imedi /  07 თებერვალი 2019, 14:55 / სანდო წყარო

63 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფაქტის გახსნის შედეგად, 63 მოქალაქე  დაზარალებულად ცნო. მათ ზუგდიდისა და ხობის რაიონებში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული 67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელსაც ანაკლიასა და მის მიმდებარედ პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის ფართობი უნდა გამოყოფოდა. ამ პროცესს და ინვესტორისთვის მიწის  გადაცემას  ხელს უშლიდა ის გარემოება, რომ  ტერიტორიაზე არსებული მიწის ფართობის გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებად ირიცხებოდა. ისინი კი საკუთრების დათმობის სანაცვლოდ შესაბამის კომპენსაციას მოითხოვდნენ“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

„პროცესის გამარტივების და მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისგან თავის არიდების მიზნით, იმჟამინდელი ხელისუფლების  მაღალი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებით, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, საკუთრების უფლების უხეში დარღვევით, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად, საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა. დოკუმენტის საფუძველზე 2000 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირდა. მათ  შორის აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრებლების  მიწის ნაკვეთებიც, ისე, რომ მოსახლეობას რაიმე სახის კომპენსაცია არ მიუღია, რითაც უხეშად დაირღვა მათი საკუთრების უფლება“, - წერია პროკურატურის განცხადებაში, 

63 დაზარალებულ მოქალაქეს ზუგდიდისა და ხობის რაიონის სოფლებში: ანაკლიაში, დარჩელში, ცაისში, ცაცხვში, ორულუში, ერგეტაში, გურიფულსა და ხეთაში,  მდებარე  67 მიწის ნაკვეთი დაუბრუნდებათ, რომელთა საერთო ფართობი 379 403 კვ/მ შეადგენს. 

ყველა სიახლე

გოგო წულაია

16 ივლისი 2019, 12:18

საქართველო

წარწერით „მოგზაური მერი“ გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ვარსკვლავი გაუხსნა

„მოგზაური მერი“ - ამ წარწერით ვარსკვლავი გოგი წულაიამ ქუთაისის მერს ქალაქის მერიასთან გაუხსნა. „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით, მერის მოგზაურობასა და მივლინებებზე 6 თვის განმავლობაში 150 000 ლარი დაიხარჯა.

პაატა იმნაძე

16 ივლისი 2019, 12:17

საქართველო

პაატა იმნაძე: რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი კონცენტრაცია დაფიქსირდა, მამა მონადირე ან მეთევზე იყო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის პაატა იმნაძის თქმთ, რამდენიმე ოჯახში, სადაც ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა, ტყვიის სხვადასხვა წყარო იყო, ასეთი ოჯახები კი ძირითადად მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ.

16 ივლისი 2019, 12:04

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ფოთის საკრებულოს სხდომაზე გახარიას თვალახვეული პლაკატით მივიდა

ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. „გახარია წადი“, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო.

16 ივლისი 2019, 12:02

ვიდეო

ფოლკლორული ანსამბლი ,,ზურმუხტი" ლონდონიდან სიმღერით „ვაგიორქო მა“

მამუკა ბახტაძე
ივერი ბუაძე

16 ივლისი 2019, 11:59

საქართველო

პრემიერმინისტრმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისას დაშავებულ სამხედროს ბინა გადასცა

უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე, რომელიც აშშ-სა და გერმანიაში მკურნალობის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, თბილისში, სამხედრო ქალაქში იცხოვრებს და საქართველოს თავდაცვის ძალებში იმსახურებს. პრემიერმინისტრის ინიციატივით, გმირი ქართველი სამხედროები სკოლებსა და უნივერსიტეტებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს გამართავენ, რათა

16 ივლისი 2019, 11:48

ეკონომიკა

თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია იწყება

"სამუშაოები კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას და მოაჯირების შეცვლას ითვალისწინებს. სამუშაოების წარმოების პერიოდში, 200 დღის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა სრულად შეიზღუდება როგორც პანდუსზე, ასევე პანდუსის მიმდებარედ სანაპიროს მარჯვენა განაპირა ზოლზე,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი ვოლსკი

16 ივლისი 2019, 11:47

საქართველო

ვოლსკი IRI-ის კვლევაზე: სინამდვილეში სხვა რეალობაა

ვოლსკის თქმით, პრობლემა ის არის, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს იმ ქვეყანას, რომელიც საქართველოს პარტნიორად ითვლება და სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს ორგანიზაცია. ოპოზიციის შეფასებით კი, „ქართული ოცნების“ საფიქრალი უნდ იყოს, როგორ გადასცეს ხელისუფლება უმტკივნეულო მეთოდით.

ოსტინ ბატლერი

16 ივლისი 2019, 11:38

კულტურა

ელვის პრესლის როლს ოსტინ ბატლერი შეასრულებს

დიდი შერჩევის შემდეგ, მთავარი როლი ელვის პრესლის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში - ოსტინ ბატლერმა მიიღო. ამის შეასხებ ინფორმაცია თავად ფილმის რეჟისორმა ბაზ ლურმანმა, სოციალური ქსელის "ტვიტერის" მეშვეობით შეატყობინა საზოგადოებას.

