imedi /  10 თებერვალი 2019, 13:07 / სანდო წყარო

„მატროსოვის“ ციხეში მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

„მიმდინარე წლის 9 თებერვალს, 20:59 საათზე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა, 1989 წელს დაბადებულმა შოთა შანიძემ საკნის საპირფარეშოში სუიციდის მცდელობა განახორციელა. მან პოლიეთილენის პარკით საპირფარეშოს კარის სახელურზე სცადა თავის ჩამოხრჩობა “ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სპეცალური პენიტენციალური სამსახური ავრცელებს. 

პენიტენციალური სამსახურის განცხადებას imedinews-ი უცვლელად გთავაზობთ: 

„შოთა შანიძე N9 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 26 იანვარს იქნა შესახლებული და ამ დღიდან მსჯავრდებულის მიმართ, მისივე განცხადების საფუძველზე, უსაფრთხოების ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ, იგი იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით არის განთავსებული საკანში, სადაც მის მიმართ ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა მიმდინარეობს. სწორედ უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველოფის სამმართველოს თანამშრომლების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა მსჯავრდებულის გადარჩენა.

იგი სასწრაფო წესით ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში მსჯავრდებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია და სათანადო გამოკვლევები ჩაუტარდა. კერძოდ, გაეწია ექიმების კონსულტაცია, გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა, რის შედეგადაც რაიმე ცვლილება არ გამოვლენილა. ამ ეტაპისთვის შოთა შანიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ჰემოდინამიკა სტაბილურია, მსჯავრდებული იმყოფება სედაციის ქვეშ. 


მომხდართან დაკავშირებით გუშინვე დაიწყო გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო და ოპერატიულ სამმართველოს მიერ (თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა). ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები; შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა, დაიკითხნენ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები და დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ის ექიმი, რომელმაც მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

 
შოთა შანიძეს 2009 წლის 11 მაისს მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, 236-ე მუხლის პირველი ნაწილი, 236-ე მუხლის მეორე ნაწილი, 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 19-109 მუხლის პირველი ნაწილის „გ“, 19-109 მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით სასჯელის ზომად 33 წლით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. განაჩენი 2010 წლის 30 მარტს უცვლელი დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ხოლო 2010 წლის 01 ივლისს - საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. 


2015 წლის 15 დეკემბერს შოთა შანიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“, 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ და 117-ე მუხლის მე-8 ნაწილებით გასამართლდა (2014 წლის 4 მარტს N14 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების საქმე). ამავე სასამართლოს მიერ პირველი და მეორე საქმის განაჩენთა ერთობლიობით და ამნისტიის გათვალისწინებით, შოთა შანიძეს სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 


მიმდინარე წლის 3 იანვარს, შოთა შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა, ითხოვდა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადახედვას და მის უდანაშაულოდ ცნობას, ასევე მთავარი პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელი ხელმძღვანელების დასჯას, მსჯავრდებულმა შიმშილობა 10 იანვარს შეწყვიტა. მიმდინარე წლის 6 თებერვალს შანიძემ გამოაცხადა შიმშილობა და ითხოვდა მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას. მსჯავრდებულმა შანიძემ შიმშილობა შეწყვიტა 7 თებერვალს“ -  ნათქვამია პენიტენციალური სამსახურის განცხადებაში. 

ყველა სიახლე

17 თებერვალი 2019, 00:21

ძალოვნები

ჰონკონგში პირველ „ჭკვიან “ ციხეს შექმნიან

ჰონკონგის პენიტენციალური დეპარტამენტის ადმინისტრაციამ (CSD)შეიმუშავა გეგმა, რომ 8 300 მსჯავრდებულის უსაფრთხოება „ჭკვიანი“ ციხეების საშუალებით უზრუნველყოს.

17 თებერვალი 2019, 00:11

მსოფლიო

უკრაინაში 1 მარტიდან პენსია 17-20%-ით გაიზრდება

​უკრაინაში პირველი მარტიდან პენსია 17-20%-ით გაიზრდება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცეპრემიერმა პაველ როზენკომ გააკეთა, რომელსაც გამოცემა DW ავრცელებს. მისივე თქმით, ამიერიდან პენსია უკრაინაში წელიწადში ერთხელ გაიზრდება.

16 თებერვალი 2019, 23:36

ტექნოლოგიები

მეცნიერები: „ტოროლას“ და „ბუს“ ტვინი განსხვავებულად მუშაობს

ის ვინც ადრე იღვიძებს და ვინც გვიან წვება მათი ტვინი დღის განმავლობაში განსხვავებულად მუშაობს, ამტკიცებენ ბრიტანელი მეცნიერები. კვლევები ბირმინგემის „ტვინის ქცევის“ კვლევით ცენტრში ჩატარდა.

16 თებერვალი 2019, 23:18

სპორტი

ქუთაისელმა ჰოკეისტმა ქალებმა ფინელები დაამარცხეს

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდმა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე წარმატებული სტარტი აიღო. ქუთაისელმა გოგოებმა, რომლებიც „ჩელენჯ II“ ჯგუფში გამოდიან, დღეს ორი შეხვედრა გამართეს და ორივეში გაიმარჯვეს. პირველ ტურში ქუთაისელებმა ფინური „პორვო“ ანგარიშით 16:0 დაამარცხეს, მეორე შეხვედრაში კი „ქუთაისმა“ დანიური „კოპენჰაგენი“ ანგარიშით 8:6 დაამარცხა.

მარსმავალი Opportunity

16 თებერვალი 2019, 23:07

ტექნოლოგიები

Opportunity „მოკვდა“ 😭 ინტერნეტი მარსმავალს ემოციურად ემშვიდობება

13 თებერვალს NASA-ში ბოლოჯერ სცადეს მარსმავალ Opportunity-სთან დაკავშირება, რომელთანაც მარსზე ამოვარდნილი დიდი ქარიშხლის გამო კონტაქტი გაწყდა. სპეციალისტებმა საბოლოოდ აღიარეს, რომ როვერის მისია სამუდამო დასრულდა.

