imedi /  15 თებერვალი 2019, 17:02 / სანდო წყარო

სუსმა მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის სპეცოპერაციისას ამოღებული ფულის დაბრუნების პირობა დაასახელა

სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის ღამეს, მაჩალიკაშვილების სახლიდან ამოღებული თანხის უკან დაბრუნების შესახებ ოჯახის მოთხოვნაზე კომენტარს აკეთებს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სუსში განაცხადეს, რომ დაკითხვების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ დააკონკრეტა ფულთან დაკავშირებული სხვადასხვა გარემოება და შეკითხვებზე გასცა ბუნდოვანი პასუხები, რის გამოც ეს საკითხი საჭიროებს დამატებით საგამოძიებო მოქმედებებს.

„საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებული ნივთმტკიცებების დაბრუნების საკითხი გადაწყდება ამ მოქმედებების დასრულების შემდეგ. აგრეთვე, ადვოკატის განცხადება იმის თაობაზე, რომ თანხის წარმომავლობის საბუთები იქნა წარმოდგენილი, სიმართლეს არ შეესაბამება. მათ არანაირი დოკუმენტი თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის არ წარმოუდგენიათ. ასევე, მარიამ კუბლაშვილს წერილობითი მოთხოვნაც არ წარმოუდგენია ფულის დაბრუნებაზე“, - განაცხადეს სუსში.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. საუბარია 22 575 ლარზე.  

2017 წელს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ერთი ადამიანი - შუაიფ ბორზიევი, ხოლო წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი აჰმედ ჩატაევია

ამ სპეცოპერაციიდან თითქმის 1 თვეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში ჩაატარა, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაიჭრა, რამდენიმე პირი კი დააკავეს. თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

სუსი აცხადებდა, რომ დეკემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული ადამიანები, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატებზე. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აჰმედ ჩატაევსა და თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად.

მალხაზ მაჩალიკაშვილს თავისი შვილის, თემირლანის აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან კავშირის არ სჯერა. ის გამოძიების ვერსიას რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ კარვებში მხარდამჭერებთან ერთად აპროტესტებს.

ყველა სიახლე

24 მარტი 2019, 00:32

ტაბლოიდი

საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოების ცერემონიაზე ლადო აფხაზავამ ჰიუ ჯეკმანი გაიცნო

მასწავლების ეროვნული ჯილდოს გვერდზე გლობალური დაჯილდოების ფინალისტების, ლადო აფხაზავასა და პიტერ ტაბიჩის ფოტო გავრცელდა ჰოლივუდის მსახიობ ჰიუ ჯეკმანთან. ჯეკმანი დაჯილდოების წამყვანია. ფოტო დუბაიშია გადაღებული, სადაც ხვალ მასწავლებელთა გლობალური ჯილდოს ფინალური დაჯილდოება გაიმართება.

ბარბარა სტრეიზანდი
მაიკლ ჯექსონი

24 მარტი 2019, 00:21

კულტურა

ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამო გააკრიტიკეს

მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი მაიკლ ჯექსონის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვის გამო გააკრიტიკეს. მან გაზეთ Times ინტერვიუში უთხრა, რომ სჯერა ჯექსონის შესახებ დოკუმენტურ ფილმში მოყვანილი ბრალდებების, თუმცა სავარაუდო დაზარალებულები „ამას არ მოუკლავს“.

24 მარტი 2019, 00:08

მსოფლიო

ნორვეგიის საკრუიზო გემზე ევაკუაცია გამოცხადდა

ნორვეგიაში საკრუიზო გემის Viking Sky-ის ევაკუაცია დაიწყეს. გემს ცუდი ამინდის პირობებში ძრავა გაუფუჭდა. გემის ბორტზე 1300 ადამიანი იმყოფებოდა. სამაშველო ოპერაციაში ვერტფმრენებია ჩართული ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

23 მარტი 2019, 23:53

საქართველო

29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულ ექიმს საქმიანობის უფლება შეუჩერდა

ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმში შესასვლელი გზა გადაკეტეს, რის გამოც მათ პოლიციელებთან მცირე დაპირისპირება მოუვიდათ. ამჟამად პოლიციელები ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას.

მალი

23 მარტი 2019, 23:25

მსოფლიო

მალიში უცნობმა პირებმა 110 მწყემსი მოკლეს

მალის ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, სადაც ადგილობრივი მწყემსები დახოცეს. შეიარაღებულებმა დაახლოებით 110 ადამიანი მოკლეს შემდეგ კი სოფელი გაანადგურეს. ამის შესახებ Reuters-ი ქალაქ ბანკასის მერის, მულაი გუინდოზე დაყრდნობით იუწყება. ქალაქის თავის თქმით, ბოროტმოქმედები სოფელ ოგასაგუში და ველინგარაში შეიჭრნენ.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

23 მარტი 2019, 23:17

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მშობიარობისთვის კლინიკის პერსონალს დასვენების დღეები გაუუქმეს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ლონდონში ღვთისმშობლის სახელობის კლინკაში იმშობიარებს, იმ საავადმყოფოში, რომელშიც მანამდე ქეით მიდლტონმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix-ი ავრცელებს.

სუდანის პრეზიდენტის სასახლე

23 მარტი 2019, 23:05

მსოფლიო

სუდანის პრეზიდენტის სასახლეში ცეცხლი გაჩნდა

სახელმწიფოს მეთაურის ომარ ალ-ბაშირის ადმინისტრაციაში ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი ისტორიული შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინეს და ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 მარტი 2019, 22:33

სპორტი

ლივერპული-მილანის მატჩში რომელშიც კახა კალაძემაც ითამაშა ინგლისელებმა 3:2 გაიმარჯვეს

ვეტერანი ფეხბურთელები მთავარ მეტოქესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლივერპულში შეიკრიბნენ. მატჩი საქველმოქმედო იყო. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად კლუბ ლივერპულის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

23 მარტი 2019, 22:20

ტექნოლოგიები

კვლევა: კაცები და ქალები ტკივილს განსხვავებულად განიცდიან

ახლახან ამერიკის შტატ ტეხასში, დალასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კაცებს და ქალებს ტკივილის მიმართ განსხვავებული ბიოლოგიური რეაქციები აქვთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ორგანიზმების განსხვავებულად აღიქვამენ წამლებსაც, შესაბამისად ორივე სქესს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება.

23 მარტი 2019, 21:41

საქართველო

შავგულიძე: ევროპულ საქართველოსთან მერაბიშვილის დანაშაულზე არ გვიმსჯელია

„ქრონიკასთან“ საუბრისას შავგულიძემ განაცხადა, რომ მას „ევროპულ საქართველოსთან“ საერთო ღირებულებები აერთიანებს. „უნდა ნახო პოლიტიკური პარტნიორები და უნდა იპოვო ისინი, ვისთანაც გაქვს ღირებულების თანხვედრა. ევროპული საქართველო არის მკაფიოდ ევროატლანტიკური ძალა, ამასთან ერთად ევროპული საქართველო დაკომპლექტებულია კვალიფიციური ადამიანებით“, - ამბობს შავგულიძე.

კუ

23 მარტი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

ფოთში ნაპოვნ გიგანტურ კუს რეაბილიტაციის შემდეგ გარემოში დააბრუნებენ

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა „კარეტა კარეტა“ შემოვიდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების თქმით, კუს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა.

ჯიმი კარტერი

23 მარტი 2019, 21:12

ტაბლოიდი

ჯიმი კარტერი ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი გახდა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. კარტერი, 91 წლის მეუღლესთან ერთად ყოველწლიურ პროექტში მონაწილეობს და გაჭირვებულთათვის სახლების მშენებლობის საქმეშია ჩართული. ამის გარდა ქვეყნის ყოფილი ლიდერი ბაპტისტურ საკვირაო სკოლაში

23 მარტი 2019, 20:07

საქართველო

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ახლობლებმა საავადმყოფოსთან გზა გადაკეტეს

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლიის ახლობლებმა გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვენ ყველა მორიგე ექიმის გაშვებას სამსახურიდან, მათ შორის ეკა ფუტკარაძის. „გამოვიდეს ექიმი ეკა ფუტკარაძე და გაგვცეს და პასუხი… სანამ არ დაგველაპარაკებიან, აქედან არ წავალთ,” – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ფეხბურთი

23 მარტი 2019, 19:53

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

მომდევნო მატჩს ვლადიმერ ვაისის გუნდი 26 მარტს, ირლანდიასთან სტუმრად, დუბლინში ჩაატარებს. D ჯგუფში საქართველოსთან ნაკრებთან ერთად, შვეიცარიისა და ირლანდიის გარდა, გიბრალტარი და დანია არიან.

23 მარტი 2019, 19:34

ტაბლოიდი

ლადო აფხაზავას პრეზენტაცია დუბაიში. ვიდეო

ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა. საუკეთესო მასწავლებელი 2019-ის ქართველმა ფინალისტმა სწავლების საკუთარ მეთოდზე ილაპარაკა.

23 მარტი 2019, 19:29

ტაბლოიდი

ზამბიაში აკრძალეს ენერგეტიკული სასმელი რომელიც ხანგრძლივ ერექციას იწვევდა

ზამბიაში აკრძალული ენერგეტიკული სასმელის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, რომლის შემადგენლობაში პოტენციის ამაღლების წამლის შემცველი ნივთიერება იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2018 წლის ბოლოს უგანდელმა კაცმა საავადმყოფოში დიდხნიანი ერექციის გამო დაიჩივლა. მისი თქმით, ეს ენერგეტიკულმა სასმელმა Power Natural High Energy Drink SX-მა გამოიწვია.

ფორესტ უაიტეკერი

23 მარტი 2019, 19:28

კულტურა

შემოდგომაზე ფორესტ უაიტეკერის მონაწილეობით სერიალი „ჰარლემის ნათლია“ გამოვა

ფილმი ყოფილი დაქირავებული მკვლელის, ბამპი ჯონსონის შესახებ მოგვითხრობს. ჯონსონი უკანონო საქმიანობით დიდძალი ქონების დაგროვებას ახერხებს და დროთა განმავლობაში ჰარლემის კონტროლს იწყებს. ჰარლემის ნათლიის როლის შემსრულებული, ფორესტ უაიტეკერი ოსკარის მფლობელი

23 მარტი 2019, 18:46

საქართველო

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„გამოვხატავთ დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი".

23 მარტი 2019, 18:41

ტექნოლოგიები

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე, გიგანტური კუ იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუ ბათუმის დელფინარიუმში გადაიყვანეს, თუმცა Imedinews-ს ეს ინფორმაცია დელფინარიუმში არ დაუდასტურეს.

23 მარტი 2019, 18:22

მსოფლიო

ლონდონში ათი ათასობით ადამიანი Brexit-ის შესახებ მეორე რეფერენდუმს ითხოვს

ათი ათასობით დამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში. ისინი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ კიდევ ერთ რეფერენდუმს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემონსტრანტები მარშით პარლამენტის წინ დგანან. ხალხი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შესახებ გადაწყვეტილება ვერ დაამტკიცა.