imedi /  14 თებერვალი 2019, 17:50 / სანდო წყარო

სასამართლომ დააყადაღა ქონება, რომელიც მამამ შვილს სექსუალური ორიენტაციის გამო წაართვა

სექსუალური უმცირესობა

საქართველოში, 2019 წლის 7 თებერვალს სასამართლომ დააკმაყოფილა “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების სარჩელი, რომლითაც ყადაღა დაედო იმ ქონებას, რომელიც მამამ სექსუალური ორიენტაციის გამო, თავის შვილს მოტყუებით წაართვა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, საქმე ეხება უძრავ ქონებას, რომელიც ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს, გ.ფ-ს 5 წლის წინ აჩუქა. მას შემდეგ, რაც გაიგეს გ.ფ-ს სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ეს ქონება მამამ – კ.ფ-მ, ბაბუამ და მამიდამ ერთი წლის წინ ჯერ გადააფორმეს ისევ ბაბუის სახელზე, შემდეგ კი მამიდაზე.

კანონის თანახმად, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვაზე გაეფორმებინა. თუმცა "თანასწორობის მოძრაობა" ამბობს, რომ მამის ეს ქმედება დისკრიმინაციული საფუძვლით იყო განპირობებული - მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს.

"თანასწორობის" იურისტებმა სწორედ ეს გარემოება მიუთითეს სარჩელში, რომ მოპასუხე მხარემ, დისკრიმინაციული მოტივით გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული ზომა, რათა არასრულწლოვანი გ.ფ დაეტოვებინა საკუთრების და თავშესაფრის გარეშე.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ შვილის ქონების გაჩუქებამდე მამა მასზე ხშირად ძალადობდა. როგორც იურისტები ამბობენ, კვირაში ორჯერ ან სამჯერ მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

მოძალადე მამა 2018 წლის თებერვალში სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

"სასამართლო გაეცნო “თანასწორობის მოძრაობის” იურისტების წარდგენილ შუამდგომლობას, შეამოწმა მისი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ყადაღის გამოუყენებლობა გააძნელებდა, ან შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას, ან გამოიწვევდა სადავო ან დარღვეული უფლების განხორციელების შეუძლებლობას, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

„თანასწორობის მოძრაობის“ იურისტებმა სწორედ ეს გარემოება მიუთითეს სარჩელში, რომ მოპასუხე მხარემ, დისკრიმინაციული მოტივით გამოიყენა ყველა მის ხელთ არსებული ზომა, რათა არასრულწლოვანი გ.ფ დაეტოვებინა საკუთრების და თავშესაფრის გარეშე",-  აცხადებენ "თანასწორობის მოძრაობაში".

“თანასწორობის მოძრაობის” იურისტების მიზანია, რომ გ.ფ-მ აღიდგინოს დარღვეული უფლება და დაიბრუნოს ქონება, რომელიც მისი საკუთრება იყო.

ყველა სიახლე

ტაქსები

22 მარტი 2019, 00:30

საქართველო

კალაძე: ტაქსების რეფორმაზე მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება

"მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტაქსის მძღოლები უფასო პარკინგით და ასევე, რეკლამის შემოსავლით ისარგებლებენ. ეს პირველ რიგში, მათი და მათი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქნება ასახული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კიბო

22 მარტი 2019, 00:07

ტექნოლოგიები

განუკურნებელი კიბოს გაჩენის მიზეზი დასახელდა

ცნობილია, რომ მიტოქონდრიამ შეიძლება ამ პროცესის კატალიზატორის როლი შეასრულოს, ვინაიდან ის აწარმოებს რეაქტიული ჟანგბადის სახეობების მნიშვნელოვან რაოდენობას, რომლებიც აზიანებენ პროტეინებს, ლიპიდებსა და დნმ-ს. ზოგიერთი კიბოს საწინააღმდეგო ნაერთები ასევე აპოპტოზის ინიცირებას იწყებენ.

21 მარტი 2019, 23:55

საქართველო

პატრულის თანამშრომელმა მოქალაქე სიკვდილს გადაარჩინა. ვიდეო

imedinews-მა ექსკლუზიურად მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ახალგაზრდა კაცი თვითმკვლელობით იმუქრება. გიორგი ბუწანკალური იხსენებს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი ჭებირთან შეამაჩნია, რომელიც ხიდიდან გადახტომას აპირებდა, თუმცა დაახლოებით ნახევარსაათიანი საუბრის შემდეგ ხიდიდან გადმოიყვანა.

მიგრანტები

21 მარტი 2019, 23:34

მსოფლიო

რა ელით „ისლამური სახელმწიფოს“ წევრ ევროპის მოქალაქეებს და მათ ოჯახებს

საქმე ეხება ტერორისტული დაჯგუფების დაახლოებით 3 000 ყოფილი მებრძოლის სამშობლოში დაბრუნებას. ისინი თავის დროზე „ისლამურ სახელმწიფოს“ სირიასა და ერაყში შეუერთდნენ, ახლა კი ლტოლვილების ან სამხედრო ტყვეების ბანაკებში იმყოფებიან. ევროპულ სახელწიფოებს არ სურთ ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღება.

კახა კალაძე

21 მარტი 2019, 23:03

საქართველო

ცნობილია რა შემთხვევაში მისცემენ თბილისში მშენებლებს სართულების დამატების უფლებას

ვიდეოდიალოგი სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. კახა კალაძე მოქალაქეთა შეკითხვებს თბილისის ვიცემერ ირაკლი ხმალაძესთან და ჩუღურეთის, კრწანისის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და ისნის რაიონების გამგებლებთან ერთად პასუხობს.

კატები

21 მარტი 2019, 22:51

ტაბლოიდი

გერმანიაში შავ კატას ვიტილიგო დაემართა და გათეთრდა. ფოტო

კატას, რომელსაც ელი დაარქვეს, დაბადებისას თეთრი ლაქა მხოლოს სახის არეში ჰქონდა. თუმცა, მოგვიანებით ეს თეთრი ლაქები უფრო და უფრო იზრდებოდა. ბოლოს კი სულ გათეთრდა.სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფერის ცვლილების მიზეზი ვიტილიგოა - პიგმენტაციის დარღვევა, რაც კანის ზოგიერთ ადგილებში მელანინის გაუჩინარებას იწვევს.

WhatsApp Business

21 მარტი 2019, 22:42

ტექნოლოგიები

WhatsApp Business-ი iOS პლატფორმაზე ამოქმედდა

როგორც WABetaInfo იუწყება, აპლიკაცია მექსიკის App Store-ში უკვე ხელმისაწვდომია. აპლიკაციაზე ხელმისაწვდომობას ადასტურებენ მომხმარებლები საფრანგეთიდან და ბრაზილიიდან. WhatsApp Business-ი Android პლატფორმაზე პირველად 2018 წლის იანვარში ამოქმედდა.

ლუკა მოდრიჩი

21 მარტი 2019, 22:22

სპორტი

ლუკა მოდრიჩი წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა

მოდრიჩმა 419 ქულა დააგროვა და ჩოგბურთელებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა (337) და როჯერ ფედერერს (290) გაუსწრო. ქალებს შორის 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი ამერიკელი ტანმოვარჯიშე სიმონე ბაილსი გახდა.

ტყე

21 მარტი 2019, 22:07

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე დასკვნა გამოაქვეყნეს

გლობალურ შეფასებაზე მეცნიერები 3 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მათ შეისწავლეს მთელი პლანეტის ეკოსისტემები, ანტარქტიკის გარდა, ხმელეთის და ღია ოკეანის წყლების ჩათვლით. ნაშრომი აერთიანებს 15 000-ზე მეტ წყაროს.

ფეისბუკი

21 მარტი 2019, 22:02

ტექნოლოგიები

Facebook-ი ასობით მილიონ პაროლს სერვერებზე ღიად ინახავდა

კომპანია Facebook-ი თავის სერვერებზე ასობით მილიონი მომხმარებლის პაროლს ღიად ინახავდა, - განაცხადა კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტმა ბრაიან კრებსმა კომპანიის თანამშრომელზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც არ გაუმხელია. კრებსის პუბლიკაციის შემდეგ Facebook-მა ეს ოფიციალურად აღიარა, მაგრამ იმ ექაუნთების ზუსტი რაოდენობა, რომელსაც პრობლემა შეეხო, არ უთქვამს.

კრიშტიანუ რონალდუ

21 მარტი 2019, 21:47

სპორტი

უცენზურო ჟესტისთვის UEFA-მ რონალდუ დააჯარიმა

UEFA-მ დღეს იმ ინციდენტზე იმსჯელა, რომელიც „ატლეტიკო“„იუვენტუსის“ თამაშისას მოხდა. სტუმრების სექტორის მისამართით უცენზურო ჟესტი რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ შეხვედრაში აჩვენა. ირკვევა, რომ 34 წლის პორტუგალიელს 20 ათასი ევროს გადახდა მოუწევს.

ირაკლი კობახიძე

21 მარტი 2019, 21:27

საქართველო

ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამს ულოცავს

მანამდე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან ერთად დღეს მარნეულში იყო, სადაც ნოვრუზ ბაირამისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

21 მარტი 2019, 21:20

საქართველო

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საქართველოც შეუერთდა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.

ისრაელის დროშა

21 მარტი 2019, 21:06

მსოფლიო

ტრამპი: აშშ გოლანის მაღლობებს ისრაელის ტერიტორიად აღიარებს

„52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რომელიც სტრატეგიული და უსაფრთხოების კუთხით გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ისრაელის სახელმწიფოსა და რეგიონული სტაბილურობისთვის!“, - წერს დონალდ ტრამპი Twitter-ზე.

ქვეწარმავალი

21 მარტი 2019, 20:59

საქართველო

გურჯაანის საბავშვო ბაღში ღუმელთან ქვეწარმავალი იპოვეს

გურჯაანის მერიის შესაბამისი სამსახური სწავლობს მიზეზს, როგორ მოხვდა ქვეწარმავალი საბავშვო ბაღის ერთ-ერთ ოთახში. პირველადი შესწავლის შედეგად შენობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა, რის გამოც მერია აღნიშნულ საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას დაჩქარებულ ვადებში გეგმავს.

21 მარტი 2019, 20:50

საქართველო

სტოლტენბერგი რუსეთს: ოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება

იენს სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ბრიუსელში „ქრონიკის“ კორესპონდენტს ქეთევან ქარდავას ესაუბრა. გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და სამხედრო თანამშრომლობა მტკიცეა, საქართველოს მოქალაქეებს ნატოს იმედი უნდა ჰქონდეთ, ალიანსი ერთგულია იმ პირობის, რომელიც ქვეყანამ 2008 წელს მიიღო.

21 მარტი 2019, 20:47

საქართველო

პრემიერთან ერთად პარლამენტში განათლებისა და შს მინისტრებიც მივლენ

ხვალ პარლამენტში პრემიერს ელოდებიან. ფორმატი, რომლითაც მამუკა ბახტაძე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ისარგებლებს, ახალია და პრემიერი პირველია, ვინც ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას პლენარულ სხდომაზე უპასუხებს. პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პარლამენტში თვის ბოლო პარასკევს წარდგება.

21 მარტი 2019, 20:39

საქართველო

წულუკიანი ოპოზიციას: მეგონა გუშინდელი მარცხის შემდეგ ღამე მაინც იმეცადინებდით

ურთიერთბრალდებების ერთ-ერთი მიზეზი რუსეთთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა თეა წულუკიანი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლითაც მინისტრმა სამადაშვილის მიმართ თქვა, რომ მან უკადრებელი იკადრა.

21 მარტი 2019, 20:32

საქართველო

ანაკლიის პორტის შესახებ დეპუტატების შეკითხვებს მაია ცქიტიშვილმა უპასუხა. მთავარი

ანაკლიის პორტის მშენებლობას საფრთხე არ ემუქრება ეს იყო მინისტრის მთავარი გზავნილი საპარლამენტო ტრიბუნიდან. მას კითხვა 36-მა დეპუტატმა დაუსვა.ვიცეპრემიერმა პასუხი გასცა ასევე ფოთის პორტისა და ანაკლიის პორტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

Windows 7

21 მარტი 2019, 20:30

ტექნოლოგიები

Microsoft-ი Windows 7-ის მხარდაჭერას წყვეტს

Microsoft-მა უკვე გამოუშვა განახლება, რომელიც ოპერაციული სისტემის მომხმარებლებს მხარდაჭერის შეწყვეტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს და სისტემის განახლებისკენ მოუწოდებს. Windows 7 2009 წლის 22 ივლისს გახდა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი.