imedi /  06 თებერვალი 2019, 00:38 / სანდო წყარო

მეზვრიშვილი: არასრულწლოვნების დანაშაულზე კანონის გამკაცრება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გაუსვა ხაზი. ამის შესახებ მან გადაცემა "პირისპირ"-ის ეთერში გააკეთა კომენტარი.

"ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების თემა და ქურდობების გაზრდილი აჩვენებელი. რეალურად ქურდობა ეს არის ისეთი კატეგორიის დანაშაული, რომლის აღრიცხვიანობაც 2018 წელს გავაუმჯობესეთ, მაგრამ ნუ ხდება ეს ყოველდღიურად, ადამიანები ამას გრძნობენ, მოვიტყუებით ამაზე რომ არ ვისაუბროთ. ამასაც ხომ თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის სოციალური ფონი. პრევენციაზე ვმუშაობთ. კამერების რაოდენობა გავზარდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით, 2019-ში 2018 წელთან შედარებით ფაქტიურად გაორმაგება იგეგმება", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქურდობების მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვნების მიერ არის ჩადენილი.

"ესენი არიან 14-დან 18 წლამდე ასაკის პირები და 14 წლამდე პირები. მე ძალიან ხშირად მესმის მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით კანონი გავამკაცროთ. მინდა ცალსახად ვთქვა, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია. ამის გაკეთება შეიძლება 1 დღეში. მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს იქნება ნაბიჯი გადადგმული უკან. მე არ მგონია რომ საზოგადოებას სურდეს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, ქურდობებისთვის - და ესეთი დანაშაულები ჭარბობს, არასრულწლოვნების ციხეში გამოკეტვა. აქ ჩვენ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეს საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, განათლების, სოციალური მიმართულებით მუშაობას, ანუ ყველა უწყების მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული მიმართულებებით ნაბიჯები გადაიდგას. კანონი უნდა შეიცვალოს და გამკაცრდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა სხვა რესურსი ამ მიმართულებით იქნება ამოწურული. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ ნაბიჯს გადავდგამთ უკან", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

მინისტრის მოადგილემ გადაცემაში ასევე ისაუბრა დანაშაულის აღრიცხვის მეთოდებზე. მისი განმარტებით, კრიმინოგენული მდგომარეობის და სტატისტიკის შეფასებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ შსს-მ 2018 წელს დანაშაულის აღრიცხვიანობა გააუმჯობესა. მეზვრიშვილის თქმით, ყველა ფაქტი, რომელიც ოდნავ მაინც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რეგისტრირდება როგორც დანაშაული.

ყველა სიახლე

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში

23 მაისი 2019, 23:29

საქართველო

​საქართველოს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია

საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებს შორის შეხვედრისას ძირითადი ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა. ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში დავით ზალკალიანს, სალომე ზურაბიშვილსა და მამუკა ბახტაძეს შეხვდება.

მოწყალების თხოვნა

23 მაისი 2019, 23:15

მსოფლიო

უგანდის დედაქალაქის ქუჩებში მიუსაფარი ბავშვების დახმარება აკრძალეს

ადგილობრივი მთავრობის განცხადებით, კამპალას ქუჩებში საშუალოდ 15 ათასი ბავშვი ცხოვრობს. მათი ასაკი 7-დან 17 წლამდე მერყეობს. კანონის დამრღვევს 6-თვემდე ვადით პატიმრობა ან $11-ის ოდენობის ჯარიმა ემუქრება. კანონი ფულის გარდა საკვები პროდუქტების დახმარებასაც კრძალავს.

თვითმფრინავი

23 მაისი 2019, 23:00

ეკონომიკა

ტექნიკური პრობლების მიუხედავად თელ-ავივი-ბათუმის ავიარეისი მაინც სრულდება

თელ-ავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი დღისით, გამოფრენიდან მალევე კვლავ თელ-ავივში დაჯდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იძულებითი დაშვების მიზეზი მარცხენა ძრავის გადახურება გახდა. თვითმფრინავის ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

ინტერპოლი

23 მაისი 2019, 22:44

მსოფლიო

პედოფილიის საერთაშორისო სქემის გამოძიებისას ინტერპოლმა 9 ადამიანი დააკავა

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (Interpol) ცხრა ადამიანი ტაილანდში, ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დააკავა. გამოძიება 2017 წელს დაიწყო და მსოფლიოს მასშტაბით დაფარული „შავი ვების“ 63 ათასზე მეტ მომხმარებელზე იყო ფოკუსირებული.

სალომე ზურაბიშვილი

23 მაისი 2019, 22:28

საქართველო

ზურაბიშვილი: პრეზიდენტი არ უნდა ეხებოდეს ჭიათურაში მიმდინარე შრომითი დავის საკითხს

"თანამედროვე ევროპული საქართველო თავის მოსახლეობას ისეთ სამუშაო გარემოს უნდა უქმნიდეს, რომ ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და ჯანმრთელობა ეფექტურად იყოს დაცული,"- წერს საქართველოს პრეზიდენტი. ჭიათურაში მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ.

Wikipedia

23 მაისი 2019, 22:14

ტექნოლოგიები

Wikipedia თურქეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

მიზეზი თურქეთში ონლაინ ენციკლოპედიის წვდომაზე ორწლიანი შეზღუდვაა. Wikimedia-ს ფონდი აცხადებს, რომ საჩივარი სასამართლოში ქვეყანაში ონლაინ ენციკლოპედიის დაბლოკვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის გამო შეიტანეს. Wikipedia თურქეთში 2017 წელს დაიბლოკა.

ლევან იზორია

23 მაისი 2019, 22:00

ძალოვნები

იზორია საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობას მიესალმება

ასევე ძალოვანმა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისგან თავი შეიკავა. ლაპარაკია იმ განცხადებაზე, რომელიც ზურაბიშვილმა რამდენიმე კვირის წინ, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტთან გააკეთა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

23 მაისი 2019, 21:45

სპორტი

ბასილაშვილი ლიონის ტურნირის ნახევარფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში ანგარიშით 6:4, 6:4 ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა და ლიონის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ლიონის ტურნირი 19-25 მაისს იმართება. ტურნირის საპრიზო ფონდი 586,140 ევროა.

23 მაისი 2019, 21:30

კულტურა

„მზის გოგონების“ ჩვენება თბილისში სპეციალური კომისიისთვის გაიმართება

„მზის გოგონები“ საფრანგეთის, საქართველოს და ბელგიის კოპროდუქციაა, რომლის მსოფლიო პრემიერა 2018 წელს კანის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა. საქართველოს მხრიდან ფილმის პროდიუსერია ვლადიმერ კაჭარავა.

Facebook

23 მაისი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

Facebook-მა 3 მილიარდი ყალბი ანგარიში წაშალა

ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში Facebook-მა 3 მილიარდზე მეტი ყალბი ექაუნთი წაშალა. ეს იმაზე მეტია ვიდრე სოცქსელს აქამდე გაუკეთებია. ცნობილი გახდა, რომ 7 მილიონზე მეტი პოსტი „სიძულვილის ენას“ ემსახურებოდა. ანგარიში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:53

ძალოვნები

პოლიციამ „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის გამო 2 ადამიანი დააკავა

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ძალადობა) და სსკ-ის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელის შეშლა) მიმდინარეობს.

ჯონ უოლკერ ლინდი

23 მაისი 2019, 20:52

მსოფლიო

აშშ-ში „ამერიკელი თალიბანის“ სახელით ცნობილი დამნაშავე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ლინდმა ციხეში 17 წელი გაატარა. ავღანეთში, 2001 წელს დაკავებულს 20-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტთან კავშირშია ეჭვმიტანილი. მისმა ვადაზე ადრე გათავისუფლებამ უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

შალვა შავგულიძე

23 მაისი 2019, 20:29

საქართველო

შავგულიძე სააკაშვილს მხარდაჭერის გამო მადლობას უხდის

თუმცა უკვე გარკვეულია, რომ შალვა შავგულიძეს "გირჩის" მხარდაჭერა მეორე ტურში არ ექნება. ამ ეტაპზე არც დამოუკიდებელი კანდიდატი, ლევან ოსელიანი გეგმავს მის გვერდში დგომას. მთაწმინდის ოლქი ერთადერთია, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ძაღლი

23 მაისი 2019, 20:25

ტაბლოიდი

აშშ-ში ჯანმრთელი ძაღლი პატრონს საფლავში ჩააყოლეს

გამოცემის ინფორმაციით, მძიმე ავადმყოფმა, შინაური ცხოველის პატრონმა გარდაცვალებამდე ანდერძი დატოვა, რომ ძაღლი მასთან ერთად დაეკრძალათ. ქალის გარდაცვალებიდან 2 კვირაში ჯანმრთელი ძაღლი თავშესაფრიდან გამოიყვანეს, დააძინეს, კრემაცია ჩაუტარეს და პატრონის გვერდით დაკრძალეს.

პოლიცია

23 მაისი 2019, 20:16

ძალოვნები

წყალტუბოში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ისინი 7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ოჯახში მივიდნენ. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულის ახლობლებმა და მეზობლებმა "რუსთავი 2-ს" კომენტარზე უარი უთხრეს, ხოლო როდესაც ოპერატორი და ჟურნალისტი მანქანაში სხდებოდნენ, მათ რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ფოტოგრაფია

23 მაისი 2019, 20:16

კულტურა

უკრაინა ქართული ფოტოგრაფიის დღეებს მასპინძლობს

25 ფოტოგრაფის 60 ექსპოზიცია ”სიყვარულით საქართველოდან” კიევში, ლვოვსა და როვნოში 23-30 მაისს გამოიფინება. „გვსურს, ამ გამოფენით განსხვავებული კუთხით გავაცნოთ საქართველო უკრაინელებს - არა ტრადიციული ეთნოგრაფიული პასაჟებით“, - განაცხადეს საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციაში.

დროშები

23 მაისი 2019, 20:06

საქართველო

ბაქოში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა იმართება

მთავარი თემა საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთებია. მათ შორისაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია სამუშაო პროცესს ორი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურების სპეციალური წარმომადგენლები, დიპლომატები და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები ესწრებიან.

გზები

23 მაისი 2019, 19:58

საქართველო

26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

23 მაისს, 22:00 საათიდან ბარათაშვილის ქუჩაზე ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა. კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩიდან მომავალი ნაკადი, ვერ შეძლებს მოძრაობას პუშკინის ქუჩის გავლით თავისუფლების მოედანზე, არამედ ჩავა მარჯვენა სანაპიროზე იუსტიციის პანდუსზე. 27 მაისიდან შეზღუდვები სრულად მოიხსნება.

დონალდ ტრამპი

23 მაისი 2019, 19:55

საქართველო

ტრამპი მამუკა ბახტაძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

თეთრი სახლის ლიდერის მიერ საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ წერილში ასევე ხაზგასმულია აშშ-საქართველოს პარტნიორობა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

დონალდ ტრამპი  რექს ტილერსონი

23 მაისი 2019, 19:37

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რექს ტილერსონს ჩლუნგი უწოდა

მიზეზი The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ტრამპი ცუდად იყო მომზადებული. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ჰამბურგში ერთმანეთს 2017 წლის 7 ივლისს შეხვდნენ.