imedi /  27 იანვარი 2019, 21:45 / სანდო წყარო

აჭარაში ვალის დაბრუნების მიზნით კაცი 5 დღით დაატყვევეს. ვიდეო

26 წლის გიგა ბოლქვაძე სამართალდამცავებმა ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-18 სართულზე იპოვეს, ის ნაქირავები ბინის სააბაზანო ოთახში ე.წ. ხამუთებით იყო ხელ-ფეხ შეკრული. ირკვევა, რომ ოჯახი მის დახმარებას საკუთარი ძალებით 5 დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

შსს-ს აჭარის სამხარეო მთავარ სამმართველოში გამოძიება გიგა ბოლქვაძის დედის, შუშანა ბოლქვაძის განცხადების საფუძველზე დაიწყო. შეტყობინებიდან 5 საათში სამართალდამცავებმა ბოლქვაძისთვის სავარაუდოდ უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში მონაწილე პირთა წრე დაადგინეს.

გამოძიებას ეს არ მონაწილე პირების დადგენა არ გაუჭირდა, რადგან ერთ-ერთი ბრალდებული, ვისგანაც ბოლქვაძეს 18 000 აშშ დოლარი ჰქონდა ნასესხები, ოჯახს საკუთარი ტელეფონით უკავშირდებოდა და ვინაობას არ მალავდა.

"იმედის კვირის" ინფორმაციით, ყველაფერი 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა გიგა ბოლქვაძემ ნათესავი რეზო მიქელაძე გაიცნო. მიქელაძის მეუღლე ირწმუნება, რომ ბოლქვაძემ მას სხვადასხვა დროს 18 000 დოლარი ასესხა, რომელიც, თავის მხრივ, ასევე მეგობრებს გამოართვა, ნაწილი ნაღდი ფულის, ნაწილი კი ოქროს სახით. ამ ფაქტს არც თავად საქმის დაზარალებული უარყოფს.

რამდენიმე თვიანი უშედეგო მოთხოვნის შემდეგ, რეზო მიქელაძე მოვალეს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე ნათესავთან ერთად შეხვდა. სწორედ ამ ჩიხში საუბრის შემდეგ რეზო მიქელაძემ მეგობარს, ირაკლი დუმბაძეს დაურეკა და დახმარება სთხოვა, დუმბაძე იმ დროს ნიკოლოზ მიქელაძესთან ერთად იყო. სწორედ მისი ავტომობილით აიყვანეს გიგა ბოლქვაძე სოფელ ნენიანში.

როგორც ირკვევა, სოფელ ნენიანში, სადაც დაზარალებულმა და ბრალდებულებმა ღამე გაათენეს, გიგა ბოლქვაძეს ხელ-ფეხი შეკრული არ ჰქონია და არც სახლში გადაადგილება შეუზღუდავთ მისთვის. მეორე დღეს, როცა გიგას ოჯახთან კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ბოლქვაძეები ვალს ვერ აბრუნებდნენ, რეზო მიქელაძემ მეგობრებთან ერთად ქობულეთში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა მანამდე სოფელში მცირე ინციდენტი მოხდა, რაც ერთ-ერთი იქ მყოფის, ნიკოლოზ მიქელაძის გამოკითხვის ოქმით დასტურდება: 

"რეზო მიქელაძე ხელში სეკატორით მიადგა გიგა ბოლქვაძეს და უთხრა, შენი ოჯახის წევრები თუ ფულს არ დამიბრუნებენ თითს მოგაჭრი და შენს მშობლებს გავუგზავნი"-ო, წერია გამოკითხვის ოქმში.

ნენიანიდან წამოსვლის შემდეგ გიგა ბოლქვაძე და რეზო მიქელაძე ქობულეთში, ჩხეიძის ქუჩაზე ირაკლი დუმბაძის საცხოვრებელ სახლში დარჩნენ. მეორე დღეს მათ ისევ მიაკითხა ნიკოლოზ მიქელაძემ და ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მიიყვანა, სადაც რეზო მიქელაძეს ბინა ჰქონდა ნაქირავები და ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. 

ირაკლი დუმბაძის ოჯახს ამ თემაზე  ღიად საუბარი არ სურს. ისინი ამბობენ, რომ ჯერ ვერც კი გაარკვიეს, რას ედავება დუმბაძეს გამოძიება. მათივე ინფორმაციით, არც ის იციან, დატოვეს თუ არა დუმბაძეების სახლში გიგა ბოლქვაძე ერთი ღამით. ოჯახი გამოძების შედეგს ელოდება. 

"იმედის კვირა" ყველა ბრალდებულის ოჯახში მივიდა. ნიკოლოზ მიქელაძის ოჯახი სოფელ კონდიდში ცხოვრობს. ოჯახის წევრებს საუბარი არ სურთ და არც იმის შესახებ აქვთ ინფორმაცია, იცოდა თუ არა ახალგაზრდამ, რომ მძიმე დანაშაულის თანამზრახველი ხდებოდა. ოფიციალური ბრალდების არ სჯერათ არც ნიკა მიქელაძის ნათესავებს.

თავად რეზო მიქელაძე არ უარყოფს, რომ ბოლქვაძეს ხელ-ფეხი  შეუკრა.

"საუბრისას გიგა ბოლქვაძესთან ერთად შევიმუშავე გეგმა, რომ წავიყვანდი ჩემთან გარკვეული დროით და მისი ოჯახის წევრებისგან მოითხოვდა თანხას, ბინაში ის იყო თავისუფლად, ვსადილობდით, ვსაუბრობდით და ველოდებოდით მის ნათესავებს. 24 დეკემბრის საღამოს, როცა ვქეიფობდით, ვთხოვე გიგას ეთქვა სიმართლე, თუ რისთვის მართმევდა ფულებს, რა დროსაც მიპასუხა, რომ გართობაში ხარჯავდა. ამის გამო ძალიან გავღიზიანდი და გიგა ბოლქვაძეს ხელებზე ვცემე ოთახის ფეხსაცმლით. 25 დეკემბერს შვილის სანახავად წავედი, იქამდე გიგა შევიყვანე სააბაზანო ოთახში, ხელები და ფეხები პლასტმასის ერთჯერადი მომჭერებით, ე.წ ხამუტებით შევუკარი და კარი დავუკეტე", - ამბობს რეზო მიქელაძე.

"იმედის კვირა" გიგა ბოლქვაძეს ციხისძირში, მის საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმ პირობით შეხვდა, რომ მომხდარზე კამერასთან არ ისაუბრებდა. თუმცა გაიხსენა დეტალები, რომელიც შინაარსობრივად მის ჩვენებას ემთხვევა. ბოლქვაძე აღიარებს, რომ მიქელაძის ვალი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა გატაცების ინსცენირებას კატეგორიულად უარყოფს.

ბოლქვაძის მტკიცებით, ის ჯერ კიდევ წერეთლის ქუჩაზე შეხვედრისას აიძულეს, ჩამჯდარიყო ნიკოლოზ მიქელაძის ავტომობილში. ნენიანში ასვლისას კი აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.  კობალაძის ქუჩაზე გატარებულ დღეებს ასე იხსენებს:

"ბინაში დაგვხვდა რეზო მიქელაძის ცოლ-შვილი, მათ რეზომ უთხრა, რომ წასულიყვნენ მამასთან, მათ იცოდნენ თუ არა ჩემი გატაცების შესახებ, არ ვიცი. რეზო მიქელაძემ კვლავ განაგრძო ჩემი ცემა, ჯერ მცემდა ხელით,  ძირს დაგდებულს მირტყამდა ხელებს, მერე ჩამკეტა აბანოში და ღამე იქ გავათენე. პერიოდულად ჰაერში დამაჭერინებდა ხელებს და მირტყამდა იატაკის ჯოხს. ბოლოს შემიბორკა ხელები და ფეხებიც", - ამბობს ჩვენებაში ბოლქვაძე.

ამ ჩვენებების სანდოობა სასამართლომ უნდა დაადგინოს. გამოძიება ამბობს, რომ გატაცების ინსცენირების ვერსია სხვა, აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება. საინტერესოა, თუკი ეს დანაშაული მართლაც წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ჯგუფის მიერ, რატომ მოქმედებდნენ ისინი ასე ღიად, საჯარო სივრცეში, რატომ რეკავდა მიქელაძე საკუთარი ტელეფონით ოჯახთან, შეხვდა მათ რამდენჯერმე, ბოლქვაძე მიიყვანა საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე, სადაც, საჭიროების შემთვევაში, პირველ რიგში მიაკითხავდნენ სამართალდამცველები? ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს; თუმცა ფაქტია ისიც, რომ ვალის დაბრუნების ამგვარი მცდელობა სისხლის სამართლის დანაშაულია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, რეზო მიქელაძესა და მის ორ მეგობარს 9-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ყველა სიახლე

„პუშკაშის პრემია“

19 აგვისტო 2019, 18:39

სპორტი

ფიფამ წლის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) 2019 წლის საუკეთესო გოლის პრემიის პრეტენდენტები დაასახელა. 2018 წელსსაუკეთესო გოლისთვის ფერენც პუშკაშის სახელობის ჯილდო „ლივერპულის“ ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა მიიღო. კენჭისყრა 1 სექტემბრამდე გაგრძელდება.

19 აგვისტო 2019, 18:36

ეკონომიკა

ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში საქართველოს პოპულარიზაციის კამპანია დაიწყო

უწყების ინფორმაციით, კამპანია ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებს მოიცავს და საქართველოს კურორტებს პოპულარიზაციას გაუწევს. საიმიჯო ვიდეორგოლები ბალტიისპირეთის ქვეყნების სატელევიზიო არხებით გადაიცემა. გარდა ამისა, კამპანია სოციალურ მედიაში რეკლამასა და გარე ბანერების განთავსებას მოიცავს.

19 აგვისტო 2019, 18:11

საქართველო

საპენსიო სააგენტო მოსახლეობას კიბერთაღლითობის შესახებ აფრთხილებს

„სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

კერსტი კალიულაიდი

19 აგვისტო 2019, 18:07

საქართველო

ესტონეთის პრეზიდენტმა გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენები დაგმო

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ მეთქვა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციას. საერთაშორისო თანამეგობრობა არ შეეგუება საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს კერსტი კალიულაიდი Twitter-ზე.

ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი

19 აგვისტო 2019, 17:55

კულტურა

სერიალ „დილის შოუს“ ტრეილერი გამოქვეყნდა. ვიდეო

სერიალში მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი და სტივ ქარელი ასრულებენ. „დილის შოუ“ დილის გადაცემის წამყვანებისა და ჟურნალისტების პროფესიული და პირადი შესახებ მოგვითხრობს. ცნობილია, რომ Apple-მა სერიალის 2 სეზონის გადაღება დააანონსა, თითოეულ სეზონში 10 სერია იქნება და ის ექსკლუზიურად Apple TV Plus-ზე გავა.

ბიუჯეტირება

19 აგვისტო 2019, 17:52

საქართველო

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში - ახალქალაქში, ხაშურში, ქედაში, ლანჩხუთსა და ფოთში თვითმმართველობის თანამშრომლებისა და შესაბამის რეგიონებში მოქმედი მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი – „ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში“ – გაიმართა.

ლუკ კილერი

19 აგვისტო 2019, 17:50

სპორტი

კრივში ევროპის ჩემპიონმა მაკგრეგორი პაბში ასაკოვანი კაცის ცემის გამო ბრძოლაში გამოიწვია

ირლანდიელმა მოკრივემ ლუკ კილერმა თავისი თანამემამულე, შერეული ორთაბრძოლების (MMA) მებრძოლი კონორ მაკგრეგორი პაბში ასაკოვანი კაცის ცემის გამო ბრძოლაში გამოიწვია. ამის შესახებ გამოცემა Irish Boxing-ი წერს. როგორც ლუკ კილერი Twitter-ზე წერს, მაკგრეგორმა ორი წლის წინ მის მეგობარსაც სცემა.

დუეინ ჯონსონი დაქორწინდა

19 აგვისტო 2019, 17:27

ტაბლოიდი

„ფორსაჟის“ მსახიობი დაქორწინდა

ცნობილი მსახიობი, „ფორსაჟის“ ერთ-ერთი მთავარი გმირი დუეინ ჯონსონი თავის პარტნიორზე, ლორენ ჰაშიმანზე დაქორწინდა, რომელთანაც მრავალწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. წყვილმა ქორწილი 18 აგვისტოს, ჰავაიზე გადაიხადა. წვეულებიდან მისი და მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოები ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

19 აგვისტო 2019, 17:25

სპორტი

ლაშა გობაძის შესრულებული გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს. ვიდეო

ლაშა გობაძის შესრულებული გდება ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ აღიარეს, - ინფორმაციას საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია მსოფლიო ჭიდაობის ფედერაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. „გდება“ სპეციალური სპორტული ტერმინია ჭიდაობაში, რაც მეტოქის საწინააღმდეგოდ მოჭიდავის მოქმედებას ასახავს. ლაშა გობაძე 82 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჭიდაობს.

დავით ზალკალიანი

19 აგვისტო 2019, 17:18

საქართველო

ზალკალიანმა ეუთოს თავმჯდომარეს გუგუტიანთკარზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო სატელეფონო საუბარი გამართა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიროსლავ ლაიჩაკთან და ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

ემზარ კვიციანი

19 აგვისტო 2019, 17:14

საქართველო

ომბუდსმენი ემზარ კვიციანს რეკომენდაციას აძლევს

ასადოვის საჩივარში მითითებული იყო, რომ 2019 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეპუტატმა სამუშაო შეხვედრისას მირტაგი ასადოვის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა.

ოსკარი

19 აგვისტო 2019, 17:04

კულტურა

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოების მთავარი ფავორიტები დაასახელეს

ბუკმეკერებმა 2020 წლის ოსკარის დაჯილდოებმათი ინფორმაციით, საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდოს დიდი ალბათობით ხოაკინ ფენიქსი, ფილმ Joker-ში შესრულებული როლისთვის მიიღებს. მის გამარჯვებაზე ფსონები 9/4-იანი კოეფიციენტით მიიღება. ფენიქსის კონკურენტები ტომ ჰენქსი, ტარონ ეგერტონი და ანტონიო ბანდერასი იქნებიან.

ომარ ალ-ბაშირი

19 აგვისტო 2019, 16:39

მსოფლიო

სუდანის პროკურატურა: ალ-ბაშირმა საუდის არაბეთისგან მილიონობით დოლარის მიღება აღიარა

სუდანში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. BBC-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამომძიებელმა განაცხადა, რომ ალ-ბაშირმა საუდის არაბეთისგან მილიონობით დოლარის მიღება აღიარა. პროკურატურა მას კორუფციაში ადანაშაულებს.

დავით გარეჯი

19 აგვისტო 2019, 16:31

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ დავით გარეჯში საველე სამუშაოები დაგეგმა

დაიგეგმა საველე სამუშაოები: ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება. 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

19 აგვისტო 2019, 16:30

მსოფლიო

კანარის კუნძულებზე ხანძრის გამო ევაკუირებულთა რიცხვი 8000-მდე გაიზარდა

შაბათს ქალაქ ტეხედას მახლობლად გაჩენილ ხანძარს რამდენიმე კერა აქვს. ცეცხლის გავრცელებას ხელს ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს. ხანძარი კუნძულის ცენტრალურ ნაწილში მთებშია გაჩენილი და ჯერჯერობით სანაპირო ზოლზე დამსვენებლებს საფრთხეს არ უქმნის.

ტიმ კუკი და დონალდ ტრამპი

19 აგვისტო 2019, 16:24

ტექნოლოგიები

ტიმ კუკმა ტრამპი დაარწმუნა, რომ ჩინურ საქონელზე ტარიფების დაწესება Samsung-ს გააძლიერებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ჩინეთის წინააღმდეგ დასაწესებელ ახალ სანქციებთან დაკავშირებით Apple-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიმ კუკის არგუმენტებმა ​დააფიქრა. ამის შესახებ Business Insider-ი წერს. ტრამპის თქმით, კუკმა აუხსნა მას, რომ ახალი გადასახადები უპირატესობას შეუქმნის Apple-ის მთავარ კონკურენტს, სამხრეთკორეულ

თურქეთის შეიარაღებული ძალები

19 აგვისტო 2019, 16:06

მსოფლიო

სირიის ჯარის მიერ თურქულ სამხედრო კოლონაზე მიტანილ იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

სირიის ჯარმა თურქულ სამხედრო კოლონაზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით შედეგად 3 სამოქალაქო პირი დაიღუპა და 12 დაიჭრა. თურქულმა შეიარაღებულმა კოლონამ სირიის სახელმწიფო საზღვარი დღეს გადაკვეთა და პროვინცია იდლიბში შევიდა.

მიხეილ ხიდურელი

19 აგვისტო 2019, 15:59

კულტურა

„აწარმოე საქართველოში“: ჰოლივუდმა საქართველოს მწვანე შუქი აუნთო

„ამ მასშტაბის ფილმის ქვეყანაში გადაღება ნიშნავს იმას, რომ ჰოლივუდმა, როგორც ინდუსტრიამ, საქართველოს აუნთო მწვანე შუქი. ჩვენზე უკვე სხვა სტუდიოები ლაპარაკობენ, შეუქცევადი პროცესი დაიწყო, რაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი შემოვა“, - წერს ხიდურელი.

წითელა

19 აგვისტო 2019, 15:56

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა მედიას მოსთხოვა ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია შეზღუდოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი წითელას შესაჩერებლად მკაცრ მოქმედებებს ითხოვს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯონსონი ბრიტანელი ბავშვებისა და ახალგაზრდების დასაცავად წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციის მეტ გავრცელებას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დაავადების შესაჩერებლად მხოლოდ ორი აცრაა საჭირო, მოქალაქეების ნაწილი უარს ამბობს.

19 აგვისტო 2019, 15:26

ძალოვნები

გაფრთხილების მიუხედავად 6 ადამიანი მაშველების გადასარჩენი გახდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.