imedi /  07 მარტი 2019, 22:02 / სანდო წყარო

ვაკეში, სადაც იანვარში ავარიას მუშა ემსხვერპლა, ავტოსაგზაო შემთხვევა ისევ მოხდა

შემთხვევის ადგილი

შემთხვევის ადგილი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავარია მოხდა. როგორც გაირკვა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ზუსტად იმ ადგილას მოხდა, სადაც 2019 წლის იანვარში სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს დაეჯახა. 

მაშინ 1 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. 

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

ყველა სიახლე

23 მარტი 2019, 23:53

საქართველო

29 წლის გოგოს გარდაცვალებაში დადანაშაულებულმა ექიმმა თანამდებობა დატოვა

ბათუმში რეფერალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ბათუმში შესასვლელი გზა გადაკეტეს, რის გამოც მათ პოლიციელებთან მცირე დაპირისპირება მოუვიდათ. ამჟამად პოლიციელები ცდილობენ სიტუაციის დარეგულირებას.

მალი

23 მარტი 2019, 23:25

მსოფლიო

მალიში უცნობმა პირებმა 110 მწყემსი მოკლეს

მალის ერთ-ერთ სოფელში შეიჭრნენ, სადაც ადგილობრივი მწყემსები დახოცეს. შეიარაღებულებმა დაახლოებით 110 ადამიანი მოკლეს შემდეგ კი სოფელი გაანადგურეს. ამის შესახებ Reuters-ი ქალაქ ბანკასის მერის, მულაი გუინდოზე დაყრდნობით იუწყება. ქალაქის თავის თქმით, ბოროტმოქმედები სოფელ ოგასაგუში და ველინგარაში შეიჭრნენ.

ქეით მიდლტონი
მეგან მარკლი

23 მარტი 2019, 23:17

ტაბლოიდი

მეგან მარკლის მშობიარობისთვის კლინიკის პერსონალს დასვენების დღეები გაუუქმეს

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ლონდონში ღვთისმშობლის სახელობის კლინკაში იმშობიარებს, იმ საავადმყოფოში, რომელშიც მანამდე ქეით მიდლტონმა იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Pagesix-ი ავრცელებს.

სუდანის პრეზიდენტის სასახლე

23 მარტი 2019, 23:05

მსოფლიო

სუდანის პრეზიდენტის სასახლეში ცეცხლი გაჩნდა

სახელმწიფოს მეთაურის ომარ ალ-ბაშირის ადმინისტრაციაში ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. ცეცხლი ისტორიული შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. მეხანძრეებმა თანამშრომლების ევაკუაცია მოახდინეს და ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

23 მარტი 2019, 22:33

სპორტი

ლივერპული-მილანის მატჩში რომელშიც კახა კალაძემაც ითამაშა ინგლისელებმა 3:2 გაიმარჯვეს

ვეტერანი ფეხბურთელები მთავარ მეტოქესთან შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ლივერპულში შეიკრიბნენ. მატჩი საქველმოქმედო იყო. ბილეთებიდან შემოსული თანხა მთლიანად კლუბ ლივერპულის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.

23 მარტი 2019, 22:20

ტექნოლოგიები

კვლევა: კაცები და ქალები ტკივილს განსხვავებულად განიცდიან

ახლახან ამერიკის შტატ ტეხასში, დალასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კაცებს და ქალებს ტკივილის მიმართ განსხვავებული ბიოლოგიური რეაქციები აქვთ და ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ორგანიზმების განსხვავებულად აღიქვამენ წამლებსაც, შესაბამისად ორივე სქესს სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი სჭირდება.

23 მარტი 2019, 21:41

საქართველო

შავგულიძე: ევროპულ საქართველოსთან მერაბიშვილის დანაშაულზე არ გვიმსჯელია

„ქრონიკასთან“ საუბრისას შავგულიძემ განაცხადა, რომ მას „ევროპულ საქართველოსთან“ საერთო ღირებულებები აერთიანებს. „უნდა ნახო პოლიტიკური პარტნიორები და უნდა იპოვო ისინი, ვისთანაც გაქვს ღირებულების თანხვედრა. ევროპული საქართველო არის მკაფიოდ ევროატლანტიკური ძალა, ამასთან ერთად ევროპული საქართველო დაკომპლექტებულია კვალიფიციური ადამიანებით“, - ამბობს შავგულიძე.

კუ

23 მარტი 2019, 21:25

ტექნოლოგიები

ფოთში ნაპოვნ გიგანტურ კუს რეაბილიტაციის შემდეგ გარემოში დააბრუნებენ

ხმელთაშუა ზღვიდან, შავი ზღვის აკვატორიაში, ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუს სახეობა „კარეტა კარეტა“ შემოვიდა. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სპეციალისტების თქმით, კუს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა.

ჯიმი კარტერი

23 მარტი 2019, 21:12

ტაბლოიდი

ჯიმი კარტერი ამერიკის ყველაზე მხცოვანი პრეზიდენტი გახდა

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევა. კარტერი, 91 წლის მეუღლესთან ერთად ყოველწლიურ პროექტში მონაწილეობს და გაჭირვებულთათვის სახლების მშენებლობის საქმეშია ჩართული. ამის გარდა ქვეყნის ყოფილი ლიდერი ბაპტისტურ საკვირაო სკოლაში

23 მარტი 2019, 20:07

საქართველო

ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ახლობლებმა საავადმყოფოსთან გზა გადაკეტეს

ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლიის ახლობლებმა გზა გადაკეტეს. ისინი ითხოვენ ყველა მორიგე ექიმის გაშვებას სამსახურიდან, მათ შორის ეკა ფუტკარაძის. „გამოვიდეს ექიმი ეკა ფუტკარაძე და გაგვცეს და პასუხი… სანამ არ დაგველაპარაკებიან, აქედან არ წავალთ,” – აცხადებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები.

