imedi /  12 თებერვალი 2019, 16:57 / სანდო წყარო

4 წლის ბათუმელი გოგოს მკვლელობაში მსჯავრდებული სააპელაციომაც დამნაშავედ ცნო

მკვლელობა

ბრალდებულის სასამართლო
პროცესი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაში ბრალდებული უზბეკეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

4 წლის ბავშვი ბათუმში გასული წლის 13 ივნისს ღამით მოკლეს. ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში თვითონ მიასვენა და განაცხადა, რომ ბავშვი ცემით მოკლა.

გამოძიების ვერსიით, ბავშვის დედა თურქეთში აპირებდა გადასვლას და რამდენიმე დღეში უკან დაბრუნებას. 4 წლის გოგოსთვის კი ბრალდებულს უნდა მოევლო, რომელიც დედის მეგობარი იყო. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე თურქეთის მხრიდან ბავშვის დედა უზბეკეთში იძულებით დააბრუნეს. საკითხის გარკვევამდე კი, ბავშვზე ზრუნვის ვალდებულება ბრალდებულმა აიღო.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2019, 14:10

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოში რძის, კვერცხის და ხორცის წარმოება გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (საქსტატი) ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 87.0 მლნ. ლიტრი რძე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება.

19 თებერვალი 2019, 14:03

ეკონომიკა

Honda-მ ოფიციალურად დაადასტურა რომ სუინდონის ქარხანას დახურავს

BBC-ის ინფორმაციით რეგიონში, იაპონური კომპანიის ერთადერთი ქარხანა, წელიწადში 150 000 ავტომობილს აწარმოებდა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით მიღებული გადაწყვეტილება საავტომობილო ინდუსტრიაში მომხდარი გლობალურ ცვლილებების გამო მოხდა

19 თებერვალი 2019, 13:57

სპორტი

იტალიური საფეხბურთო კლუბი ანგარიშით 20:0 დამარცხდა

ფინანსური პრობლემების მქონე კლუბმა სათამაშოდ მხოლოდ 7 ფეხბურთელი გამოიყვანა. „პრო პიაჩენცა“ კლუბ „კუნეოს“ ეჯიბრებოდა. ცნობილია, რომ მერვე ფეხბურთელმა მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, რადგან დაავიწყდა დოკუმენტების წაღება. მის ნაცვლად მოედანზე გუნდის ფიზიოთერაპევტი გავიდა.

ჭიდაობა

19 თებერვალი 2019, 13:57

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა უკრაინის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

15-16 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში თავისუფალ ჭიდაობაში ოვანეს სააკიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს. ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მაიკ ტაისონი

19 თებერვალი 2019, 13:49

სპორტი

ახალგაზრდობაში მაიკ ტაისონს გორილასთან ჩხუბი უნდოდა

1988 წელს მაიკი ნიუ იორკის ზოოპარკში სეირნებდა, როცა გორილების გალიასთან მოხვდა. მოკრივემ შეამჩნია, რომ ვოლიერში ერთ-ერთი პრიმატი განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდა და სხვა მაიმუნებს ჩაგრავდა. ტაისონმა ზოოპარკის დირექტორი იპოვა

19 თებერვალი 2019, 13:47

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 3,8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს წინასწარი მონაცემებით (საქსტატი) 2018 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 874.8 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.8 პროცენტით ნაკლებია.

Facebook

19 თებერვალი 2019, 13:45

მსოფლიო

Facebook-მა რუსეთის მხარდამჭერი 3 არხი დაბლოკა

როგორც RT აცხადებს, სამივე ტელეარხი Facebook-მა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაბლოკა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც CNN-ის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომლის თანახმადაც კრემლი პროპაგანდისტული ვიდეოების გადაღებას აფინანსებს.

სალომე ზურაბიშვილი
ემანუელ მაკრონი

19 თებერვალი 2019, 13:35

საქართველო

ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა იმართება

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

19 თებერვალი 2019, 13:29

ტექნოლოგიები

იაპონიის ოფისებში სამუშაოს დასრულების შესახებ თანამშრომელს დრონი შეატყობინებს

დრონები, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ოფისში მუშაობს, თანამშრომლების გადარჩენისთვის დაამონტაჟეს. დრონი ამოწმებს, წავიდნენ თუ არა სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ადამიანები სამსახურიდან. მანქანები კანონის შესრულებას აკვირდებიან, რომლის მიხედვითაც თვეში 100 საათზე მეტი ზეგანაკვეთური საათით მუშაობა არ შეიძლება.

19 თებერვალი 2019, 13:12

კულტურა

უკრაინის საელჩოს სურს რომ ამერიკის კინოთეატრებმა რუსული ფილმი „T-34“ არ აჩვენონ

საელჩოს წარმომადგენლების თქმით ახალი ფილმი, მსოფლიოში რუსულ აგრესიას წარმოაჩენს და პოპულარიზაციას უწევს. უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში სხვადასხვა შტატის 14 კინოთეატრია ნახსენები.

სმარტფონი

19 თებერვალი 2019, 12:55

ტექნოლოგიები

მსოფლიოს საუკეთესო სმარტფონები დასახელდა

გამოცემა Business Insider-მა 20 საუკეთესო სმარტფონის რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილას, ძლიერი აკუმულატორის დამსახურებით და ფოტოს გადაღების მაღალი ხარისხით, ჩინური OnePlus 6T გავიდა. ექსპერტების თქმით, გარდა იმისა, რომ ის სმარტფონი ვიზუალურად მომხიბვლელია, ის მისი კონკურენტებისგან განსხვავებით იაფი ღირს.

ევაკუაცია

19 თებერვალი 2019, 12:46

მსოფლიო

რომის აეროპორტიდან ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

რომში ჩამპინოს აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის მიზეზი შენობაში გაჩენილი ხანძარი გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აეროპორტიდან ყველა მგზავრისა და აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

რუსული ტუ-95

19 თებერვალი 2019, 12:44

მსოფლიო

ეუთოს მონიტორინგის მისიამ დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული ბომბდამშენები შეამჩნია

ეუთო-ს ინფორმაციით 15 თებერვალს დონეცკის სიახლოვეს მეთვალყურეებმა რუსული თვითმფრინავები "ტუ-95“ და "ტუ-142" შენიშნეს და გადაიღეს. ეუთო-ს მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბომბდამშენები სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ.

19 თებერვალი 2019, 12:36

საქართველო

ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის საბჭოს მიმართავს, რომ მოსამართლეთა არაეთიკური ქმედებები აღკვეთოს

ადვოკატთა ასოციაციის წევრების განმარტებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადვოკატთა საერთო კრების მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგი მოსამართლე წევრების მხრიდან მოჰყვა მოსამართლის საპატიო სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები. ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ მოსამართლეთა არაეთიკური ქმედებები აღკვეთოს.

სტუდენტები

19 თებერვალი 2019, 12:24

საქართველო

კახა კალაძე სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა

დედაქალაქის მერი თავის მოადგილესთან სოფიო ხუნწარიასთან ერთად, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ თბილისის მერიის ახალგაზრდული პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. კახა კალაძემ სტუდენტებს, როგორც მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა, ასევე, მათივე ინიციატივების წარდგენა შესთავაზა.

19 თებერვალი 2019, 12:21

ეკონომიკა

Huawei-ს დამფუძნებელი: აშშ-ს ჩვენი განადგურება არ შეუძლია

კომპანია Huawei-ის განადგურება აშშ-ს არ შეუძლია, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, რენ ჟენფეიმ ტელეკომპანია BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. რენ ჟენფეიმ მისი ქალიშვილის, Huawei-ის ფინანსური დირექტორის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.

19 თებერვალი 2019, 12:20

საქართველო

პენიტენციური სამსახურის თქმით გუანტანამოდან პატიმრებს არავინ ჩამოიყვანს

სამსახურის თქმით რუსთავის ახალ დაწესებულებებში მხოლდო საშუალო რისკის მქონე პატიმრების განთავსება იგეგმება და გუანტანამოს ციხიდან დამნაშავეების ჩამოყვანას არავინ აპირებს. რუსთავში მშენებარე ორი ციხიდან ერთი 120 პატიმარზე, მეორე კი 700 პატიმარზეა გათვლილი.

19 თებერვალი 2019, 12:12

საქართველო

საქართველოს ქალაქებში მწვანე სივრცეებს კაპიტალური მშენებლობისგან კანონი დაიცავს

ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებაში არსებული ყველა პარკი და მწვანე ზონა საკანონმდებლო დონეზე იქნება დაცული. საპარლამენტო უმრავლესობა ახალი ინიციატივით გამოდის. კანონპროექტში გაჩნდება ჩანაწერი „მწვანე ხაზები“და სწორედ ამ ხაზებით იქნება შემოსაზღვრულ აღნიშნული ტერიტორიები..

კობა დავითაშვილი

19 თებერვალი 2019, 12:07

საქართველო

კობა დავითაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

ის ამბობს, რომ 2019 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭის იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რადგან ქართული ოცნების მიერ გაცნობიერებულმა თუ გაუცნობიერებლობით გადადგმული ნაბიჯები შესაძლებელს ხდის ქავეყანის სათავეში „ნაციონალურო მოძრაობა“ დაბრუნდეს, რაც მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

19 თებერვალი 2019, 11:51

საქართველო

ძლიერმა ქარმა სამგორის რაიონში საწყობის სახურავი მოგლიჯა

ძლიერმა ქარმა თბილისში შენობები დააზიანა. დიღმის მასივში, ახმეტელის ქუჩაზე მე-11 სართულიდან აივნის კონსტრუქცია ჩამოვარდა, სამგორის რაიონში კი პოლიციის ქუჩაზე ერთ-ერთი საწყობის სახურავი მოგლიჯა.