.ჰალეს ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ხოლო მოქმედი ჩემპიონია ხორვატი ბორნა ჩორიჩი.

პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

16 ივნისი 2019, 08:58

მსოფლიო

საუდის არაბეთი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე აშკარა თავდასხმაში დაანაშაულა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით უკვე გამოიტანა დასკვნა, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს თავდასხმის დროს.

აქცია

16 ივნისი 2019, 08:48

მსოფლიო

ჰონგ-კონგში მთავრობის გადადგომას ითხოვენ

კანონპროეექტის თანახმად, რომელსაც მასშატაბური აქციები მოჰყვა, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ტრამპს თანაპარტიელებმა დაბადების დღე უჩვეულოდ მიულოცეს. ვიდეო

მონტანელმა რესპუბლიკელებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც თეთრი სახლის ლიდერს იუბილეს ულოცავენ. ტორტზე კი ტრამპის ასაკის ნაცვლად 45 წერია იმის აღსანიშნავად, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 08:19

მსოფლიო

ტრამპი: ლონდონს ახალი მერი სჭირდება, ხანი კატასტროფაა

მანამდე ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რიტორიკა მე-20 საუკუნის ფაშისტების განცხადებებს შეადარა. სადიკ ხანი ზოგადად ტრამპის კრიტიკითაა გამორჩეული.

ილია მეორე

16 ივნისი 2019, 08:13

საქართველო

პატრიარქი აბიტურიენტებს დალოცავს

პატრიარქი აბიტურიენტებს აბიტურიენტებს სამების საკათედრო ტაძარში დალოცავს, სადაც დღეს სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება შესრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება და ივლისის ბოლომდე გასტანს.

ეკლესია

16 ივნისი 2019, 08:09

საქართველო

მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

სახარების მიხედვით, ამ დღეს მოციქულებზე სულიწმინდა ცეცხლის ენების სახით გადავიდა და ყოველი მათგანი სულიწმინდით აღივსო. მოციქულებმა მანამდე მათთვის უცნობ ენებზე დაიწყეს საუბარი.

16 ივნისი 2019, 00:52

მსოფლიო

ჰუსიტებმა დრონებით საუდის არაბეთის ორი აეროდრომი დაბომბეს

გამოცემის ინფორმაციით, ამით ჰუსიტებმა უპასუხეს თაიზის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის მიერ მიტანილ იერიშს, რომელსაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ინდოეთი აშშ დროშა

16 ივნისი 2019, 00:45

ეკონომიკა

ინდოეთმა აშშ-ს 28 დასახელების პროდუქციაზე ტარიფები დაუწესა

ტარიფების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ინდოეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა 5 ივნისს ნიუ-დელის შეღავათანი სავაჭრო პრივილეგიები გააუქმა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2018 წელს დაახლოებით $142.1 მილიარდი შეადგინა.

Mac Desktop აპლიკაცია

16 ივნისი 2019, 00:20

ტექნოლოგიები

Mac desktop-ზე Twitter-ის აპლიკაცია ისევ გამოჩნდება

როგორც Twitter-მა განაცხადა, პლატფორმაზე აპლიკაციის დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც Apple-მა პროექტი Catalyst-ი გამოუშვა macOS 10.15 Catalina-სთვის. Twitter-მა MAC-ის აპლიკაციის მხარდაჭერა 2018 წლის მარტში შეწყვიტა. Twitter-მა MAC-ის აპლიკაცია 2015 წლის ოქტომბერში გამოუშვა.

უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები

16 ივნისი 2019, 00:08

სპორტი

უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა

უკრაინის ნაკრები ფეხბურთში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პოლონეთში გამართული ჩემპიონატის ფინალში უკრაინელმა ფეხბურთელებმა სამხრეთ კორეის ნაკრები 3:1 დაამარცხეს. უკრაინელთა რიგებში დუბლით თავი ვლადისლავ სუპრიაგამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი ქართული წარმოშობის ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი

15 ივნისი 2019, 23:34

კულტურა

პარიზში ევროპის ყველაზე დიდი გრაფიტი შექმნეს

გრაფიტის ნახვა მე-7 პავილიონის სახურავიდან არის შესაძლებელი. პროექტის დიზაინერი ოლივიე ლანდესი ამბობს, რომ გრაფიტის შექმნის იდეა საგამოფენო ცენტრის წარმომადგენელს მოუვიდა, რომელიც 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებისთვის ცენტრის მოდერნიზაციის პროექტზეა პასუხისმგებელი.

სი ძინპინი  ვლადიმერ პუტინი

15 ივნისი 2019, 23:26

ტაბლოიდი

ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტს დაბადების დღეზე ნაყინი აჩუქა

სი ძინპინს 66 წლისა გახდა. ჩინეთში მსგავს ამბებს თითქმის არ აშუქებენ მედიასაშუალებები. უცნობია ნაყინის არომატი. ჩინურ მედიას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. სამაგიეროდ გაირკვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ჩინური ჩაის აჩუქა.

კახა ბექაური

15 ივნისი 2019, 23:07

საქართველო

კახა ბექაური: ტყუილია რომ ცვლილება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენაა მიმართული

„ტყუილია, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“, - განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ქრონიკა.

კადრი სერიალიდან „ჩერნობილი“

15 ივნისი 2019, 22:48

კულტურა

ჩერნობილის ყოფილმა დირექტორმა HBO-ს სერიალი გააკრიტიკა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილმა დირექტორმა იგორ გრამოტკინმა HBO-ს მიერ გადაღებული სერიალი „ჩერნობილი“ გააკრიტიკა და მისი შექმნელები სიცრუეში დაადანაშაულა.