16 თებერვალი 2019, 22:35

ტაბლოიდი

PewDiePie-მ ქართულწარწერიანი ტანსაცმელი კიდევ ჩაიცვა

იუთუბერმა PewDiePie-მ, რომელსაც 85 მილიონი გამომწერი ჰყავს, ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ახალი კოლექციიდან ტანსაცმელი კიდევ ერთხელ მოირგო. ქართული წარწერის მქონე ჰუდით ფელიქს შელბერგი (pewdiepie) თავის ახალ იუმორისტულ ვიდეოში გამოჩნდა.

გიორგი მამალაძე

16 თებერვალი 2019, 22:34

საქართველო

დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარეს

ღუდუშაურის კლინიკაში დეკანოზი გიორგი მამალაძე მისმა მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა. ამის შესახებ დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

16 თებერვალი 2019, 22:20

ძალოვნები

თბილისში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა

ფონიჭალის დასახლებაში სუპერმარკეტ „ზღაპარს“ ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. შეჯახების შედეგად მაღაზიის მინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიმსხვრა.

16 თებერვალი 2019, 21:56

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მანქანის გამონაბოლქვის შესუნთქვა კაცის ერექციის ფუნქციას არღვევს

ტოქსიკური ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია, რომელსაც ინტენსიური სამანქანო მოძრაობის მქონე რეგიონის მცხოვრებლები სუნთქავენ, სავარაუდოდ კაცების ერექციის დარღვევას უწყობს ხელს. ამის შესახებ ჩინელი მეცნიერები აცხადებენ.

16 თებერვალი 2019, 21:30

საქართველო

საქართველოში ნორვეგიის საელჩო გაიხსნება

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ, - ამის შესახებ საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე აღინიშნა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

16 თებერვალი 2019, 21:17

ტექნოლოგიები

2019 წლის ყველაზე უსაფრთხო ავტომობილი დასახელდა

Euro NCAP -ის ექსპერტებმა 2019 წელს ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების სია შეადგინეს. ტესტ-დრაივის შედეგები პორტალ CarBuyer- ზეა გამოქვეყნებული.

16 თებერვალი 2019, 21:14

მსოფლიო

აფრიკული ქვეყანა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

სუდანის ელექტროენერგიის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველგან შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ალ არაბია“ ავრცელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მსგავსი გათიშვა მეორეჯერ ხდება.

16 თებერვალი 2019, 20:46

ტაბლოიდი

ბაზარზე მეგრული სახელწოდების თოჯინა „ოლაფინია“ გამოჩნდა

30 წლის ნუცი და 25 წლის სოფი მალაშხიებს დაახლოებით ერთი წლის წინ ქართული სათამაშოს შექმნის იდეა გაუჩნდათ. უკვე დეკემბერში, ბაზარზე მეგრული სახელწოდების ბრენდი - ოლაფინია გამოჩნდა, რაც ქართულად სათამაშოს ნიშნავს.

16 თებერვალი 2019, 20:35

საქართველო

ბახტაძე: საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან მიახლოება თავად ალიანსის ინტერესებშია

ნატოში გაწევრიანება საქართველოსთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა, თუმცა თავად ნატოს ინტერესებშია ქვეყანა მიუახლოვოს ალიანსში გაწევრიანების ეტაპს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მიუნხენში ნატოს გაფართოების საკითხებზე გამართულ პარალელურ შეხვედრაზე განაცხადა.

16 თებერვალი 2019, 20:21

საქართველო

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა

საქართველოსა და საბერძნეთის ისტორიულ კავშირებზე, მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადაყვანაზე ისაუბრეს საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა დღეს მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე.

16 თებერვალი 2019, 20:19

ტაბლოიდი

ჯეკი კენედის უმცროსი და გარდაიცვალა

ჟაკლინ (ჯეკი) კენედის უმცროსი და ლი რაძივილი 85 წლისა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა - წერს Dailymail. მისი გარდაცვალების მიზეზი, ჯერ დადგენილი არ არის.

16 თებერვალი 2019, 19:44

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს

აშშ-ში ოჰაიოს შტატის მეცნიერებმა კალიფორნიაში ფუტკრების გაქრობის მიზეზი ამოხსნეს. როგორც გაირკვა ფუტკრები ნუშის პლანტაციებში იხოცებოდნენ.

16 თებერვალი 2019, 19:40

მსოფლიო

ესპანეთის ხელისუფლებამ ფრანკოს ოჯახს დიქტატორის გადასვენებისთვის 15 დღე მისცა

ფრანკოს ოჯახს ახალი ადგილის მოსაძებნად 15 დღე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება თავად შეარჩევს ადგილს. შესაძლოა, დიქტატორის შთამომავლებმა გადასვენების გადაწყვეტილება სასამართლოში გააპროტესტონ.

16 თებერვალი 2019, 19:15

საქართველო

სოფელ კორცხელში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა

როჯერ სტოუნი

16 თებერვალი 2019, 18:58

მსოფლიო

სპეცპროკურორმა ტრამპის ყოფილი მრჩევლის და Wikileaks-ის მიმოწერა იპოვა

აშშ-ის სპეცპროკურორმა განაცხადა, რომ აქვს იმის შესახებ მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დიდი ხნის მრჩეველი როჯერ სტოუნი Wikileaks-თან პირდაპირი კონტაქტობდა. სტოუნმა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ტრამპის კონკურენტის ჰილარი კლინტონის მიმოწერა ინტერნეტში გამოაქვეყნა.