imedi /  16 თებერვალი 2019, 22:20 / სანდო წყარო

თბილისში ავტომობილი მაღაზიაში შევარდა

ფონიჭალის დასახლებაში სუპერმარკეტ „ზღაპარს“ ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს. შეჯახების შედეგად მაღაზიის მინის კონსტრუქციის ნაწილი ჩამოიმსხვრა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილის მძღოლი 250 ლარით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდა.

ყველა სიახლე

ნიკარაგუა

21 მარტი 2019, 11:15

მსოფლიო

ნიკარაგუა მზადაა ოპოზიციის 700-ზე მეტი მხარდამჭერი პატიმრობიდან გაათავისუფლოს

ხელისუფლება 700-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლებას გეგმავს, რომლებიც გასული წლის აპრილიდან მოყოლებული ანტისამთავრობო აქციებზე დააკავეს. შეტაკებების დროს ჯამში 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები შესაძლოა მიმდინარე კვირიდან დაიწყოს.

დევიდ ლინჩი

21 მარტი 2019, 11:13

კულტურა

დევიდ ლინჩი კინემატოგრაფიის შესახებ ონლაინ-ლექციებს კითხულობს

ამერიკელმა რეჟისორმა დევიდ ლინჩმა საავტორო კურსი წარადგინა, რომელიც 13 გაკვეთილისგან შედგება. ის შეეხება ფილმებს და კრეატიულობის განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაცია პლატფორმა MasterClass-მა გამოაქვეყნა.

ბათუმის მერია

21 მარტი 2019, 10:46

საქართველო

უფლებადამცველების თქმით, ბათუმში ძაღლები ყოველდღიურად იკარგებიან

ძაღლების ხოცვა და ნაგავსაყრელზე ბუნკერში გადაყრა ცხოველების უფლებადამცველებმა ბათუმში გააპროტესტეს. ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე ისინი ძაღლებით მივიდნენ. მოგვიანებით კი ნაგავსაყრელზე გადაინაცვლეს და პოლიციაც გამოიძახეს.

21 მარტი 2019, 10:45

კულტურა

მსოფლიოს ნაწილი დღეს ნოვრუზს ზეიმობს

ნოვრუზი - გაზაფხულისა და ახალი წლის დადგომის დღესასწაული. სიტყვა სპარსული ენიდან მომდინარეობს და „ახალ დღეს“ ნიშნავს. აღინიშნება გაზაფხულის ბუნიობის დროს: მარტში ირანში, შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებში, ხოლო 22 მარტს - ყაზახეთში. ბაჰაის კალენდრის მიხედვით ამ დღეს ახალი წელიწადი იწყება.

21 მარტი 2019, 10:26

მსოფლიო

ტეხასის ციხეში ინდიელ პატიმრებს გრძელი თმით სიარულის უფლება მისცეს

ტეხასის შტატის ფედერალურმა სასამართლომ ინდიელებს, რომლებიც პატიმრობაში არიან, უფლება მისცა გაიზარდონ თმები ისე, როგორც მიღებულია მათ კულტურაში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პირადობის მოწმობა

21 მარტი 2019, 10:23

საქართველო

ქაღალდის პირადობის მოწმობის შეცვლა აპრილში უფასო იქნება

საქართველოს ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

პასპორტი

21 მარტი 2019, 10:14

საქართველო

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მაისში პასპორტს უფასოდ მიიღებენ

საქართველოს ის მოქალაქე, ვინც ქაღალდის უვადო პირადობის მოწმობას ფლობს, საქართველოს მოქალაქის პასპორტსა და პირადობის ელექტრონულ მოწმობას მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე სრულიად უფასოდ მიიღებს. საქართველოში ასეთი სულ 401 000 მოქალაქეა.

21 მარტი 2019, 10:02

ტაბლოიდი

ავსტრალიაში ოკეანემ გიგანტური თევზი გამორიყა

ავსტრალიის სამხრეთ ნაწილში 2 მეთევზემ გიგანტური თევზი იპოვა, რომელიც ოკეანემ გამორიყა. ერთ-ერთმა მათგანმა ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა. ე.წ „მზის თევზი“ შესაძლოა 3 მეტრამდე გაიზარდოს, მისი წონა კი 2 ტონას აჭარბებს.

მეტადონის ამოღება

21 მარტი 2019, 09:47

ძალოვნები

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეტადონი“ ამოიღეს

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

21 მარტი 2019, 09:28

ტაბლოიდი

აშშ-ში კაცმა დაკავებამდე პოლიციას შოუ მოუწყო

ავტომობილიდან გადმოსულმა კაცმა ყველასთვის მოულოდნელად ცეკვა დაიწყო. უცნაური შოუ ადგილობრივი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მოხვდა. სახალისო სიტუაციის მიუხედავად დაკავებული სამართალდამცველებს ვერ გადაურჩა. მას ხელბორკილი დაადეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

მაია ცქიტიშვილი

21 მარტი 2019, 09:18

საქართველო

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მაია ცქიტიშვილს პარლამენტში მოუსმენენ

ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში მინისტრი ამბობს, რომ პორტის მშენებლობის პროექტზე როგორც საზოგადოებაში, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალი ინტერესია, აქედან გამომდინარე ის მზად არის, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.

ელმავალმშენებელი ქარხანა

21 მარტი 2019, 09:09

ეკონომიკა

„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლები აქციას ისევ მართავენ

„ელმავალმშენებელი ქარხნის“ თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. ქარხნის ხელმძღვანელობა მათ სახელფასო დავალიანების 19 მარტამდე ანაზღაურებას დაჰპირდა, თუმცა ხელფასები ამ დრომდე არ ჩარიცხულა. თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

ტერეზა მეი

21 მარტი 2019, 08:57

მსოფლიო

ტერეზა მეიმ Brexit-ის შეყოვნებაში დიდი ბრიტანეთის პარლამენტი დაადანაშაულა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა Brexit-ის გაჭიანურებაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის პარლამენტს დააკისრა. „პარლამენტის წევრებს არ შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ერთიანობას მიაღწიონ. შედეგი კი არის ის, რომ Brexit-ი დაგეგმილ დროს არ მოხდება", - განაცხადა ტერეზა მეიმ.

ჯასინდა არდერნი

21 მარტი 2019, 08:44

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ტერაქტის შემდეგ ნახევრად ავტომატური იარაღი აიკრძალა

მეჩეთებზე მომხდარი თავდასხმების შემდეგ ახალ ზელანდიაში ნახევრად ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი აიკრძალება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა განაცხადა. ჯასინდა არდერნის განმარტებით, გარდამავალი ზომები მანამდე იმოქმედებს, სანამ კანონში შესული ცვლილებები ძალაში არ შევა.

ჟურნალისტიკის დღე

21 მარტი 2019, 08:21

საქართველო

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ჟურნალისტიკის დღე 1993 წლიდან აღინიშნება. ეს დღე 1993 წელს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტს ერთობლივად დააწესეს.

თეა წულუკიანი

21 მარტი 2019, 08:10

საქართველო

დღეს პარლამენტში თეა წულუკიანის მოსმენა გაგრძელდება

თეა წულუკიანის საპარლამენტო მოსმენა დღესაც გაგრძელდება. რეფორმები, ახალი სერვისები, პენიტენციური სისტემა, აგვისტოს ომი, ტრეფიკინგთან ბრძოლა და ინფრასტრუქტურა - მინისტრის ყურადღების დიდი ნაწილი პარლამენტში გუშინ სწორედ ამ საკითხებს დაეთმო.

დაუნის სინდრომი

21 მარტი 2019, 07:59

საქართველო

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა და ის არ არის დაავადება. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა, აქვს დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები. ჯონ დაუნი მეცნიერია, რომელმაც პირველმა აღწერა ეს სინდრომი.

21 მარტი 2019, 00:57

ტექნოლოგიები

ნორვეგიაში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხის ცათამბჯენი აშენდა

ნორვეგიაში აშენდა ხის პირველი 18 სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც მსოფლიოში ხისგან დამზადებული ყველაზე მაღალი შენობაა. ხის ცათამბჯენის სიმაღლე 85,4 მეტრია, ხოლო საცხოვრებელი ფართი 11 300 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

პიგასო

21 მარტი 2019, 00:27

ტაბლოიდი

ღორის შექმნილი ნახატები 4 ათას დოლარად იყიდება

ღორმა სახელად პიგასომ, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობს საკუთარი ნახატებით სახელი გაითქვა. პიგასოს ნახატები მთელ მსოფლიოში იყიდება. ერთი ნახატის ფასი 4 ათასი დოლარია.

ვიქტორ ორბანი

21 მარტი 2019, 00:23

მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ უნგრეთის პრემიერის პარტიას წევრობა შეუჩერა

ამ გადაწყვეტილებას მხარი ევროპარლამენტის უმსხვილესი პოლიტიკირი ძალის 190-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 3 წავიდა. როგორც პარტიის ხელმძღვანელმა ჟოზეფ დოლმა განაცხადა, გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის და მას ამოწურვის ვადა არა აქვს.