imedi /  04 მარტი 2019, 11:11 / სანდო წყარო

თბილისში კოხრეიძის ქუჩაზე 4 კერძო სახლს ხანძარი გაუჩნდა

ხანძარი თბილისში - კოხრეიძის ქუჩაზე ცეცხლი 4 კერძო სახლს გაუჩნდა. ხანძარი უკვე ჩამქრალია. ადგილზე სასწრაფო და 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. დაშავდა ერთი ადამიანი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიად ადგილობრივები ელექტროგაყვანილობას ასახელებენ. მათი თქმით, ხანძარი დაახლოებით დილის 8 საათზე გაჩნდა. დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს

ყველა სიახლე

ნათია მეზვრიშვილი

19 მაისი 2019, 15:14

საქართველო

შსს: ამ დროისთვის 5 ადამიანია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროში, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ბრიფინგი გაიმართა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის სამართალდამცველების მიერ დაკავებულია 5 პირი, ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 2 საქმეზე.

ირაკლი სესიაშვილი

19 მაისი 2019, 14:54

საქართველო

სესიაშვილი: მარნეულში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა მმართველი პარტიის ადგილობრივ შტაბში ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით არჩევნები მარნეულში მშვიდ და თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. სესიაშვილი მოუწოდებს მოსახლოებას, რომ დააფიქსირონ თავისი არჩევანი .

ნინია ცისკარიშვილი

19 მაისი 2019, 14:46

საქართველო

აუდიოჩანაწერის სავარაუდო მონაწილე: ნაციონალების წევრი ვარ, თუმცა თათბირზე არ ვყოფილვარ

"თალაკვაძეს მინდა მივმართო, იქნებ დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.თათბირზე არ ვყოფილვარ. მე ვარ ჟურნალისტი და ჩემი პროფესიით ვეწევი ჟურნალისტურ მოღვაწეობას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მონტაჟი. რატომ აქამდე არ დადო თალაკვაძემ თუ რამე ჰქონდა?“, - განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

19 მაისი 2019, 14:45

მსოფლიო

სამ თვეში ნაირობიში მდინარეში 8 ჩვილის გვამი იპოვეს

კენიის დედაქალაქ ნაირობიში ორი ჩვილის გვამი იპოვეს. კენიის ხელისუფლებაში აცხადებენ რომ გვამები მდინარის წმენდისას აღმოაჩინეს. ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს ნაირობში მომხდარი მე-8 შემთხვევაა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ნაირობში აბორტების უმეტესობა უკანონოდ კეთდება და კლინიკები გვამებს ამ მეთოდით იშორებენ.

პანკისი

19 მაისი 2019, 14:29

ტაბლოიდი

პანკისში ქალი საარჩევნო უბანზე ბატკანთან ერთად მივიდა 🐏 ვიდეო

პანკისის ხეობის სოფელ ომალოს 24- ე საარჩევნო უბანზე ერთ- ერთი ადგილობრივი დანო თურქოშვილი მივიდა და კომისიის წევრებს კექსი და ყვავილები გადასცა. თურქოშვილს თან ბატკანი ახლდა. საჩუქრების გადაცემის შემდეგ, თურქოშვილმა კომისიის წევრებს ლექსიც წაუკითხა. განმარტა, რომ კექსი კომისიის წეცრებს რამადანის მარხვის გამო მიუტანა.

19 მაისი 2019, 14:26

საქართველო

ოზურგეთში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საკუთარი არჩევანი გააკეთა

ოზურგეთში საკრებულოს არჩევნები მიმდინარეობს. საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა. დავით მდინარაძე საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ოზურგეთის ხუთივე უბანზე სიმშვიდეა. 12:00 საათის მონაცემებით, 944-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც საერთო რაოდენობის 18 %-ზე მეტია, სულ აქ 5 ათას 89 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

მიხეილ სააკაშვილი

19 მაისი 2019, 14:15

საქართველო

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ უნდა ვიყოთ შეტევაზე და მხოლოდ შეტევაზე

" მერე რა, რომ დაგსდევენ მაგათი შნირი ჟურნალისტები. როგორც კი ივანიშვილი მოშორდება, ეგრევე შეიცვლიან თავის მხარეს, ჩვეულებრივი ფულისტები არიან, ჩვეულებრივი ფულის ხამები და მაგათ არც სამშობლო აქვთ არც მორალი აქვთ, არც არაფერი, ერთადერთი ჩვენ არ უნდა მივიკედლოთ ესენი მერე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

19 მაისი 2019, 14:12

ტაბლოიდი

მეგანმა და ჰარიმ ქორწინების წლისთავზე Instagram-ზე უცნობი ფოტოები გამოაქვეყნეს

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ Instagram-ზე ქორწინების პირველ წლისთავთან დაკავშირებით ახალი ფოტოები გამოფინეს. აქედან რამდენიმე ფოტო საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. ფოტომონტაჟს თან სდევს სიმღერა This Little Light Of Mine, რომელიც მაშინ შესრულდა, როდესაც წყვილი საკურთხევლიდან გამოვიდა.

მამუკა მდინარაძე

19 მაისი 2019, 14:06

საქართველო

მდინარაძე: რიგი ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ზუგდიდში დაძაბულობის ცენტრი შექმნან

"მინდა საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდო, საარჩევნო უბნებზე მისვლისა და სასურველი კანდიდატისთვის მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. არჩევნებზე მაღალი აქტივობის ჩვენება პირველივე ტურში გამარჯვებისთვის უმნიშვნელოვანესია,"- თქვა მდინარაძემ.

19 მაისი 2019, 14:05

ძალოვნები

ზუგდიდის 87-ე უბანთან პოლიციამ ერთი პირი დააკავა

ზუგდიდში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. მიზეზი, 87-ე უბანზე მომხდარი ჩხუბია, რომელიც საარჩევნო სიების გამო დაიწყო. დამკვირვებელი აცხადებს, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

19 მაისი 2019, 13:57

საქართველო

12:00 საათისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში 24 საჩივარია შესულია

მარნეულში, 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობის ხელის შეშლისა და სამაგიდო სიებში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობისთვის. 68-ე უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს ორგანიზაცია „ერთობიდან“, ხოლო 49-ე უბანი - დამკვირვებელს ორგანიზაციიდან „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საუბნო კომისიის წევრი

19 მაისი 2019, 13:49

საქართველო

საუბნო კომისიის წევრი ამომრჩეველს: გარეთ გადი და კანფეტი იქ მოწუწნე

მთაწმინდის საარჩევნო ოლქში "გირჩიდან" ჰერმან საბო იყრის კენჭს.დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

დონალდ ტრამპი

19 მაისი 2019, 13:46

მსოფლიო

ტრამპმა ალაბამაში აბორტების აკრძალვის საკითხზე დუმილი დაარღვია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალაბამას შტატში აბორტების აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. „მე ძალიან უდრეკი პოზიცია მაქვს და აბორტებს მხარს ვუჭერ სამ შემთხვევაში: ეს არის გაუპატიურება, ინცესტი და დედის სიცოცხლის დაცვა“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტი გეგმავს, რომ აბორტები 2020 წლის საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყოს.

ხატია წერეთელი

19 მაისი 2019, 13:42

ტაბლოიდი

ხატია წერეთელს პოლიტიკოსობა სურს

„ახლა აყვირდით და დაყვირდით, მლანძღეთ, მე მაინც ვიტყვი ჩემსას თუ არაფერი შეიცვლება ქართველების სასიკეთოდ, შევეცდები და თუ საჭირო გახდა, შევაკვდები კიდეც, რომ შევცვალო რადგან არ მინდა ჩემს ქვეყანაში უცხოელს მეტი უფლებები ჰქონდეს ვიდრე საქართველოს მოქალაქეს,- ამბობს ხატია წერეთელი.

19 მაისი 2019, 13:37

საქართველო

ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს

ამ საარჩევნო უბნის მდივნის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ დამკვირვებელი უბანზე რეგისტრაციის გავლის გარეშე შევიდა, კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობდა და კომისიის წევრებს უბნის დახურვით ემუქრებოდა. რამდენიმე შენიშვნის, შემდეგ აღნიშნული ქალბატონი უბნიდან გააძევეს.

თინა ბოკუჩავა

19 მაისი 2019, 13:26

საქართველო

ბოკუჩავა ამბობს, რომ აუდიონაჩაწერში მონაწილე პირები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები არ არიან

"უკიდურესი ცინიზმია, როდესაც თალაკვაძის, გახარიასა და მდინარაძისგან გვესმის მსგავსი განცხადებები, როდესაც მთელი მპანაია უკიდურესი ძალადობის ფონზე იყო სანდრა რულოვსის წინააღმდეგ. ის ორი პიროვნება არ არიან გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის წევრები. მოვიწოდებთ შსს-ს დაუყოვნებლივ გამოიძიოს ეს ჩანაწერი,"- თქვა ბოკუჩავა.

19 მაისი 2019, 13:22

კულტურა

GOT-ის ფინალური სეზონის თავიდან გადაღების მოთხოვნით პეტიციას ხელი მილიონამდე ადამიანმა მოაწერა

დაახლოებით მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც HBO-სგან „სამეფო კარის თამაშების“ მერვე სეზონის თავიდან გადაღებას მოითხოვს. „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონი მოლოდინებს ბოლომდე ვერ ამართლებს. ახალი სეზონის მეხუთე სერიას შოუს ისტორიაში რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

გოგა ბითაძე

19 მაისი 2019, 13:13

სპორტი

გოგა ბითაძეს ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს

გოგა ბითაძემ ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო მიიღო. ქართველ კალათბურთელს კუთვნილი პრიზი სეზონის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების ცერემონიაზე გადასცეს. გასულ წელს ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა დაიმსახურა, წელს კი ევროლიგის მწვრთნელებმა ქართველი ტალანტი გამოარჩიეს. გოგა ბითაძეს კუთვნილი ჯილდო ლეგენდარულმა სერბმა მწვრთნელმა დუშან ივკოვიჩმა გადასცა.

19 მაისი 2019, 13:10

საქართველო

ცესკო ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამორჩეველთა აქტივობის შესახებ 12:00 საათისთვის არსებულ მონაცემებს აქვეყნებს. 12:00 საათისთვის საარჩევნო აქტივობა შემდეგნაირია: მთაწმინდის მაჟორიტარული ოლქში 10,4%, მარნეული 14% , ზესტაფონი 16,5%, ჭიათურა 17,6 % ზუგდიდი 20,1%, ხულო- 19,5%.

ვინსენტ კომპანი

19 მაისი 2019, 13:03

სპორტი

„მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ გუნდი დატოვა

ინგლისური საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ სიტის“ კაპიტანმა ვინსენტ კომპანიმ გუნდი დატოვა. 33 წლის თავდამსხმელმა მოიგო პრემიერ-ლიგის 4 ტიტული. „მე ბევრჯერ წარმომედგინა ეს დღეს. Man City-ი ჩემთვის ყველაფერია. მე ვციდილობდი დამებრუნებინა ყველაფერი რას მომცა“- ეს ფრაზა გუნდის კაპიტანმა სოციალურ ქსელში დაწერა. ვინსენტ კომპანი გუნდში 11 წლის განმავლობაში თამაშობდა.„მანჩესტერ სიტიმ“ 18 მაისს, ინგლისის თასის ფინალი მოიგო.