16 ივლისი 2019, 11:34

ტაბლოიდი

კალიფორნიაში გემთან მოცურავე ასობით დელფინი გადაიღეს. ვიდეო

კალიფორნიაში ლაგუნა ბიჩის სანაპიროზე ასობით დელფინი გამოჩნდა. ვიდეოში, რომელიც ამერიკელმა ჩანკ პეტერსონმა გემიდან გადაიღო, ჩანს როგორ ცურავენ დელფინები ჯგუფურად გემთან ერთად. ვიდეო ამერიკულ მედიაში გავრცელდა და ათასობით ნახვა დააგროვა.

16 ივლისი 2019, 11:33

საქართველო

კალაძე: ტყუილია, თითქოს მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს

ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში გადაინაცვლებს ტყუილია. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, მიკროავტობუსები ივლის იმ ქუჩებზე სადაც 10 და 8-მეტრიანი ავტობუსები გაბარიტების გამო ვერ იმოძრავებენ.„ჩვენ არასდროს დაგვიყვია უბანი ცენტრალურ და გარე უბნებად, ეს ჩემთვის მიუღებელია",- განაცხადა კახა კალაძემ.

16 ივლისი 2019, 11:30

საქართველო

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებებს ოპოზიცია და მმართველი გუნდი აფასებს

ერთი სპეცრაზმელის დაკავება, როდესაც კონკრეტული პოლიციელების დანაშაულის ამსახველი არაერთი კადრი არსებობს, ობიექტურ გამოძიებაზე საუბარი არ შეიძლება, ასე აფასებს ოპოზიცია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველის დაკავების საკითხს.

პაატა იმნაძე

16 ივლისი 2019, 11:05

საქართველო

პაატა იმნაძე ზაფხულის სეზონური დაავადებების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

პაატა იმნაძის თქმით ინფექციების მხრივ მშვიდი სეზონია. მისი განცხადებით, ის დაავადებებიც კი რაც ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი შემცირებულია. მათ შორისაა, ყირიმკონგო, ტკიპების მიერ გადამტანი დაავადება. იმნაძის ინფორმაციით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მწერებთან, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა.

გიორგი ყავლაშვილი

16 ივლისი 2019, 11:02

ძალოვნები

„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

შესაბამისი დოკუმენტი საგამოძიებო უწყებაში ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჩააბარა. მისი განცხადებით, ნინო ნიჟარაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

16 ივლისი 2019, 10:54

მსოფლიო

კუნძულ ბალიზე ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია

ბალიში მომხდარ 6-მაგნიტუდიან მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა. ინდონეზიური მედიის ინფორმაციით, სტიქიის გამო სასტუმრო Nusa Dua-ს შესასვლელი და რამდენიმე ნაგებობა და სკოლის შენობები დაზიანდა.

16 ივლისი 2019, 10:17

მსოფლიო

ტრამპის სექსისტურ და რასისტულ განცხადებას კონგრესმენმა ქალებმა უპასუხეს

ახლად არჩეულმა დემოკრატმა ქალმა კონგრესმენებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „რასისტულ გამონათქვამს“ პრესკონფერენციაზე უპასუხეს. კონგრესმენები ამერიკელებს მოუწოდებენ, „ანკესზე არ წამოეგონ“. აიანა პრესლის თქმით, პრეზიდენტის მიზანი მათი მარგინალიზაცია და გაჩუმება იყო.

მარკ ესპერი

16 ივლისი 2019, 10:06

მსოფლიო

თეთრმა სახლმა თავდაცვის მდივნის პოსტზე მარკ ესპერი წარადგინა

ესპერი თავადაცვის მდივნის მოვალეობას ივნისის შუა რიცხვებიდან ასრულებს. ახლა კი, სანამ მის კანდიდატურას სენატი წამოაყენებს და დაამტკიცებს, ესპერი ფორმალურად თავის წინა თანამდებობას დაუბრუნდება. კერძოდ კი აშშ-ის არმიას.

16 ივლისი 2019, 09:50

მსოფლიო

ევროკავშირმა თურქეთს სანქციები დაუწესა

სანქციების თანახმად, თურქეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანას, ფინანსური დახმარება შეუმცირდება. გარდა ამისა, ბრიუსელმა მიიღო გადაწყვეტილება შეაჩეროს მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე.

სალომე ზურაბიშვილი

16 ივლისი 2019, 09:33

საქართველო

ზურაბიშვილი მიუნხენში ქართულ დიასპორასა და სტუდენტებს შეხვდა

პრეზიდენტმა ევროკავშირში სექტორული გაწევრიანების ამოცანის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი ეტაპი განათლების, კულტურის, ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის მიმართულებით ევროკავშირის პროგრამებში გაწევრიანებაა.

ზაქარია ქუცნაშვილი

16 ივლისი 2019, 09:22

საქართველო

პარლამენტში ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე იმსჯელებენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი სხდომაზე დღეს ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, სავარაუდოდ, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ნეიმარი

16 ივლისი 2019, 09:10

სპორტი

მედია: ნეიმარმა „პსჟ“ წასვლის შესახებ გააფრთხილა

ნეიმარი „პსჟ“-ში ჯერ კიდევ 8 ივლისს უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა მედიის ცნობით, სპორტსმენი უკმაყოფილო დარჩა იმით, რომ მისი კლუბიდან წასვლის პროცესი ჭიანურდებოდა, რის გამოც ვარჯიშზე უარი თქვა. სავარაუდოდ ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნდება.