imedi /  15 მარტი 2019, 13:49 / სანდო წყარო

მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ 49 სამხედრო გადამზადდა

სამხედროები

მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.  27-კვირიანი სწავლება 49 სამხედრო მოსამსახურემ გაიარა, მათ შორის ოთხი ქალია.  

კურსის განმავლობაში სამხედროებმა ქვეითი ოცეულის ტაქტიკა და სახმელეთო ნავიგაცია შეისწავლეს, ასევე გაეცნენ კავშირგაბმულობას, საარტილერიო ცეცხლის გამოძახებას, პირველად სამედიცინო დახმარებასა და საინჟინრო მომზადებას.

პირად შემადგენლობას კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მიულოცეს, სამხედროებს დიპლომები გადასცეს. 

ყველა სიახლე

ირაკლი ღარიბაშვილი

20 მაისი 2019, 00:15

საქართველო

ირაკლი ღარიბაშვილი სანდრა რულოვსს: დაისვენეთ, მიხედეთ თქვენს მეუღლეს, ჩვენ ქვეყანას მივხედავთ

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დღეს პოლიტიკაში უალტერნატივო ძალაა. მისი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავარი ოპოზიციური ძალა და ოპონენტები არიან მიმდევრები იმ დესტრუქციული პოლიტიკის, რომელიც მათთვის დამახასიათებელი ნიშანია.

მიხეილ ბენიძე

20 მაისი 2019, 00:14

საქართველო

სამართლიანი არჩევნები: კენჭისყრის დღემ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” ინფორმაციით, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის დღემ უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ორგანიზაციის თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ პრესკონფერენცია გამართა.

იაგო ხვიჩია

19 მაისი 2019, 23:57

საქართველო

იაგო ხვიჩია: ეს არჩევნები წავაგეთ

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მთაწმინდაზე ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს. მისი თქმით, ორი ძალა ინარჩუნებს დომინანტობას.საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა.

გიგა ბოკერია

19 მაისი 2019, 23:54

საქართველო

ბოკერია: მთაწმინდაზე მეორე ტური გაიმართება

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის გიგა ბოკერიას განცხადებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. „წინასწარი მონაცემებით, ოქროყანის გარეთ, მთაწმინდაზე და ვერაზე შალვა შავგულიძე ლიდერობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 23:44

საქართველო

კობახიძის თქმით, მარნეულსა და ზუგდიდში მმართველი გუნდის კანდიდატები ლიდერობენ

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათმა მერობის კანდიდატმა, გეგა შენგელიამ ზუგდიდში ამ დროისთვის ხმათა 54.08% დააგროვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა.

თორნიკე რიჟვაძე

19 მაისი 2019, 23:33

საქართველო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ნაციონალებს: „ჩაო“

კითხვაზე, იყო თუ არა ხულოში მმართველი გუნდის კანდიდატის გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს დამსახურება, სადაც ხულოში სამხატვრო გალერეას არსებობა ცინიკურად მოიხსენია, რიჟვაძის თქმით, "შედეგმა უპასუხა იმაზე მეტად, ვიდრე საჭირო იყო".

შუალედური არჩევნები

19 მაისი 2019, 23:13

ძალოვნები

შსს: არჩევნებთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე პირი თავისუფალია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე. უწყების ცნობით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი, ისინი უკვე გამოუშვეს.

მამუკა ბახტაძე

19 მაისი 2019, 23:04

საქართველო

ბახტაძე: ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, მთაწმინდაზე სავარაუდოდ მეორე ტური იქნება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. „იმ ინფორმაციით, რომელიც შემოსულია ჩვენთან ყველგან იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები. რაც შეეხება თბილისს, აქ მეორე ტური იქნება“, - თქვა ბახტაძემ.

სანდრა რულოვსი

19 მაისი 2019, 22:57

საქართველო

სანდრა რულოვსი: არ დაგვჭირდება მეორე ტური, ჩვენ პირველი ტური გვაქვს მოგებული

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ზუგდიდის მერობის კანდიდატი, სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მეორე ტური საჭირო არ იქნება, რადგან პირველივე ტურში იმარჯვებს. ამის შესახებ სანდრა რულოვსმა განმუხურში განაცხადა. სანდრა რულოვისის თქმით, მას უბნებიდან "ძალიან კარგი ციფრები" მისდის.

სალომე ზურაბიშვილი ქეთი მელუა

19 მაისი 2019, 22:36

კულტურა

ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ზე წერს, რომ მუსიკოსი ქეთი მელუა საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე განცხადების შეტანას აპირებს, რაც პრეზიდენტის თქმით მას "აუცილებლად დაუკმაყოფილდება".

ახმეტის 24-ე საარჩევნო უბანი

19 მაისი 2019, 22:22

საქართველო

პანკისის ხეობაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

მთლიანობაში რეგისტრირებული 1,220 ამომრჩევლიდან დღეს საკუთარი არჩევანი 617-მა მოქალაქემ გააკეთა. ახმეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში სულ 11 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. ხეობაში ორი საარჩევნო უბანი სოფელ ხალაწანსა და ომალოში იყო გახსნილი. მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის პროცესი დარღვევების გარეშე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

მარნეული

19 მაისი 2019, 22:14

საქართველო

მარნეულის 39-ე საარჩევნო უბანზე ხმებს უკვე მეოთხედ ითვლიან

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ადგილი აქვს საარჩევნო კოდექსის დარღვევებს, რაზეც ცესკოს წარმომადგენლები პასუხობენ, რომ ხმების დათვლა ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

19 მაისი 2019, 22:13

საქართველო

ცესკომ წყალტუბოსა და ტყიბულში ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი გამოაქვეყნა

დღეს წყალტუბოს და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით გაიმართა. ცესკომ აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი გამოაქვეყნა, თუმცა ცესკო აცხადებს, რომ ფურცელზე არსებული მონაცემები არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს.

ზაურ დარგალი

19 მაისი 2019, 22:10

საქართველო

„ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობის კანდიდატი მილოცვებს იღებს

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პირველადი შედეგების მიხედვით მარნეულის მერობის არჩევნებში მათი კანდიდატი ზაურ დარგალი დიდი უპირატესობით ლიდერობს. მათი განცხადებით, რამდენიმე უბნიდან შემოსული შედეგები ცხადყოფს, რომ მეორე ტური მოსალოდნელი არ არის.

ირაკლი კობახიძე

19 მაისი 2019, 22:04

საქართველო

კობახიძემ არჩევნების პირველადი მონაცემები წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც ოქმებს ეყდრნობა, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები.

Microsoft

19 მაისი 2019, 21:58

ტექნოლოგიები

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით Microsoft-ი 15,000 ადამიანს გადაამზადებს

Microsoft-ის ინფორმაციით, გადამზადების კურსი ფოკუსს ხელოვნურ ინტელექტზე, სამანქანე სწავლებაზე, მონაცემთა მეცნიერებაზე, ღრუბლოვან (Cloud) და მონაცემთა ინჟინერიაზე გააკეთებს. პროგრამის პირველ წელს ამ Microsoft-ი 2 ათას თანამშრომელს დაატრენინგებს. მთლიანობაში სამი წლის განმავლობაში კონცერნი 13 ათას ადამიანს აუმაღლებს კვალიფიკაციას ხელოვნურ ინტელექტთან (AI) დაკავშირებულ პროფესიებში.

ცესკო

19 მაისი 2019, 21:47

საქართველო

ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ 89 საჩივარი შევიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კენჭისყრის პროცესის შესახებ ჯამში, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი. აქედან მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი.

ცესკო

19 მაისი 2019, 21:39

საქართველო

20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შედეგები გამოცხადდა

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ყველა მხარეს, ხელი შეუწყოს ადმინისტაციას რათა კომისიის მიერ მშვიდ ვითარებაში ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურები.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე

19 მაისი 2019, 20:57

საქართველო

საია: ხმის მიცემის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 20:00 საათისთვის კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგებს ავრცელებს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, ხმის მიცემის პროცესმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა.

ჰერმან საბო

19 მაისი 2019, 20:57

საქართველო

„გირჩმა“ თავის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „გირჩი“ ეგზიტპოლის შედეგები წარმოადგინა. მონაცემები ჟურნალისტებს მთაწმინდაზე „გირჩის“ კანდიდატმა ჰერმან საბომ გააცნო. საქართველოში პარლამენტისა და საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნებზე კენჭისყრის პროცედურა დასრულდა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა.