imedi /  12 იანვარი 2019, 16:12 / სანდო წყარო

ვანის რესტორანში დაპირისპირებული სამართალდამცველების ვინაობა ცნობილია

ინციდენტის ადგილი

ინციდენტის ადგილი

ფიზიკური დაპირისპირება მოხდა სამართალდამცავებს შორის ვანში. შემთხვევა გუშინ რესტორან „მასპინძელოში“ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ კობა დვალიშვილმა პროკურორს და მასთან ერთად მყოფ პირს სცემა. რესტორნის მფლობელები ჰყვებიან, რომ დაპირისპირება რესტორნის ტერიტორიაზე არ მომხდარა და ჩხუბი გარე პერიმეტრზე დაიწყო.

შსს ინფორმაციით, ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2019, 22:29

მსოფლიო

ირანმა ბრიტანული ტანკერი დააკავა

ირანმა თავის ტერიტორიულ წლებში ბრიტანული ტანკერი დააკავა. ტანკერი საუდის არაბეთის მიმართულებით მიცურავდა, თუმცა მოულოდნელად მიმართულება შეიცვალა და ირანის კუნძულისკენ გააგრძელა გზა. ირანული მედიის ცნობით, დაკავების მიზეზი საერთაშორისო ნორმების დარღვევა გახდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ედი მერფი

19 ივლისი 2019, 22:12

კულტურა

ედი მერფი კომიკოსის კარიერას უბრუნდება

ამერიკელმა მსახიობმა და პროდიუსერმა ედი მერფიმ განაცხადა, რომ კომიკოსის კარიერას დაუბრუნდება. მას სურს ისევ გამოვიდეს „სტენდაფში“. „მე ამას ისევ გავაკეთებ“ განაცხადა მსახიობმა გამოცემა Daily Mail-თან საუბარში. თუმცა მსახიობი აცხადებს, რომ ჯერ ვარჯიში და ფორმის დაბრუნება მოუწევს.

19 ივლისი 2019, 21:44

ეკონომიკა

ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალის მქონე ევროპული ქვეყანა დასახელდა

ევროზონაში საფრანგეთმა ყველაზე დიდი სახელმწიფო ვალით იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზეა. 2019 წლის პირველი კვარტლის დასასრულს საფრანგეთის სახელმწიფო ვალმა 2,358897 ტრილიონი ევრო შეადგინა. ამრიგად, საფრანგეთს იტალიაზე 360 მილიონი ევროთი მეტი სახელმწიფო ვალი აქვს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

19 ივლისი 2019, 21:11

მსოფლიო

ზელენსკიმ 11 ელჩი შეცვალა

გათავისუფლებულებს შორის არის აშშ-ში უკრაინის ელჩი ვალერი ჩალი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენდა აგრეთვე კუნძულოვან სახელმწიფოებში: ტრინიდადი და ტობაგოში და აგრეთვე ანტიგუა და ბარბუდაში. ელჩები შეიცვალა აგრეთვე იორდანიაში, არგენტინაში, პარაგვაიში, ჩილეში, ვატიკანში, თურქმენეთსა და სომხეთში.

მრგვალი ბაღი

19 ივლისი 2019, 21:06

საქართველო

თბილისში განახლებული მრგვალი ბაღი გაიხსნა

თბილისში, განახლებული მრგვალი ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. საგანგებოდ ამ დღისთვის, ბაღში მუსიკოს დავით ევგენიძის კონცერტი გაიმართა. პროექტის განხორციელებისთვის ჯამში 515 000 ლარი დაიხარჯა. განახლებული მრგვალი ბაღის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.

სალომე ზურაბიშვილი

19 ივლისი 2019, 20:45

საქართველო

ზურაბიშვილი: როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, მშენებლობაზე 16 წლის ახალგაზრდის დაღუპვასთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს facebook- ზე გამოეხმაურა. „როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! “- წერს პრეზიდენტი.

დე ლიგტი

19 ივლისი 2019, 20:26

სპორტი

ჰოლანდიელი მატიას დე ლიგტი „იუვენტუსში“ გადავიდა

ამსტერდამის „აიაქსის“ მცველი მატიას დე ლიგტი ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მას „იუვენტუსმა“ 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. სატრანსფერო თანხამ 75 მილიონი ევრო შეადგინა. euronews-ის ცნობთ, 19 წლის დე ლიგტი იტალიის A სერიის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მცველი გახდა.

ნიკა მელია

19 ივლისი 2019, 20:25

საქართველო

ნიკა მელიამ ახალი არხის შექმნა დააანონსა

შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძილს დაუფრთხობს ივანიშვილს, საერთოდ აღარ დაადებინებს ბალიშზე თავს- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

რამუშ ჰარადინაი

19 ივლისი 2019, 19:40

მსოფლიო

კოსოვოს პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

კოსოვოს პრემიერმინისტრმა რამუშ ჰარადინაიმ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. Euronews-ის ცნობით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 1998-1999 წლებში კოსოვოში მომხდარ სამხედრო დანაშაულში ეჭმიტანილად ცნო.

პაატა სალია

19 ივლისი 2019, 19:35

საქართველო

პაატა სალია „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ნაწილს შეხვდა

„გიორგი გაბუნია აქ შემხვდა დღეს. მე მომხრე-მოწინააღმდეგე ამ შემთხვევაში არაფრის არ ვარ. ნიკა გვარამიას გარდა ყველა რჩება თავის ადგილზე, ეს არის ქიბარის პოზიცია. დანარჩენი მათზე არის დამოკიდებული. ჩემი ნახვით რა თქმა უნდა გახარებული არ ვერ იქნებოდა და არ იყო, თუმცა ეს არის რეალობა", - განაცხადა პაატა სალიამ.

19 ივლისი 2019, 19:19

სპორტი

საქართველოსა და რუსეთს შორის რაგბიში შეხვედრა აღარ გაიმართება

„რუსეთის ნაკრები საქართველოში არ ჩამოვა. როგორც გვითხრეს უსაფრთხოების საკითების გამო არ ჩამოდიან. რას ვიზამთ,ჩვენ ალტერნატიულ გუნდს ვეძებთ," - განაცხადა გოჩა სვანიძემ. საქართველო რუსეთს მსოფლიოს თასის მზადების ფარგლებში 27 აგვისტოს უნდა შეხვედროდა.

19 ივლისი 2019, 19:17

ტექნოლოგიები

„მთვარეულმა“ კაცმა ძილში მერლინ მონრო დახატა

ლი ჰედვინი, არის „მთვარეული“ კაცი რომელიც ძილში ხატავს. მეცნიერები ამბობენ რომ ეს იშვიათი შემთხვევაა. ლი ჰედვინმა ძილში ხატვა კედლებზე 4 წლის ასაკში დაიწყო. 15 წლის ასაკში კი ამერიკელი მსახიობის მერლინ მონროს სამი პორტრეტი შექმნა, ისე რომ მის შესახებ არაფერი იცოდა.

19 ივლისი 2019, 18:47

ძალოვნები

პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბრალდების მხარემ გამოძიების მიმდინარეობისას საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში არაერთხელ მიმართა უკრაინის შესაბამის ორგანოებს სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა, აქამდე ქართულ მხარეს ეს მტკიცებულებები დღემდე არ მიუღია.

19 ივლისი 2019, 18:41

საქართველო

აშშ-ის საელჩო: სასამართლო გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს სამართლიანად და აპოლიტიკურად

აშშ-ის საელჩო საქართველოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „სიტყვის თავისუფლება და პლურალისტური მედია გარემო დემოკრატიის საძირკველია. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

FaceApp

19 ივლისი 2019, 18:30

ტექნოლოგიები

FaceApp-მა ბოლო 10 დღეში შემქმნელებს $1 მილიონზე მეტი მოუტანა

აპლიკაცია FaceApp-მა ბოლო 10 დღის განმავლობაში შემქმნელებს 1 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა. ამის შესახებ Forbes-ი მობილური აპლიკაციების ბაზრის შემსწავლელ კომპანია App Annie-ზე დაყრდნობით წერს. 9-19 ივლისის პერიოდში აპლიკაცია 6,5 მილიონჯერ ჩამოიწერეს. სარგებლის უდიდესი ნაწილი - 746 ათასი დოლარი კომპანიას Apple-ის მომხმარებლებმა მოუტანეს.

ხატია დეკანოიძე

19 ივლისი 2019, 18:25

საქართველო

ხატია დეკანოიძე: ეჭვი არ უნდა შევიტანოთ ევროპულ ინსტიტუტებში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ევროპულ ინსტიტუტებში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს. ამავდროულად დეკანოიძე ფიქრობს, რომ ტელეკომპანიის მფლობელის შეცვლამ შესაძლოა არხის სარედაქციო პოლიტიკაზე იქონიოს გავლენა.

19 ივლისი 2019, 18:07

საქართველო

საბერძნეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საბერძნეთი მომხდარი მიწისძვრის შემდეგ საკონსულოში საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა.ეს ინფორმაცია ქრონიკას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. დღეს საბერძნეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგებისინფორმაციით, ათენიდან 23 კილომეტრზე 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

19 ივლისი 2019, 17:40

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ სამ ადამიანს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს და ცოტნე ცოტნიაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო დღეს 12:30 საათზე იმსჯელებს. ლევან ჯიქურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 11:00 საათზე მოხდება, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

19 ივლისი 2019, 17:25

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან ერთბაშად 1.31 თეთრით, ევროსთან 2.19 თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) ლარის გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. 19 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8845 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8714 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.31 თეთრი შეადგინა.

პარიზი

19 ივლისი 2019, 17:14

მსოფლიო

საფრანგეთის სამხედრო სტრატეგიაზე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერლებიც იმუშავებენ

შეიარაღებულ ძალებში შეიქმნება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალთა „წითელი გუნდი“, რომელიც მომავლის შესაძლო საფრთხეებზე იმსჯელებს. თავდაცვის ინოვაციური სააგენტოს ინფორმაციით, მწერლები კატასტროფების შესაძლო სცენარებს ჩამოაყალიბებენ, რომლებიც შესაძლოა სამხედრო სტრატეგებს გამორჩეს მხედველობიდან.