ფეხბურთი

23 მარტი 2019, 19:53

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შვეიცარიასთან დამარცხდა

მომდევნო მატჩს ვლადიმერ ვაისის გუნდი 26 მარტს, ირლანდიასთან სტუმრად, დუბლინში ჩაატარებს. D ჯგუფში საქართველოსთან ნაკრებთან ერთად, შვეიცარიისა და ირლანდიის გარდა, გიბრალტარი და დანია არიან.

23 მარტი 2019, 19:34

ტაბლოიდი

ლადო აფხაზავას პრეზენტაცია დუბაიში. ვიდეო

ლადო აფხაზავამ დუბაიში, „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა. საუკეთესო მასწავლებელი 2019-ის ქართველმა ფინალისტმა სწავლების საკუთარ მეთოდზე ილაპარაკა.

23 მარტი 2019, 19:29

ტაბლოიდი

ზამბიაში აკრძალეს ენერგეტიკული სასმელი რომელიც ხანგრძლივ ერექციას იწვევდა

ზამბიაში აკრძალული ენერგეტიკული სასმელის მიმართ მოთხოვნა გაიზარდა, რომლის შემადგენლობაში პოტენციის ამაღლების წამლის შემცველი ნივთიერება იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2018 წლის ბოლოს უგანდელმა კაცმა საავადმყოფოში დიდხნიანი ერექციის გამო დაიჩივლა. მისი თქმით, ეს ენერგეტიკულმა სასმელმა Power Natural High Energy Drink SX-მა გამოიწვია.

ფორესტ უაიტეკერი

23 მარტი 2019, 19:28

კულტურა

შემოდგომაზე ფორესტ უაიტეკერის მონაწილეობით სერიალი „ჰარლემის ნათლია“ გამოვა

ფილმი ყოფილი დაქირავებული მკვლელის, ბამპი ჯონსონის შესახებ მოგვითხრობს. ჯონსონი უკანონო საქმიანობით დიდძალი ქონების დაგროვებას ახერხებს და დროთა განმავლობაში ჰარლემის კონტროლს იწყებს. ჰარლემის ნათლიის როლის შემსრულებული, ფორესტ უაიტეკერი ოსკარის მფლობელი

23 მარტი 2019, 18:46

საქართველო

საქართველოს საპატრიარქო ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„გამოვხატავთ დიდ წუხილსა და შეშფოთებას ახალ ზელანდიაში მეჩეთზე განხორციელებული თავდასხმის გამო და გულითად თანაგრძნობას ვუცხადებთ ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს, ახალი ზელანდიის ხალხსა და ხელისუფლებას, მუსლიმებს და, საერთოდ, ყველას, ვისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ექსტრემიზმი".

23 მარტი 2019, 18:41

ტაბლოიდი

ფოთში გიგანტური კუ იპოვეს

ფოთში, ნაბადის სანაპიროზე, გიგანტური კუ იპოვეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუ ბათუმის დელფინარიუმში გადაიყვანეს, თუმცა Imedinews-ს ეს ინფორმაცია დელფინარიუმში არ დაუდასტურეს.

23 მარტი 2019, 18:22

მსოფლიო

ლონდონში ათი ათასობით ადამიანი Brexit-ის შესახებ მეორე რეფერენდუმს ითხოვს

ათი ათასობით დამიანი გამოვიდა ლონდონის ქუჩებში. ისინი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ კიდევ ერთ რეფერენდუმს ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დემონსტრანტები მარშით პარლამენტის წინ დგანან. ხალხი ქუჩებში მას შემდეგ გამოვიდა, რაც ბრიტანეთის პარლამენტმა Brexit-ის შესახებ გადაწყვეტილება ვერ დაამტკიცა.

23 მარტი 2019, 18:15

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაადგინეს, რა შემთხვევაში ზრდის ხილის წვენი დიაბეტის რისკს

ბევრი ჩვენგანი მიიჩნევს, რომ ხილის ახლადგამოწურული წვენებით ვიტამინების მეგა დოზის მიღებაა შესაძლებელი. სიმართლეა თუ არა ეს და რა გავლენას ახდენს ხილის წვენი სისხლში ინსულინის და შაქრის მოცულობაზე? საგულისხმოა, რომ ხილის წვენებზე მოთხოვნა მზარდია. 2016 წელს აშშ-ის ხილის და ბოსტნეულის წვენების ბაზრის მოცულობა 154 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ნიკო ფიროსმანის გამოფენა ტალინში

23 მარტი 2019, 17:56

კულტურა

ტალინში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - „ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის სამყარო" გაიხსნა. ტალინში ასევე გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი.

მოზამბიკი

23 მარტი 2019, 17:55

მსოფლიო

მოზამბიკში ციკლონის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

მოზამბიკში ციკლონ იდაის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 400-ს გადააჭარბა. ამის შესახებ მოზამბიკის გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, თუმცა გაეროს ცნობით, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია. საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ჯერ კიდევ დატბორილ რეგიონებში შესაძლოა, ასობით ადამიანის ცხედარი იყოს.