imedi /  07 თებერვალი 2019, 11:21 / სანდო წყარო

მერაბ მალანია შს მინისტრის მოადგილე აღარ არის

მერაბ მალანია

მერაბ მალანია

მერაბ მალანია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აღარ არის. ის თანამდებობიდან 5 თებერვლიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრემიერმინისტრის ბრძანებაში წერია. 

6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ ბოცვაძე მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

საკადრო გადაადგილება ამ უწყებაში 5 თებერვალსაც მოხდა - თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად კახა ბუხრაძე დაინიშნა.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2019, 10:53

საქართველო

თავდაცვის მინისტრი ლოგისტიკურ სწავლებას გაეცნო

სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოგისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.

ფილიპინები

23 აპრილი 2019, 10:36

მსოფლიო

ფილიპინებზე კიდევ 1 ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე კიდევ 1 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის სიმძლავრემ 6,3 მაგმნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრში კუნძული სამარი იყო. მსხვერპლის და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. 22 აპრილს ფილიპინებზე ასევე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

23 აპრილი 2019, 10:36

ტექნოლოგიები

Tesla 2020 წლიდან უპილოტო ტაქსის სერვისს აამოქმედებს

მასკის თქმით, 2020 წელს Tesla-ს მილიონამდე ავტომობილი აბსოლუტურად თვითმართვაზე გადავა. Associated Press-ის ცნობით, Tesla-ს დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ შემდეგი წლის ბოლომდე აშშ-ში უპილოტო ავტომობილის გამოცდის საშუალებას მისცემს.

23 აპრილი 2019, 10:22

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლებს მასობრივად კრძალავენ

შრი-ლანკაზე მასობრივი დაკრძალვის ცერემონია დაიწყო. ქვეყანაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შეასახებ BBC ავრცელებს. უახლოესი ინფორმაციით აფეთქებების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 310-ს მიაღწია.

ჭიაკოკონობა

23 აპრილი 2019, 10:12

საქართველო

რა ჯარიმა დაეკისრება მოქალაქეს ჭიაკოკონობაზე საბურავების დაწვისთვის

ამ ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

ლაირა მაკქი

23 აპრილი 2019, 09:47

მსოფლიო

ჟურნალისტის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმიამ“ აიღო

„მტერზე თავდასხმის დროს ლაირა მაკქი ტრაგიკულად დაიღუპა იმ დროს, როდესაც ის მტრული ძალების გვერდით იდგა"- ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც „ირლანდიის რესპუბლიკურმა არმია“ ჟურნალისტის ოჯახსა და ახლობლებს ბოდიშს უხდის.

პაროლები

23 აპრილი 2019, 09:28

ტექნოლოგიები

ყველაზე არასაიმედო პაროლების რეიტინგი გამოქვეყნდა

სიის ლიდერია პაროლი 123456, რომელსაც 23,2 მილიონი ბრიტანელი იყენებს. მას შემდეგ მოდის პაროლები 123456789», qwerty, password და 1111111. გარდა ამისა, ინტერნეტის მომხმარებლებლები პაროლებად ირჩევენ სახელებს, საფეხბურთო კლუბებისა და მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებებს, ასევე კომოქსის პერსონაჟების სახელებს.

შრი-ლანკა ტერაქტი

23 აპრილი 2019, 09:16

მსოფლიო

შრი-ლანკაზე ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, შრი-ლანკაზე ტერაქტების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 310-ს მიაღწია. ამასთან, დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდება. გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო. 22 აპრილს შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ჯამაათ ალ-ტავჰიდ ალ-ვათანიამ“ აიღო.

წიგნის დღე

23 აპრილი 2019, 08:52

საქართველო

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

23 აპრილი 2019, 08:39

მსოფლიო

ტურისტებს ნოტრ-დამის ახლოდან ნახვა ისევ შეუძლიათ

ტურისტებს პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ახლოდან ნახვა ისევ შეუძლიათ. ხანძრიდან ერთი კვირის შემდეგ საფრანგეთის პოლიციამ ნოტრ-დამის მიმდებარე ქუჩები გახსნა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ისტორიულ ძეგლს 5 წელიწადში აღადგენენ.

პარლამენტი

23 აპრილი 2019, 08:15

საქართველო

დღეს პარლამენტში ეკონომიკის მინისტრსა და საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელს მოუსმენენ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ. ივანე მაჭავარიანი ევროპულმა საქართველომ დაიბარა. როგორც დეუტატები აცხადებენ კითხვები იქნება სფეროში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ბიუჯეტსა და საპენსიო რეფორმის მიმდინარეობაზეც.

გარემოს დამცველები

23 აპრილი 2019, 08:02

მსოფლიო

ეკოაქტივსტებმა ლონდონის ბუნების დაცვის მუზეუმის ნაწილი დაიკავეს

მოძრაობის „ამბოხება გადაშენების წინააღმდეგ” წევრები იატაკზე დაწვნენ და ცხედრები განასახიერეს. ამ გზით მათ გლობალური დათბობის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების მიქცევა სცადეს. აქტივისტების უმრავლესობა ერთსაათიანი აქციის შემდეგ დაიშალა, თუმცა ნაწილი მუზეუმში დარჩა. გარემოს დამცველი აქტივისტები დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციას უკვე ერთ კვირაზე მეტია მართავენ.

შრი-ლანკა

23 აპრილი 2019, 01:11

მსოფლიო

აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურები შრი-ლანკას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ

აშშ-ისა და ინდოეთის სპეცსამსახურები შრი-ლანკის მთავრობას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებდნენ. ამის შესახებ შრი-ლანკის ეკონომიკური რეფორმების მინისტრ ხარშა დე სილვაზე დაყრდნობით ტელეკომპანია CNN იუწყება.

ჯენიფერ ლოპესი

23 აპრილი 2019, 00:53

კულტურა

ჯენიფერ ლოპესს ახალ ფილმში გადაიღებენ

ფილმის სახელწოდება Marry Me. ლოპესთან ერთად მთავარ როლს ოუენ უილსონი შეასრულებს. სცენარის მიხედვით, ლოპესი პოპ-მომღერალია, რომელიც ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე შეიტყობს, რომ საქმრომ უღალატა. ამის შემდეგ ლოპესის გმირი სცენაზე გადის და ირჩევს კაცს, რომელიც მისი ქმარი გახდება.

23 აპრილი 2019, 00:24

ტაბლოიდი

ფილიპინებზე მიწისძვრის გამო ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადაიღვარა

ფილიპინების დედაქალაქში მიწისძვრის გამო ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე მდებარე აუზიდან წყალი გადაიღვარა. ინციდენტის ამსახველი ვიდეოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში ჩანს, თუ როგორ იღვრება ათობით სართულის სიმაღლიდან დიდი რაოდენობით წყლის მასა.

მოძრაობა „ჰეზბოლა“

22 აპრილი 2019, 23:44

მსოფლიო

აშშ „ჰეზბოლას“ ფინანსების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს გადაიხდის

აშშ მოძრაობა „ჰეზბოლას“ ტერაქტების მხარდამჭერი ფინანსური ოპერაციების ჩაშლისთვის ღირებული ინფორმაციის სანაცვლოდ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს აწესებს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიფინგზე დიპლომატიური უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მაიკლ ევანოფმა განუცხადა.

გარდაცვლილი ალპინისტები

22 აპრილი 2019, 23:34

მსოფლიო

კანადაში ზვავს სამი ცნობილი ალპინისტი ემსხვერპლა

ჯეს როსკელის, დევიდ ლამასა და ჰანსიორგ აუერის ძებნა 17 აპირილს დაიწყო. სწორედ ამ დღეს გაწყდა მათთან კავშირი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს რთული მეტეოროლოგიური პირობები ართულებდა.36 წლის ამერიკელი ჯეს როსეკლი და ავსტრიელები 28 წლის დევიდ ლამა და 35 წლის ჰანსიორგ აუერი მსოფლიოს საუკეთესო ალპინისტების რიცხვში შედიოდნენ.

ლარი მიტჩელ ჰოპკინსი

22 აპრილი 2019, 22:57

მსოფლიო

FBI ამერიკელს ობამასა და კლინტონზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს

გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელს ლარი მიტჩელ ჰოპკინსს, რომელიც FBI-ს თანამშრომლებმა ნიუ-მექსიკოს შტატში არალეგალი მიგრანტების თვითნებური დაპატიმრების გამო დააკავეს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ბარაქ ობამასა და ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონზე თავდასხმის დაგეგმვაში ედება ბრალი.

სტივ გოლინი

22 აპრილი 2019, 22:36

კულტურა

„სპოთლაითის“ პროდიუსერი სტივ გოლინი გარდაიცვალა

გოლინის გარდაცვალების მიზეზედ კიბო სახელდება. ის დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა. გოლინი ისეთი ფილმების პროდიუსერი იყო, როგორებიცაა „თამაში", „გადარჩენილი“, „ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება“, თუმცა ოსაკარი მას „სპოთლაითმა“ მოუტანა.

კუნძული ტენერიფე

22 აპრილი 2019, 22:13

ტაბლოიდი

გაქცეული პატიმარი კურორტზე ცხოვრებისგან დაიღალა და პოლიციას ჩაბარდა

ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დააკავეს ძებნილი პატიმარი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კანარის კუნძულებს აფარებდა თავს. ამის შესახებ Associated Press წერს. 64 წლის კაცი მივიდა პოლიციელებთან და განუცხადა, რომ 10 წლის წინ ციხიდან გაიქცა და ამ ხნის განმავლობაში კუნძულ ტენერიფეზე ცხოვრობდა.